ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 დეკ 2008, 02:29

რა იყო, გეკითხათ, თამაში არ გინდაო?
მთელი დღე ა"კარავზე" არ შემოვსულვარ.
საყიდლებზე დავრბოდი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by Monadire » 21 დეკ 2008, 21:59

აუ ეს კაი კაცი როგორ გამოგვრჩა ??? :o :o :o :(
გოგა თუ შეგიძლია, იქნებ როგორმე არ გვაპატიო.
შაბათი დღე ფეხბურთის დღედ გვაქვს გამოცხადებული თითქმის 2 თვეა უკვე.
მომავალში ვისაც თამაშის სურვილი ექნება იქნებ დროულად ჩაეწეროს სიაში მსგავსი სიტუაცია, რომ აღარ განმეორდეს.
ზარებით პატიჟისას მუდამ გამოგვრჩება ვინმე .
ჰო მართლა. ზვიოსულს დაურეკა ვინმემ?
Last edited by Monadire on 21 დეკ 2008, 22:13, edited 1 time in total.
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by Monadire » 21 დეკ 2008, 22:12

გუშინ მართლაც მშვენიერი სპორტული საღამო გამოგვივიდა.
ფიგურული სრიალიო, ჭიდაობაო , ფეხბურთიოო, რაგბიო და ბოლოს კინაღამ ბილიარდიც მოვარტყით.
უჰ რამდენი ვირბინეთ და ვიკოტრიალეთ?
რაგბიმ დახურა რა როგორც იტყვიან :lol: :lol: :lol:
გოგონები რა საყვარლად იდგნენ კარებში :lol: მპუუუუააააააააააააჰთ
ეს ნამცეცუნა რა ყოფილა კაცო? :o
4 დარტყმიდან 3 გამიტანა. იმ ერთზე ფეხი აუცდა ყინულზე თორემ იმასაც შეაგდებდა.
კარვის საუკეთესო პენალმრტყმელად გაღიარებ ნამცეც
სურათები მაგრად გვაინტერესებს.
და(მა)ყარეთ pls
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by namcecuna » 21 დეკ 2008, 22:38

Monadire
:lol: :lol: :lol:
სახელი ხომ არ გადავირქვა პენალმრტყმელად? ლოოოოოოლ :D

გაიხარე, მაგრად ვიხალისე გუშინ :D
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by meore monadire » 22 დეკ 2008, 10:24

მაგრები ხართ :)
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by ZVIOSULI » 22 დეკ 2008, 10:47

რათა არ დამირეკეთ - ცუდი ჩილავეკები............ :evil:
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by namcecuna » 22 დეკ 2008, 17:09

ფოტოებს არავინ დადებს? :roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by VANO » 22 დეკ 2008, 17:32

სად დაიკარგე აკო? :(


გვაინტერესებს ჩვენი ფეხბურთ-რაგბ-ფიგურული სრიალის ამსახველი ფოტოები :)




P.S. მთელი რბილი ნაწილები ახლაც მტკივა :( :) :( :)
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
doctor ako
მაწანწალა
Posts: 342
Joined: 10 ივლ 2008, 13:37
Location: დედამიწის სამოთხე
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by doctor ako » 22 დეკ 2008, 23:58

გამარჯობათ.
დამაგვიანდა.(აქ.) (იქ ყველაზე ადრე მოვედი.)

20 დეკემბერი,შაბათი,საფეხბურთო "დღე" კარავზე...

ჩაბნელებული სტადიონი,თოვლი მოედანზე,ყინული.სასრიალოდ და საციგურად მეტი რაღა უნდა ინატრო...
ვერავინ დავინახე,ვანსკის დავურეკე:სად ხართ ხალხნო!-მოვდივართ ყველანიო! გამიხარდა. მერიისკენ დავბრუნდი და აი სასწაული,ორი მშვენიერი გულშემატკივარი შემომხვდა,ნუსა და ნამცეცუნა.(დეკემბერი სადღაც დაიკარგა და მაისი შემობრუნდა მათ დანახვაზე)
ჯნოსი,ზურა ნ,ვანსკი თავისი პლიუსებით,მონადირე პლიუსით,ელე-ლომი,ნინი 85,კონსტანტინე,ლეგენდა(ეგ ცალკე თემაა) და მრ.ზორრო.
ასეთი თანმიმდევრობით შევიკრიბეთ ფეხბურთელ-გულშემატკივრებიანდ,მაგრამ ვინ იყო ფეხბურთელი, ვინ გულშემატკივარი,მოცეკვავე,(ხალხურის და ბალეტის...), მორაგბე, მოციგურავე,მოჭიდავე,ხოკეის მოთამაშე ვერ გაარკვევდა ადამიანი და ნურც თქვენ შეეცდებით...
ამ დეკემბრის სუსხ საღამოს შედგა ფეხბურთ-სრიალი და რაგბი-ციგურაობა!
ძალინ კარგად ჩაიარა ყოველივემ,მძიმე დაზიანებების გარეშე,ცეკვა-თამშით,სიცილ-ხარხარით.
და ლეგენდას დაბადების დღემ,კიდევ უფრო კარგი განწყობა შეგვმატა.ლეგენდას უდიდესი მადფლობა,ასეთ დღეს ამ ყინვაში რომ "შემოგვიერთდა".

და ჯაბა არ იყო ასეთ დროს,ზუსტად "მისი საღამო" იქნებოდა-ფეხბურთიც და რაგბიც,რომელი გინდა ჰოპა... ცეკვაც ...

ჯერ არავინ ფიქრობდა თამაშზე, ვა თოვლიო, ყინვაო,სხვა მოედანიო...
სანამ ფეხბურთს დავცხებდით(ვისრიალებდით) მანანდე ყველა უბრახუნებდა ბურთს ცალ-ცაკე,ან მოედნის ირგვლივ "საპატიო წრეს ზომავდნენ" სრიალებდნენ).
სურათებიც გადავუღე ვინ როგორ ემზადებოდა ფეხბურტ-რაგბისთვის.შემდეგ ეს საქმე ნინის გადავაბარე და თან მეკარეობაც შეითავსა(ხდება ხოლმე).

ვერაფერს გავხდი საუბრით,ვითამაშოთ მაინც დარბიხართ და ... ეეე, სანამ ბურთი ხელთ "არ დავიჭირე" და ხმაურიანდ(როგორც ეს ლეგენდამ იცის ჩემზე) არ შევძახე, მანამდე ვერ გავიყავით სათამაშოთ.
ზურა ნ,მონადირე,დოქტორ აკო,ნუსა -ნამცეცუნა-ნინი85(ერთნი შინაარსით-ანუ მეკარე-ე-ბი) და ვანსკი,ჯნოსი,პაატა(ვანსკის პლიუსი),მოგვიანებით კოკა-ლეგენდა(ესენიც ერთნი - კარის დარაჯნი ანუ -მეკარე-ე-ბი.
დავიწყეთ ფეხბურთის თამაში,ბურთს დავზდევდით როგორც შეგვეძლო და არავითარი წესები,სრიალი,ზოგჯერ ხელი-ხელ ჩაკიდებულებიც ვსრიალებდით,დაცემებიც იყო საკმაოდ,დაზიანებისაგან დაგვიცა იმან რომ ტანსაცმელი არც გაგვიხდია,კეტები ჩავიცვით და ზოგმა მაისურები გადავიცვით.(მე და ზურა ნ -მა კიდევ ერთხელ დავუმტკიცეთ "ბარსელონას" ერთგულება... რომელმაც ახლახან ვილიარელაი დაამარცხა 2:1,იქითა კვირას რეალ მადრიდი 2:0, და მინდა ჩვენც სხვა გუნდებს მოკრძალებული ანგარიშით მოვუგოთ! წინ "კარავი"!)
ჩვენ კარებში ტრიო მეკარე გვყავდა,ნუსა-ნამცეცუნა-ნინი,დრო და დრო მოვიკითხავდი, რამე ხომ გჭირდებათ,ხომ არ მოიწყინეთ... ბურთი არ ჩანდა ხოლმე ,ჩვენი ტრიო რომ არ გაყინულიყო -ცეკვას მიმართავდა(სხვა რა გზა ქონდათ,ხოხ!) ოოო ,რა კარგები იყვნენ,ვინც ვერ ნახეთ,ვო! ერთხელ მეც მივემატე კარებში "სოლიდარობის" ნიშნათ და ვიკითხე -ნეტა ბურთი რომ დაარტყან საიდან უნდა გავიდეს გოლი-თქო,კარები "გადავსებული" აღმოჩნდა...
იქით დუეტი მეკარე ყავდათ ოდნავ წინ კონსტანტონე და უკან ლეგენდა,ალბათ ეს ტაქტიკური მონახაზი იქნებოდა-უყრებ ,მოუარე კოკას,არტყამ და ლეგენდა ბურთს იგერიებს(დიდი ხანი ამუშავებდნენ,ეტყობათ)
( ერთხელ ცოტა ძლიერად დავარტყი, აზარტში შევედი,დამავიწყდა,არავინ დაშავებულა)
ნამცეცუნას როგორი საჯარიმოების დარტყმა ცოდნია,თუ არ გვასწავლი შენ მოგიწევს აწი თამაში!
მოედნის შუაგულში ფეხბურთ-რაგბი იყო გაჩაღებული,ვინც გაგვექცეოდა ხელით ვიჭერდით,(ჩქარა რომ მირბიხარ,იქნება ვერ დაამუხრუჭო გაყინულ მოედანზე და რამე რომ მოგივიდეს... ასე ვეხმარებოდით ერთმანეთს )

ჯნოსი ასეთი სრიალ-ციგურავ-ფეხბურთ-რაგბით "აღფრთოვანებული" დარჩა როგორც ჩვენ და ეს ყველაფერი "პირიქით" როგ გაგვეგრძელებინა შემოგვთავაზა ანუ რაგბ-ფებურტ-ციგურავ-სრიალი , იფ რა მაგარი აღმოჩნდა!

რაგბი უფრო მეტი ხანი ვითამაშეთ,ანუ ვისრიალეთ და ვიჭიდავეთ.
კოკა გადმოვიდა ჩვენკენ."მძიმე წონიანები" იქეთ და "მომძიმეწონოსნები" აქეთ.
ისეთი გულიანი თამაში შედგა,ხალიასიანი,ყინულზე კოტრიალი,ჭიდაობის ელემენტებით,ჯარიმა-ჰაუტებს სულ ჯნოსი და ვანსკი გვიგებდნენ.
ამ დროს, შუა თამშში რას ვხედავთ ,მოედნის შუაგულში "გედების ტბა"! სულ შხუილით მოფრინდენ გედები : ლეგენდა-ნუსა-ნამცეცუნა ფრ,ფრ,ფრ შეტევის შემდეგ აქეთობისას კაცი გედი მრ.ზორრო ჩაუდგა მათ სათავეში,ღამეაო,ცივაო,ყინულიაო,იქნებ გზა აგებნეთო და მეც თქვენთან ერთად ვარო!
ნუ რეპერტუარი მრავლმხრივი ქონდათ,(მეკარეობას)ლეგენდამ ქორეოგრაფობა შეუთავსა და ქართული ცეკვების კორიანტელით, სრიალ-თამაშით გაყინვას გადაურჩნენ...
ზორრო დავიმატეთ, დაგვცინა-ყველა გამხდრები აქეთ ვართო და ვანსკის და ჯნოსის როგორ გინდათ გავუმკლავდეთო
ჯაბა რომ გვყოლოდა!ო! ლამა რომ ყოფილიყო!
ალბათ კალათბურთიც იქნებოდა!
ლელო ზურამ და ვანსკიმ დადეს ყველაზე მეტი. ვანსკის მიწაზე ბადალი არ ყავდა,ბურთი ვერ წავართვით.მონადირემ ვანსკი მიახეთქა ძელს -რას შობი მკლავ შე კაცოო,გადარჩა "კურტკა" ეცვა ჯავშნიანი. ჯნოსი სამმა კაცმა ძლივს წავაქციეთ,ჭიდაობა გავუმართეთ მოკლედ.

ნინი, თოვლის გოგონამ, კაფუები დაგვირიგა...

ელე და "მაგარი მეკარე",მონადირეს პლიუსი ადრე წავიდნენ,შემდეგ ჯნოსი,ნუსა, ნამცეცუნა ,

კართან დიდი ხანი ვისაუბრეთ,მე და მონადირემ დროზე გავაღწიეთ თორემ ჩვენც "ჩაგვსვამდნენ" ზორროს მანქანაში.მე დღესაც ვერ გამირკვევია "მარშუტკაა" თუ "ავტობუსი". 7(-+ 1) ადამიანი ხოხ! და ისინი ლიკაკოს სანხავად წავიდნენ.
ჯაბა რა გამოტოვე! ლამა რა გამოტოვე!


ახლა დანმდვილებით ვიტყვი ფეხბურთ-რაგბი შედგა!

ძალიან დიდი მადლობა მშევნიერ გულშემატკივრებს, ასეთ ყინვაში რომ მოვიდნენ! გეფერებით ყველას, ვინც ვერ მოვიდა მათაც!

კარავი! კარავი!კარავი!

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by VANO » 23 დეკ 2008, 01:13

mr.zorro-ს პიპიაში ვიჯექით 8 კაცი.

წინ legenda, nini_85 და რაღათქმა უნდა mr.zorro იჯდა,

ხოლო უკან კიდე მე, ჩემი 2+, zura n და koka მოვთავსდით თუ ამას მოთავსება ქვია :D

KOKA მალევე ჩავიდა, 2 წუთზე მეტი ვერ გაუძლო ზეწოლას :D :D :D

მერე სულ ღიღინ-ღიღინით ჩავედით ლიკაკოს სანახავად ღუდუშაურის საავადმყოფოში.

ჩვენი ავადმყოფი სულ თაბაშირში იყო გახვეული.

პრიკოლი ის იყო რო დაცვა დავკერეთ, არ გვიშვებდა. 6 სთ-ზე დამთავრდა მიღება და სად მიდიხართო :)

მაგრამ ნამეტნავად ვიწუწუნეთ და აგვიშვა მხოლოდ 3 წუთით.

მერე ისევ ჩავლაგდით პიპიაში და ავედით გლდანში ხალხი დავაბინავეთ

იქედან მეზობელ თემქაზე გადმოვედით და ასე გაცარიელდა პიპია :)

ასე დამთავრდა ის მშვენიერი დღე კი არადა საღამო...
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by legenda » 23 დეკ 2008, 09:52

doctor ako

არ შემიძლია მეტი სიცილი :lol: :lol: :lol:
უმაგრესი ხარ(თ) რა.....


დიდი მადლობა ყველას ამ ლამაზი საღამოსთვის.... მოლოცვისთვის....

არადა ვამბობდი, თხილამურები თოვლზე გამიგია, ყვავილი თოვლზე მინახია და აი ფეხბურთი თოვლზე :shock: .... უუმაგრესი ყოფილა :lol:


როგორ მეამაყებით 8)

User avatar
doctor ako
მაწანწალა
Posts: 342
Joined: 10 ივლ 2008, 13:37
Location: დედამიწის სამოთხე
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by doctor ako » 23 დეკ 2008, 15:57

Image

ნელ-ნელა შევიკრიბეთ."საპატიო წრეზე" გასვლის შემდეგ თამაშის ხასიათზე ნუსა და ნამცეცუნაც "მოვიდნენ":

ნუსა: ჩვენ მზად ვართ რომ ვითამაშოთ! მონადირე რომელ პოზიციაზე განგვამწესებ...

მონადირე: რაო! გაჩუმდით! თამაში მომინდომეს აქ,ამ გაყინულ-თოვლიან მოედანზე, ჩუ მეთქი!

მამცეცუნა: ნუსა რაო, რა ბრძანა მაგ ვაჟბატონმა,ჩვენ მოედანზე შეგვიშვით და რას გავაკეთებთ ეგ ჩვენი საქმეა ძმაო! ნევებზე არ მომშალოთ ახლა ...

.

User avatar
doctor ako
მაწანწალა
Posts: 342
Joined: 10 ივლ 2008, 13:37
Location: დედამიწის სამოთხე
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by doctor ako » 23 დეკ 2008, 16:08

Image

მოკლედ დიდიმა საბჭომ იმსჯელა და არა მარტო ნუსას და ნამცეცუნას,ასევე ლეგენდას და ნინისაც დართეს თამაშის უფლება.(ნუსას და ნამცეცუნას აბა ვინ დაუდგებოდა წინ)
ნინი მეკარეობა,ფოტოჟურნალისტობა და "თოვლის ბაბუობაც" შეითავსა.

.

User avatar
doctor ako
მაწანწალა
Posts: 342
Joined: 10 ივლ 2008, 13:37
Location: დედამიწის სამოთხე
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by doctor ako » 23 დეკ 2008, 16:14

Image

ზურა და მე "ბარსელონა-კარავი"-ს მაისურებით,ჩვენ შორის ორი ახალი ლეგიონერი ნამცეცუნა და მონადირე,მოკლედ უძლიერესი შემადგენლობაა...

(კლუბის ხელმძღვანელობა მომავალშიც გააგრძელებს კარგი ფეხბურთელებით გუნდის შევსებას.)

.

User avatar
doctor ako
მაწანწალა
Posts: 342
Joined: 10 ივლ 2008, 13:37
Location: დედამიწის სამოთხე
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by doctor ako » 23 დეკ 2008, 16:18

Image

ამ ორმა "სპორტსმენმა" თავიდან რომ არ ათამაშეს,პროტესტის უკიდურეს(ერთ-ერთ) ზომას მიმართეს,პირი "ამოიკერეს" ყელსაბამით.ჰოდა სანამ ტელევიზიები გაიგებნდენ, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა.

.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]