ჩვენი წასული მეგობრების მოხსენიება დიდგორში
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
ჩვენი წასული მეგობრების მოხსენიება დიდგორში
როგორც გადაწყვეტილი გვქონდა ავედით დღეს დიდგორის ველზე, დავრგეთ ხეები შატილის ასულის და შაკოს სახელზე და მოვიხსენიეთ ისინი.
პირველ რიგში ძალიან სუსტი ორგანიზატორი გამოვდექი და გოგას აქტიური ჩარევა რომ არა, გასვლა ჩაშლის პირას იყო. მაგრამ ყველა წინააღმდეგობების მიუხედავად, დილის 9:30ზე ყველა ვიყავით ივერიასთან, ჩავსხედით მინიბუსში და წავედით.
გზად ნუსა და 2 ბარიც ავიყვანეთ და გავუდექით დიდგორის გზას.
მინდა თავიდანვე ვთქვა რომ მიუხედავად ძალიან სამწუხარო მიზეზისა გასვლა საკმაოდ მხიარული გამოვიდა, და ნურავინ ნუ დაგვძრახავს ამისთვის. შაკოს მე არ ვიცნობდი, მაგრამ შატილის ასული ისეთი მხიარული, ცხოვრების მოყვარული ადამიანი იყო, რომ არა მგონია მოწონებოდა მასზე თვალცრემლიანი საუბარი, არამედ მისი მოგონება თუ სიხარულს შეგვმატებდა, ეს უფრო ესიამოვნებოდა. თან ყველა ჩვენთაგანს ასე თუ ისე სჯერავს რომ შატილი სადღაც აქაა...
მოკლედ ავედით დიდგორზე, შევუდექით საქმეს, ნერგების ტყიდან ამოღება, ორმოების თხრა...
მოვინახულეთ ადრე დარგული შატილის ხე, იმ დარგულ ხეებს შორის მისი ხე ყველაზე დიდი აღმოჩნდა, რამაც გვასიამოვნა.
იქვე ხეები ვერ დავრგით, რადგან ოდნავ მოვთხარეთ თუ არა მიწა კლდეს წავაწყდით, იმ წრეს მხოლოდ 2 პატარა ნერგი დავამატეთ და შორიახლოს გადავინაცვლეთ უკეთსი მიწის ძიებაში.
ორმოების თხრით კინაღამ გავანადგურეთ ბარები, ორმოებს კი არ ვთხრიდით არამედ ქვებს ვამსხვრევდით.
ძალიან იყოჩაღეს ნ67, გოგამ, აცამ, მთაშენკამ, კონსტანტინემ და ნუსამ.
წავიხემსეთ კიდეც და მოვიგონეთ ჩვენი წასულები, დამდგომი გიორგობაც მივულოცეთ ერთმანეთს.
კიდევ იყო ბევრი სიგიჟე, სირბილი და ჭიდაობა.
ამის სესახებ სურათებთან ერთად
აი ასეთი იყო 22 ნოემბერი.
იმედია თამუნა და შაკო, არ ვიცი ისინი კვლავ როგორ მოევლინებიან დედამიწას (მოვლინებიან რომ? ) იპოვიან თავის ხეებს...
სამწუხაროდ ჩვენ აქ დარჩენილებს მათთვის მეტის გაკეთება არ შეგვიძლია...

Last edited by Truli on 22 ნოე 2008, 22:25, edited 1 time in total.
მი მალატ შვან
ჩვენი წასული მეგობრების მოხსენიება დიდგორში
კაი გოგო ხარ ტრულიიიიი.. დღეს ხო მოგდე ერთი-ორი აბა სურათებიიიიიიიიიიი სურათებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
ჩვენი წასული მეგობრების მოხსენიება დიდგორში
teo-
Trulala
ფოტოების დადება მინდა, მარა ჩემთან გლობალი მკვდარია

ilia
შენი კაი ხანი არ გაცოცხლდება ინტელა მოდეეეეეეეეეეეეეე

ეეე ეგებ რამე ლოკალურ სერვერზე ააგდო და მე დაგიდებ
ეეე ეგებ რამე ლოკალურ სერვერზე ააგდო და მე დაგიდებ
მი მალატ შვან
ჩვენი წასული მეგობრების მოხსენიება დიდგორში
კარგი გასვლა იყო, კმაყოფილი ვარ დიდი მადლობა ყველას და რა თქმა უნდა ორგანიზატორ ტრულის
დღეს ყველამ იყოჩაღა: ხეები ამოვთხარეთ, ორმოებიც ხეებისთვის, მიწაც ვზიდეთ ტყიდან, ვიშრომეთ და ვიხალისეთ კიდეც, კარგი იყო...

მეაც გავთუშდ მეაც!
ჩვენი წასული მეგობრების მოხსენიება დიდგორში
ნინი_85
გაიხარე
ისე ცუდი სიმთვრალე ხომ არ იცი?
გაიხარე
ისე ცუდი სიმთვრალე ხომ არ იცი?
მი მალატ შვან
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჩვენი წასული მეგობრების მოხსენიება დიდგორში
არ მეგონა ასე თუ დამღლიდა კლდიან ქანებთან ჭიდილი, სულ ნაწილ-ნაწილ ვარღვევდით კლდეს და ისე ვიღებდით მიწიდან, რომ სიღრმეში ჩავსულიყავით და ნერგების ფესვებს ზრდაში დაბრკოლება არ შექმნოდა. ნუსას ბარი გავანახევრეთ და ისე გავატანეთ ოჯახში . მართალია, იმდენი ხის დარგვა ვერ მოვახერხეთ, რასაც თავიდან ვაპირებდით, მაგრამ ეს დაწყებული საქმის მეორე ეტაპი იყო მხოლოდ. ყველაფერი წინაა. მთავარია, 2 ლამაზი ნერგი შატილიონკას და შალვას (ნინუკალას ძმა) სახელზე გაიხარებს იმ ადგილას ჩვენს მიერ დღეს დარგულ სხვა ნერგებთან ერთად.
როგორ არ შეგვიძლია, ლოცვა და მათ სახელზე სიკეთის კეთება. ჰოდა ხეების დარგვა ერთი ასეთ საქმეთაგანიაTrulala wrote:...სამწუხაროდ ჩვენ აქ დარჩენილებს მათთვის მეტის გაკეთება არ შეგვიძლია...
- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
ჩვენი წასული მეგობრების მოხსენიება დიდგორში
სურათებს ნაწილ-ნაწილ ავტვირთავ, რომ მალე მიიღოთ .
ცოტა ხანში დავწერ შთაბეჭდილებებს
ცოტა ხანში დავწერ შთაბეჭდილებებს
2 იანვარს ზღარბი დამებედა
ჩვენი წასული მეგობრების მოხსენიება დიდგორში
არა, რას ამბობTrulala wrote:ნინი_85
გაიხარე
ისე ცუდი სიმთვრალე ხომ არ იცი?
მეაც გავთუშდ მეაც!
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჩვენი წასული მეგობრების მოხსენიება დიდგორში
მთაშენკას აჩუქა. რისთვისაც ამდენი გოგოები მთელი საღამო დასდევდით, თავისი ნებით მაჩუქა დღის ბოლოსTrulala wrote:Int3lig3nt
უჰ, ბუმბული კიდევ გაქვს?
- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
ჩვენი წასული მეგობრების მოხსენიება დიდგორში
Mta Mkvarebia
მანდ ერთი ასო შეცდომით ხომ არ არის ?დასდევდით
2 იანვარს ზღარბი დამებედა