ასურელი მამების კვალდაკვალ....

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 16 ოქტ 2008, 19:19

ხედი ზემოდან იყო ულამაზესი -

Image

შორს ალავერდი მოსჩანდა თეთრ კაბაში გამოწყობილი პატარძალივით...


მაგრამ რაც ზემო ალვანის ეკლესიის შიგნით ვნახეთ,
ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა -

ულამაზესი ფრესკებია იქ....

მადლობა თამაზის -
რომ არა მისი გამბედაობა -

ამ სილამაზეს ვერ ვნახავდით !!!!


Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 16 ოქტ 2008, 19:22

Image

ზემო ალვანის ნათლისმცემს ისახ. ეკლესიაზე ინტერნეტსი ვერ ვნახე ცნობები -
მხოლოდ ბიბლიოგრაფია ვნახე:

ალვანის ძეგლები (ახმეტის რ-ნი)
1.ალვანელი დ. ალვანის ძველი ნაშთები //კვალი.-1897.-N6.-გვ.128-130; N7.-გვ.145-148.
მოკლედაა მიმოხილული ალვანის ისტორია. აღწერილია ალვანის მოსაზღვრე ტყიან ქედზე მდებარე ღვთისმშობლისა და ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიები.
2.ბარნაველი თ. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები .-თბ., 1962.-გვ.31.
ნათლისმცემლის ეკლესიის კედლის მოხატულობაზე ლეონ მეფის გამოსახულებასთან შემორჩენილი წარწერის ანალიზი..
3.ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება.-თბ.,1994.-გვ.134-135.
ალვანის სამების ტაძრის აღწერილობა. განხილულია სამშენებლო ტექნიკა, გეგმა, ფასადთა მორთულობა.დათარიღებულია XVI საუკუნით.
4.ბოჭორიძე გ. თუშეთი.-თბ.,1983.-გვ.63.
ალვანის მატერიალური კულტურის ძეგლების:ნათლისმცემლის ეკლესიის, ცხრაკარის, კაკლიანის სასახლის მახლობლად მდებარე კოშკის, ეკლესიისა და სამების ეკლესიის მოკლე აღწერილობები.
5.ვაჩნაძე მ. მოხატული კანკელი ალვანის ნათლისმცემლის ეკლესიიდან //ძეგლის მეგობარი.-1979.-N50.-გვ.56-62.
XVI საუკუნეში ლევან კახთა მეფის დაკვეთით მოხატული კანკელის მხატვრული ანალიზი.
6.ვაჩნაძე მ. კედლის მხატვრობის ძეგლები //ძეგლის მეგობარი.-1973.-გვ.41-49.
ალვანის იოანე ნათლისმცემლის, გრემისა და ახალი შუამთის ეკლესიათა კედლებზე შემორჩენილი ლევან კახთა მეფისა და თინათინ დედოფლის პორტრეტულიგამოსახულებათა განხილვა.
7.ზაქარაია პ. XVI-XVIII საუკუნეების სასახლეები //საქართველოს მუზეუმის მოამბე, XXIV.B.-1963.-გვ.106-107.
მოცემულია ალვანში "ცხრაკარას" სახელით ცნობილ ნაგებობათა კომპლექსის ხუროთმოძღვრული დახასიათება.
8.ქადეიშვილი ი. ჟალეთის ხუროთმოძღვრული ძეგლი.-თბ.,1964.-გვ.71.
მოხსენიებულია ალვანის ნათლისმცემლის ეკლესია.
9.ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში.-თბ.,1951.-გვ.329-332.
ალვანის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ბაზილიკური ეკლესიის კანკელზე და სვეტებზე შემორჩენილ ფრესკულ წარწერებზე.
10.ყაუხჩიშვილი თ. ალვანი //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი.-თბ.,2004.-გვ.316-319.
განხილულია იოანე ნათლისმცემლის ბაზილიკური ეკლესიის საკურთხეველში, დასავლეთის კედელზე, თაღებსა და სვეტებზე შემორჩენილი ბერძნული წარწერები.
11.შავხელიშვილი ა. თუშეთი.-თბ.,1987.-გვ.125-127.
ზემო ალვანში მდებარე ორი ეკლესიის: სამებისა და იოანე ნათლისმცემლის ეკლესიების ხუროთმოძღვრული დახასიათება და კედლებზე შემორჩენილი წარწერების ანალიზი.
12.ხელაშვილი მ. საისტორიო მასალა //ივერია.-1890.- 8 ივნ.(N119).-გვ.2-3.
სოფ.ალვანში, "ტახტის გორზე" აგებული ძველი ეკლესიისა და პალატის შესახებ..
Last edited by Tamari-ch. on 16 ოქტ 2008, 22:37, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 16 ოქტ 2008, 19:25

Image

ეს კანკელზეა გამოსახული -
მოციქულები

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 16 ოქტ 2008, 19:26

Image

ეკლესიაში ჩხაკა ჩხუკი იყო ატეხილი -
ყველა გაოგნებული იღებდა ფრესკებს....




User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 16 ოქტ 2008, 20:52

Image


Image
Last edited by Tamari-ch. on 16 ოქტ 2008, 21:16, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 16 ოქტ 2008, 20:58

ზემო ალვანიდან ჩამოსვლა იყო მეტად სახალისო....


Image

აი ამ გორაკზე თუ ახვალთ - ბილიკს დაინახავთ და ამ გზით მოკლეზე 10 წუთში ახვალთ ეკლესიასთან
თუ მარცხნივ გზას გაუყვებით - ცოტა მეტი ხანი დასჭირდება...


Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 16 ოქტ 2008, 21:22

ქვევით კი ჩვენი თამაზი და "ლურჯა" გველოდებოდა...
ლურჯა ფერებში გამოწყობილი..


Image

მაგარი კაცია თამაზი -
:)
როცა წავედით ალავერდისაკენ -
უცებ გააჩერა მანქანა და სადღაც გაიქცა...

თურმე ყურძენი გვიყიდა და გაგვიმასპინძლდა -

Image


სირცხვილია -
კახეთში ვართ ბოლო ბოლოო
:lol:



Image
Last edited by Tamari-ch. on 16 ოქტ 2008, 21:27, edited 3 times in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 16 ოქტ 2008, 21:23

Image

ესეც ალავერდიიი!!!!

ლამაზია....

:)


ალავერდი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი და საკათედრო ტაძარი, ალავერდის ეპარქიის ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე სოფ. ალავერდთან (ახმეტის რაიონი), თელავიდან 20 კმ-ზე.

ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.
Last edited by Tamari-ch. on 16 ოქტ 2008, 22:14, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by qvevri » 16 ოქტ 2008, 21:26

ის ზედა რამხელა სურათი დადე რა არის ეს? ლამის მეზობლებთან აგადავიდა

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 16 ოქტ 2008, 21:28

qvevri wrote:ის ზედა რამხელა სურათი დადე რა არის ეს? ლამის მეზობლებთან აგადავიდა
გავასწორე უკვე
რადიკალმა აურია...
:lol:

Image
ალავერდის ხედი


ალავერდის მონასტერი მდებრეობს ალაზნის ფართო, მწვანე ველზე, კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე, თელავიდან 20 კმ-ზე.
აქ ჯერ კიდევ VI ს-ში იოსებ ალავერდელს, ერთ-ერთ "ცამეტ მამათაგან", აუგია ეკლესია. XI ს- ის პირველ მეოთხედში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო დიდი საკათედრო ტაძარი (41,7 მ X 26,4 მ). იგი ერთ-ერთი უდიდესი ძეგლია საქართველოში, სიმაღლით კი - პირველი (50 მ-ს აღემატება).


ტაძარი გეგმაში წარმოადგენს ცენტრალურ - გუმბათოვან ჯვრული სახის ნაგებობას სამი აფსიდით. გარედან სწორკუთხა, პროპორციული მოხაზულობისაა. შიდა სივრცე გამოირჩევა მხატვრული მთლიანობით, მონუმენტურობით და დახვეწილი პროპორციებით. გუმბათი ეყრდნობა ოთხ ბურჯს.
გუმბათს აქვს 16 სარკმელი. ფასადები ძუნწადაა მორთული. XIX ს-ის ბოლოს ტაძარი მთლიანად შეათეთრეს (ისე, როგორც მრავალი სხვა ძეგლი) რუსი მღვდელმთავრების ბრძანებით. 1966 წელს, კედლების გაწმენდის შემდეგ, გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა XI - XVII საუკუნეებისა.

ტაძრის ეზოში მოთავსებულია ეპისკოპოსის მოსასვენებელი, სატრაპეზო, სამრეკლო, მარანი, აბანო და სხვა ნაგებობანი. დამხმარე ნაგებობანი XVI - XVIII საუკუნისაა. ეზოს გალავანი შემოარტყეს XVII ს-ში.

Image
ტაძარი ნაშენია უმთავრესად რიყის ქვით. გარედანაც და შიგნიდანაც მოპირკეთებულია მოყვითალო ნახვრეტოვანი ტუფის ფილებით, რომლებიც ახლა შეთეთრებულია.


ტაძარი გადახურული ყოფილა ცისფრად მოჭიქული დიდი ზომის კრამიტის ფილებით, რომელთა ფრაგმენტებიც შემორჩენილია.
ეპისკოპატის ჩრდილო - დასავლეთით ერთი ნაგებობაა, რომელიც, როგორც ფიქრობენ, შაჰ-აბასის წარმომადგენლის - ფეიქარ-ხანის სასახლე უნდა ყოფილიყო, რომელსაც დაკავებული ჰქონდა ალავერდი 1615 წელს.

ტაძარი ბევრჯერ დაზარალდა მომხვდურთაგან და მიწისძვრებისაგან. პირველი დიდი რესტავრაცია მას გაუკეთა ალექსანდრე კახთა მეფემ XV ს-ის 80 -იან წლებში, შემდეგ დედოფალმა თამარმა, ბოლოს კი ერეკლე II -მ.
თავდაპირველად ალავერდი მამათა მონასტერი იყო. XVII - XVIII სს -ში აქ დედათა მონასტერიც დაარსდა. ალავერდი ლიტერატურული საქმიანობის მძლავრი კერაც იყო. აქ მოღვაწეობდნენ: ფილიპე ალავერდელი, ზებედე მთავარეპისკოპოსი, ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი), მარიამ ბაგრატიონი და სხვ.
ალავერდში იმართებოდა "ალავერდობა", ნაყოფიერებისა და მოსავლის აღება - დაბინავებასთან დაკავშირებული დღესასწაული, მიძღვნილი მისი დამაარსებლის, იოსებ ალავერდელის სახელზე. ზეიმი 14 სექტემბერს იწყებოდა და სამ კვირას გრძელდებოდა.
Last edited by Tamari-ch. on 16 ოქტ 2008, 22:23, edited 2 times in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 16 ოქტ 2008, 21:38

ალავერდის ტაძარი


„ყველაზე დიდებული ნაშთი და მოწმე კახელთა ძლიერის სარწმუნოებისა და
ხელოვნებისა უწინდელ დროში არის ალავერდის ტაძარი“ (იაკობ გოგებაშვილი)

კავკასიონს, გომბორის ქედსა და გარეკახეთის ზეგანს შორის მდებარე ველს, რომელსაც დღეს ალაზნის ველი ეწოდება, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ძველად თურმე ალონი ერქვა. „ველი, ალონად წოდებული“ ოდითგანვე კახეთის სამეფოს ნაწილი ყოფილა და კახეთის უდიდეს მდინარეს ალაზანსაც სახელი მისგან მიუღია.

„ალაზნის დასავლეთით არს ალავერდი, კახეთის მთის კალთის ველსა ზედა, დიდშენი, ზღუდე-პალატებიანი, გუმბათიანი, რომელმან მოიგო სახელი ალონის გამო, რომელ არს ალონგუერდი“, - წერდა ვახუშტი ბატონიშვილი. მისი აზრით, სახელი ალონგუერდი დროთა განმავლობაში ალავერდად ქცეულა.

„ალავერდი“ თურქულ-არაბული წარმოშობის სიტყვაა და „ღვთისგან ნაბოძებს“ ნიშნავს. ეს ცნება ნაყოფიერებასა და მოსავალთან იყო დაკავშირებული, ამიტომ იმ ქვეყნებში, სადაც უმთავრესად მიწათმოქმედებას მისდევდნენ (მათ შორის საქართველოსა და სომხეთში), ეს სახელი დღესაც ჰქვია რამდენიმე დასახლებულ ადგილს. მათ შორისაა კახეთში, ალაზნის ველზე, მდებარე სოფელიც. სხვა მეცნიერთა ვერსიით, სწორედ მან მისცა სახელი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქართულ მართლმადიდებლურ ცენტს - ალავერდის სამონასტრო კომპლექსს.

VI საუკუნეში წმინდა იოანე ზედაზნელის კურთხევით ერთ-ერთი ასურელი მამა, იოსები, კახეთის სხვადასხვა კუთხეში ქადაგებდა. ბოლოს იგი სოფელ ალავერდის ახლოს დაემკვიდრა. ერთხელ თურმე წმინდა მამა სანადიროდ გამოსულ კახელ თავადს შეხვდა და ღვთის სიტყვა უქადაგა. ქრისტეს სჯულს ნაზიარები დიდებული დახმარებით მამა იოსებს წმინდა გიორგის სახელზე პატარა ეკლესია აუშენებია. წმინდა მამასთან სიახლოვის სურვილით აქ ბევრი მორწმუნე დასახლებულა. როცა ამბა იოსებ ალავერდელი გარდაიცვალა, მოწაფეებმა იგი მის მიერვე აშენებულ ტაძარში დაკრძალეს. დროთა განმავლობაში აქ მნიშვნელოვანი სამონასტრო ცენტრი ჩამოყალიბდა.

X საუკუნეში დაწყებულ ქართულ სამთავროთა გაერთიანების ძირითადი ღერძი მართლმადიდებლობა იყო. ამ დროს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თითქმის ერთდროულად დაიწყო დიდი საკათედრო ტაძრების მშენებლობა. X-XI საუკუნეებს მიჯნაზე, 50 წლის განმავლობაში, აიგო ბედიის ტაძარი აფხაზეთში, ბაგრატის ტაძარი - ქუთაისში, სვეტიცხოველი - მცხეთაში, ოშკი - ტაო-კლარჯეთში და ალავერდის ახალი დიდი ტაძარი - კახეთში.

ალავერდის ახალი საკათედრო ტაძარი იოსებ ალავერდელის პატარა ეკლესიის ადგილას კვირიკე კახთა მეფეს XI საუკუნის დასაწყისში აუგია. ალავერდი იმთავითვე კახეთის მთავარ სალოცავად იქცა. ამავე პერიოდში აქ შეიქმნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპარქია საქართველოში. მასში შედიოდა ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, მერე, კაკაბეთი, ვარდისუბანი, არბუხი, ღანუხი, ჩიბინიანი, ალავერდული, ახატელი, იყალთო, აწყვერი, თიანეთი, კისისხევი, უტო, კონდოლი, წინანდალი, ველისციხე. კახეთის შემოერთების შემდეგ დავით აღმაშენებელმა ალავერდის საეპისკოპოსო სრულიად საქართველოს ერთიან ეკლესიას დაუქვემდებარა. ალავერდის საყმო მამულთა უმრავლესობა ტაძრის ირგვლივ მდებარეობდა, ნაწილი კი სხვადასხვა სოფლებში იყო მომოფანტული. ალავერდელი ეპისკოპოსები მონასტრის წინამძღვრადაც ითვლებოდნენ და ამიტომ ამბას წოდებასაც ატარებდნენ. XVI საუკუნიდან ალავერდელმა ეპისკოპოსებმა მიტროპოლიტის ტიტული მიიღეს.

ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანდა მომხდურთაგან. მისი პირველი დიდი რესტავრაცია ალექსანდრე კახთა მეფის დროს, XV საუკუნეში, მომხდარა. ამ დროს თავიდან აუშენებიათ ჩამოქცეული გუმბათის ყელი და კედლების ნაწილები. თავდაპირველად ტაძარი უფრო დაბალი ყოფილა, აღმდგენელ ხუროთმოძღვარს კი მისი ეპოქისათვის დამახასიათებელი მაღალი გუმბათი დაუშენებია, რის გამოც ალავერდის ტაძარი ყველაზე მაღალი ნაგებობა გახდა საქართველოში (მისი სიმაღლე 50 მეტრია). მეფე ალექსანდრეს ტაძრისათვის უხვად შეუწირავს ყმები და მამულები.

1616 წელს ალავერდი დაარბია შაჰ-აბას I-მა. შაჰ-აბას II-ის მიერ ჩამოსახლებულმა თურქმანთა მომთაბარე ტომებმა კი მისი მამულები საძოვრებად გადააქციეს. 1659 წლის აჯანყების შემდეგ კახეთი თურქმანებისგან გათავისუფლდა, მაგრამ ზიანი იმდენად დიდი იყო, რომ საეპისკოპოსო მხოლოდ საუკუნის ბოლოს აღდგა. ამის შემდეგ ტაძარი ჯერ ლეკებმა დაარბიეს, ხოლო 1735 წელს კი თამაზ-ხანმა ააოხრა.

1742 წელს „მოხედა რისხუამან და შეიძრა ქუეყანა, და დაირღვა და შეიმუსრა ალავერდის ეკლესია“. მიწისძვრით დაზიანებული ტაძრის აღდგენა თეიმურაზ II-ის მეუღლეს, დედოფალ თამარს დაუწყია და მათ შვილს, ერეკლე II-ს დაუმთავრებია. ამავე დროს მომხდურთაგან დასაცავად ალავერდის ტაძარს ქვის გალავანი შემოარტყეს.

ალავერდის კომპლექსი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებისაგან შედგება. აქ იყო ეპისკოპოსის სასახლე, სატრაპეზო, სამრეკლო, მარანი, აბანო და სხვ. აქვეა 1615 წელს აშენებული ფეიქარ-ხანის აგურის სასახლე.

ხანძრებმა და მიწისძვრებმა დააზიანა ალავერდის ძველთაძველი მოხატულობა. ამ მიზეზით XIX საუკუნეში ეგზარქოსმა ევგენიმ კირით შეათეთრებინა ტაძრის გადარჩენილი ფრესკების დიდი ნაწილი.

თავდაპირველად ტაძარი სამიარუსიანი ყოფილა. სამი მხრიდან მას თაღებიანი ღია გალერეა ერტყა და სამი შესასვლელი ჰქონდა, მაგრამ XIX საუკუნის დასაწყისში გალერეა დაუნგრევიათ, ხოლო ჩრდილოეთის კარიბჭე ამოუშენებიათ.

ალავერდის ტაძარი XI საუკუნიდან კახეთის მეფეთა საძვალეა. იმდენად მყარი გახდა ეს ტრადიცია, რომ როცა ალექსანდრე II-ის შვილმა კონსტანტინემ შაჰ-აბასის ბრძანებით საკუთარი მამა და ძმა დახოცა, მათი თავმოკვეთილი ცხედრები ალავერდის ტაძარში დააკრძალვინა. აჯანყების დროს მოკლული კონსტანტინეც ქეთევან დედოფლის ბრძანებით ალავერდის ტაძარში დაკრძალეს, ავგუსტინელი ბერების მიერ ჩამოტანილი წამებით მოკლული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები კი თეიმურაზ I-ის ბრძანებით ალავერდის ტაძრის საკურთხევლის ქვეშ დაასვენეს.

თავდაპირველად ალავერდი მამათა მონასტერი იყო, XVIII საუკუნეში კი აქ დედათა მონასტერი დაარსდა, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ალავერდი საგანმანათლებლო და სამწიგნობრო საქმიანობის მძლავრი კერაც იყო. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ ქართველი მწერლები და კალიგრაფები, მათ შორის ფილიპე ალავერდელი, ზებედე მთავარეპისკოპოსი, ნიკიფორე ირბახი (ჩოლოყაშვილი), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი, კირიონ II და სხვ.

ალავერდის ტაძრის დღეობა, ალავერდობა, 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე იწყება. ეს უძველესი ტრადიცია მოსავლის აღება-დაბინავებასთანაა დაკავშირებული და ტაძრის დამაარსებლის, იოსებ ალავერდელის, სახელზე იმართება. ალავერდობაზე ღამის თევით მოდიან მლოცველები გარეკახეთიდან, ქიზიყიდან, ერწო-თიანეთიდან, ფშავ-ხევსურეთიდან, თუშეთიდან, ქისტეთიდან, დაღესტნიდან. ძველად დღესასწაული სამი კვირა გრძელდებოდა.

მოამზადა ერეკლე ბიბიჩაძემ
ჟურნალი „კარიბჭე“, â„–11(22), 2005 წ.


http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/alaverdi/alaverdi.htm




Image
იოსებ ალავერდელის საფლავი...
Last edited by Tamari-ch. on 16 ოქტ 2008, 22:22, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 16 ოქტ 2008, 21:39

Image

ესეც ჩვენები -
ხალიანა, თეა, ვიკა -
მიდი მოდიან ალავერდის წინ...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]