ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Post by ZVIOSULI » 25 ოქტ 2008, 16:29

Mta Mkvarebia

Sen me ar marcxven :D
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 ოქტ 2008, 00:26

Mta Mkvarebia
ვგიჟდები შენზე.
შენ რომ არა, ასეთი დოკუმენტური კადრები არც შეიქმნებოდა.
მკდ, შესანიშნავი ხარ.
რაც შეეხება ტაბაწყურელეთა კადრებს, ისინი მაშინ გადავიღე, როდესაც კავკასიკა და მე არაყზე წავედით
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Post by caucasica » 27 ოქტ 2008, 09:37

:D gushin viyavi tabawyurze, didi siyvarulit mogikitxes, ragacatom gelodebodnen kviras, gogas mesiji mivigeto :?:
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 30 ოქტ 2008, 04:08

caucasica wrote::D gushin viyavi tabawyurze, didi siyvarulit mogikitxes, ragacatom gelodebodnen kviras, gogas mesiji mivigeto :?:
რა კგ ხალხში ყოფილხარ.
ოღონდ, გამოვტყდები, არც არავისთვის მიმიწერია რამე, არც ჩამოსვლას შევპირებულვარ.
თუმცაღა, უარს არც ვიტყოდი ტაბაწყურში კიდევ 1ხელ ჩასვლაზე.
როგორც ჩანს, რაღაც გაუგებრობა მოხდა.
ამინდი კგ დაგხვედრია.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Post by Mta Mkvarebia » 30 ოქტ 2008, 11:12

caucasica
GAMARJOBA SAKARTVELO
როგორც ვიცი, ნაიამ მიწერა მელინას, უბრალოდ მოიკითხა. ალბათ, იმათ ვერ გაიგეს კარგად :) .
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Post by Naia » 30 ოქტ 2008, 12:21

Mta Mkvarebia wrote:caucasica
GAMARJOBA SAKARTVELO
როგორც ვიცი, ნაიამ მიწერა მელინას, უბრალოდ მოიკითხა. ალბათ, იმათ ვერ გაიგეს კარგად :) .
პასუხს ვაპირებდი და მთაშენკას პოსტი ვნახე :) მე მივწერე მელინას, უბრალოდ მოვიკითხე და მასპინძლობისთვის მადლობა გადავუხადე. თვითონაც მიპასუხა და მთხოვა ისევ ჩამოდითო, რაზედაც ვუთხარი აუცილებლად ჩამოვალთ, ოღონდ მომავალ წელს-თქო :)

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Post by caucasica » 14 ნოე 2008, 21:32

ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სამხრეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში ზღვის დონიდან დაახლოებით 2,000-2,800 მ-ის სიმაღლეზე (ნახ. 1). ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი, რომლის ფართობი დაახლოებით 22,000 ჰექტარია, ყველაზე დიდი აღკვეთილია ქვეყნის მასშტაბით. აღკვეთილი მდებარეობს ტაბაწყურის ტბის გარეშემო, რომელიც მოცულობის მიხედვით არის ყველაზე დიდი ტბა საქართველოში. აღკვეთილის ფარგლებში მოქცეულია მდინარე ქციას და წყლის სხვა უფრო მცირე ობიექტების ზედა წელი. რეგიონი გამორჩეულია თავისი უნიკალური მაღალმთიანი ჭარბტენიანი ტერიტორიებით, რომელთა შორის აღსანიშნავია ნარიანის ველი. აღკვეთილს ესაზღვრება ორი სოფელი – ტაბაწყური და მოლითი, ხოლო ბორჯომისა და ახალქალაქის რაიონების რამდენიმე სოფელი (ჭიხარულა და ბალანთა – ბორჯომის რაიონი; მოდეგა და ბეჯანო – ახალქალაქის რაიონი) მდებარეობს აღკვეთილის ფარგლებს გარეთ მის სამხრეთ საზღვართან.

გეოგრაფია

ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი მდებარეობს მცირე კავკასიონის სამხრეთ ნაწილში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ფარგლებში. ადმინისტრაციულად ტერიტორია ეკუთვნის ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებს. ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი არის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დამხმარე ზონის ნაწილი.

კლიმატი

ძირითადად გაბატონებულია მშრალი კონტინენტური მთის ჰავა. ზაფხული აქ მოკლე და გრილია, ივლისის თვის საშუალო ტემპერატურა 120ჩ-ია, ხოლო ივლისის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა - 260ჩ. ზამთარი ცივი და თოვლიანია. იანვრის საშუალო ტემპერატურა -80ჩ-ია. წლის განმავლობაში ტერიტორია თოვლით არის დაფარული დაახლოებით 150 დღის მანძილზე. წლიური ნალექების რაოდენობა 700 მმ-ზე ნაკლებია, თუმცა წელიწადის საშუალოდ 50 დღე გამოირჩევა ძლიერი წვიმებით.

ჰიდროლოგია

ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ფარგლებში ორი ძირითადი წყლის ობიექტია – მდინარე ქცია და ტაბაწყურის ტბა. მდინარე ქცია სათავეს იღებს თრიალეთის ქედის სამხრეთ ფერდობებზე ზღვის დონიდან 2,422 მ-ის სიმაღლეზე. ის მოედინება ნარიანის ველზე (ზღვის დონიდან 2,050 – 2,080 მ), სადაც ის კვებავს ამ ტერიტორიისთვის დამახასიათებელ ჭაობებს. მდინარე ძირითადად იკვებება ატომოსფერული ნალექებით, თუმცა ის ასევე დამოკიდებულია მიწისქვეშა წყაროებზეც. მთელი წლის მანძილზე მდინარე ქცია ხასიათდება წყალმცირობით, მაგრამ მცირემასშტაბიანი წყალმოვარდნები იცის გაზაფხულზე და შემოდგომაზე. ზამთარში მდინარე ჩვეულებრივ დაფარულია ყინულის ფენით.

ტაბაწყურის ტბა

მოცულობის მიხედვით ტაბაწყური არის ყველაზე დიდი ტბა საქართველოში. მისი მოცულობა 221 მილიონ მ3-ს შეადგენს. ზედაპირის ფართობი 14.2 კმ2-ია, სიღრმე 42.2 მ-ს აღწევს. ტაბაწყურის ტბა მოქცეულია ქცია-ხრამის აუზში. ტბა მდებარეობს ბორჯომისა და ახალქალაქის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვარზე ზღვის დონიდან 1,997 მ-ის სიმაღლეზე. წყლის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირებულია ზაფხულში (+15.30ჩ - აგვისტოს საშუალო თვიური ტემპერატურა). თითქმის ყოველ წელს დეკემბრიდან აპრილამდე ტბა დაფარულია 40-50 სმ სისქის ყინულის ფენით. წყლის დონე სეზონურად იცლება. ჩვეულებრივ წყლის დონე ეცემა იანვარში და მატებას იწყებს გაზაფხულის ბოლოს თოვლის დნობის დაწყების შემდეგ. წყლის დონე თავის მაქსიმუმს აღწევს ივნისში, ხოლო შემდეგ ისევ კლებას იწყებს. წყლის დონის ცვალებადობა დამოკიდებულია ტბის კვების რეჟიმზე. როგორც ცნობილია, ტაბაწყურის ტბას აქვს ჩაკეტილი აუზი. ტბის წყლის გადინება ასევე ხდება დაბალი წყალგამტარობის მქონე მიწისქვეშა ნაპრალებით.

კულტურული ინფორმაცია

არქეოლოგიური დახასიათება

ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ტერიტორიაზე აღმოჩენილია მთელი რიგი არქეოლოგიური უბნებისა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში ნაპოვნი იქნა ბრინჯაოს ხანის ოთხი სამარხი (ყორღანი). 2002 წელს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ თავკვეთილის ფერდობებზე აღმოაჩინა შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანები. ქციის ველზე აღმოჩენილ იქნა ჩვენს წელთაღრიცხვამდე VII-IV საუკუნეებით დათარიღებული ნამოსახლარი, ხოლო სოფელ მოლითის ახლოს – ჩვენს წელთაღრიცხვამდე XV-XII საუკუნეების სამარხები და შუა საუკუნეების დასახლება.
ჩამოთვლილი არქეოლოგიური და კულტურული ძეგლებიდან ორს, კერძოდ, ტაბაწყურისა და თავკვეთილის ყორღანებს, აქვს საერთაშორისო მნიშვნელობა. შემდეგი ძეგლები კი ეროვნული მნიშვნელობისაა: მდინარე ქციის მარცხენა ნაპირზე მდებარე საყველიას მთის ნასოფლარი; სოფელ ტაბაწყურის ჩრდილოეთით მდებარე ქციის ველის და მუხების მთის ნამოსახლარი; საყველიას მთის ძირში მდებარე IX საუკუნის წითელი საყდარი. მერნიის და ქციის ყორღანები საყველიას სამარხოვნებთან ერთად. დანარჩენი ძეგლები ადგილობრივი მნიშვნელობისაა. ყველა ამ ისტორიულ თუ არქეოლოგიურ უბანს გააჩნია ტურიზმის განვითარების პოტენციალი. ამისათვის საჭიროა მათ მიმართ საკონსერვაციო ღონისძიებების განხორციელება ზიანის გამომწვევი ფაქტორების ნეიტრალიზაციის მიზნით.

დასახლებები და მოსახლეობა


სოფლები ტაბაწყური და მოლითი ეკუთვნის სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ბორჯომის საკრებულოს. ორივე სოფელს ჰყავს თითო არჩეული წარმომადგენელი საკრებულოში.
2002 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, სოფელ ტაბაწყურის მოსახლეობა შეადგენს 723 ადამიანს, ხოლო სოფელ მოლითის - 273 ადამიანს. ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ეთნიკური სომეხია. ყველამ იცის სომხური ენა, ქართულს და რუსულს ფლობს მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილი.

ეკონომიკა

სოფლის მეურნეობა წარმოადგენს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეკონომიკის ძირითად დარგს. ისევე, როგორც მთელს რეგიონში, საკვლევი ტერიტორიის ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებია: კარტოფილი, ბოსტნეული, ხილი, ხორცი, რძე და რძის ნაწარმი, კვერცხი და მატყლი.
სოფელ ტაბაწყურსა და მოლითში ძირითადად გავრცელებულია რძის პროდუქტების წარმოება, მეკარტოფილეობა და მეთევზეობა. მოსახლეობის უმეტესობას ჰყავს საქონელი. ადგილობრივი თემების 72% მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მეცხოველეობაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია მეთევზეობაც. სოფლის მოსახლეობის თითქმის 42% თევზაობს. ოჯახების 9%-თვის მეთევზეობისგან მიღებული მოგება წარმოადგენს მათი შემოსავლის ძირითად წყაროს, მოსახლეობის 56% თევზის რესურსებს იყენებს მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის, რითიც წვლილი შეაქვს ოჯახის კეთილდღეობაში. ნადირობა არ არის პოპულარული ადგილობრივ მოსახლეობაში. ადგილობრივთა 92%-ს საერთოდ არ უნადირია ამ ტერიტორიაზე. იშვიათად გვხვდება არაადგილობრივი მონადირეებიც.
ადგილობრივი თემების უმეტესი ნაწილის შემოსავლის ძირითად წყაროს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავლები წარმოადგენს. დანარჩენები დამოკიდებული არიან სახელმწიფო პენსიებსა და ხელფასებზე. 20-ზე ნაკლები ადამიანი მუშაობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კომპანიაში, ძირითადად უსაფრთხოების სამსახურში. ზოგადად, ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლები საკმაოდ დაბალია და ამიტომ ისინი თავის ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებენ როგორც მძიმეს.

განათლება

ორივე სოფელში არის სკოლა. სკოლებში სულ 176 მოსწავლე სწავლობს, აქედან მოლითის დაწყებით სკოლაში დადის 47, ხოლო ტაბაწყურის დაწყებით და საშუალო სკოლაში – 129 ბავშვი.

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Post by Truli » 14 ნოე 2008, 22:30

caucasica
რა საინტერესო ცნობებია!
დიდი მადლობა!
მი მალატ შვან

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Post by Tamusia » 15 ნოე 2008, 13:02

caucasic

ისე მე მთლიანად 90 ბავშვს ვასწავლი და ტაბაწყურში მგონი დირექტორადაც გამოვდგები :D
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Post by Mta Mkvarebia » 15 ნოე 2008, 13:05

Tamusia
ჰოდა, რაღას ელოდები და ფიქრობ, გასწი ჯავახეთისკენ :D ჯერ კიდევ მაშინ გტოვებდით, გახსოვს? :wink:
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 ნოე 2008, 18:59

ახლა ტაბაწყურში თოვლი მოსულა და 1 რამედ ღირს იქაურობის ნახვა.
Tamusia wrote:caucasic

ისე მე მთლიანად 90 ბავშვს ვასწავლი და ტაბაწყურში მგონი დირექტორადაც გამოვდგები :D
ძნ მჯერა, მოვა დრო და შენ ტაბაწყურში თუ არა, სხვაგან მაინც ასწავლი სახელმწიფო ენას არაქართველ თანამემამულეებს,
რომლებიც ენის არცონის გამო, ძნ გაუცხოებულნი არიან და სა1ოდ არ ან ძნ სუსტად მონაწილეობენ სახელმწიფო მშენებლობაში.
მკდ, იმის თქმა მინდა, რომ შენი სახით საიმედო მამულიშვილი გვყვავს.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Post by Tamusia » 18 ნოე 2008, 22:11

gamarjoba saqartvelo

არა, მე უბრალოდ მინდოდა caucasicas გამოვლაპარაკებოდი და...
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 ნოე 2008, 01:22

Tamusia
ცხადია, მივხვდი, მაგრამ ამ გამოლაპარაკების მიღმა შენი მამულიშვილური განწყობებია, რომელიც 1 წლით მაინც წაგიყვანს
თუნდაც ტაბაწყურში, რომ იქაურ ჩვენს თანამოქალაქე სომხებს სახელმწიფო ენის შესწავლაში დაეხმარო.
თან, ტაბაწყური შენ ძნ მოგეწონა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 ივლ 2010, 00:42

ვაჰ, რა კგ განწყობა მომგვარა ტაბაწყურის გასვლების გახსენებამ, შენი გულისა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]