ჭილის ტბა

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ჭილის ტბა

Post by popins » 15 ნოე 2008, 19:14

დილით 9 ის ნახევარზე შევიკრიბეთ სამთოქიმიასთან..
ავყევით ავტობუსს მუხათგვერდის სასაფლაოს ბოლო გაჩერებამდე და მერე ფეხით..
მივადექით ჭილის ტბას..ვისიამოვნეთ.. დავტკბით,ჩავტკბით განსაკუთრებით ფერეიდნელებით,რომლებიც უკვე ტრადიციულად გურულის პლიუსები იყვნენ..მოკლედ ხუთი ფერეიდნელიდან სამი იოსელიანი იყო გვარად და მთელი დღე იმას ვარკვევდით საიდან მოხვდნენ სვანები ფერეიდანში.
მოვეფერეთ ერთმანეთსა და დავბრუნდით სახლებში..სხვა დეტალებს და სურათებს პაწა ხანში დავდებ.. :)
Last edited by popins on 15 ნოე 2008, 20:50, edited 1 time in total.
lenchiamal

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ჭილის ტბა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 ნოე 2008, 20:06

popins
ვაჰ, კგია, კგ.
აბა, "კარავდან" ვინ იყავით?
ფერები როგორი იყო?
ზუსტად 1 წლის წინათ ვიყავით მანდ.
ეგ ის გასვლა იყო, ლ(ი)ამამ მხარზე რომ შემისკუპა და ჭილის ტბა გადამაღებინა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
ჭილის ტბა

Post by ele » 15 ნოე 2008, 23:29

თქვენთან გატარებული მშვენიერი საათები . . .

ფერეიდნელები, ჩვენი ქართველები. . .
საოცარია როდესაც ისტორიას გვერდით უყურებ. . .
იხსენებ ამდენ სისხლს. . .ტანჯვას. . .გვემას. .
და მაინც ისინი ქართულად ლაპარაკობენ. . .
ქართულად გესალმებიან. . .
და რაც მთავარია საქართველოს სადღეგრძელოს სვამენ აწ უკვე ქართულ მიწაზე. . .

მადლობა ლომს ჩემი გაღვიძებისთვის და სულ ძალით წამოთრევისთვის. . . :)


სხვა დეტალები შენი არ იყოს პოპინს ჩემიც მოგვიანებით . . .

:roll:
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ჭილის ტბა

Post by guruli » 16 ნოე 2008, 01:22

სანამ თხრობას დავიწყებ, მანამ დაფაზე "აი, ვინ გვარცხვენს" უნდა გავაკრა ჩვენთვის უსაყვარლესი იუზერი კოტეტბელი და მის ფეხის ხმას აყოლილი ლ (ი)ამა. :twisted: :twisted: კოტეტბელი იმიტომ, რომ არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, მაინც არ წამოვიდა. ლამა ხომ კოტეტბელის გარეშე ჩაის არა სვამს... დომნას ბარში :oops: :oops: და რაკი ის არ მოდიოდა, ლამასაც პარასკევ საღამოს გამოუხტა ლექცია და სტუდენტები... :D სანამ კოტეს წამოსვლის შანსი იყო ანუ მთელი კვირა, არ ჰქონდა ლექცია, პარასკევ საღამოს დაუნიშნეს და რა ექნა. :D ამის მიუხედავად, მაინც არ დამირეკავს ჭილის ტბიდან და სამაშველო სამსახურთან შუამდგომლობა არ მითხოვია. :D :D
დიდუბიდან 9-მდე რომ ვერ გავიდოდით, ვიცოდი - მაგ ტბის გადამკიდე, სასაფლაოს ტრანსპორტის გრაფიკი კი არა, ლამის მიქელასთან გამოვდგე მოციქულად, თუმცა გასვლა მაინც 8-ზე დავწერე - ქართული ხასიათი ვიცი და რა ვქნა. თუმცა რამდენიმე წამომსვლელი, რომლებიც ვიცოდი, არ დაიგვიანებდნენ, 9-ის ნახევარზე შევიპირე სამთოსთან მისასვლელად. რაკიღა მანდ ახლოს ვცხოვრობ, 9-ის ნახევარზე გავედი სახლიდან. ის-ის იყო, კიბეებზე ხათქახუთქით დავეშვი და ტელეფონმაც დარეკა. კიკი იყო, სადა ხართ, ნახევარი საათი რომ გამყინეთ აქო. დაიმახსოვრეთ ეს ტელეფონი, რომელზედაც კიკის დღის განმავლობაში რამდენჯერმე დავურეკე - ბოლოში ის ჩემთვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. :)
სამთოსთან დამხვდნენ კიკი და ჩიპი, რომელსაც, გამოვტყდები და (ან კი სხვა რა გზაა :oops: :oops: ) ისე ხომ არ ვიცნობდი, არც ნიკი მეცნობოდა კარავიდან. იყო კიდევ ჩემი და კოტეტბელის ნაცნობი მამა-შვილი. შვილი თბილისის ფორუმიდანაა, კარავის შესახებ კი ჩემი და კოტესგან იცის და ხშირად ათვალიერებს. ჭილის ტბის სურათებიც აქ ნახა და თვითონ ხომ მოეწონა, მამამისიც, მოთევზავე და ბუნების მოყვარული კაციც ისე მოიხიბლა, წამოსვლა გადაწყვიტა. მალე პოპინსიც მოვიდა გეგასთან ერთად, სულ მალე კი ფერეიდნელებიც გამოჩნდნენ - 5-ნი, რომელთაგანაც ორს ვიცნობდი. იმ სამის დანახვაზე პირველი, რაც გავიფიქრე, ეს იყო - ჯიში არ იკარგება-მეთქი, სამივე ისეთი ახოვანი და ტანადი ქართველია. ნუ, ბუნებით რომ მართლაც მაგარი, ჩვენში რომ იტყვიან, ჯიგარი ქართველები და რაღაც სხვანაირად პატრიოტები არიან, საქართველოზე ტკივილამდე და ფანატიკურად შეყვარებულები, ამას უკვე მივეჩვიე... აქვე ვიტყვი, რომ თორნიკეს კარაველთა მოკითხვები გადავეცი და იმანაც მოკითხვები დამაბარა. კიდევ გელა გაიხსენა - ჯვარის დასუფთავების აქციის თეთრპერანგიანი მონაწილე, მაშინ სულ ახალი ჩამოსული რომ იყო საქართველოში. ის ახლა იქითაა და ძალიან ხშირად გახსენებთ, ძალიან უნდა აქ წამოსვლაო. იმაზე კარგი რაღაცაც მომიყვნენ, მაგრამ ეს - პირადი შეხვედრისას, ყველაფერი არაა აქ დასაწერი.
9 საათი ხდებოდა და ესენი მუხათგვერდის ავტობუსსს გავაყოლეთ, მე და მამა-შვილი კი დავრჩით, სამწვადე და წვრილმანები ვიყიდეთ და ტაქსით წავედით. ავტობსის ბოლო გაჩერებასთან წინ წასულებიც გველოდნენ, რომლებსაც უკვე ეყოჩაღათ და ცეცხლიც დაენთოთ. პოპინსი ძლივს წავიყვანეთ ჭილის ტბაზე :D - ცეცხლს არ ტოვებდა. აქ მან ჩემი სიურპრიზის შესახებაც შეიტყო - თბილისის ფორუმელ გოგოს იმ საიტიდან ესეც იცნობს, მაგრამ პირადად ახლა გაიცნო. ეს მისთვის პირველი სიურპრიზი იყო, თუმცა სიურპრიზები არც ჩვენ დაგვაკლდა გუშინდელ მშვენიერ დღეს.
:D ლამა არ გვახლდა და ტბაზე დაუკარგავად ავაღწიეთ :lol: :lol: - ზოგი ჭირი მარგებელიაო თუმედალს ორი მხარე აქვსო, ამათგან რომელიღაცა მაინც (ორივე თუ არა) მიესადაგება ლამას წამოუსვლელობას. :) ამინდი მშვენიერი იყო. აი, გობე რომ საგანგებოდ მოინდომებს და განსაკუთრებულს დაუკვეთავს არსთა გამრიგეს, ზუსტად ისეთი - მზიანი და თბილი, თუმცა ცოტა ღრუბლები მაინც იყო და ტბის თავზე აღმართული ბორცვიდან იმ სილამაზის გვირგვინი - დათოვლილი კავკასიონის ზოლი არც ამჯერად ჩანდა (ვერც შარშან ვიხილეთ). :cry: ტბაზე ასვლაც ცოტა დაგვაგვიანდა - იქაურობა უკვე ჩამოფოთლილი იყო და ის სიჭრელე ვეღარ ვიხილეთ. არადა, სასაფლაოს ზევით, ვიდრე თელოვანის თავზე გორს გადახვალ, იმ ფერდობზე შემორჩენილ კორომებში ფოთლები ჯერ არაა დაცვენილი. იმ ლამაზ ტყეში ყველა თავის ჭიას ახარებდა - ვინ სოკოს ეძებდა, ვინ - შემოდგომის ყვავილებს აგროვებდა, ვინ - უბრალოდ ტკბებოდა იმ სილამაზით და მივდიოდით ასე ნება-ნება...
როცა ტბის თავზე აღმართულ გადასახედზე ფოტოებიც გადავიღეთ და ცქერით გულიც ვიჯერეთ, მერე მეორე მხარეს მოვუარეთ და მცხეთას გადავხედეთ. ამის შემდეგ პოპინსი და გეგა, რამდენიმე ფერეიდნელი და მამა-სტუმარი ტბასთან დარჩნენ - კერიასთან მწვადის შესაწვავად, სხვები კი შიო-მღვიმე-ძეგვის გადასახედისკენ წავედით.
კერია გემახსოვრებათ - სადაც შუაცეცხლის ადგილია მოწყობილი პატარა ძელსკამით, მაგრამ ამჯერად აღარც ქვაბის ჩამოსაკიდებელი მავთული დაგვხვდა და აღარც - ბორანი. არადა, როგორ კარგად მახსოვს, შარშან იმ ბორანზე რა ზედახორა გამართეს კარაველებმა და ვანსკიმ როგორ მიაძახა მონადირეს, არ გამოხვალ და ისე გიქნია, დარჩენილხარ მაქანეო. :D :D
რაკიღა იქაურობას შევეხე, ერთსაც ვიტყვი - ნელ-ნელა იმ მშვენიერ ტყესაც აჩვევენ ხელს მავანნი. შიგადაშიგ გვხდებოდა ახალმოჭრილი ხეები და რაც ყველაზე ცუდად მენიშნა, ამჯერად - ადრინდელზე მეტი. ადგილობრივებს ორივე ნაპირზე წარწერები კი გაუკეთებიათ, ტბა და თევზი ხელოვნურადაა გაკეთებულ-მოშებნებული და მხოლოდ ანკესით ითევზავეთო, მაგრამ ტყეს თუნდაც ასეთი მინიმალური მზრუნველობაც არ ეტყობოდა.
...ძეგვისკენ ასულები გზაში ტყემალს გადავეყარეთ!!! მომკალით და ტყემალი ნოემბერში არ გამიგონია, მაგრამ ფერით და გემოთი ნამდვილად ტყემალი იყო. ჯერ შიშით გავსინჯეთ, რა იცი, რა ხდებაო, მაგრამ რაკი გემო ნამდვილად ტყემლისა იყო, მერე ლამის გავძარცვეთ ის ხე და მემწვადეებსაც დავუკრიფეთ. ეს მათთვის გამზადებული პირველი სიურპრიზი იყო. ის ტყემალი წითელი იყო, უკან დაბრუნებულებმა კი ყვითელიც ვნახეთ და ისიც დავუკრიფეთ სხვებს. სწორედ უკან დაბრუნებისას დამირეკა პოპინსმა, სადა ხართო, რომელიც მოსალოდნელი სიურპრიზით დავამშვიდე, მაგრამ უფრო დიდი სიურპრიზი წინ იყო - LOMMA დამირეკა, გზის ამბები მკითხა და ამოსვლის სურვილი გამოთქვა... ცხადია, ძალიან გამიხარდა და ეს მეორე სიურპირიზი იმათთვისო, ვიცინოდით, მაგრამ როცა ლომთან ერთად მანქანაში ELE-ც დავინახეთ, ეს არა მარტო მათთვის, ყველასთვის მორიგი სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. :) სულ ასე გაგვეხარებინოს, კარაველებო, ერთმანეთი!
მაგრამ ლომის ამოსვლამდე პოპინსმა ვერაფრით გაიხსენა, ვისზე ვლაპარაკობდით. :) არადა, რომ დაინახა, იყვირა - უი, არ ვიცნობ კი არა, ერთ კარავშიც გვიძინიაო. :lol: :lol: თურმე აბუდელაურებზე ყოფილან ერთად.
მოკლედ, მშვენიერი დრო გავატარეთ - მწვადიც უგემრიელესი შეიწვა (სტუმარმა ძალიან მაგარი სამწვადე შეარჩია), ხალხიც ერთმანეთზე უკეთესი იყო და ვფიქრობ, ყველამ საგანგებოდ ვისიამოვნეთ ფერეიდნელებთან ლაპარაკით... თვითონ მათაც ძალიან უნდათ კარავთან მეგობრობა და ჩვენს გასვლებში მონაწილეობა. თორნიკემ აქედანვე დაიჭირა თადარიგი, თოვლში წავიდეთ სადმეო. :) წინადადება შემომაქვს, შუა კვირაში (სამშაბათ-ოთხშაბათს) თბილისის რომელიმე ტურისტულ ბილიკზე წავიდეთ და ესენიც წავიყვანოთ. ამათთან ერთად, იქ თურქეთის ქართველის (ის ახლა ვერ წამოვიდა) და ჰერების მიპატიჟებაც შეიძლება - ამ ხალხისგან ძალიან ბევრ საინტერესოს გაიგებთ.
... 16 საათისთვის კოცონი ჩავაქრეთ, იქვე მოგროვებული რამდენიმე პარკი ნაგავი LOMI-ს ჩავუდეთ მანქანაში, პოპინსი და გეგაც მათ გადავუსვით და დავეშვით სასაფლაოსკენ, საიდანაც 17 საათზე ბოლო ავტობუსი გადიოდა. ცოტა მძღოლმაც დაგვიცადა და მშვიდობიანად ჩამოვედით თბილისში.
ჰო, მართლა - ეს მძღოლი იმდენად კარგი და საინტერესიო პიროვნება აღმოჩნდა, სიაში დავამატებ. ყვითელი "ბოგდანჩიკი" ჰყავს და რა იცი, რაში დაგვჭირდეს.
P.S. ახლა თავში შეპირებული ტელეფონის ამბავი. :D ჩიპი ნამდვილად არაა უცხო სიტყვა, მაგრამ... მაინც ვერ დავიმახსოვრე :oops: :oops: (თვალი დაგიდგა, სიბერევ :twisted: ) და ვუმესიჯებ კიკის, შენი მეგობრის ნიკი დამავიწყდა-მეთქი. ვუმესიჯებ იმავე ნომერზე, როლიდანაც დილით დამირეკა და რომელზეც მერე მეც დავურეკე რამდენჯერმე. მანაც მიპასუხა და მე ისევ ვკითხე, ხო ნამდვილად კარაველია-მეთქი. კიო, მიპასუხა და თან დაამატა, ჩიპი მე ვარ, კიკი ჩემი ნომრიდან გირეკავდაო... :D :D :D

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ჭილის ტბა

Post by popins » 16 ნოე 2008, 10:04

Image
lenchiamal

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ჭილის ტბა

Post by popins » 16 ნოე 2008, 10:05

Image
lenchiamal

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ჭილის ტბა

Post by popins » 16 ნოე 2008, 10:06

Image
lenchiamal

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ჭილის ტბა

Post by popins » 16 ნოე 2008, 10:06

Image
lenchiamal

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ჭილის ტბა

Post by popins » 16 ნოე 2008, 10:07

Image
lenchiamal

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ჭილის ტბა

Post by popins » 16 ნოე 2008, 10:07

Image
lenchiamal

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ჭილის ტბა

Post by popins » 16 ნოე 2008, 10:08

Image
lenchiamal

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ჭილის ტბა

Post by popins » 16 ნოე 2008, 10:09

Image
lenchiamal

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ჭილის ტბა

Post by popins » 16 ნოე 2008, 10:09

Image
lenchiamal

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ჭილის ტბა

Post by popins » 16 ნოე 2008, 10:10

Image
lenchiamal

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ჭილის ტბა

Post by popins » 16 ნოე 2008, 10:11

Image
lenchiamal

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]