Post
by doctor ako » 15 ნოე 2008, 17:45
გამარჯობათ.
ოოო...
თამაში იყო რა თამაში... (გინდ დაიჯერეთ გინდ არა)
ყველაზე ადრე მე მოვედი(გამოვიპარე) მონადირეს მოსვლა და მთელი გუნდიც მოვიდა...
გულშემატკივრებმაც არ დააყოვნეს!? - "ფან-კლუბი" ცოცხალია!
... ნუსა,ნამცეცუნა,ლინდა,სასკვა და კოდოოოოო სხვები...
გუნდი "კარავი" პირობითად ისევ "გაიყო", მაგრამ ვინ "კარა"და ვინ "ვი" თუ "კარ" და "ავი"... (სხვადასხვა კომბინაციები კიდოოოოო ძნელი გასახსენებელია)
მოკლედ დავიწყეთ თამაში.(გრძლად გამოვა მაინც...)
კომენტატორობა ითავა სასკვამ და ბრწყინვალედ გაართვა თავი ამ საპასუხისმგებლო საქმეს.(ერთი ობოლაძეს მოესმინა, რამეს მაინც გაიგებდა...)
სასკვა ზუსტად აშუქებდა ყოველივეს და მიკერძოებულიც არ იყო,არც ფეხბურთელების სახელები ერეოდა,ჯარიმასაც და კუთხურსაც არჩევდა...
სასკვას 5! (მაგრამ მეორე ტაიმში მიატოვა თავისი საქმე და დაგვტოვა ამისთვის მას: -5) (p.s. "არ გეწყინოსავით")
"ფანკლუბი"ოვაციებს არ იშურებდა და ამ საქმეს უერთგულესი ნუსა ხელმძღვანელობდა.
ფოტოჟურნალისტობა ლინდამ ითავა ხრუხუნას არ ყოფნაში,ხრუხუნამ წინა თამაშზე ტრავმა მიიღო,პროფესიული მოვალეობის შესრულებისას და იმედი გვაქვს მალე დაგვიბრუნდება.
ჯნოსი მოვიდა ცოტა ხნით, არ უთამაშია მოგვიკითხა და წავიდა
ლინდაც მეორე ტაიმში წავიდა და ფოტოჟურნალისტობა ნუსას "ერგო", აქეთ "ფანკლუბი" იქეთ გადაღება...
ნამცეცუნა რა დროს წავიდა ვერ გავიგე,ოვაციებს ერთი ხმა აკლდა... გავიხედე ნამცეცუნაც წასულიყო.
ჯაბა,ლამა,ვანსკი-"იქეთ" და კონსატნტინე,დოქტორ აკო,მონადირე-"აქეთ"
თამაში უფრო მოწესრიგებული და გააზრებული გამოვიდა წინანდელთან შედარებით.
შემოგვემატნენ ორი ფეხბურთელი და თამაში საინტერესო და სწრაფი გახდა...
ვანსკიმ წინა თამაშზე რაც კარის ძელს "ურტყა" ბურთები(ის ძელი სანახავია,"ნამეტანი" გაღუნული ხომ არ არის ნეტა...)
ახლა კი ნაკლებს ურტყამდა ფეხით და გოლები სულ თავით გაჰქონდა, ფეხბურთი კი არა თავბურთი იყო ( ნამდვი"ლ"ად )
ლამას ვერ გაცდები ადვილად,ამხელა კაცის "ჩამოშორება" როგორია... თუ არა და ჯარიმასაც "გააჩალიჩებ"
ვანსკის სულ თავზე "აწებებდა" ბურთს,მერე ჯაბაც ჩართო,მეც მინდაო თავით გოლიო...
ლამას და ჯაბას თამაშის წინ ვუთხარი-ბიჭებო ნახევარი ძალით დაარტყით,ცოტა-პაწა- ჭიჭე შეგვიბრალეთ... ხან ახსოვდათ ხან არა
კონსტანტინემ ერთ-ორი ისეთი ფინთი გააკეთა... გულშემატკივრებო მარტო მაგისთვის ღირდა მოსვლა!(იყავით ახლა ასე) გოლებიც გაიტანა,ვის მიუძღვანა ეგ ჩვენთვის არ უთქვია.ჯაბას დარტყმებსაც იგერიებდა.
მონადირემ რამოდენიმეჯერ "მოწინააღმდეგე გუნდი" ერთიანად "მოატყუა" გოლიც გაიტანა... მე და კონსტანტინე კი გაზეთს ვეძებდით
რამოდენიმე გოლი მეც "გავაჩალიჩე"
მონადირემ და მე,მიუხედავათ იმისა რომ ერთ მხარეს ვთამაშობდით-"კარგი ავარია" გამოგვივიდა,"მარა" სადღა იყო ექიმი...
ჯაბას დაღლა ვინა "სთქვა" -წინაც და უკანაც ასწრებდა თამაშს.ერთი ბურთი მოვიგერიე, მისი "ნახევარი ძალით" დარტყმული... თითებმა "ამბავი" ატეხეს,სულ გადადექი-გადადექი იძახეს(მიტინგებზე რომ არის "იმფერი")
თამაშის ბოლოს გულშემატკივრებიდან მხოლოდ უერთგულესი ნუსა იყო.
ნუსას "ფანკლუბის"საპატიო თავჯდომარეობა უსიტყვოდ ეკუთვნის.
ბოლოს გადავიღეთ სამხსოვრო სურათები.ნუსა ოვაციებითა და ტაშით გავაცილეთ სანამ ავტობუსის კარი დაიკეტებოდა.
მადლობა ყველას ვინც მოვიდა,განსაკუთრებით ნუსას.
.