ასურელი მამების კვალდაკვალ....

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 13 ოქტ 2008, 21:42

ესეც ლიტერატურა გრემის შესახებ -
ვისაც დააინტერესებს:

გრემი (ყვარლის რ-ნი)
1.ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1971.-გვ.379.
გრემის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობის ეკლესიების მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. მოხსენებულია კახეთის მეფე ლევანი (1565 წ.)
2.ასათიანი ნ. გრემის ისტორია //ყვარელი.-1966.-27 აგვ.
ქალაქ გრემის ისტორია.
3.არჯევანიძე ი. თბილისიდან ალაზნის ველისაკენ.-თბ.,1958.-გვ.284-287.
ძეგლის ისტორია, "მთავარანგელოზისა" და "ღვთისმშობლის" კარის ეკლესიის აღწერილობა.
4.ბარნაველი თ. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები.-თბ.,1962.-გვ.45-46.
გრემის თარსაგალავანის ეკლესიის შესასვლელის თავზე არსებული წარწერის ანალიზი.
5.ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1974.-გვ.73.
მოკლე ცნობები გრემის ნაქალაქარში შემორჩენილი მთავარანგელოზთა ეკლესიისა და სამეფო კოშკების შესახებ.
6.ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება.-თბ.,1994.-გვ.139-141.
გრემში და მის მახლობლად მდებარე ორი სომხური სამლოცველოს ხუროთმოძღვრული დახასიათება, მხატვრული ანალიზი.
7.ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვერება.-თბ.,1994.-გვ.130-132.
გრემის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის აგების თარიღი, წარწერების ანალიზი, ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის ფოტომასალა (სურ.111; ტაბ.161-168).
8.ბერიძე ვ. ხელოვნება //საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ.IV.-თბ.,1973.-გვ.378.
მოკლე ცნობები გრემის ტერიტორიაზე შემორჩენილი ეკლესიების შესახებ.
9.გრემის წმინდა გიორგი //გენგიური ნ. კუპელჰალე.-თბ.,2005.-გვ.78-83.
სოფ. გრემის სასაფლაოს გუმბათოვანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება და დათარიღება.
10.გრემის ღვთისმშობელი (თარსა-გალავანი) //გენგიური ნ. კუპელჰალე.-თბ.,2005.-გვ.84-87.
1595 წელს, ალექსანდრე მეფის დროს, მათარსი ზაქარიას-ძის მიერ აგებული ძეგლის ხუროთმოძღვრული დახასიათება.
11.გოთუა ლ. გრემ-ქალაქის ახალი სიცოცხლე //ძეგლის მეგობარი.-1967.-N10-11.-გვ.50-56.
ძეგლის 500 წლისთავისა და გრემქალაქობის დღესასწაულის გამო.
12.გრემი //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები.-თბ.,2003.-გვ.31.
მოკლე ცნობები ქართულ და ინგლისურ ენებზე.
13.გრემი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.III.-1978.-გვ.261-262.
არქიტექტურული დახასიათება.
14.გულკეთილი. გრემის ნაშთები //ივერია.-1898.-N199(17 სექტ.).-გვ.1-2.
15.ზაქარაია პ. გათხრები ნაქალაქარ გრემში //ძეგლის მეგობარი.-II.-1964.-გვ.16-20.
ძეგლის მოკლე მიმოხილვა.
16.XVI-XVIII საუკუნეთა ხუროთმოძღვრება: გრემი //ზაქარაია პ. ქართული ხუროთმოძღვრება XVI-XVIII ს.ს.-თბ.,1990.-გვ.222-226.
ძეგლის ისტორია, სამეცნიერო ლიტერატურის განხილვა, წარწერების ანალიზი, ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება. მოხსენიებული არიან: გ.ჩუბინაშვილი, ვახუშტი ბატონიშვილი. ტექსტს ერთვის საილუსტრაციო მასალა (სურ.51-53; ტაბ.LXIX-LXX).
17.ქალაქები: გრემი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები.-თბ.,1988.-გვ.46-49.
ტაძრის მოკლე ისტორია, შემორჩენილ ნაგებობათა აღწერილობა. ტექსტს ახლავს ნაქალაქარის გეგმა და ორი ფოტო.
18.ციხეები ციხესიმაგრეები : გრემი //ზაქარაია პ. კახეთის საფორტიფილაციო ნაგებობანი.-თბ.,1962.-გვ.101-103.რეზ. რუს.ენაზე.
გრემის მთავარანგელოზთა ეკლესიის ანსამბლის გამაგრების სისტემის შესახებ. ძეგლის ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის საილუსტრაციო მასალა (სურ.29; ტაბ.XXI, XXII, XXIII).
19.ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში ციხე-ქალაქები: გრემი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.-თბ.,2002.-გვ.240-246.
სამეცნიერო ლიტერატურისა და მოგზაურთა ცნობების მიმოხილვა, ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების მასალები, ხუროთმოძღვრება.
20.ზაქარაია პ. ნაქალაქარ გრემის არქიტექტურა.-თბ.,1975.
ძეგლის ისტორია, არქეოლოგიური გათხრების მასალები, მიწისზედა ნაგებობებისა და "მთავარანგელოზის" ანსამბლის აღწერილობა. დართული აქვს საილუსტრაციო მასალა.
21.ქალაქები: გრემი //ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგი.-თბ.,1965.-გვ.54-58.
ციხე-ქალაქ გრემის არქიტექტურულ-ისტორიული დახასიათება.ტექსტს ახლავს ძეგლის ფოტო.
22.ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები.-თბ.,1973.-გვ.42-45.
გრემის მოკლე ისტორია, ხუროთმოძღვრული დახასიათება.
23.ზურაშვილი ვ. ყვარელი.-თბ.,1978.-გვ.24-27.
ქალაქის ისტორია, მთავარანგელოზის სამონასტრო კომპლექსისა და წარწერის აღწერილობა.
24.XIV-XVIII საუკუნეების ხუროთმოძღვრება ზოგადი ცნობები //ძველი ქართული ხუროთმოძღვრება (დამხმარე სახელმძღვანელო).-თბ.,1987.-გვ.67-68.
მოკლე ცნობები გრემის ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ.
25.მეორე ქართველი. კახეთი //ივერია.-1878.-N40.-გვ.2-4.
გრემის ნანაგრევებისა და კოშკების შესახებ.
26.კ. კოხისა და ო. სპენსერის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ.-თბ.,1982.-გვ.246-247.
ნაქალაქარ გრემისა და შემორჩენილი ეკლესიების მოკლე აღწერილობა.
27.რჩეულიშვილი ლ. გრემი.-თბ.,1961.
მთავარანგელოზის ეკლესიისა და კოშკურა სასახლის მოკლე არქიტექტურული დახასიათება.
28.რჩეულიშვილი ლ. კოშკი სალხინოდ ნაგები //რჩეულიშვილი ლ. ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები.-თბ.,1994.-გვ.241-242.
მოკლე ცნობები გრემის კოშკის შესახებ.
29.ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში.-თბ.,1951.-გვ.332-346.
სოფ. გრემთან, მდ. ინწობის ნაპირას მდებარე მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის ბერძნული წარწერების განხილვა.
30.ყაუხჩიშვილი თ. გრემის ბერძნული წარწერა //თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები.ტ.37.-გვ.225-240.
გრემის ბერძნული წარწერის გაშიფვრა. მოხსენიებულია იმერეთის მეფე ბაგრატი (XVI ს.).
31.გრემი //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი.-თბ.,2004.-გვ.319-331.
მთავარანგელოზის ეკლესიის ბერძნული წარწერების ანალიზი.
32.შანიძე ა. გრემის წარწერები //ყვარელი.-1966.-25 აგვისტო.
მთავარანგელოზის ეკლესიისა და გორაკის ძირში მდებარე ეკლესიის ნანაგრევებში შემორჩენილი ქართული, სომხური და სპარსული წარწერების ანალიზი.
33.შანიძე ა. ფუთურიძე კ. სამენოვანი წარწერა გრემში //ენიმკის მოამბე.ტ.V-VI.-გვ.I-II.
გრემის სამენოვანი წარწერების ანალიზი.
34.გვიანფეოდალური პერიოდის არქიტექტურა: გრემი //ციციშვილი ირ. ქართული ატქიტექტურის ისტორია.-თბ.,1955.-გვ.80.
კვადრატული აგურით ნაგები ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.XXXVIII. სურ.1).
35.გვიანფეოდალური ხანის ხელოვნება: გრემი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1995.-გვ.126-127.
მოკლე ცნობები ნაქალაქარ გრემის ეკლესიასა და სხვა ნაგებობებათა შესახებ. ტექსტს ახლავს ანსამბლის სართო ხედის ფოტო(გვ.124).
36.ჩუბინაშვილი გ. გრემი //ყვარელი.-1966.-27 აგვისტო.
ტაძრის, პალატის, სამრეკლოს, კოშკისა და გალავნის დახასიათება.
37.ჭილაშვილი ლ. კახეთის ქალაქები.-თბ.,1980.-გვ.48-56.
ნაქალაქარ გრემში, სავაჭრო უბნის ტერიტორიაზე არსებული ქულბაქებისა და ქარვასლის არქიტექტურული დახასიათება.
38.იამბე, ციხის ნაშალო....-თბ.,2007.-გვ.52-53.
გრემის შესახებ არსებული ლეგენდა. ტექსტს დართული აქვს ძეგლის ფოტო.
39.ციხე-ქალაქები: გრემი //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები.-თბ.,2001.-გვ.63-66.
ციხის ისტორია, მდებარეობა, მემატიანის ცნობა ციხის შესახებ. ტექსტს ერთვის ციტადელის სამხ.-აღმ.ხედის ფოტო.
40.გრემი //საქართველოს სულიერი საგანძური.წ.I.-თბ.,2005.-გვ.328-329.
მთავარანგელოზთა სახელობის, კახთა მეფის ლევანის მიერ (1565 წ.)აგებული ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრის მოკლე აღწერილობა. ტექსტი ქართულ და ინგლ. ენებზე. დართული აქვს ძეგლის ორი ფოტო.
41.ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში ციხე-ქალაქები: გრემი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს.ბოლომდე.-თბ.,2002.-გვ.240-246.
გრემის ტერიტორიაზე 1963-1967 წლები ჩატარებული გათხრების შედეგები; გრემის შესახებ არსებული ისტორიული წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან:ყვარყვარე ათაბაგი, მეფე გიორგი VIII(XV ს.); რუსეთის ელჩები მიშეცკი და კლუჩევი; გიულდენშტედტი, თურქი მოგზაური ევლია ჩელები (XVII); ნ.ბერძენიშვილი, ლ.ჭილაშვილი. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.85,86; ტაბ.75,76).
42. ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია: გრემის მთავარანგელოზთა მონასტერი (მამათა) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები:ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ.,2005.-გვ.86-88.
ზეგლის დაარსების ისტორია, მოკლე აღწერილობა, ფრესკული წარწერები, სამონასტრო მოღვაწეობა, სარესტავრაციო სამუშაოების შედეგები - ზოგადი მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან: მ.ბუჩუკური, მიტროპოლიტი დავითი(მახარაძე), მიტროპოლიტი სერგი(ჩეკურიშვილი), იღუმენი გაბრიელი (ჯამბაზიშვილი), ბ.პატარკაციშვილი. ტექსტს ახლავს ტაძრის ფოტო.
http://www.nplg.gov.ge/publishers/monum ... iew&id=851

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Bivrili » 13 ოქტ 2008, 22:18

თამთამ თავიდან უარი გვითხრა, მარტყოფი უნდა მოვასწროთ რა დროს გრემიაო, მაგრამ მერე ისე გაერთო ფრესკების გადაღებით, რომ ყველაზე გვიან გამოვიდა ეკლესიიდან, მერე სადღაც გაუჩინარდა, თურმე რა ფოტო გადაუღია............
მაინც საიდან იპოვე ეს ხედი.......... :roll: :) ........

მართლაც დიდებულია გრემი............

Image
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Bivrili » 13 ოქტ 2008, 22:26

Image
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 13 ოქტ 2008, 22:35

თურმე რა ფოტო გადაუღია............
მაინც საიდან იპოვე ეს ხედი.......... ........
ეს ფოტოები ჩიტუციოს და ამიგოს ეკუთვნის -
:)
მე ჩემი ფოტოაპარატი არ მქონდა თან - სხვისი აპარატით კი კარგი სურათები არ გამომივიდა.
ეს ხედი გადაღებულია კოშკიდან, რომელიც გრემის კომპლექსის მოპირდაპირე მთაზეა...

თუმცა ამ ერთ სურათს არა უშავს...
Image

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Bivrili » 14 ოქტ 2008, 19:05

ამ ფრესკაზე ალბათ ლევან მეფეა გამოსახული............

Image
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Bivrili » 14 ოქტ 2008, 19:08

სამწუხაროდ , ბევრ ფრესკაზე ვერ გავარკვიე ვინ არიან გამოსახული, ჰოდა ნატალია (ჩიტუციო) სად არის ნეტავ, რომ აგვიხსნას რა დატვირთვა ქკვს სვეტებზე გამოსახულ ფიგურებს და თავად ფრესკებზე ვინ არიან გამოსახული............
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by perwkli » 14 ოქტ 2008, 19:32

მმმ
რეალობაში უფრო ლამაზია გრემი აშკარად :oops:
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 14 ოქტ 2008, 20:14

სანამ ნატალია მოვა და საინტერესო ლექციას წაგვიკითხავს -
მანამდე კარველები გრემში

Image


User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 14 ოქტ 2008, 20:20

Image

დედა, არჩილა რა ბედნიერია ქალებს შუა...
:lol:

Image
Last edited by Tamari-ch. on 14 ოქტ 2008, 20:28, edited 2 times in total.


User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 14 ოქტ 2008, 20:28

Image

აქ გავრბივართ გრემისაკენ...



User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 14 ოქტ 2008, 20:43

Image
გრემის ქვემოთ გზისკენ - გვირაბია გამოყვანილი.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]