ბირთვისები 28 მაისი, 2006

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ბირთვისები 28 მაისი, 2006

Post by Gvalva » 28 მაი 2006, 22:03

ჩამოვედით, ძალიან კარგად ვიარეთ, საწვიმარები და დამატებითი ფეხსაცმელი არ დაგვჭირდა :)

გავიცანი მშვენიერი ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებმაც ძალიან კარგად იარეს.

დანარჩენი თანდათან... დასვენების შემდეგ

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ბირთვისები 28 მაისი, 2006

Post by Gvalva » 28 მაი 2006, 22:46

ეხლა აქ დავწერ ფოტოების ატვირთვის წესს, ახლებისთვის და მერე გადავიტან :)

გადადით ბმულზე: www.imageshack.us

გამოტანილ ფანჯარაში browse დაჭერით იპოვეთ ასატვირთი ფოტო თქვენს კომპიუტერში. მიაქციეთ ყურადღება რომ ჩართული იყოს წითლად მითითებული ოპციები. დააჭირეთ host it

Image

ამის შემდეგ რომ ფანჯარა გამოვა ჩააწკაპუნეთ წითლად ხაზგასმული მაგალითის წინ, ისე რომ მოინიშნოს, როგორც ნახატზეა. CTR+C კომბინაციით დაიმახსოვრეთ მონიშნული ტექსტი.

Image

დაბრუნდით ფორუმში და თქვენს აკრეფილ პოსტში გააკეთეთ CTR+V მონიშნული ტექსტი ჩაიწერება პოსტში და როდესაც პოსტის აკრეფას დაასრულებთ და დააჭერთ "გაგზავნა" ფოტო გამოჩნდება ფორუმზე.

წარმატებებს გისურვებთ :)

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ბირთვისები 28 მაისი, 2006

Post by ilia » 29 მაი 2006, 09:24

ველით ფოტოებს, იმედია ციფრული აპარატით გადაიღეთ ფოტოები და არ მოგვიწევს ფირის გამჟღავნების და დასკანირებისთვის როდის მოიცლის ავტორი. :D

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ბირთვისები 28 მაისი, 2006

Post by Nika » 29 მაი 2006, 09:35

Gvalva
დავამატებ რომ ფოტოს დაპატარავება ჯობია კომპიუტერში თქვენ გააკეთოთ. თორემ სხვანაირად დიდი მოცულობის გაგზავნა მოგიწევთ უცხოეთში და დროს ბევრს წაიღებს.

User avatar
toga
იეტი
Posts: 1063
Joined: 26 აპრ 2005, 17:00
ბირთვისები 28 მაისი, 2006

Post by toga » 29 მაი 2006, 15:34

Gvalva
ფოტოები დაგვიყარე ვეღარ ვიცდით :D :D

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ბირთვისები 28 მაისი, 2006

Post by Archil » 29 მაი 2006, 18:03

ბირთვისი



ქვემო ქართლში, თეთრი წყაროს რაიონიდან 15 კმ-ზე მდებარეობს სოფ. ფარცხისი, მდინარე ალგეთის მარცხენა ნაპირზე. სოფლიდან ბირთვისამდე 7-8 კილომეტრია. ბირთვისი ციხეზე მეტია, რადგან ეს არის კლდოვანი მთების გაერთიანება,რომელიც ძნელად მისადგომია. ბირთვისში ორ მაღალ მთაზე აგებულია ციხეები:,,შეუპოვარი” და ,,დედა ციხე ”. ციხეების აგების ზუსტი დრო უცნობია, მაგრამ ბაგრატ III (975-1014) დროს ის ისტორიულ წყაროებში უკვე მოხსენიებულია. ბირთვისი ასევე დიდ მნიშვნელობას იძენს თემურ ლენგის ლაშქრობების დროს და მედგარ წინააღმდეგობასაც უწევს მტერს. ცნობებში ის მოხსენიებულია, როგორც ძლიერი ციხე ქალაქი,რომლის საბოლოო აღება თემურ-ლენგმა მხოლოდ 1403 წელს თავის მე-8 შემოსვლაზე მოახერხა. სავარაუდოდ სახელწოდება შეუპოვარიც ამ მიზნით შეერქვა ციხეს. დროის მიუხედავად , წარმოუდგენელია როგორ შეძლო იმ დროს ადამიანმა აეშენებინა ასეთ მაღალ კლდეებზე, ასე კარგად ბუნებასთან შერწყმული ციხეები და მოეწყო მისი წყლით მომარაგების, თავდაცვის სისტემა.
ბირთვისში არის ასევე ეკლესიის ნანგრევები რომელიც უფრო გვიან არის აშნებული ვიდრე ციხეები. ეკლესია კლდისქვითარის ნაშენი და შუაგულ ტყეში მდებარეობს. ბირთვისი გვიან ფეოდალურ ხანაში ბარათაშვილების რეზიდენცია იყო.

მარშრუტი:

თბილისში ციხეებიდან გადის სამარშრუტო ტაქსი თეთრი წყაროს მიმართულებით.


წყარო: http://bilikebi.iatp.ge/birtvisi.htm



Image


Image

Image


Image


Image

Image

Image

Image

Image


Image

Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ბირთვისები 28 მაისი, 2006

Post by Archil » 29 მაი 2006, 18:19

დანარჩენებს მოგვიანებით დავდებ, ეხლა ის საიტი, რომელზეც უნდა დავდო, არ მუშაობს
Last edited by Archil on 30 მაი 2006, 11:57, edited 1 time in total.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ბირთვისები 28 მაისი, 2006

Post by Nika » 29 მაი 2006, 18:59

აუ თუ შეიძლება რომ აი ეს ფოტო http://img140.imageshack.us/img140/2319 ... 1128uh.jpg ამოიღოთ და ხელახლა უფრო პატარა დადოთ.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ბირთვისები 28 მაისი, 2006

Post by Gvalva » 29 მაი 2006, 19:26

არჩილ, გაიხარე ინფოსთვის, ძალიან მინდოდა ბირთვისებზე რამე ისტორიული მეპოვა და წამეკითხა, თუ კიდევ ვინმემ რამეს მიაგნოთ დაწერეთ რაა

ეგ ფოტო სულ წავშალე, რაღაცა ძაან დიდი იყო...

nuno
ასფალტზე მოარული
Posts: 11
Joined: 24 მაი 2006, 00:49
ბირთვისები 28 მაისი, 2006

Post by nuno » 30 მაი 2006, 01:18

ყველაფერი დაიწყო იქიდან რომ ვაპირებდით წასვლას ლომისში, მაგრამ ადგილი ვერ დავაზუსტეთ ამ ძებნაში მივაგენით საიტს რომელსაც მოგეხსენაბათ ჰქვია კარავი. იქ შევიტყვეთ რომ 28 მაისს ეწყობოდა ლაშქრობა ბირთვისში დარეგისტრირების შემდეგ გავუშვით პირველი წერილი გვალვასთან "აუ რა მაგარია ჩვენც მოვდივართ" , რომლისგანაც მივიღეთ დადებითი პასუხი, მაგრამ რადგანაც ჩვენ ახლები ვიყავით, გვალვას აინტერესებდა ჩვენ შესახებ რაიმე ინფორმაცია, შევძლებდით თუ არა ბირთვისის დალაშქვრას და გვკითხა როგორ ვემზადებოდით. ჩვენი პასუხი ასეთი იყო:
"ჩვენ მზად ვართ ფიზიკურად და მორალურად" :D

და აი დადგა 28 მაისი
ვინაიდან ჩვენ არ გვინდოდა ვაკის პარკში გასეირნება დროზე მივედით დანიშნულ ადგილზე და დაიწყო ჩვენი ლაშქრობაც.
რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ მივადექით იმ ადგილს საიდანაც უმდა დაგვეწყო ფეხით სიარული.
როდესაც გვალვამ დაგვანახა თუ რომელი მთა უნდა დაგვეპყრო , ჩვენი გუნდის ზოგზოგერთ წევრს სახეზე ცუდმა ფერმა გადაუარა და ისმოდა ფრაზები "შარიქაძე ჩამოხვალ თბილისში" , მაგრამ ეს ხდებოდა ფარულად და მუშტების ქნევით. შემდეგ შევუდექით აღმართს, ჩვენი ცხრამეტი წლის ალენ დელონი დაწინაურდა, გვალვას ამოუდგა მხარში და შემართებით მიგვიძღოდნენ წინ, უკან მორჩილად მივყვებოდით ჩვენც, ჩვენს უკან მოდიოდნენ მხატვართა ჯგუფი და ბოლოს ჩვენი ჩამკეტი ბატონი ავთო. რამდენიმე ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მივადექით უცხო ბანაკს და ჩვენი მხრიდან მოლაპარაკებაზე გაუშვით ჩვენი ბელადი ქალბატონი გვალვა. მოლაპარაკებამ წარმატებულად ჩაიარა, რის შემდეგაც მათ დავუტოვეთ ჩვენი ბარგი და ორსაათში დატოვებდნენ ტერიტორიას :D
ჩვენ განვაგრძეთ გზა.
გზაში უამრავი რამ მოხდა: დაიკარგა ჩვენი ჩამკეტი ჩაბარებული მხატვართა გუნდით, ამასობაში მე იმდენად ავითვისე იქაური მიწა ყოველ 5 წუთში მიწაზე ვეგდე, იმდენად მოეწონა ჩემი ილეთები არჩილს რომ რამდენჯერმე მანაც გაიმეორა, :D ამასობაში გიას სახის გამომეტყველებაც გამოუსწორდა და უკვე იღიმებოდა კიდეც, ჩვენი ალენ დელონი (გიორგი) კომბლედ გადაიქცა ტოტებს ჭრიდა და მხრებზე იწყობდა, თან იქაურ ადგილებს ისე შეეწყო რომ ქალბატონი გვალვას მარჯვენა ხელი გახდა, და კიდე ერთი დეტალი გზაში კომბლე მელიებს ხედავდა ჩამკეტი- კოპლებიან აფთარს და გადაწყვეტილება იყო ასეთი რომ მათ ერთმანეთისგან შორს ევლოთ რადგან მომავლში მათი ერთად სიარული სავალალო არ აღმოჩენილი ყო :D :D :D
ჩვენ გავაგრძელეთ გზა და ავედით არაჩვეულებრივ ადგილას რითაც მთელი გუნდი მოიხიბლა და არავის ჯეროდა რომ ჩვენ საქართველოში ვიყავით უფრო ზღაპარს გავდა.
მერე დავიწყეთ დაშვება, ჩამოვედით ჩვენ ბარგთან ყველა აღფროთოვანებული და აჟიტირებული იქაური ადგილებით. შემდეგ დავიწყეთ ერთმანეთში შთაბეჭდილებების გაზიარება და კმაყოფილები ვიკავით რომ აღმოვჩნდით ამ ადგილებში. შემდეგ შვწვით მწვადები და სუფრამ უფრო დაგვაახლოვა იმდენად რომ კომბლემ საკუთარი ბებიის გაცნობას დაპირდა ჩვენს ჩამკეტს ბატონ ავთანდილს :D
და აი დადგა ჩვენი დაბრუნების დროც, ჩვენ წამოსვლა არ გვინდოდა და კომბლემ ისიც კი დააპირა მძღოლთან ჩაირბენდა და კარვებს ამოარბენინებდა :D
შემდეგ შევუდექით დაღმართს, კომბლემ ტყე არ გაახარა და ხმელი ტოტები თავისი კომბლით ჩამოიღო :)
ხოლო როდესაც ტრიალ მინდორზე აღმოვჩნდით ხე ღორით შეიცვალა და შემდეგ ღორებს დაერია :)
და მივადექით ჩვენს მწვანე სამარშრუტო ტაქს სამწუხაროდ ჩვენი ლაშქრობა დასასრულს უახლოვდებოდა, გზაში შევჩერდით გვირილების დასაკრეფად და ისევ გავაგრძელეთ გზა. მარშუტკაში ყველა დაგლილი იყო, ისე რომ სიჩუმეს მხოლოდ იავნანას ხმა არღვევდა.... ყველას დაეძინა
და როცა გავიღვიძეთ უკვე იმ ადგილას ვიყავით საიდანაც დაიწყო ჩვენი მგზავრობა. ამით ჩვენი ლაშქრობა დამთავრდა სადაც ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით.
ყველა უაღრესად კმაყოფილები ვიკავით

და მადლობა ვისსსსსსსსსსსსსს????????????????????????????????????????
:D :D :D :D :D

რა თქმა უნდა თქვენ

nuno
ასფალტზე მოარული
Posts: 11
Joined: 24 მაი 2006, 00:49
ბირთვისები 28 მაისი, 2006

Post by nuno » 30 მაი 2006, 01:31

Image

nuno
ასფალტზე მოარული
Posts: 11
Joined: 24 მაი 2006, 00:49
ბირთვისები 28 მაისი, 2006

Post by nuno » 30 მაი 2006, 01:33

Image

nuno
ასფალტზე მოარული
Posts: 11
Joined: 24 მაი 2006, 00:49
ბირთვისები 28 მაისი, 2006

Post by nuno » 30 მაი 2006, 01:36

Image

nuno
ასფალტზე მოარული
Posts: 11
Joined: 24 მაი 2006, 00:49
ბირთვისები 28 მაისი, 2006

Post by nuno » 30 მაი 2006, 01:38

Image

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ბირთვისები 28 მაისი, 2006

Post by Nika » 30 მაი 2006, 09:41

nuno
და მადლობა ვისსსსსსსსსსსსსს????????????????????????????????????????
პატრუუუუულლსსსს! :lol: :lol: :lol:



ისე მგონი პირველად იყო კარავზე ერთდროულად ორი ლაშქრობა რო შედგა.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]