კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
უფსკრულთან ჭიუხის ქარივით ქანაობ,
ვერ გაკრთობს ფერხული მშფოთვარე ლოდების.
იფრთხილე, იფრთხილე, მეც გზვერავ ქალაუ,
შატილის ბილიკზე შველივით მოდენილს.
შავი კლდის შურთხივით გამირბი განდაგან,
მაჩუქე ქალაუ, ღიმილი ერთ წამით,
ტანშოლტა მეძროხე ხევსური ქალი ხარ,
შატილის პირქუში ნისლივით ლერწამი.
ტიალი ფიქრები ჯანღივით ფარავს გულს,
ვერ გხიბლავ, აშექალ, მეცხვარის ფარებით.
ვაიმე მეშინის, მეშინის ქალაუ,
გზვერავენ შორიდან სხვა მწყემსის თვალებიც.
თუ გინდა რომ გახდე ქალაუ შენ ჩემი,
ნუ წახვალ წყაროზე მარტოკა ხელსურით,
წაგიყვანს აშექალ მგლისმუხლა ჩეჩენი
ან ორბის თვალება არხოტის ხევსური.
1960 წ.
იოსებ ლონგიშვილი

ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!
მაინც უკვდავო საქართველო!
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
tama
რა კარგი ლექსია
მშვიდობა შენს დაბრუნებას
რა კარგი ლექსია

მშვიდობა შენს დაბრუნებას

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
გავხედეთ ალგეთს, ბორკო ფერდობებს,
ქეცად შეჰყროდათ გაჭრილი ახო,
მთები ხრჩოლავდნენ ნაირფერებით,
ცხვრის ფარა იდგა კვარცხლბეკის ახლო.
ლორწო ფლატეებს სწოვდნენ კლდეები,
ფილტვებს ფურჩქნიდა სუნთქვის ყუათი,
მიწა გაირღვა, თითქოს ქვესკნელმა
ამოისროლა ტაძრის გუმბათი.
დავეშვით ქვევით და ბეთანიამ
ზურგი გვაქცია, ტყეს შეეფარა.
ცოდო არ გვქონდა, იცოდეს ღმერთმა,
ღობის სიწმინდეც რომ შეგვებღალა.
ხევში მდინარე შემოგვეფეთა -
შეწირულ ბავშვთა ცრემლები იყო.
ჩვენ მოვდიოდით აღმართზე ერთად,
რატომღაც ჩუმად, რაღაც უიღბლოდ...
*
აქ დანდობილა გლეხი სახრეზე,
აქ შესწრებია ორშაბათ დილას.
ახლაც კი ვამჩნევ ლაშას სახეზე -
ჯალალედინის შემოკრულ სილას.
აქ გაუხსნია გული დედოფალს,
თმაში ჩაუწნავს ბაფთის შაირი,
აქ თავის თითით თხრიდა საფლავს
მწყემსდაღუპული სოფლის ნახირი.
ჟამს ტაძრის კანი ისე დაუხრავს,
რომ გარეთ ჟონავს ჭრაქის ნათელი.
ძლივს ვამშვიდებდით შემკრთალ მაცხოვარს
რჯულდაწყვეტილი ექვსი ქართველი.
აქ შეგეწირე ნეტავი, დედა,
თავი დამედო და დაგეკალი,
ალბათ ოდესმე წესს ამიგებდა
შავი ღრუბლების ცივი წინწკალი.
რომ ეთქვათ ქარებს - მადლი დედაშენს!..
თან ღმერთს შესჭროდა საყდრბის გლახა,
რომ ჩემი სისხლი, როგორც ზედაშე,
ქვევრში ჩაგესხა, დაგეტალახა.
... დაუსუსხია ბზის ბუჩქი ჭინჭარს,
ქანდაკება დგას აღთქმული მგზავრის.
ტაძრის ფუტურო ქერქში ჭრიჭინებს
ვიღაც უძეგლო ხუროთმოძღვარი.
მათხოვარი ზის, როგორც ობობა -
მყრალ ჯოჯოხეთის მოხდილი პკეა,
არც ზღაპარია, აღარც მოთხრობა,
ის თითქოს ჩიტებს აუკენკიათ.
აქ წრმართებიც მუხლებს იყრიდნენ,
როგორც ამბობენ - დიდ გიორგობას,
თურმე ამ ჯვარცმას რომ უყურებდნენ,
გვჭორავდნენ: "ხედავთ კაცობრიბას?"
სამრეკლო იდგა მუდამ პირქუშად,
თუ დარეკავდი - გაყრიდა ნაგავს,
სვეტიცხოველი ზურგით ზიდავდა
თუნგში ჩამოსხმულ ქოთქოთა არაგვს.
აკლდამის ჭოჭში დახოცილთ ძვლები
ეყარა, როგორც მოჭრილი ფიჩხი.
გაღმა ბუდობდა ძველი საბძელი
და ალაგ - ალაგ ღვია და კვირჩხი.
*
გზა ჩანდა ოდნავ, ხან ბექობს ზევით
ქრებოდა განცდა გზნების მომგვრელი,
უკან ყმუოდა ხატის მიზეზით
სახადშეყრილი ვარაზის მგელი.
ძნელია მუდამ გუდაძმარება,
კაცის შელოცვა ტლანქი მთქნარებით...
უსინანულოდ ვტოვბდით ტაძარს
უკანასკნელი ქრისტიანები.

ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
კლდენი ჩამორეცხონ ცრემლებმა,
შორიდან მოგიარონ მორიდებით,
სიტყვა ვერ შეგბედონ მდევრებმა.
ხვამლი და მთაშავა ჩამოზვავდეს,
მამულეთს გაჰქონდეს გოდება,
ქარაფებს გადავლებულ ამორძალზე,
უხმოდ გისამძიმრონ ლოდებმა.
ახლად გამოჩორკნილ სატივეზე,
ვეფინო უშენობით დაღლილი,
ბებერი რიონის ნაპირებზე,
ტკივილი დაყმუოდეს ძაღლივით.
დევკაცნი მიტატებდნენ მორიდებით,
მძიმედ მიითვლიდნენ ნაბიჯებს...
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
შენში უჩემობა გაგიჟდეს.

უძალიანესი ხარ. . .
ამ გაზაფხულზე, ადიდდება როცა არაგვი,
აპრილის ბოლოს, მზე და სისხლი როცა აგვტკივა,
მოულოდნელად დამაბნიე და გამახარე
და გაზაფხულში წამიყვანე შაბათს და კვირას...
არაგვისპირას მომიძებნე პატარა ქოხი,
მიტოვებული, უდაბური და უპატრონო,
გამითბე შენი სინათლით და სულის გიზგიზით,
ჭრელი ნოხებით მომიფინე საქალბატონოდ...
ფანჯრის რაფები დამიმშვენე ფურუსულებით,
არ დამიტოვო ასახდენი ნატვრა არცერთი,
ყველა ეჭვები გამიფანტე ახალიც, ძველიც,
გამაღმერთე და მიმსახურე მერე ქალღმერთი...
ამ გაზაფხულზე, ადდიდება როცა არაგვი,
წამომიყვანე ფშავში მზით და ლექსებით მთვრალი,
შემომაწანი თავზე სველი იის გვირგვინი
და სიყვარულზე ასე მითხარი...
სანათა

. . . კიდევ ერთი დღე . . .
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ჰეი ლოთებო! გყვარებიათ ჩემსავით ღვინო,
ან გყვარებიათ ღვინოსავით ჩემებრ ტრფიალი?
ველოდი მუზას არ მოვიდა, უნდა ვიყვირო:
ჰეი ლოთებო! ღვინო მაინც მასვით ტიალი.
ოჰ ეს დოქები! თვალიც დალევს სველი ხელადით,
და მე რაღა ვარ, მეც შემივსეთ ერთი ფიალა,
ჩემი მიჯნური სხვასთან იყოს, თვალით ვხედავდე,
ქვევრებით დავლევ აწი ღვინოს, ყანწით კი არა.
ძმანო ლოთებო! მინდა იყოს ყველა ლამაზი,
რომ ტრფიალებამ ერთნაირად კარი გააღოს,
უსიყვარულოდ ვიღუპები, ღვინო დაასხით,
იქნებ ბახუსის ნაპერწკლებმა დარდი გაალღოს.

ომარ ხაიამი
"რობაიები"
1
ორ სამყაროში მოწანწალე მგზავრებსა ვგავართ,
თავსა და ბოლოს ვერ ვპოულობთ, შუაზე დავალთ;
არავინ ამბობს ჩვენთან მართალს - ვინ ვართ და რა ვართ,
რა გზით მოვედით წუთისოფლად და რა გზით წავალთ.

ღვინო ჩააქრობს ქედმაღლობას მზვაობარისა,
მას ძალუძს მხოლოდ გატოლება
მთის და ბარისა,
ეშმაკს ამ ღვინის ერთი ყლუპიც რომ დაელია,
ერთგული კაცი იქნებოდა მეგობარისა.
ომარ ხაიამი
მას ძალუძს მხოლოდ გატოლება
მთის და ბარისა,
ეშმაკს ამ ღვინის ერთი ყლუპიც რომ დაელია,
ერთგული კაცი იქნებოდა მეგობარისა.
ომარ ხაიამი
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!
მაინც უკვდავო საქართველო!
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
მითხარი, ცაო, მითხარ, ზღვაო, მითხარით, ძმებო;
მითხარ, არწივო, მითხარ, მუხავ, მითხარი, შურთხო:
რაა საჭირო, _ რა გზა უნდა გამოიძებნოს,
რომ საქართველომ თავისუფლად ამოისუნთქოს!
მის გულში გადის სამყაროსი უდრეკი ღერძი.
ის არასოდეს არ იკადრებს, რაც არ ეგების.
მას ალაზანი სახრესავით უჭირავს ხელში
და კავკასიონს აქლემსავით მიერეკების.
მუხრან მაჭავარიანი
მითხარ, არწივო, მითხარ, მუხავ, მითხარი, შურთხო:
რაა საჭირო, _ რა გზა უნდა გამოიძებნოს,
რომ საქართველომ თავისუფლად ამოისუნთქოს!
მის გულში გადის სამყაროსი უდრეკი ღერძი.
ის არასოდეს არ იკადრებს, რაც არ ეგების.
მას ალაზანი სახრესავით უჭირავს ხელში
და კავკასიონს აქლემსავით მიერეკების.
მუხრან მაჭავარიანი
. . . კიდევ ერთი დღე . . .
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
მიყვარს ეს რითმი რაღაც ჯაზურია 
სეკვენცია
რატი ამაღლობელი
ანი ბანი და განი და
მართლა არ ვიცი რა მინდა,
ალბათ პატარა და მინდა
ღმერთო, დამინდე, ამინ, და
ანი ბანი და განი და.
მინდა ამოვძვრე კანიდან,
სიცოცხლე მინდა თავიდან.
სიკვდილი მინდა? - არ მინდა,
არა როგორმე გავუძლებ,
არა როგორმე ავიტან,
მხრით გოლგოთაზე ავიტან
დღეებს, რომელიც სვე-ბედმა
გამი-წვიმ-ავდარ-ამინდა.
ანი ბანი და განი და
სევდის სივრცე და განი და
ბედის ცამეტი განედი
ვერ გავისეგრძეგანე და
მისი უღრმესი ქანიდან
ვყვირივარ: ანი ბანი და
განი და დანი ზანი და
თანდათან თანი კანი და
ლანი და მანი მანი და
მე ნანი-ნანი-ნა მინდა.
ვეხფვის ტყავისა გაძრობა
ამ გატანჯული ტანიდან
და წასვლა იერუსალიმს,
კანას ქორწილში სმა მინდა.
მეგზურად მწყემსი ძმა მინდა:
პანი და ჟანი რანი და
ფანი და ღანი ყანი და
შანი ჩანი და ქანი და
ეზო-კარიდან, ყანიდან
მუნ ჩემი ბაღის ნაყოფის
მიტანა ქანაანიდან.
მე ცაზე ცანი ვცანი და
ჯანი და ძანი წანი და
მინდა გამოსვლა წამიდან,
ვეებერთელა ცა მინდა.
ვიწრო ბილიკის მაგიერ
ათი ათასი გზა მინდა.
გზა მინდა მნათობებიდან,
შენსკენ მავალი გზა მინდა,
მზის მუცელღების ხმა მინდა.
სანი და ჭანი ხანი და
ვერძის შუბლიდან, ხარიდან
ისევ მნათობთა გზა მინდა,
ყოველ მნათობში ანთებულ
საიდუმლოში წვა მინდა..
ყველა ვარსკვლავში წვა მინდა,
ყველა ვარსკვლავში სვლა მინდა,
ყველა ვარსკვლავის ცვლა მინდა,
მინდა გამოსვლა წამიდან,
ვეებერთელა ცა მინდა.
ანი ბანი და განი და,
ღმერთო, ამ შუბლის ამინდი
ცხრა მზით ამინთე, ამინ, და
ისევ ა-მინდა, ე-მინდა,
თეთრი ი-მინდა, ო-მინდა,
სანამ ცხოვრების ჰოემდე
მივალ ათასი ომიდან,
ერთი ძლიერი უ-მინდა,
სამოთხის ვაშლი უმი, და
მერე შენს გვერდით თუ გინდა,
ანი ბანი და განი და,
ღმერთო, დამინდე და მინდა.

რამ დამაბერა
,,ვერ მიცნა ჩემმა სწორფერმა, ქალამ ჩემ დროსამ, ხნისამა:
– რამ დაგაბერა, – ის მითხრა, – ბიჭო, მზემ ჩემის ძმისამა!
– ჩემ დაბერება, ქალაო, წელმა ქნა სამოცისამა,
სამოც–სამოცჯერ მასვლამა გაზაფხულისამ, სთვლისამა,
ოცდაერთ ათას ცხრაასჯერ ცაზედ ამასვლამ მზისამა,
გაფრენამ სიზმარივითა შვიდას ოცისა თვისამა,
ჩემ თავზედაც ქნა ბოინი მსაჯულმა სიცოცხლისამა...
საოცრად ადიდებამა როშკას ფონთანას წყლისამა,
დიდის ნიაღვრის მასვლამა, წაღებამ წისქვილისამა,
წისქვილთან ერთად წაღებამ მამაჩემისამ, დისამა,
წყლის წაღებულის ძევამა, ვეღარ მახელვამ მკვდრისამა...
ვერ დაიჭირის სიკვდილი გზა–შარამ სიალნისამა...
ჩვენად ჭირად და ბოროტად დალოცვამ ცხენოხრისამა,
ურჯულოსავით ნაქნარმა მაშინ ჩემ დედისძმისამა.
ყოფამა სიდუხჭირითა, სიმწარემ სიობლისამა,
ოფლ–შრომამ დედაჩემისამ, შაძენამ მამულ–წყლისამა,
მამულ–წყლის გამაისობით გაყიდვამ ტალავრისამა,
აიმის დაფასებამა არვისგან არაისამა.
მრავალჯერ ფეხის დადგმამა თავისისამ და სხვისამა,
სრუ მარტუაის ყოფამა, არვისგან ჭერამ მხრისამა,
როცა ვერ ვიყავ ვაჟკაცი, მაშინ სიმრავლემ მტრისამა,
მტერ–დუშმნის სახლში შამასვლამ, დედისად მაჭრამ მხრისამა,
დედის დამჭრელის აკუწვამ ნალესის ფრანგულისამა,
ჩახჩუხით მირგვალთ მავლამა ვაჟიათ წინგარდისამა;
გიორგიობის ღამემა, ღულს ხიდმა ჭიგანისამა,
ჩემზე ძლიერის მტრისადა ორ–სამჯერ შაკვრამ გზისამა.
შაცდომამ ჩამამაბერის, სიბრმავემ სიბალღისამა,
არაის ძალისტანებას ერთდროს არლოცვამ ჯვრისამა,
მაშინ ჩემ უწადინოდა, თან წაქეზებამ სხვისამა,
დიდგორ დღეობის ჩაშლამა, ვერ შაყრამ თემობისამა,
წვერს ვეღარ წასვლამ ტოლათათ, ვერ რბოლამ ცხენებისამა,
ჩამახსნამ ბეღელზეითა ზარისამ სარეკლისამა,
დიდგორის ჯვარის ატკრეცამ, ჯვარისამ, ჯვარისკრისამა,
გაღმროშკას, ქარჩისკალოსა, ბეღლისკარ მაჭრამ ხისამა,
გუდანის ჯვრისად დახვედრამ, კინაღ ჭრამ მედროშისამა,
ამაგან ჩამამაბერის, ჯავრმ ვერაბევრად მტრისამა.
მტერს მტრულად ვუსწორდებოდი, ჯვარის წყალობამ, ღვთისამა,
თან გამიმრავლის დუშმანი პირში თქმამ სიმართლისამა,
ერთგულის გაორგულებამ, აყოლამ სხვადასხვისამა,
ჭაბუკობის დროს ღალატმა ქალისამ ლამაზისამა,
თავზე ასრიგის გადავლამ ჭორისამ, საძრახისამა,
მეკვლეში გამასაესა ღამემა ახალწლისამა,
ცის კარგახმაის ნახვამა, ხანმა ერთ მინუტისამა,
დანატვრის ვეღარ მასწრობამ, ჩქარად გაკურვნამ ცისამა.
ჩამამაბერის ტიალმა ქროლვამ გრილ ნიავისამა,
კალატის წვერზე შასმამა ყინულიანის წყლისამა,
ზამთრის ქარ–ბუქვის გუგუნმა, გრიალმა ზვავებისამა,
ზაფხულის სილამაზემა, სიმრავლემ ყვავილისამა,
მთიბელში მჯობინობასა ელვამა ცელებისამა,
ფხიტუს ფხვრიალით რბოლამა ცხენისამ ნაქერლისამა,
ბექ–ბუქის გაერთფერებამ, ნათობამ ნალებისამა,
დილას შურთხების სტვენამა, ღამით ყმუილმა მგლისამა,
კლდის ეხში შამაცინებამ ჯიხვთწყემსა ქალაისამა,
ჭიუხში ღამისთევამა, მიყოლამ ჯიხვებისამა,
ზატვრის ხელფიცხად ტრიალმა, ხმარებამ შაშხანისამა,
ერცხვისად შამახეთქებამ ჩრდილისა–დ მზისპირისამა,
შუა ღილღომდე ჩასვლამა ხევსურის თოფის ხმისამა,
ხარლაღის გაგორებამა, ჩაჯახჯუხებამ რქისამა,
არწივის ჩამაქროლვამა, წაღებამ წილ–კერძისამა,
შაღებვამ ჯიხვის სისხლითა მაგ ტანიურის ტბისამა,
მხრებამდე ტბაში შასვლამა, შაჩქვეფამ სიმურისამა,
ტბაშიით გამატანამა მაკლულის ჯიხვ–მაზვრისამა.
ქისტეთ ოძიკში მისვლამა, ზე მთვარის დგომამ მცხრლისამა,
ბზესავით ტყვიის მაშლამა, კივილმა ქისტებისამა,
მიმდგარმა დასწრობაზედა ბაგ–ბუგმა ნანგებისამა,
წინითი გამაფშვნეტამა პირქერა წვრილმაღლისამა.
ჩამამაბერის ჩონგურმა, გათლილმა ვერხვის ხისამა,
თავბერაულის გათლილმა, ტოლხეშათ მიხაისამა,
ერთ დროში ხელში ნაჭერმა უთურგათ ჯურხაისამა.
თვალთათ სინათლის მაკლებამ, ჩამაყრამ კბილებისამა,
ვერ ნახვამ სიკვდილის დღესა დიაკონთ გიორგისამა,
იმისგან თვალისჭერამა ჩემ მისავალის გზისამა,
ჩემგან ვერგამართლებამა ნაქონის იმედისამა.
ჩაქრობამ, ჩანაცრებამა ყველა ჩემ მეგობრისამა,
ჩემ დროში გადაქსაქსვამა ნარჩევის ქალ–ვაჟისამა,
ჩემ მარტუაის დარჩომამ, ჩამათეთრებამ თმისამა,
კაის დროების წასვლამა, ვერ მასვლამ უკეთისამა.
... სიზმარში მკითხის ამბავი ლელამა გაბურისამა,
მკვდარმა, ვერდავიწყებულმა ორმოცდაორის წლისამა,
კელაპტარივით ჩაქრობამ ჭრელების თვალებისამა,
ბარუქას დაბინავებამ, გაწირვამ არხვატისამა."
ივანე წიკლაური

მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ვიცი რას ნიშნავს რაობა და არარაობა,
ვიცი ქვესკნელი და ზესკნელი, მათი სხვაობა.
და ამავე დროს, ისიც ვიცი, რომ თრობის გარდა,
არის ამქვეყნად ყველაფერი საცოდაობა.
ომარ ხაიამ
ვიცი ქვესკნელი და ზესკნელი, მათი სხვაობა.
და ამავე დროს, ისიც ვიცი, რომ თრობის გარდა,
არის ამქვეყნად ყველაფერი საცოდაობა.
ომარ ხაიამ
. . . კიდევ ერთი დღე . . .
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
საპირისპირო განათების სხივი ფარული
შემოესალტა დაუტირებ სახვათა კრებულს.
ვით შეღამების შუქ-ჩრდილები მთას დაფიქრებულს,
ეწვევა სულის საკურთხეველს ახლა სხვა რული.
გრაალის კოშკი შორით მოსჩანს ქიმ-გაბზარული,
პალლას ათენას, სიბრძნის ველზე უშფოთვლად რებულს
“შავი ყორანი აზის თავზე” და გაფითრებულს
გარს ახვევია დემონების ბილწი არული.
მოსალოდნელი მწუხარების კუშტი მაყარი
მტკიცედ მივყვები მე ნაკვალევს მზიურ შუბისას,
შენ, თმაგაშლილი, თავზე ნაცარგადანაყარი
მლოცავ, მპირდები გრძნეულ სითფოს შენი უბისას. . .
მე ვარ სიზმარი, შენ – სიზმრების მხილველი ჩუმი,
მე ვარ ცხედარი, შენ – სუდარის ხარ აბრეშუმი.
თუ კარგად მახსოვს ავტორი ზვიად გამსახურდია უნდა იყოს. . .
მომიტევეთ თუ რაიმე მეშლება

და ალიონზე
თეთრ დუქანთან
სტირის არღანი,
მტკვარი ახლოა,
მინდა მტკვარში თავი დავიხრჩო...
სიყვარულისგან
მეტ მოთმენის არა მაქვს ღონე,
მინდა ამ დილას
ამ ცივ მტკვარში თავი დავიხრჩო...
ნუ, მოგეხსენებათ, გაგრძელებაც აქვს.
თეთრ დუქანთან
სტირის არღანი,
მტკვარი ახლოა,
მინდა მტკვარში თავი დავიხრჩო...
სიყვარულისგან
მეტ მოთმენის არა მაქვს ღონე,
მინდა ამ დილას
ამ ცივ მტკვარში თავი დავიხრჩო...
ნუ, მოგეხსენებათ, გაგრძელებაც აქვს.