კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
მეშინია!
მურმან ლებანიძე
ეს სოფლები:
ეს ლიქოკი, ეს არხოტი,
ცარიელა
ეს პარტახი საიგავო,
მეშინია,
ეს სამოთხე, ეს წალკოტი
სხვა არავინ
მოვიდეს და დაიკავოს!
შქმერს სათიბზე
არ დავობენ მეზობლები,
ძაღლი არ ჰყეფს,
ძაღლი არ ჰყეფს ბარისახოს!
ვაითუ ვინმეს
მოეწონოს ეს სოფლები,
ვაითუ ვინმე
მოვიდეს და დაესახლოს!
ეს სხიერი,
ეს ლიქოკი, ეს არხოტი
არ ჩააქრო,
არ ჩააქრო! _ გაფიცებდი.
არ წააგო,
არ წააგო ეს წალკოტი! _
დამიხსომე,
ასი წლის წინ გეძახოდი,
დამიხსომე,
განჯღრევდი და გაღვიძებდი!
მურმან ლებანიძე
ეს სოფლები:
ეს ლიქოკი, ეს არხოტი,
ცარიელა
ეს პარტახი საიგავო,
მეშინია,
ეს სამოთხე, ეს წალკოტი
სხვა არავინ
მოვიდეს და დაიკავოს!
შქმერს სათიბზე
არ დავობენ მეზობლები,
ძაღლი არ ჰყეფს,
ძაღლი არ ჰყეფს ბარისახოს!
ვაითუ ვინმეს
მოეწონოს ეს სოფლები,
ვაითუ ვინმე
მოვიდეს და დაესახლოს!
ეს სხიერი,
ეს ლიქოკი, ეს არხოტი
არ ჩააქრო,
არ ჩააქრო! _ გაფიცებდი.
არ წააგო,
არ წააგო ეს წალკოტი! _
დამიხსომე,
ასი წლის წინ გეძახოდი,
დამიხსომე,
განჯღრევდი და გაღვიძებდი!
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
არგვეთი მოსპო მურვან ყრუმ
(დედა ვატირე მე მისი!);
გულს შავი მიკლავს მე ნამყო
და არანაკლებ მერმისი.
კახეთი მოსრა აბასმა
(დედა ვატირე მე მისიც!);
ტკბილი ჩაგვშხამდა ჭამა-სმა,
ძილი წაგვერთვა ნებისი.
ქართლი გათქერა თემურმა
(დედა ვთქვა?! — რა ვთქვა მე მისი?!);
ვინ მოთვლის, თავდადებული
რამდენი მოკვდა ერისთვის.
მაგრამ ვერც ერთმა მტარვალმა
ხოში ვერ ჩაკლა ქეიფის;
კვლავაც ფეხზეა თამადა,
რაც, — რასაც ნიშნავს, — ქე იცი!
მუხრან მაჭავარიანი
1986
(დედა ვატირე მე მისი!);
გულს შავი მიკლავს მე ნამყო
და არანაკლებ მერმისი.
კახეთი მოსრა აბასმა
(დედა ვატირე მე მისიც!);
ტკბილი ჩაგვშხამდა ჭამა-სმა,
ძილი წაგვერთვა ნებისი.
ქართლი გათქერა თემურმა
(დედა ვთქვა?! — რა ვთქვა მე მისი?!);
ვინ მოთვლის, თავდადებული
რამდენი მოკვდა ერისთვის.
მაგრამ ვერც ერთმა მტარვალმა
ხოში ვერ ჩაკლა ქეიფის;
კვლავაც ფეხზეა თამადა,
რაც, — რასაც ნიშნავს, — ქე იცი!
მუხრან მაჭავარიანი
1986
. . . კიდევ ერთი დღე . . .
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ალბათ, მრავალი ფშაა სამოთხეს,
ალბათ, მრავალნი წყარონი დიან...
ათასნაირი ბიბინებს მდელო,
ათასნაირნი ყვავილნი თრთიან...
მუქ-ლურჯი მაღალ-მაღალი მთები
დაფარულია მბრწყინავი თოვლით...
მე მაინც მჯერა, წყლის დასალევად
სულები ისევ შუაფხოს მოვლენ.
ანა
ალბათ, მრავალნი წყარონი დიან...
ათასნაირი ბიბინებს მდელო,
ათასნაირნი ყვავილნი თრთიან...
მუქ-ლურჯი მაღალ-მაღალი მთები
დაფარულია მბრწყინავი თოვლით...
მე მაინც მჯერა, წყლის დასალევად
სულები ისევ შუაფხოს მოვლენ.
ანა
Last edited by lali on 21 ოქტ 2008, 22:29, edited 1 time in total.
esec gaivlis....
- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
გიმზერ და მჯერა, რომ ქართველობა
არასოდეს არ გადაშენდება;
ვაგლახ, ხელახლა ბაგისჩვილობა,
ქალიშვილობა რა დაგშვენდება!
როცა გიხილე, მამა-პაპათა
განმეორება გულს ჩამეწვეთა,
შენ უნდა გეცვას კაბა „ხაბარდა“ *,
უნდა დაქროდე რუსთაველზედა.
ეს ყაისნაღი ან ეს ხავერდი
ვინ გაგიჩინა, ვინ მოგაბარა?
თავადის ქალო, იქნებ დაბერდი,
სიბერის შუქი შემოგეპარა?!
შემოგეპარა და ბნელ დალალში
გაიშრიალა თეთრი ზოლებით:
ყველა წავიდა, ერთიღა დარჩი,
მიწაში წვანან შენი ტოლები!
როცა გიხილე, ციხე-კოშკების
განმეორება გულს ჩამეწვეთა,
შენ უნდა გეცვას ოქროს ქოშები,
დაგოგმანობდე რუსთაველზედა.
მაშინ ჩემგვარი ენამწარენიც
ვერ გაკილავდნენ ძველ სილამაზეს,
როცა ჩამქრალი კელაპტარივით
შემოხვდებოდი ვერის დაღმართზე.
გიმზერ და მჯერა, რომ ქართველობა
არასოდეს არ გადაშენდება,
ვაგლახ, ხელახლა ბაგისჩვილობა,
ქალიშვილობა რა დაგშვენდება!
ლადო
არასოდეს არ გადაშენდება;
ვაგლახ, ხელახლა ბაგისჩვილობა,
ქალიშვილობა რა დაგშვენდება!
როცა გიხილე, მამა-პაპათა
განმეორება გულს ჩამეწვეთა,
შენ უნდა გეცვას კაბა „ხაბარდა“ *,
უნდა დაქროდე რუსთაველზედა.
ეს ყაისნაღი ან ეს ხავერდი
ვინ გაგიჩინა, ვინ მოგაბარა?
თავადის ქალო, იქნებ დაბერდი,
სიბერის შუქი შემოგეპარა?!
შემოგეპარა და ბნელ დალალში
გაიშრიალა თეთრი ზოლებით:
ყველა წავიდა, ერთიღა დარჩი,
მიწაში წვანან შენი ტოლები!
როცა გიხილე, ციხე-კოშკების
განმეორება გულს ჩამეწვეთა,
შენ უნდა გეცვას ოქროს ქოშები,
დაგოგმანობდე რუსთაველზედა.
მაშინ ჩემგვარი ენამწარენიც
ვერ გაკილავდნენ ძველ სილამაზეს,
როცა ჩამქრალი კელაპტარივით
შემოხვდებოდი ვერის დაღმართზე.
გიმზერ და მჯერა, რომ ქართველობა
არასოდეს არ გადაშენდება,
ვაგლახ, ხელახლა ბაგისჩვილობა,
ქალიშვილობა რა დაგშვენდება!
ლადო
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ძალიან მიყვარს საქართველოს მთა,განსაკუთრებით ფშავ-ხევსურეთი, მაგრამ იქ არასოდეს არ ვყოფილვარ 
ხოო და მის სიყვარულს ლექსებით ვივსებ
მთვარე ხადოზე ამოდის,
ხადო ირჩია მთვარემა...
არაგვზე ჩამოანათეს
ყამარის შავმა თვალებმა...
რაისთვის გაიჭრიალეს
შენმა ჭერხოის კარებმა?
რაზე გამოხველ, ბიჭაო,
რა გითხრეს იდუმალებმა?
მირინაულის მინდორზე
ცოტა ხნით დაევანება,
მერე საბუჩეს გადავა,
განა ვინ დაენანება?
მთვარესთან წავა ყამარი,
მთვარესთან დაიმალება...

ხოო და მის სიყვარულს ლექსებით ვივსებ

მთვარე ხადოზე ამოდის,
ხადო ირჩია მთვარემა...
არაგვზე ჩამოანათეს
ყამარის შავმა თვალებმა...
რაისთვის გაიჭრიალეს
შენმა ჭერხოის კარებმა?
რაზე გამოხველ, ბიჭაო,
რა გითხრეს იდუმალებმა?
მირინაულის მინდორზე
ცოტა ხნით დაევანება,
მერე საბუჩეს გადავა,
განა ვინ დაენანება?
მთვარესთან წავა ყამარი,
მთვარესთან დაიმალება...
esec gaivlis....
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
აი, ანას კიდევ ერთი ლექსი
აბუდელაური
მწვანედ ლივლივებ, კამკამა ტბაო
ფსკერზე გფენია ხალიჩა-მოლი...
მეშინის, მე შენს სალოცავს ვფიცავ,
ქვეყანა თავზე მენგრევა მგონი:
გრგვინავს,ზანზარებს შურთხის სამეფო,
დიან თოვლწყალნი გულთამზარავნი...
მზის გადახრისას ჭიუხთა თავზე
გაიბმებიან მშვილდისარანი...
შენ კი... წყნარად და მშვიდად ირხევი-
იდუმალება რაიმე იცი?
მიწა და ზეცა შებმია ერთურთს...
მეშინის, მე შენს სალოცავ ვფიცავ!
აბუდელაური
მწვანედ ლივლივებ, კამკამა ტბაო
ფსკერზე გფენია ხალიჩა-მოლი...
მეშინის, მე შენს სალოცავს ვფიცავ,
ქვეყანა თავზე მენგრევა მგონი:
გრგვინავს,ზანზარებს შურთხის სამეფო,
დიან თოვლწყალნი გულთამზარავნი...
მზის გადახრისას ჭიუხთა თავზე
გაიბმებიან მშვილდისარანი...
შენ კი... წყნარად და მშვიდად ირხევი-
იდუმალება რაიმე იცი?
მიწა და ზეცა შებმია ერთურთს...
მეშინის, მე შენს სალოცავ ვფიცავ!
esec gaivlis....
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
თემა ახლა ვნახე თავიდან ბოლომდე
ბევრს მოსწონს კალანდაძის შემოქმედება
მეც მიყვარს ანა
ბროწეულები
მზაკვარი სხივი როგორ ქირქილებს
ბროწეულებზე:
იმას ჰგონია, აქ განზრახ შეხვდნენ
ჩვენი გულები...
ჩქარა წავიდეთ, თორემ სიჩუმით
დაქანცულები
პირს რომ გახსნიან, ალბათ, გაგვცემენ
ბროწეულები...

ბევრს მოსწონს კალანდაძის შემოქმედება
მეც მიყვარს ანა

ბროწეულები
მზაკვარი სხივი როგორ ქირქილებს
ბროწეულებზე:
იმას ჰგონია, აქ განზრახ შეხვდნენ
ჩვენი გულები...
ჩქარა წავიდეთ, თორემ სიჩუმით
დაქანცულები
პირს რომ გახსნიან, ალბათ, გაგვცემენ
ბროწეულები...
esec gaivlis....
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
* * *
რუსთაველის პროსპექტზე სიარული
ნუ მომიშალოს ღმერთმა,
ვიყო მუდამ ასე მხიარული,
ქართველი პოეტი მერქვას.
პურის ნატეხი და ერთი ლიტრა ღვინო
სიმდიდრედ ჩამითვალეთ,
თუ მეტი ვინატრო, ან ეს ვითაკილო –
ვერ ვნახო სამოთხის მთვარე…
მხოლოდ დროდადრო დამარეტიანოს
ქაშვეთის შემოხედვამ –
რუსთაველის პროსპექტზე ხეტიალი
ნუ მომიშალოს ღმერთმა.
ლადო ასათიანი
1941
რუსთაველის პროსპექტზე სიარული
ნუ მომიშალოს ღმერთმა,
ვიყო მუდამ ასე მხიარული,
ქართველი პოეტი მერქვას.
პურის ნატეხი და ერთი ლიტრა ღვინო
სიმდიდრედ ჩამითვალეთ,
თუ მეტი ვინატრო, ან ეს ვითაკილო –
ვერ ვნახო სამოთხის მთვარე…
მხოლოდ დროდადრო დამარეტიანოს
ქაშვეთის შემოხედვამ –
რუსთაველის პროსპექტზე ხეტიალი
ნუ მომიშალოს ღმერთმა.
ლადო ასათიანი
1941
. . . კიდევ ერთი დღე . . .
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ეს დღეები ნეტი გამითიშეს სახლში და დიდად გულიც არ დამწყვეტია...
ორი დღის წინ მაღლივიდან გამოსულს ავტობუსმა გამასწრო და შემდეგის დალოდებას ისევ მეტრომდე ფეხით გასერინება ვამჯობინე, თან გულში ვფიქრობდი, ისე მაინც არაფერი ხდება ამ ცხოვრებაში, ან ვინმე ნაცნობს უნდა გადავეყარო ალბათ და ან კიდევ რაღაცა სხვა უნდა მოხდეს, ხოდა ჩავედი ფეხით გაჩერებამდე, ავტობუსი იგვიანებდა... იქვე მდგარი გაზეთების კიოსკის შესწავლა დავიწყე და... "ლიტერატურული პალიტრა" გამიკვირდა, თურმე კიდევ გამოდის... ავტობუსიც გამოჩნდა, სასწრაფოდ შევიძინე და ტრანსპორტში ავედი, დავჯექი და ჩავიძირე...აი ეს მჭირდებოდა თურმე... ნეტში ძებნა რად მინდა, აგერაა დაბეჭდილი, ხორცშესხმული, რეალური...
-აქ არ აჩერებთ? -შეძახილმა გამომაფხიზლა. 1 საათი გასულა და ვერც გავიგე ისე მივედი სახლამდე... და აქედან წაკითხულს დავდებ აქ:
"მამაჩემო-თოვლის ფერო,
დედაჩემო-ფერო მიწის,
როგორ უნდა დავიჯერო,
რა მაწუხებს თქვენ არ იცით.
სატკივარი გამიჯერეთ,
ამახვიეთ ტანზე ნისლი
დავბნეულვარ-გზა მიჩვენეთ,
საქმე არ ვქნა საძრახისი...
შუბლი მთვარით დამისერეთ,
სისხლი მთისა გადამისხით,
მამაჩემო-თოვლის ფერო,
დედაჩემო-ფერო მიწის."
ტარიელ ხარხელაური
ორი დღის წინ მაღლივიდან გამოსულს ავტობუსმა გამასწრო და შემდეგის დალოდებას ისევ მეტრომდე ფეხით გასერინება ვამჯობინე, თან გულში ვფიქრობდი, ისე მაინც არაფერი ხდება ამ ცხოვრებაში, ან ვინმე ნაცნობს უნდა გადავეყარო ალბათ და ან კიდევ რაღაცა სხვა უნდა მოხდეს, ხოდა ჩავედი ფეხით გაჩერებამდე, ავტობუსი იგვიანებდა... იქვე მდგარი გაზეთების კიოსკის შესწავლა დავიწყე და... "ლიტერატურული პალიტრა" გამიკვირდა, თურმე კიდევ გამოდის... ავტობუსიც გამოჩნდა, სასწრაფოდ შევიძინე და ტრანსპორტში ავედი, დავჯექი და ჩავიძირე...აი ეს მჭირდებოდა თურმე... ნეტში ძებნა რად მინდა, აგერაა დაბეჭდილი, ხორცშესხმული, რეალური...
-აქ არ აჩერებთ? -შეძახილმა გამომაფხიზლა. 1 საათი გასულა და ვერც გავიგე ისე მივედი სახლამდე... და აქედან წაკითხულს დავდებ აქ:
"მამაჩემო-თოვლის ფერო,
დედაჩემო-ფერო მიწის,
როგორ უნდა დავიჯერო,
რა მაწუხებს თქვენ არ იცით.
სატკივარი გამიჯერეთ,
ამახვიეთ ტანზე ნისლი
დავბნეულვარ-გზა მიჩვენეთ,
საქმე არ ვქნა საძრახისი...
შუბლი მთვარით დამისერეთ,
სისხლი მთისა გადამისხით,
მამაჩემო-თოვლის ფერო,
დედაჩემო-ფერო მიწის."
ტარიელ ხარხელაური
მეაც გავთუშდ მეაც!
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ვერცხლის თასადამც მაქცია
რო ღვინით აგევსებოდე,
დაფერილი მქნა წითლადა
შამსვამდი შაგერგებოდე.
ანა მქნა ვერცხლის სათითედ
რო ხელზე ჩაგეტეოდე...
ან ვერცხლის ფულად მაქცია
ჯიბეში ჩაგეყრებოდე,
ან შენი ნამგლის ყანა მქნა
რო ფზახე შაგეჭრებოდე.
ანა მქნა ვარდი, ყოილი
რო პირზე დაგეყრებოდე,
ანა მქნა მოვის პერანგი
რო გულზე დაგადნებოდე...
ან შენი ნანდაური მქნა
გულს ჯავრად ჩაგეჭრებოდი,
ძალიან დაწუხებულსა
ძალზედაც შაგეყრებოდი.
ან შენი ძმა მქნა, მოწილე,
აროდეს გაგეყრებოდი....

რო ღვინით აგევსებოდე,
დაფერილი მქნა წითლადა
შამსვამდი შაგერგებოდე.
ანა მქნა ვერცხლის სათითედ
რო ხელზე ჩაგეტეოდე...
ან ვერცხლის ფულად მაქცია
ჯიბეში ჩაგეყრებოდე,
ან შენი ნამგლის ყანა მქნა
რო ფზახე შაგეჭრებოდე.
ანა მქნა ვარდი, ყოილი
რო პირზე დაგეყრებოდე,
ანა მქნა მოვის პერანგი
რო გულზე დაგადნებოდე...
ან შენი ნანდაური მქნა
გულს ჯავრად ჩაგეჭრებოდი,
ძალიან დაწუხებულსა
ძალზედაც შაგეყრებოდი.
ან შენი ძმა მქნა, მოწილე,
აროდეს გაგეყრებოდი....

წამო, ზღაპარში ...


კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
შენი სახე
ეული სხეუილი
...
სივრცე, რომელიც უსასრულობის ბრალია
მასშსი აგდიხარ და გენანება
რომ არ არსებობს სიკვდილის გარეშე შენი მსგავსი მშვენიერება
ვიღაც, რომელიც მუდამ ბრმა ვნებით დაძრძწოდა სადაც არავინ სთხოვდა
მისი სურვილი ადუღებული
სიყვარულს სიყვარულით, რომ ყიდულობდა.
მე მემენანება შენი აქ წერა
მენანება შენთვის სიტყვები
ვერასდროს შესძლებს უმოქმედობა წარიწყმიდებოდეს ვით ქრისტეს თეთრი სიზმრები
შორს ხარ
და რაც უფრო შორს მით უფრო ვიცი რომ სიახლოვე შენი მაბრმავებს
და ჯიუტად მომთხოვნი არსებობით ქვეცნობიერში სველ ხორცად დაგატარებ

ეული სხეუილი
...
სივრცე, რომელიც უსასრულობის ბრალია
მასშსი აგდიხარ და გენანება
რომ არ არსებობს სიკვდილის გარეშე შენი მსგავსი მშვენიერება
ვიღაც, რომელიც მუდამ ბრმა ვნებით დაძრძწოდა სადაც არავინ სთხოვდა
მისი სურვილი ადუღებული
სიყვარულს სიყვარულით, რომ ყიდულობდა.
მე მემენანება შენი აქ წერა
მენანება შენთვის სიტყვები
ვერასდროს შესძლებს უმოქმედობა წარიწყმიდებოდეს ვით ქრისტეს თეთრი სიზმრები
შორს ხარ
და რაც უფრო შორს მით უფრო ვიცი რომ სიახლოვე შენი მაბრმავებს
და ჯიუტად მომთხოვნი არსებობით ქვეცნობიერში სველ ხორცად დაგატარებ

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
სიცივემ მოიცვა ხნიერი მიწა და
თოვლმა სპეტაკი სხეულით დაფარა
ალბათ ძალიან, ძალიან სციოდა
გულზედ რომ მომეკრა, თავი შეაფარა...
დათოვლილ სახეზე სიცივე თრთოდა და
ყინვა დანამულ ბაგეებს ხეთქავდა
ფიფქები არეულ ფიქრებად თოვდა და
გულებიც არეულ რითმებად ფეთქავდა
გული გულს უსმენდა, რითმებში ჰყვებოდა
ბაგე ბაგეს ენთო, სულს გემო ათრობდა
თოვლში გულაღმა გაწოლილ სხეულებს
სახეზე ოცნების ფიფქები ათოვდა
თოვლმა სპეტაკი სხეულით დაფარა
ალბათ ძალიან, ძალიან სციოდა
გულზედ რომ მომეკრა, თავი შეაფარა...
დათოვლილ სახეზე სიცივე თრთოდა და
ყინვა დანამულ ბაგეებს ხეთქავდა
ფიფქები არეულ ფიქრებად თოვდა და
გულებიც არეულ რითმებად ფეთქავდა
გული გულს უსმენდა, რითმებში ჰყვებოდა
ბაგე ბაგეს ენთო, სულს გემო ათრობდა
თოვლში გულაღმა გაწოლილ სხეულებს
სახეზე ოცნების ფიფქები ათოვდა
- pataputina
- იეტი კი არა და...
- Posts: 5201
- Joined: 10 სექ 2007, 14:29
- Location: ვალპე
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
აუაუაუაუაუ
მეც დავწერ რა
გაჩეჩილი ხორცის ლაქიანი სახე
დამეძებდა გუშინ ბროწეულის ღამე
მე შენ არ გელოდი, ნეტავ რატომ გნახე
დამისახე თვალწინ ოცნბებების მახე
მრრავალპლანიანი კონტრასტული ფიჭვი
ტაბუ დადებული მორალური ნიჭი
ჩემი ლოზუნგების შენში არაყს ვხდიდი
წამით დაბნეული ტანზე კაბას ვიხდი
კაქტუსების რისხვა, გადმოსული ქვიშად
ვერ გავიგე სიტყვა, გადამიდნა რითმად
იებს გამოჰყევი იასამნის თმისად
სხვასთან შეხიზნული მესიზმრები ხშირად
თავზე ბომბი მადევს
თვალზე ჭიამაია
ნეტავ სად გეძებო
ჩემო ბაია
უბრალოდ&პაწაპუწინა
200* წელი............
მეც დავწერ რა
გაჩეჩილი ხორცის ლაქიანი სახე
დამეძებდა გუშინ ბროწეულის ღამე
მე შენ არ გელოდი, ნეტავ რატომ გნახე
დამისახე თვალწინ ოცნბებების მახე
მრრავალპლანიანი კონტრასტული ფიჭვი
ტაბუ დადებული მორალური ნიჭი
ჩემი ლოზუნგების შენში არაყს ვხდიდი
წამით დაბნეული ტანზე კაბას ვიხდი
კაქტუსების რისხვა, გადმოსული ქვიშად
ვერ გავიგე სიტყვა, გადამიდნა რითმად
იებს გამოჰყევი იასამნის თმისად
სხვასთან შეხიზნული მესიზმრები ხშირად
თავზე ბომბი მადევს
თვალზე ჭიამაია
ნეტავ სად გეძებო
ჩემო ბაია
უბრალოდ&პაწაპუწინა
200* წელი............

ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი
http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato
http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
სამაჩაბლოში ენძელები გაფითრებულან
და ხეობიდან სისხლისფერი უბერავს ქარი,
სამაჩაბლოში, მაჩაბელის დარგულ მუხასთან
ღონემიხდილი ღრიალებს ხარი.
სამაჩაბლოში მონასტრები გასხვისებულან
და იკორთიდან გაბზარული ჟღრიალებს ზარი:
სამაჩაბლოში ქართველები გახიზნებულან,
დაჟანგებულა დავითის ხმალი!
სამაჩაბლოში, მაჩაბელის დარგულ მუხასთან
უბირი ხელით ანთებული ღრიალებს ღამე:
სამაჩაბლოში ქართველები დანაცრებულან,
ჭია-მატლები უნგრევენ კარებს!
ო, საქართველოვ, მახვილია გზა სიყვარულის,
შემოიქსოვე უძლეველი ჯაჭვის პერანგი!
ო, საქართველოვ, აბობოქრდი, გადაქართველდი,
ჩამოიბერტყე კალთებიდან მტერი ვერაგი!
სამაჩაბლოში ენძელები გაფითრებულან,
გარინდებულან ქართველები საქართველოში...
საქართველოში ქართველები არა კვდებიან,
იბადებიან ქართველები საქართველოში!
თინათინ მღვდლიაშვილი
1991 წელი
და ხეობიდან სისხლისფერი უბერავს ქარი,
სამაჩაბლოში, მაჩაბელის დარგულ მუხასთან
ღონემიხდილი ღრიალებს ხარი.
სამაჩაბლოში მონასტრები გასხვისებულან
და იკორთიდან გაბზარული ჟღრიალებს ზარი:
სამაჩაბლოში ქართველები გახიზნებულან,
დაჟანგებულა დავითის ხმალი!
სამაჩაბლოში, მაჩაბელის დარგულ მუხასთან
უბირი ხელით ანთებული ღრიალებს ღამე:
სამაჩაბლოში ქართველები დანაცრებულან,
ჭია-მატლები უნგრევენ კარებს!
ო, საქართველოვ, მახვილია გზა სიყვარულის,
შემოიქსოვე უძლეველი ჯაჭვის პერანგი!
ო, საქართველოვ, აბობოქრდი, გადაქართველდი,
ჩამოიბერტყე კალთებიდან მტერი ვერაგი!
სამაჩაბლოში ენძელები გაფითრებულან,
გარინდებულან ქართველები საქართველოში...
საქართველოში ქართველები არა კვდებიან,
იბადებიან ქართველები საქართველოში!
თინათინ მღვდლიაშვილი
1991 წელი
. . . კიდევ ერთი დღე . . .
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
pataputina wrote:აუაუაუაუაუ
მეც დავწერ რა
გაჩეჩილი ხორცის ლაქიანი სახე
დამეძებდა გუშინ ბროწეულის ღამე
მე შენ არ გელოდი, ნეტავ რატომ გნახე
დამისახე თვალწინ ოცნბებების მახე
მრრავალპლანიანი კონტრასტული ფიჭვი
ტაბუ დადებული მორალური ნიჭი
ჩემი ლოზუნგების შენში არაყს ვხდიდი
წამით დაბნეული ტანზე კაბას ვიხდი
კაქტუსების რისხვა, გადმოსული ქვიშად
ვერ გავიგე სიტყვა, გადამიდნა რითმად
იებს გამოჰყევი იასამნის თმისად
სხვასთან შეხიზნული მესიზმრები ხშირად
თავზე ბომბი მადევს
თვალზე ჭიამაია
ნეტავ სად გეძებო
ჩემო ბაია
უბრალოდ&პაწაპუწინა
200* წელი............
კიდო მინდა ! ეგეთი ან მსგავსი