მცხეთის გარშემო გრძელდება. ამჯერად მე და მარიამი ვიყავით გალავანში და წინამძღვრიანთკარში(საგურამოდან დაახლ 5--7 კმ-ია)
ეს ეკლესია არის სოფელ გალავანში(ცენტრში) და ღვთისმშობლის სახელობისაა. აღდგენილია ახლო ხანებში თუმცა ან არასწორადაა აღდგენილი ან შესაძლოა სატრაპეზო იყო თავიდანვე და ასევე დატოვეს , ყოველ შემთხვევაში ესეთი ფორმის ტაძარი პირველად ვნახე.

შიგნით

ტაძართან გალავნის ნაშთია, რომელიც თავდაპირველად საკმაოდ მაღალი და დიდი ყოფილა თავისი კოშკებითურთ.

შემდეგი იყო ილია წინამძღვრიშვილის სახეოლობის სასწავნებელის ეზოში აშენებული ტაძარი, რომელიც დაახლ. XVIII საუკუნისა უნდა იყოს.

აქვეა ის პირვანდელი სოფლის მეურნეობის სასწავლებელი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ილია წინამძღვრიშვილი. ამ სასწავლებლის გახსნაში ლომის წილი ილია ჭავჭავაძეს მიუძღვის.
შენობა წარმოადგენს ბრწყინვალე არქიტექტურულ ძეგლს, მაგრამ ძლიერ დაზიანებულია. მას გააჩნია შესანიშნავი მარანი, რომელიც ძალიან ტევადია და მთლიანად მიწისქვეშაა მოქცეული. ამ სარდაფში ძირითადად კასრები ჰქონიათ და თავის დროზე სერიოზულ მარნათ ითვლებოდა.

ტაძარი და ძველი სასწავლებელი თითქმის გვერდი-გვერდაა

ამის შემდეგ გავემართედ ამავე სოფლის განაპირას სადაც დშორიდან დავინახეთ ერთი ტაძრი, მაგრამ გზაში ეს ძალზედ საინტერესო სახლი ვნახეთ, რომელიც ეკუთვნის ვინმე წინამძღვრიშვილებს, რომლებიც ამჟამად აქ არ ცხოვრობენ. სახლი სარესტავრაციოა, მაგრამ მაინც შესანიშნავად გამოიყურება. ტიპიური ქართლური სტილია. სახლი აშენებულია მეცხრამეტე საუკუნის პირველ მეოთხედში. იგი ააშენა ილია წინამძღვრიშვილის ბიძამ გიორგი წინამძღვრიშვილმა ისე ჩემი სახლიც ზუსტად ესეთია და ერთხელ, როდესაც მოვიცლი სურათებსაც დავდებ.

შიდა კიბე

აივანი. ძალიან მიყვარს დიდი აივნები.
