ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
-
tiko_r
- იეტი
- Posts: 3498
- Joined: 04 სექ 2007, 21:35
- Location: სოფ. ძუყნური
Post
by tiko_r » 21 ნოე 2008, 22:48
MIRANDA
ავატარზე სულ მაინტერესებდა რა ადგილას იყო შატილი..
რა კარგი ფოტოებია...

-
Truli
- იეტი
- Posts: 3463
- Joined: 18 სექ 2005, 21:01
- Location: deep space!
-
Contact:
Post
by Truli » 22 ნოე 2008, 00:12
MIRANDA
გმადლობ ამ ფოტოებისთვის. ნინო სასაფლაოზე გავიცანი

ისე შატილის ავატარი ყოველთვის მომწონდა, არ ვიცოდი თუ თავისივე სურათი ედო.. თითქოს მიფრინავსო...
Last edited by
Truli on 26 ნოე 2008, 17:14, edited 1 time in total.
მი მალატ შვან
-
NINUCA
- მაწანწალა
- Posts: 718
- Joined: 27 ოქტ 2007, 16:24
- Location: q. Tbilisi
Post
by NINUCA » 22 ნოე 2008, 00:13
ჩემო საყვარელო, თამო...
ძალიან მიჭირს რამის თქმა , ან კი რა უნდა გითხრა...აქ უკვე იმდენი რამ თქვეს შენმა საყვარელმა "კარველბმა", რომ სათქმელი არაფერი დამრჩა. ერთი კი შემიძლია დანამდვილებით გითხრა რომ შენ გახდი ერთიანი, ერთმუშტად შეკრული "კარავის" სიმბოლო, და რამდენ ხანსაც იარსებებს კარავი, რამდენ ხანსაც 2 კარველი მაინც იქნება ერთად შენ მუდამ ცოცხალი იქნები! იცი როგორ მახსოვს შენი კისკისი სტადიონზე???

შენი სიცოხლით სავსე თვალები, შენი მეგობრული ღიმილი... მახსოვს ხელიხელჩაკიდებულებმა ჩავიარეთ მუშტაიდის ბაღის ტერიტორია სანაპირომდე რომ ილიას მანქანაში ჩავმსხდარიყავით,იცი როგორ თბილად მახსენდები, მე ხომ მაშინ პირველად გაგიცანი და მიუხედავად ამისა მეგონა რომ დიდ ხანს გიცნობდი, მართლა ასეთი შეგრძნებით ვიყავი დღიდან შენი გაცნობისა.მიუხედავად იმისა რომ ხშირად მოსვლას ვერ ვახერხებდი და ფსალმუნების კითხვაც არ შემეძლო ისე ხშირად მაინც გეტყვი, რომ ეს შვიდი თვე შენი ცხოვრებით ვცხოვრობდი, ერთი დღე არ გასულა ისე რომ შენს თემაში არ შემომეხედა,ამბები არ გამეგო. გიო-გიორგის შესახებ რომ სასიკეთო ცვლილებებს ვიგებდი სულ მიხაროდა და იმედით ვივსებოდი, რომ დადგებოდა დღე და შენზეც გავიგებდით კარგ ამბებს, მაგრამ .... ძალიან მიმძიმს იმის გაფიქრება რომ შენი ნახვა მხოლოდ ამ თემიდან, ფოტოების საშუალებით მომიწევს ახლა. მხოლოდ აქ შევძლებ შემოვიდე და მოგესიყვარულო, როცა ტკივილამდე მომენატრები....

-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 22 ნოე 2008, 01:21
-
NINUCA
- მაწანწალა
- Posts: 718
- Joined: 27 ოქტ 2007, 16:24
- Location: q. Tbilisi
Post
by NINUCA » 23 ნოე 2008, 19:16
ეს ფოტოები ჩემი გადაღებული ნამდვილად არ არის, არც ის ვიცი სად არის გადაგებული ან ჩემთან საიდან აღმოჩნდა, მაგრამ ის ვიცი რომ შატილის მონატრებას წამით მაინც მოგვიკლავს....

-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 23 ნოე 2008, 19:26
NINUCA
ფუძნარში და ავენისშია გადაღებული მაკენას მიერ. კეშის პოვნის მომენტებია ასახული. ბავშვივით უხაროდა

...
-
NINUCA
- მაწანწალა
- Posts: 718
- Joined: 27 ოქტ 2007, 16:24
- Location: q. Tbilisi
Post
by NINUCA » 23 ნოე 2008, 22:38
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 25 ნოე 2008, 00:54
1 წლის წინადელი ფოტოა, 2007ის 2 დეკემბერს გარეჯში გადაღებული

მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 26 ნოე 2008, 16:13
ლოტოს თამაშისას
"მთაო, ნახე, რამდენი მოვიგე!"
მთაოს მეძახდა, "ყველაზე საყვარელი მთა ხარ ქვეყანაზეო

". მე ვეხუმრებოდი, "კიდევ რამდენ მთას იცნობ ნეტამეთქი"... მისი ერთადერთი მესიჯი შემომრჩა, სწორედ ასე მომმართავს. ნეტა არ წამეშალა სხვა მესიჯები

...
ეს დასასრული არ არის, დასაწყისია!!!

-
legenda
- იეტი
- Posts: 2401
- Joined: 05 დეკ 2007, 14:00
- Location: Tbilisi
Post
by legenda » 26 ნოე 2008, 17:09
მინდა რომ რაღაც გავიხსენო და დავწერო, თუმცა .....
გავიხსენო კი....
ო, როგორი ტკივილი იცის.... გახსენებამ. ცხვირს რომ აგიწვავს, სული რომ შეგეხუთება, ბოღმა ყელში მოგაწვება და.... არა, სამსახურში ხარ და ნერვები მოთოკეო, გეძახის შინაგანი ხმა.
შ ა ტ ი ლ ი მინდა რომ ხმამაღლა ვიყვირო,
შ ა ტ ი ლ ი 