კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 31 ოქტ 2008, 13:30

***
გზები გაუვალი
და გზები გავლილი -
გულისტკივილით მაქვს
ყველა შესწავლილი.

ადის მწვერვალზე, თუ
ჭაობში ეფლობა -
ერთი ნიშანი აქვს:
დაუსრულებლობა.


:roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 31 ოქტ 2008, 16:51

დადგა –
ეს ალბათ დასასრულია.
და თუნდაც მოვხვდეთ ეპიცენტრში,
თუნდ ჩვენს თვალებში ჩამოიქცეს
ცადატყორცნილი მდუმარების
ცივი თაღები –
შენ ოღონდ ხელი არ გამიშვა.
მშვიდად იყავი.

ეს ალბათ მართლა დასასრულია:
განა ცრემლები –
შემინული ცის ნამსხვრევები
გვკაწრავს უპეებს.
არც სამარხისთვის დარჩა მიწა,
არც ბავშვისთვის –
ერთი მუჭა სუფთა ჟანგბადი.
გავასწროთ, ამბობ –
არ გამიშვა.
ჩემთან იყავი.

და თუ ეს მართლა დასასრულია –
ჩვენ უკვე ბევრჯერ გამოვცდით მას და
ახლა უბრალოდ ვიხსენებთ, ანდა
საკუთარ თავში და ერთმანეთში
ყველა გასაქცევს,
ყველა სამალავს
ამოუთქმელი შიშებით ვგმანავთ –
მოგვბეზრდა ალბათ.
სხვაგან სჯობს ალბათ.
მაგრამ ჯერ კიდევ თბილია კანი –
თუნდ ერთი სიტყვა,
თუნდ ერთი კოცნა,
თუნდ ერთი წამი
ჩემთან იყავი...

დასასრულია –
ჩვენს ნასახლარში
ვტოვებ კალენდრის ბოლო ფურცელზე
მიწერილ ჩვენი შეხვედრის ამბავს.



ჰექსე
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 02 ნოე 2008, 23:26

მე დავლევ ახლა ლალისფერ ღვინოს
და არ თქვათ ჩემზე ლოთი არისო
მინდა თქვენს შორის რომ მოვილხინო
ხართ ჩემთვის ტკბილი და სახალისო.

უნდა ვიმღერო თავდავიწყებით
ფანდურის ყელზე მიმაბით ლარად,
როცა ამ ქვეყნად აღარ ვიქნებით,
ჩვენი სიჩუმე მაშინაც კმარა.

ვიდრე წაგვლეკავს საწუთროს დელგმა,
ე ღვინო სულის დაღლამდე მასვით
ვინაც პირველად მოკვდბა ჩვენგან ,
მას გაუმარჯოს ახლა ამ თასით.

თქვენი ლაზათი და სიყვარული
ჩემი ჩრილივით დამყვება მუდამ,
წუთით დაუთმეთ სიმღერას გული,
ღვინოს ხო ტკბილი სიმღერაც უნდა.

უთქვენოდ პურის გატეხაც მიჭირს,
თქვენთან მიგულეთ ძმებო მარადის
ერთი მართალი ხევსური ბიჭი
გაზრდილი მთების იავნანათი.

იმღერეთ ძმებო, ნუ დაივიწყებთ,
რომ ეს საწუთრო წუთია მხოლოდ,
ჩვენ ხომ ცხოვრებას ხელახლა ვიწყებთ,
მას გაუმარჯოს ვინც გავა ბოლოს!
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 02 ნოე 2008, 23:32

tama
კიდევ კაი, თორემ მე ეს გაგიმზადე :D:D:D
Image
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 02 ნოე 2008, 23:40

მოწამლული მაქვს უკვე გუნება,
დარდმა აშალა გულში ფაფარი
მითხარით სადმე თუ გეგულებათ
ბედშავი კაცის თავშესაფარი!

ზეცა ტირის და ცხელ ცრემლებს მაცრის
ჩემს გზებზე ისევ ძველი თოვლია
მე 3 ათეულ წელიწადს გავცდი
მაგრამ სწორი გზა ვერ მიპოვნია.

არ ვიცი არა, რა მემართება
ან ჩემს გზებს ჯანღი რატომ ებურვის
ცა ურჩხულია და მე მართვე ვარ
ცივ უდაბნოში დატოვებული.
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Bivrili » 05 ნოე 2008, 20:33

მზეს ჩაუსაფრდა ცისკართან
ფიქრი ფრინველის ნისკარტით.
ცაო, სივრცეებს მზის გარდა
მელან-იისფრად ნისლავდი.
ფრთებზე ოცნება გეწერა
ტანზე ბინდების ზეწარი.
მინდოდა ჩემი თვალების
სარკეში ამომეცანი.
ვცურავდი მელნის ნისლისკენ
წითელლაქება სიზმრებით -
ახლა არ ვიცი სისხლისგან
ღვინოს ვწურავ თუ ვიცლები.
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Bivrili » 05 ნოე 2008, 20:38

სიხარულს გთხოვ, ― მწუხარებას მთავაზობ.
ნუთუ ასე დაგატყვევეს ფიქრებმა?
ცოტა კიდევ მოითმინე, ლამაზო,
და ნანატრი მთა-გორებიც იქნება!

ცოტა კიდევ, სალოცავო ხატებავ,
და ლაშქარი სვავების და ყორნების,
ვით ღრუბელი, ისე გაიფანტება
და თბილისის მიწას ვეამბორებით.



ხომ უყურებ, როგორც ხვადი ავაზა,
ორთქმავალი ისე უტევს უკუნეთს,
ცოტა კიდევ მოითმინე, ლამაზო,
და ვიხილავთ ირმებსა და ბულბულებს.


ცოტა კიდევ ― და იელვებს კრწანისი
და მეტეხის ეკლესიის თავანი,
სადაც წმინდა მაცხოვარის ხატის წინ
ფეხშიშველა ლოცულობდა თამარი.


სიხარულს გთხოვ, ― მწუხარებას მთავაზობ,
ნუთუ ასე დაგატყვევეს ფიქრებმა?
ცოტა კიდევ მოითმინე, ლამაზო,
და ნანატრი მთა-გორებიც იქნება!
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Mta Mkvarebia » 09 ნოე 2008, 21:10

ლეონტი wrote:ეგ სახე მყინვართა სარკეშიც მინახავს, მაღალ მთებს, ქარაფებს აფრქვევდა მინანქარს.
ეგ თმები კლდეებზე ჩანჩქერად მინახავს... ქალი ხარ, ალი ხარ, მითხარი, ვინა ხარ?
არ გეყო ძალით რომ დაიპყარ ეს გული? ახლა მთებს მიადექ რისხვით წარბშეკრული.
უფრთხილდი, ლამაზო, მთა განა გულია? მანდ ყველგან ქარიშხლის ფრთა განაბულია.
და როგორც ლომები პირს რისხვით აღებენ, ნისლებში ნაპრალთა ვეება თაღები.
უფრთხილდი, ყაზბეგიც ბერი ნუ გგონია, ჭაბუკის გული აქვს ჭაღარა გოლიათს.
მაგ თვალთა ცდუნებას ვაჰ, თუ ვერ გაუძლოს, დაგტოვოს თავისთან, მყინვართა საუფლოს.
...მაგრამ შენ სრულიად არ უფრთხი არაფერს და როგორც კიბეებს, აბიჯებ ქარაფებს.
პირველი მიუძღვი გამოცდილ მთამსვლელებს... ხან თოვლი გეყრება, ხან წვიმა გასველებს.
მე შენმა სურვილმა მთამსვლელად მაქცია, წერაქვი მიჭირავს, წრიაპი მაცვია...
და ფრთხილად მოგყვები, შენსავით ვიქცევი... რამდენჯერ აშკარა მარცხისგან მიხსენი.
ფეხი თუ დამიცდა ხელს მიწვდი მაშინვე, რამდენჯერ დაღუპვას შენ გადამარჩინე.
მაგრამ ძირს, ქალაქში, როდესაც ჩავდივართ, მთამსვლელთა ადათ-წესს ივიწყებ ადვილად.
შემხვდები ქუჩაში, გულცივად მიყურებ, მანიშნებ: ბარშიაც მხსნელად ნუ მიგულებ.
ვგრძნობ, მე არ ვეკუთვნი მაგ თვალთა არჩევანს და ვხედავ ჩვენს შორის ნაპრალის გაჩენას.
მე შენი სიმკაცრის ნაპრალში ვვარდები, ძვირფასო, საშველად ნუ დაგვიანდები.
მე ყველა ნაპრალზე ეს მეტად მაშინებს... კვლავ ხელი მომეცი, კვლავ გადამარჩინე.


იოსებ ნონეშვილი




http://www.fereidani.ge/66_patara/66_patar1.html
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 10 ნოე 2008, 12:50

Mta Mkvarebia

რა კარგი იყო :roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 10 ნოე 2008, 21:05

Я помню чудное мгновенье:
Передо мной явилась ты,
Как мимолетное виденье,
Как гений чистой красоты.

В томленьях грусти безнадежной,
В тревогах шумной суеты,
Звучал мне долго голос нежный
И снились милые черты.

Шли годы. Бурь порыв мятежный
Рассеял прежние мечты,
И я забыл твой голос нежный,
Твои небесные черты.

В глуши, во мраке заточенья
Тянулись тихо дни мои
Без божества, без вдохновенья,
Без слез, без жизни, без любви.

Душе настало пробужденье:
И вот опять явилась ты,
Как мимолетное виденье,
Как гений чистой красоты.

И сердце бьется в упоенье,
И для него воскресли вновь
И божество, и вдохновенье,
И жизнь, и слезы, и любовь.


Александр Сергеевич Пушкин
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
doctor ako
მაწანწალა
Posts: 342
Joined: 10 ივლ 2008, 13:37
Location: დედამიწის სამოთხე
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by doctor ako » 11 ნოე 2008, 21:46

Mta Mkvarebia

ჰოოო... უმაგრესია!!!

ლექსი გულიდან...

სიმღერა და მელოდია ბრწყინვალე- ანსამბლი"ანანური" ასრულებს.მანამდე სხვა ასრულერბდა.

(ამ სიმღერას "წავიღიღინებსავით" - მიყვარს...)

.

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 12 ნოე 2008, 14:16

ორნი
ღელეში რომ ჩაპარულან შორით,
მოჩურჩულე ტირიფია ორი.
წკეპლის ქნევით მიაბიჯებს ვაჟი,
იცინის და მიკისკისებს გოგო.
ვით მეზობლის მაბეზღარა ბავშვი,
ფუღუროდან იჭყიტება სოკო.


შოთა ნიშნიანიძე
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 12 ნოე 2008, 15:00

ორი ტირიფი
- ატოტილი, ირიბი,
რატომ ტირის ტირიფი?
- მთელი წელიწადია,
გაღმა გასვლა სწადია.
ასეთივე პატარა ასეთივე ირიბი,
იქ, მეორე ნაპირზე, წუხს მეორე ტირიფი.

შოთა ნიშნიანიძე
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by გვალდა » 12 ნოე 2008, 21:56

ნინი_85
Я помню чудное мгновенье:
Передо мной явилась ты,
Как мимолетное виденье,
Как гений чистой красоты.

....................

ბრრრ... სკოლაში ჩემი დილემა რუსული ლექსების დაზეპირება იყო. ეს ლექსი ერთ-ერთი :lol:
სვანეთოლოგი

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 13 ნოე 2008, 09:52

ლამას ეძღვნება :)

ჩამაჭრდა კახეთს ჰაერი,
ტყეები გადიყირმიზა,
ენკენისთვეში მთებიდან
ისმის ყვირილი ირმისა.
-რასა ჰყვირიან ირმები
ყორან-მთას, ყარაიასა?
სახუნდარიდან მარეკი
გულში გაარტყავს ტყვიასა..
ხარი ირემი ფურს ეძებს,
მთაში ნასუქი ღიჭითა;
ქაფსა ჰყრის გადაკაწრული
ეკლებითა და ხიჭვითა.
თავი ანება ცალისთვის
იალაღების მწვანესა,
მოამტვრევს რქების ლაწანით
ჩალას, ტყეს, ლერწმოვანებსა.
დაშტერებული ჯოგები
მორბიან თავდაყირანი...
ხარი ფურს ეძებს ღრიალით,
მე-სიყვარულსა მყვირალი,
გახელებული ხარი ვარ,
გეშს ვიღებ ნიავქარზედა,
მაჩვენეთ ჩემი ოცნება,
რქა ზედ მივაფშვნა რქაზედა!
სულ მივამტვრიო, მივლეწო,
გულში რაც გადაირაზა,
შევყვირებ,
როგორც ირმები
ჰყვირიან ყარაიასა!
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]