GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
რა ჯანდაბაა დამხმარე ზმნების ასე უადგილოდ გამოყენება?
სხვა მარგალიტებიც გამახსენდება და დავწერ...
მართლა, ჯანდაბაზე გამახსენდა, გოგა, ვიცი, სადმე ამ სიტყვის უფრო ქართული ვერსია გექნება დამალული და გაგვიმხილე

რაც შეეხება წინა ცხრილს, გეთანხმები, ოღონდ აქ საქმე დამხნარე ზმნების უადგილო გამოყენებას კი არ ეხება, არამედ ქართული ზმნების ხასიათს; საქმე იმაშია, რომ ქართული ზმნა არ იღებს პასიურ ფორმას (ძირითადი ევროპული ზმნებისაგან განსხვავებით) ... ქართული ზმნა ყოველთვის მოქმედებაშია და ამიტომ არ შეიძლება მაგ., "დაჯილდოვების მოხდენა" და სწორია "დაჯილდოვება"... ფრანგულ, ინგლისურ და ა.შ. ზმნებში ხშირია შემთხვევა, როდესაც ერთი ზმნა მეორე აწარმოებს, ეს ქართულში არ გვვხვდება;
ასე, რომ... საქმე, გარკვეულწილად, ისევ კალკებთან გვაქვს...
ისე... ქართული ტექსტი მაინცდამაინც არც რებუსებს ცნობს (მაგ., სა1ოდ , გავ20დი და ა.შ. ) და ეგებ ესეც გაგვეთვალისწინებინა, მართლაც უკეთესია მთლიანად ქართული ასოების გამოყენებაზე გადავიდეთ, ვიდრე ქართულ-არაბული სიმბოლოების სინთესზე...
მგონი, გაარჯობაც დამეთანხმება, რომ თუნდაც მცირედით გაარაბებას მადლიანი ქართული ასოების გამოყენება ჯობია...
