მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი
Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი
მე ფუტკრის თაფლზე და მის ნაკბენზე ალერგიული ვარ და ნაკბენმა შესაძლოა ისე მომაპუნტულოს, რომ საკუთარმა ცოლმაც ვეღარ მიცნოს 
 ასევე თაფლზეც, რომლის სუნიც კი უკვე ალერგიას იწვევს ჩემში, აღარაც ვამბობ გემოს გასინჯვაზე, რომლის დროსაც შესაძლოა სახლიდან გარეთ ვერ გავასწრო 
 მაგრამ რატომღაც თაფლის არაყზე დადებითად რეაგირებს ჩემი ორგანიზმი 
			
									
									
						- 
				GAMARJOBA SAKARTVELO
 - იეტი
 - Posts: 16569
 - Joined: 20 ივლ 2007, 03:45
 - Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
 
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი
Makena
პროფესორი ხარ რა.
qvevri
ეგეთი ალერგიულობა თაფლსა და ფუტკარს თუ შეეძლოთ, არ ვიცოდი.
აქვე, როგორ კეთდება თაფლის არაყი?
აჭარა-გურიაში რამდენჯერმე დამილევია
			
									
									პროფესორი ხარ რა.
qvevri
ეგეთი ალერგიულობა თაფლსა და ფუტკარს თუ შეეძლოთ, არ ვიცოდი.
აქვე, როგორ კეთდება თაფლის არაყი?
აჭარა-გურიაში რამდენჯერმე დამილევია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს 
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
						და ამით ჩემიანებს ვეხმარები
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი
თაფლის არაყის დამზადება ალბათ ერთერთი ყველაზე რთულია დანარჩენი არყებისაგან განსხვავებით. სამწუხაროდ აღნიშნული არაყი რიგი წესების დაუცველად მზადდება დღეს-დღეობით, ხშირია შემთხვევა, როდესაც თაფლის არყად მოიხსენიებენ ისეთ არყებს, როგორიცაა რაღაც გაურკვეველი წარმოშობის "ატრავა", რომელშიც შემდეგ გემოს მისაცემად თაფლს ასხავენ. საერთოდ თაფლის არაყი არ გამოირჩევა სიმაგრით, როგორც მაგალითად "ჭაჭა" და მის მთავარ სიკეთეთ ითვლება არა სიმაგრე არამედ არომატი. აქვე ავღნიშნავ-- საუკეთესო გემური თვისებებით ხასიათდება: მინდვრის ყვავილების, ალპური და ცაცხვის თაფლის არაყი, აკაციისაგან არაყი ნაკლებ არომატული გამოდის, ხოლო წაბლის თაფლის არაყს სპეციფიური სუნი და ოდნავ მომწარო გემო დასდევს. საერთოდ თაფლის არაყი ანუ როგორც მას მეორენაირადაც მოიხსენიებენ--სანთლის არაყი იხდება არა უშუალოდ თაფლისაგან, არამედ თაფლის გამოწურვისას დარჩენილი ანარჩენებისაგან, ესენია ძირითადათ: გამოწურული ფიჭა და თAფლიან ჭურჭლეს გამოვლებული წყალი. ამ ყველაფერს ვასხავთ წყალს და ვაცდით გარკვეულ პერიოდს, მანამ სანამ წყალში გახსნილი თაფლის არ დაიდუღებს და აქედან გამომდინარე თAფლში არსებული ბუნებრივი შაქრები(გლუკოზა, ფრუქტოზა) არ გარდაიქმნება ალკოჰოლად. ჭაჭისაგან და სხვა არყებისაგან განსხვავებით თაფლის ანუ სანთლის არაყი მხოლოდ ერთხელ იხდება და არამც-და არამც არ შეიძლება ორნახადის გაკეთება, რადგან ამ დროს თაფლის სასიამოვნო სუნი და გემო, რაც სწორედაც რომ ძირითად ღირსებას წარმოადგენს ასეთი არყისას ქრება და ალკოჰოლის მაღალი შემცველობის გამო ინიღბება მასში. (თაფლის არაყს გურიაში "ბუზის არაყსაც" ეძახიანGAMARJOBA SAKARTVELO wrote:Makena
პროფესორი ხარ რა.
qvevri
ეგეთი ალერგიულობა თაფლსა და ფუტკარს თუ შეეძლოთ, არ ვიცოდი.
აქვე, როგორ კეთდება თაფლის არაყი?
აჭარა-გურიაში რამდენჯერმე დამილევია
- 
				GAMARJOBA SAKARTVELO
 - იეტი
 - Posts: 16569
 - Joined: 20 ივლ 2007, 03:45
 - Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
 
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი
qvevri
აი, ყოჩაღ.
რამხელა მემუარი დაგიწერია?
ვაფასებ შენს შრომას
			
									
									აი, ყოჩაღ.
რამხელა მემუარი დაგიწერია?
ვაფასებ შენს შრომას
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს 
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
						და ამით ჩემიანებს ვეხმარები
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი
გოგა, შენ აკეთის თაფლი გაგისინჯავს?GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ketuna4
წაბლის თაფლი, იფ, იფ, იფ.
ისე, ჯერ-ჯერობით, ჩემ მიერ გასინჯული თაფლიდან ყველაზე გემრიელი მარალმთიანაჭარული აღმოჩნდა
თაფლი არანორმალურად მიყვარს და როგორც მომხმარებელი კარგადაც ვერკვევი, ჩემი პრიორიტეტები ყოველთვის ჯავახეთი, ხევსურეთი, რაჭა და მაღალმთიანი აჭარა იყო, თუმცა აკეთის თაფლმა მართლა განმაცვიფრა.
Who is John Galt?
						- 
				GAMARJOBA SAKARTVELO
 - იეტი
 - Posts: 16569
 - Joined: 20 ივლ 2007, 03:45
 - Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
 
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი
არ გამისინჯავს. მაგ თაფლზე წარმოდგენა არ მაქვსGOGONA wrote:გოგა, შენ აკეთის თაფლი გაგისინჯავს?GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ketuna4
წაბლის თაფლი, იფ, იფ, იფ.
ისე, ჯერ-ჯერობით, ჩემ მიერ გასინჯული თაფლიდან ყველაზე გემრიელი მარალმთიანაჭარული აღმოჩნდაუუუუუჰ, მართლა საოცრებაა
![]()
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს 
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
						და ამით ჩემიანებს ვეხმარები
- 
				GAMARJOBA SAKARTVELO
 - იეტი
 - Posts: 16569
 - Joined: 20 ივლ 2007, 03:45
 - Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
 
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი
მოჭარბებულად მაინტერესებს, რამდენი ჯიშის ფუტკარი არსებობს და ჩვენთან რამდენია გავრცელებული?
			
									
									მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს 
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
						და ამით ჩემიანებს ვეხმარები
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი
საქართველოში გავრცელებული იყო და არის ძირითადად ქართული, იგივე კავკასიური ფუტკარი. ლათინურად--აპის მელიფერა კავკასიკა. 

ქართული ფუტკარი ფერით მორუხოა და როგორც სპეციალისტები ამბობენ მას აქვს ყველაზე გრძელი ხორთუმი, თუმცა დანარჩენ ფუტკრებს ამის გამო პრობლემები ნამდვილად არა აქვთ. საერთოდ ითვლება, რომ მსოფლიოში ძირითადად პროდუქტიული ფუტკრებიდან გავრცელებულია ორი ჯიში ესენია: იტალიური ფუტკარი და კავკასიური ანუ ქართული ფუტკარი. იქიდან გამომდინარე, რომ მაგალითად ამერიკაში ფუტკარი საერთოდ არ იყო მოხდა ამ ორი ჯიშის შეყვანა და ამჟამად ამერიკაში სწორედ ამ ორი ჯიშის ფუტკარი გვხვდება(რუხი--ქართული და ყვითელი--იტალიური). სწორედ ამ ჯიშის ფუტკრები არიან ყველაზე მუშა ფუტკრები და ამასთან ძალიან ბევრი კეთილი თვისებით გამორჩეულნი. კონკრეტულად ქართულ ფუტკარს მაგალითად ახასიათებს ძლიერი "შრომისმოყვარეობა", არა აგრესიულობა, რასაც მაგალითად ვერ ვიტყვით რუსულ ფუტკარზე, რომლებიც იმდენად აგრესიულები არიან, რომ მათთან მუშაობისას ლამის მყვინთავის სკაფანდრია საჭირო. ასევე კარგ თვისებად ითვლება ქართული ფიტკრისა ის, რომ მას შეუძლია კაგრა შორი მანძილიდან მოიტანოს ნექტარი. საერთოდ რაც უფრო ახლოსაა თაფლოვანი მცენარეები მით უფრო კარგია ფუტკრისათვის, რადგან ნექტარისა და ყვავილის მტვერის(ჭეო) მოსატანად ფუტკარს სკიდან თაფლი მიაქვს საწვავად და თუ ძალიან შორს მოუწია წასვლა მთელ საწვავს დაბუგავს და იმასაც მიაყოლებს რაც მოიტანა. ზოგადად მუშა ფუტკარი დაფრინავს 200-500-1000- 5000მეტრძე და უფრო მეტზეც. მაგალითად დედა ან მამალ ფუტკარს შეუძლია 10 კილომეტრზეც კი გაფრინდეს. აღსანიშნავია, რომ მთიან ადგილას ფუტკარი უკეთესად იღებს ორიენტაცია ვიდრე ვაკე ადგილას. ქართული ფუტკრის ერთერთი სიკეთე ისიცაა, რომ მას შეუძლია სკის გარეთ დაათენოს ღამე, რაც მართალია იშვიათად ხდება, მაგრამ მაინც. რუკაზე ყვითელი ფერით აღნიშნულია ყველაზე დიდი ტერიტორია სადაც გავრცელებილია ეგრეთწოდებული უნაყოფო ანუ უთაფლო ფუტკარი. საერთოდ მსოფლიოში მიდის ტენდენცია იმისა, რომ გაამრავლონ კავკასიური რუხი ფიტკარი რაც საკმაოდ ინტენსიურად ხორციელდება. ჩვენთან, როგოც რუკიდანაც შამჩნევდით ფუტკრის სხვა ჯიშებთან აღრევის საწინააღმდეგოდ ბუნებრივი პირობები და საზღვდრებია ერთის მხრივ კავკასიონის ქედის ხოლო მეორე მხრივ შავი და კასპიის ზღვების სახით, რამაც ჩვენი ფუტკარი შეიძლება ითქვას გადაარჩინა. გოგა ესეთ კითხვებს ნუღა დასვავ თორემ ვერ ვითმენ რომ არ ვუპასუხო და ძალიან ვცდები ჩემს საქმეს, ან თუ მაინცა და მაინც დასვენების დღეებში დასვი ხოლმე ესეთი შეკითხვები. ისე მე თაფლზეც ვიცი რაღაც-რაღაცეები
 საერთოდ თუ სკაში 45--60 ათასამდე ფუტკარი არ არის მაშინ ასეთი სკა ითვლება სუსტად და მხოლოდ თავის თავზე თუ მუშაობს. ისე კი სკაში შესაძლოა 80 000-მდე ფუტკარიც კი იყოს, ხოლო ზამთრის განმავლობაში ეს რიცხვი 20--30 ათასამდე მცირდება. საქართველოში არსებობს მხოლოდ ერთი ჯიშის(კავკასიური რუხი) იგივე ქართული ფუტკარი. რაც შეეხება დანარჩენებს ესენი ჯიშები არაა არამედ ესენია ამ ერთი ჯიშის "განშტოება" და ისინი ძირითადად მცირედ განსხვავდებიან აღნიშნული ჯიშისაგან და ისიც მხოლოდ მორფოლოგიურად. ეხლა თავად ეს განშტოებები: არსებობდა და არსებობს-- მეგრული ფუტკარი, აფხაზური ფუტკარი, გურული ფუტკარი, იმერული(ყვითელი) ფუტკარი და ასევე უარსებია ქართლის ფუტკარსაც, თუმცა ქართლის შემთხვევაში იგი გავრცელებული იყო მხოლოდ და მხოლოდ არაგვის ხეობებში(მაღალი ქართლი), მაგრამ როგორც უკვე ითქვა ზემოთჩამოთვლილი ფუტკრები არ წარმოადგენენ ჯიშებს და მათი ესევთქვათ "დედა" არის ქართული---კავკასიური--რუხი ფუთკარი.
			
									
									
						
ქართული ფუტკარი ფერით მორუხოა და როგორც სპეციალისტები ამბობენ მას აქვს ყველაზე გრძელი ხორთუმი, თუმცა დანარჩენ ფუტკრებს ამის გამო პრობლემები ნამდვილად არა აქვთ. საერთოდ ითვლება, რომ მსოფლიოში ძირითადად პროდუქტიული ფუტკრებიდან გავრცელებულია ორი ჯიში ესენია: იტალიური ფუტკარი და კავკასიური ანუ ქართული ფუტკარი. იქიდან გამომდინარე, რომ მაგალითად ამერიკაში ფუტკარი საერთოდ არ იყო მოხდა ამ ორი ჯიშის შეყვანა და ამჟამად ამერიკაში სწორედ ამ ორი ჯიშის ფუტკარი გვხვდება(რუხი--ქართული და ყვითელი--იტალიური). სწორედ ამ ჯიშის ფუტკრები არიან ყველაზე მუშა ფუტკრები და ამასთან ძალიან ბევრი კეთილი თვისებით გამორჩეულნი. კონკრეტულად ქართულ ფუტკარს მაგალითად ახასიათებს ძლიერი "შრომისმოყვარეობა", არა აგრესიულობა, რასაც მაგალითად ვერ ვიტყვით რუსულ ფუტკარზე, რომლებიც იმდენად აგრესიულები არიან, რომ მათთან მუშაობისას ლამის მყვინთავის სკაფანდრია საჭირო. ასევე კარგ თვისებად ითვლება ქართული ფიტკრისა ის, რომ მას შეუძლია კაგრა შორი მანძილიდან მოიტანოს ნექტარი. საერთოდ რაც უფრო ახლოსაა თაფლოვანი მცენარეები მით უფრო კარგია ფუტკრისათვის, რადგან ნექტარისა და ყვავილის მტვერის(ჭეო) მოსატანად ფუტკარს სკიდან თაფლი მიაქვს საწვავად და თუ ძალიან შორს მოუწია წასვლა მთელ საწვავს დაბუგავს და იმასაც მიაყოლებს რაც მოიტანა. ზოგადად მუშა ფუტკარი დაფრინავს 200-500-1000- 5000მეტრძე და უფრო მეტზეც. მაგალითად დედა ან მამალ ფუტკარს შეუძლია 10 კილომეტრზეც კი გაფრინდეს. აღსანიშნავია, რომ მთიან ადგილას ფუტკარი უკეთესად იღებს ორიენტაცია ვიდრე ვაკე ადგილას. ქართული ფუტკრის ერთერთი სიკეთე ისიცაა, რომ მას შეუძლია სკის გარეთ დაათენოს ღამე, რაც მართალია იშვიათად ხდება, მაგრამ მაინც. რუკაზე ყვითელი ფერით აღნიშნულია ყველაზე დიდი ტერიტორია სადაც გავრცელებილია ეგრეთწოდებული უნაყოფო ანუ უთაფლო ფუტკარი. საერთოდ მსოფლიოში მიდის ტენდენცია იმისა, რომ გაამრავლონ კავკასიური რუხი ფიტკარი რაც საკმაოდ ინტენსიურად ხორციელდება. ჩვენთან, როგოც რუკიდანაც შამჩნევდით ფუტკრის სხვა ჯიშებთან აღრევის საწინააღმდეგოდ ბუნებრივი პირობები და საზღვდრებია ერთის მხრივ კავკასიონის ქედის ხოლო მეორე მხრივ შავი და კასპიის ზღვების სახით, რამაც ჩვენი ფუტკარი შეიძლება ითქვას გადაარჩინა. გოგა ესეთ კითხვებს ნუღა დასვავ თორემ ვერ ვითმენ რომ არ ვუპასუხო და ძალიან ვცდები ჩემს საქმეს, ან თუ მაინცა და მაინც დასვენების დღეებში დასვი ხოლმე ესეთი შეკითხვები. ისე მე თაფლზეც ვიცი რაღაც-რაღაცეები
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი
მე ფუტკარი მყოლია მესხეთში და ჯავახეთშიც, ასევე თბილისში, აივანზე 3 სკა მყავდა მე13 ე სართულზე, გაყვანის გარეშე.
და გამოცდილებიდან ვიცი რომ ზოგი უცხო სკა რომ მომიყვანია, ანუ უცხო ოჯახი ყოფილა ძალზე მშვიდი და მათთან არავითარი თავდაცვა არ მჭირდებოდა, თვით ცუდ ამინდში და ასევე უხეში, არააკურატული მუშაობისას.
ხოლო მყოლია იგივე სიძლიერის ოჯახი, რომელიც შებოლების და ყველა წესის დაცვის მიუხედავად საფარის ახდისთანავე მასირებულ შეტევაზე გადმოდიოდა.
მე ვფიქრობდი ეს სხვადასხვა ჯიშები იყო, გარეგნობით კი ვერ განასხვავებდი.
			
									
									
						და გამოცდილებიდან ვიცი რომ ზოგი უცხო სკა რომ მომიყვანია, ანუ უცხო ოჯახი ყოფილა ძალზე მშვიდი და მათთან არავითარი თავდაცვა არ მჭირდებოდა, თვით ცუდ ამინდში და ასევე უხეში, არააკურატული მუშაობისას.
ხოლო მყოლია იგივე სიძლიერის ოჯახი, რომელიც შებოლების და ყველა წესის დაცვის მიუხედავად საფარის ახდისთანავე მასირებულ შეტევაზე გადმოდიოდა.
მე ვფიქრობდი ეს სხვადასხვა ჯიშები იყო, გარეგნობით კი ვერ განასხვავებდი.
- 
				GAMARJOBA SAKARTVELO
 - იეტი
 - Posts: 16569
 - Joined: 20 ივლ 2007, 03:45
 - Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
 
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი
qvevri
ვაჰ, ეგეთი კგ პასუხი, რა ხანია, არ მომისმენია.
მოდი, და თქვი, ქართველები (თუნდაც, ფუტკრები) ზარმაცები ან მოუწესრიგებლები არიანო.
თუ ჩვენები მოინდომებენ, მთებს გადადგამენ.
კგ, ეგრე იყოს
			
									
									ვაჰ, ეგეთი კგ პასუხი, რა ხანია, არ მომისმენია.
მოდი, და თქვი, ქართველები (თუნდაც, ფუტკრები) ზარმაცები ან მოუწესრიგებლები არიანო.
თუ ჩვენები მოინდომებენ, მთებს გადადგამენ.
გოგა ესეთ კითხვებს ნუღა დასვავ თორემ ვერ ვითმენ რომ არ ვუპასუხო და ძალიან ვცდები ჩემს საქმეს, ან თუ მაინცა და მაინც დასვენების დღეებში დასვი ხოლმე ესეთი შეკითხვები.
კგ, ეგრე იყოს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს 
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
						და ამით ჩემიანებს ვეხმარები
- 
				GAMARJOBA SAKARTVELO
 - იეტი
 - Posts: 16569
 - Joined: 20 ივლ 2007, 03:45
 - Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
 
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი
ფუტკრები გყავდა თბილისში, აივანზე?ლეონტი wrote:მე ფუტკარი მყოლია მესხეთში და ჯავახეთშიც, ასევე თბილისში, აივანზე 3 სკა მყავდა მე13 ე სართულზე, გაყვანის გარეშე.
ეგ როგორ?
თბილისის პირობებში რა თაფლი უნდა შეეგროვებინათ?
ან დედაქალაქის ჰაერს როგორ უძლებდნენ?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს 
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
						და ამით ჩემიანებს ვეხმარები
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი
თბილის პირობებში მშვენიერად ბედნიერად ცხოვრობდნენ, დიღმის მასივში.
აივნიდან პირდაპირ ხეებზე დაფრინავდნენ:
აკაცია, ცაცხვი, სოFორა იაპონური, ცხენისწაბლი და კიდევ სხვა ბევრი გამწვანების მიერ დარგული იშვიათი კულტურები, პარკებში და ხეივნებში.
დაბინძურებას უძლებდნენ.
თაფლს 20 კილოზე ნაკლებს არ ვიღებდი, 20 მაგათ რჩებოდათ ზამთრისთვის.
და მეტი რა ექნათ.
			
									
									
						აივნიდან პირდაპირ ხეებზე დაფრინავდნენ:
აკაცია, ცაცხვი, სოFორა იაპონური, ცხენისწაბლი და კიდევ სხვა ბევრი გამწვანების მიერ დარგული იშვიათი კულტურები, პარკებში და ხეივნებში.
დაბინძურებას უძლებდნენ.
თაფლს 20 კილოზე ნაკლებს არ ვიღებდი, 20 მაგათ რჩებოდათ ზამთრისთვის.
და მეტი რა ექნათ.
- 
				GAMARJOBA SAKARTVELO
 - იეტი
 - Posts: 16569
 - Joined: 20 ივლ 2007, 03:45
 - Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
 
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი
ყოჩაღ.ლეონტი wrote:თბილის პირობებში მშვენიერად ბედნიერად ცხოვრობდნენ, დიღმის მასივში.
აივნიდან პირდაპირ ხეებზე დაფრინავდნენ:
აკაცია, ცაცხვი, სოFორა იაპონური, ცხენისწაბლი და კიდევ სხვა ბევრი გამწვანების მიერ დარგული იშვიათი კულტურები, პარკებში და ხეივნებში.
დაბინძურებას უძლებდნენ.
თაფლს 20 კილოზე ნაკლებს არ ვიღებდი, 20 მაგათ რჩებოდათ ზამთრისთვის.
და მეტი რა ექნათ.
აი, მესმის საქმე.
კიდევ 1 რამ, სკების ფერს რამე მნიშვნელობა აქვს თუ არა?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს 
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
						და ამით ჩემიანებს ვეხმარები
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი
GAMARJOBA SAKARTVELO
როგორც ვარაუდობენ ფუტკარს აქვს უზუსტესი გეომაგნიტური ორიენტაციის უნარი, თუ რაღაც მსგავსი, მილიმეტრებში აგნებს ადგილს.
რაც შეეხება ფერებს, ვიცი რომ ყვავილების ფერზე აქვს რეაქცია, მაგას სხვანაირი ოპტიკა აქვს , კალეიდოსკოპური.
მოკლედ სასწAულია რა.
ღმერთს სხვა რომ არაფერი შეექმნა უკვე საკმარისია რომ იწამო ღმერთიც და სასტაულიც არადა პირდაფჩენილი ეძებს ხალხი სასწაული მაჩვენე და ვიწამებო.
			
									
									
						როგორც ვარაუდობენ ფუტკარს აქვს უზუსტესი გეომაგნიტური ორიენტაციის უნარი, თუ რაღაც მსგავსი, მილიმეტრებში აგნებს ადგილს.
რაც შეეხება ფერებს, ვიცი რომ ყვავილების ფერზე აქვს რეაქცია, მაგას სხვანაირი ოპტიკა აქვს , კალეიდოსკოპური.
მოკლედ სასწAულია რა.
ღმერთს სხვა რომ არაფერი შეექმნა უკვე საკმარისია რომ იწამო ღმერთიც და სასტაულიც არადა პირდაფჩენილი ეძებს ხალხი სასწაული მაჩვენე და ვიწამებო.
- 
				GAMARJOBA SAKARTVELO
 - იეტი
 - Posts: 16569
 - Joined: 20 ივლ 2007, 03:45
 - Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
 
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი
რაო, კალეიდოსკოპური?ლეონტი wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
რაც შეეხება ფერებს, ვიცი რომ ყვავილების ფერზე აქვს რეაქცია, მაგას სხვანაირი ოპტიკა აქვს , კალეიდოსკოპური.
ვა, რა საინტერესოა...
ფუტკარი მართლა სასწაულია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს 
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
						და ამით ჩემიანებს ვეხმარები