კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ამ ლექსებს კიტხულობს ვინმე ნეტაააა...
თუ ვინმეა სეყვარებული ალბათ...
აჰა:
სანტიმენტალური მოგზაურობა
(ერთ დღეობაზე გაუგზავნელი ლექსი )
მაისი ყველგან არის მაისი,
მაგრამ ბათუმში მაინც სხვა არი,
და ვხვდები ახლა, რომ სილამაზეს
აღარ ჰქონია ქვეყნად საზღვარი.
ზღვა ისე იყო მშვიდი და წყნარი,
რომ აღარც მახსოვს იყო თუ არა!
ერთად გააღო ცამ შვიდი კარი
და ზღვას სარტყელად გადაუარა.
თეთრ ზამბახების დგანან ფარდები,
გააქვთ შრიალი პალმების ქოლგებს,
და ისე ყრია თეთრი ვარდები,
თითქო ათასი აქ გედი მოკლეს.
გაღებულია სამოთხის კარი
და მე მრცხვენია, რომ ვარ უშენოდ,
ალბათ ყოფილა წყევლა ამგვარი:
მივცეთ პოეტებს სამშობლო მხარე
ულამაზესი - ედემის დარი
მხოლოდ ქალები გადავუშენოთ.
გაღებულია სამოთხის კარი
და მე მრცხვენია, რომ ვარ უშენოდ!..
ტიციან ტაბიძე
1 მაისი, 1928 წ.
ბათუმი
თუ ვინმეა სეყვარებული ალბათ...
აჰა:
სანტიმენტალური მოგზაურობა
(ერთ დღეობაზე გაუგზავნელი ლექსი )
მაისი ყველგან არის მაისი,
მაგრამ ბათუმში მაინც სხვა არი,
და ვხვდები ახლა, რომ სილამაზეს
აღარ ჰქონია ქვეყნად საზღვარი.
ზღვა ისე იყო მშვიდი და წყნარი,
რომ აღარც მახსოვს იყო თუ არა!
ერთად გააღო ცამ შვიდი კარი
და ზღვას სარტყელად გადაუარა.
თეთრ ზამბახების დგანან ფარდები,
გააქვთ შრიალი პალმების ქოლგებს,
და ისე ყრია თეთრი ვარდები,
თითქო ათასი აქ გედი მოკლეს.
გაღებულია სამოთხის კარი
და მე მრცხვენია, რომ ვარ უშენოდ,
ალბათ ყოფილა წყევლა ამგვარი:
მივცეთ პოეტებს სამშობლო მხარე
ულამაზესი - ედემის დარი
მხოლოდ ქალები გადავუშენოთ.
გაღებულია სამოთხის კარი
და მე მრცხვენია, რომ ვარ უშენოდ!..
ტიციან ტაბიძე
1 მაისი, 1928 წ.
ბათუმი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ავტოგრაფი
ყვითელი კოცნა,
შემოდგომა,
ერთ ზანტ ქარზე ჩამოჯდა
და დაჟინებით უკან გამომყვა.
მივიღე
და ვინახავ
როგორც რაღაც სიმბოლურს შენგან,
როგორც მეგობრულ ავტოგრაფს,
თითქოსდა ”მადლობის” მსგავსს
იმისთვის,რომ არ გავიზიარე
ზაფხული ესე.
მივიღე
და ვარკვევ
ჩემს წინაშე
შენს წლეულ ზრახვებს.
კიკი დიმულა
თარგმანი ბერძნულიდან - მაკა ერაძეშენი
ყვითელი კოცნა,
შემოდგომა,
ერთ ზანტ ქარზე ჩამოჯდა
და დაჟინებით უკან გამომყვა.
მივიღე
და ვინახავ
როგორც რაღაც სიმბოლურს შენგან,
როგორც მეგობრულ ავტოგრაფს,
თითქოსდა ”მადლობის” მსგავსს
იმისთვის,რომ არ გავიზიარე
ზაფხული ესე.
მივიღე
და ვარკვევ
ჩემს წინაშე
შენს წლეულ ზრახვებს.
კიკი დიმულა
თარგმანი ბერძნულიდან - მაკა ერაძეშენი
მეაც გავთუშდ მეაც!
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
შენ ისეთი ხარ...
ეზმანები ვარსკვლავს იღბლიანს,
დროის და სივრცის
ვერ გაბრკოლებს
უნაპირობა,
წუთებს არ ნაღვლობ,
საათები მაჯას გიღლიან,
წარბს არ შეიხრი,
ისე მირღვევ
ყველა პირობას.
შენ ისეთი ხარ,
ასიათას მზერას აისხლეტ,
სასხლეტს აქვავებ
მოსაკლავად გაალმასებულს.
გაიღიმებ და
კაბის ქობით გულებს აითრევ.
თვალს ვერ გისწორებ
ამღვრეულს და გაკაპასებულს,
კარი ღია გაქვს,
ფორტუნაც კი
სახლში დაგიდის,
არაფერი გაქვს
უცხოთაგან დასაფარავი.
შენ ისეთი ხარ,
რასაც სჩადი - ყველა გაგიდის,
და არ დასცდება სამდურავი შენი არავის.
ჩემი ფიქრისკენ
ამოქოლე გადმოსახედი,
სენტიმენტებით
აღარ გართობს თავის შექცევა,
გული რომელიც ვერ გაკმარე
ისე დაფერდდა,
ძველი სახლივით მეშლება და თავზე მექცევა.
შ ე ნ,
დაცემულმა ანგელოზმა
შუბლზე გაკოცა
თვალისმომჭრელი სილამაზე
გცვივა სხივებად,
შენ ისეთი ხარ
ყველასი ხარ - მაინც მარტო ხარ
გეცოტავება ეს სამყარო
გემარტივება.
ეზმანები ვარსკვლავს იღბლიანს,
დროის და სივრცის
ვერ გაბრკოლებს
უნაპირობა,
წუთებს არ ნაღვლობ,
საათები მაჯას გიღლიან,
წარბს არ შეიხრი,
ისე მირღვევ
ყველა პირობას.
შენ ისეთი ხარ,
ასიათას მზერას აისხლეტ,
სასხლეტს აქვავებ
მოსაკლავად გაალმასებულს.
გაიღიმებ და
კაბის ქობით გულებს აითრევ.
თვალს ვერ გისწორებ
ამღვრეულს და გაკაპასებულს,
კარი ღია გაქვს,
ფორტუნაც კი
სახლში დაგიდის,
არაფერი გაქვს
უცხოთაგან დასაფარავი.
შენ ისეთი ხარ,
რასაც სჩადი - ყველა გაგიდის,
და არ დასცდება სამდურავი შენი არავის.
ჩემი ფიქრისკენ
ამოქოლე გადმოსახედი,
სენტიმენტებით
აღარ გართობს თავის შექცევა,
გული რომელიც ვერ გაკმარე
ისე დაფერდდა,
ძველი სახლივით მეშლება და თავზე მექცევა.
შ ე ნ,
დაცემულმა ანგელოზმა
შუბლზე გაკოცა
თვალისმომჭრელი სილამაზე
გცვივა სხივებად,
შენ ისეთი ხარ
ყველასი ხარ - მაინც მარტო ხარ
გეცოტავება ეს სამყარო
გემარტივება.
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ცხელი შოკოლადი
მისმინე, იცი
სიტყვის ჩრდილში არის ჰამაკი
ქარის თოკებით მოქსოვილი
და ქარისფერი
მე ყოველღამით იმ ჰამაკში
იმ ქარში მძინავს
ვეძებ სიმშვიდეს
ვეძებ სიმშვიდეს
მისმინე, იცი
გახურებულ მინდორში ვწევარ
ჩემი ნაწნავი მიწის ნაპრალში
გველივით გაძვრა
და ცხელ მიწას მიმანაწნავა
გამომიგზავნე თრითინები
იქნებ გადაღრღნან.
მისმინე იცი
შემოდგომა სულ მალე მოვა
სახლს აივნები
ფოთლებივით შემოახმება
და კიბეებსაც კბილებივით როცა მოიცვლის
მაშინ ყველანი
ჩვენ ყველანი
ვისწავლით ფრენას!!!!
მისმინე იცი
ვეძებ ჩემი ნაწნავის ბოლოს
რადგან მსურს
როგორც მენატრები
ისე მიყვარდე
ყველაფერი კი პირიქითაა
ვეძებ ჩემი ნაწნავის ბოლოს
რომ წრე შეიკრას
რომ ერთხელ მოვკვდე.
მისმინე
გზაზე ხახვის ფურცლებს თუმცა ვფანტავდი
მაინც ვერასდროს მივაგენი გზას შინისაკენ
და ჩვენი სახლი - შემოდგომა
უცებ დაზამთრდა.
ახლა სიჩუმე
ისე დატკბა
ისე გაბლანტდა
ყელს გვწვავს
და კოცნის სურვილს გვიკარგავს
კოვზით მივირთვათ.
მისმინე
დილა დავაწერე შენს ფანჯრის მინას
თუ გინდა
ფარდას გავაფარებ -
საღამო, მწუხრი
მე შემიძლია მოგაჩვენო
რომ ახლა გძინავს
და თავქვეშ ჩემი გიგია მუხლი.
დიანა ანფიმიადი
მისმინე, იცი
სიტყვის ჩრდილში არის ჰამაკი
ქარის თოკებით მოქსოვილი
და ქარისფერი
მე ყოველღამით იმ ჰამაკში
იმ ქარში მძინავს
ვეძებ სიმშვიდეს
ვეძებ სიმშვიდეს
მისმინე, იცი
გახურებულ მინდორში ვწევარ
ჩემი ნაწნავი მიწის ნაპრალში
გველივით გაძვრა
და ცხელ მიწას მიმანაწნავა
გამომიგზავნე თრითინები
იქნებ გადაღრღნან.
მისმინე იცი
შემოდგომა სულ მალე მოვა
სახლს აივნები
ფოთლებივით შემოახმება
და კიბეებსაც კბილებივით როცა მოიცვლის
მაშინ ყველანი
ჩვენ ყველანი
ვისწავლით ფრენას!!!!
მისმინე იცი
ვეძებ ჩემი ნაწნავის ბოლოს
რადგან მსურს
როგორც მენატრები
ისე მიყვარდე
ყველაფერი კი პირიქითაა
ვეძებ ჩემი ნაწნავის ბოლოს
რომ წრე შეიკრას
რომ ერთხელ მოვკვდე.
მისმინე
გზაზე ხახვის ფურცლებს თუმცა ვფანტავდი
მაინც ვერასდროს მივაგენი გზას შინისაკენ
და ჩვენი სახლი - შემოდგომა
უცებ დაზამთრდა.
ახლა სიჩუმე
ისე დატკბა
ისე გაბლანტდა
ყელს გვწვავს
და კოცნის სურვილს გვიკარგავს
კოვზით მივირთვათ.
მისმინე
დილა დავაწერე შენს ფანჯრის მინას
თუ გინდა
ფარდას გავაფარებ -
საღამო, მწუხრი
მე შემიძლია მოგაჩვენო
რომ ახლა გძინავს
და თავქვეშ ჩემი გიგია მუხლი.
დიანა ანფიმიადი
მეაც გავთუშდ მეაც!
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ლეონტი არა მარტო შეყვარებულები. . .
ისინი ვისაც რაღაც პატრიოტული შერჩათ. . .
ზრიალი ზუჩთა და ზარადთა
ზმა არი ზოგან და ზარი,
ანდეზობს ზაკვილი მარაბდა,
ფარციხეს დაეტყო ბზარი.
შაჰის მოკაშკაშე შიმშერი,
გიორგის ელვარე გორდა,
მარჯან-მოჯარული გიშერი
შთენია ქართა და ქორთა.
მარაბდად რაბიგონ-ზარაფთა
სისხლით ისხურება ტბორე,
ვაყა ყაითნიან ვარაყთა
შარად ეშურება შორეთს.
რბიან დარახტული რაშები
ღვთიან არღავან-ღვარნი
მოიწევს ზღვა დელიბაშების,
იჯმიან ჯინთაგან ჯვარნი.
და ცხრანი ცხენმალნი ცხრებიან
ცეცხლოვან ციგლიგა ცელით,
ფარზე – ნასისხლარი ცვრებია
მკერდზე – ნაისრალი მწველი,
შორით ნარგისები ელავენ
არმურმორეულნი ცადა,
შავნი კი მი და მო გელავენ,
გვამებს გვითელავენ ძნადა.
აღათ ანგ, რისხვაო აღათა,
მარაბდის ელვავ და ალო,
თაღებს შთაეგზნება ჭაღათა,
სისხლის ეგ ბრიალა კალო,
არ იმცონარებენ ნაზარდნი
ლომები ლომისად ვლენან,
ციერთა მარზპანთა მაზანდა
არს წულად გარდავლენა.
შორია შარიშური შარათა,
მოჰქრიან სოველნი ქარნი,
ბორიო - ფლოქვების მარაბდა,
ალები ტალებად მდგარნი.
სანთელი მთიების მფანტველი,
ლიცლიცებს ციალით ნელი,
კანკალებს კილამონ-კანკელი,
ბანი და ებანი ბნელი.
ღვთისმშობლის ღიმილი მიტირე,
დამთიე სუდარა დარად, -
ამით რამ იდარა მითი რამ,
არკადებს აკრია: კმარა!
ელიან ლიანს და ლელიანს,
ჩუმი სიცოცხლეა, მტკნარი,
გულიანს ბროლიან-ყელიანს,
ხახაში იხერგავს მტკვარი,
ქვიშათა ქუშია ქაშვეთი,
დროთა მარაბდულთა სევდა,
ვის ავი ლაშებით ღლავ-შეთი
მუსრვად და სალმობად სდევდა.
ან არარატებად არი რად
კეცტყავი კეცილი კეცად?
მამულო, გაქრობად ლამულო,
მრისხვალი თვალი თუ გეცა!
ისინი ვისაც რაღაც პატრიოტული შერჩათ. . .
ზრიალი ზუჩთა და ზარადთა
ზმა არი ზოგან და ზარი,
ანდეზობს ზაკვილი მარაბდა,
ფარციხეს დაეტყო ბზარი.
შაჰის მოკაშკაშე შიმშერი,
გიორგის ელვარე გორდა,
მარჯან-მოჯარული გიშერი
შთენია ქართა და ქორთა.
მარაბდად რაბიგონ-ზარაფთა
სისხლით ისხურება ტბორე,
ვაყა ყაითნიან ვარაყთა
შარად ეშურება შორეთს.
რბიან დარახტული რაშები
ღვთიან არღავან-ღვარნი
მოიწევს ზღვა დელიბაშების,
იჯმიან ჯინთაგან ჯვარნი.
და ცხრანი ცხენმალნი ცხრებიან
ცეცხლოვან ციგლიგა ცელით,
ფარზე – ნასისხლარი ცვრებია
მკერდზე – ნაისრალი მწველი,
შორით ნარგისები ელავენ
არმურმორეულნი ცადა,
შავნი კი მი და მო გელავენ,
გვამებს გვითელავენ ძნადა.
აღათ ანგ, რისხვაო აღათა,
მარაბდის ელვავ და ალო,
თაღებს შთაეგზნება ჭაღათა,
სისხლის ეგ ბრიალა კალო,
არ იმცონარებენ ნაზარდნი
ლომები ლომისად ვლენან,
ციერთა მარზპანთა მაზანდა
არს წულად გარდავლენა.
შორია შარიშური შარათა,
მოჰქრიან სოველნი ქარნი,
ბორიო - ფლოქვების მარაბდა,
ალები ტალებად მდგარნი.
სანთელი მთიების მფანტველი,
ლიცლიცებს ციალით ნელი,
კანკალებს კილამონ-კანკელი,
ბანი და ებანი ბნელი.
ღვთისმშობლის ღიმილი მიტირე,
დამთიე სუდარა დარად, -
ამით რამ იდარა მითი რამ,
არკადებს აკრია: კმარა!
ელიან ლიანს და ლელიანს,
ჩუმი სიცოცხლეა, მტკნარი,
გულიანს ბროლიან-ყელიანს,
ხახაში იხერგავს მტკვარი,
ქვიშათა ქუშია ქაშვეთი,
დროთა მარაბდულთა სევდა,
ვის ავი ლაშებით ღლავ-შეთი
მუსრვად და სალმობად სდევდა.
ან არარატებად არი რად
კეცტყავი კეცილი კეცად?
მამულო, გაქრობად ლამულო,
მრისხვალი თვალი თუ გეცა!
. . . კიდევ ერთი დღე . . .
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
და მე მრცხვენია რომ ვარ უშენოდდდ?
?? ჰმმ

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
გაზაფხულზე
გაზაფხულზე რომ გათბება მიწა,
რომ ამოვა ენძელა და ია,
საქართველოვ, შენს ყველაფერს ვფიცავ,
ლექსს დაგიწერ ცისფერ პეპლებიანს.
ანანურთან არაგვის წყალს დავლევ,
გამარჯვებას ვეტყვი ცისფერ კალმახს,
ციხისძირთან შემეყრება გველი,
ის მაჩუქებს უკვდავების ალმასს.
მერე წავალ, ბილიკებზე ვივლი,
მსურს ვეფერო დეკასა და ღვიას,
ნელა-ნელა მყინვარწვერზეც ავალ,
რომ იქიდან გადმოგხედო მთლიანს.
გოდერძი ჩოხელი
გაზაფხულზე რომ გათბება მიწა,
რომ ამოვა ენძელა და ია,
საქართველოვ, შენს ყველაფერს ვფიცავ,
ლექსს დაგიწერ ცისფერ პეპლებიანს.
ანანურთან არაგვის წყალს დავლევ,
გამარჯვებას ვეტყვი ცისფერ კალმახს,
ციხისძირთან შემეყრება გველი,
ის მაჩუქებს უკვდავების ალმასს.
მერე წავალ, ბილიკებზე ვივლი,
მსურს ვეფერო დეკასა და ღვიას,
ნელა-ნელა მყინვარწვერზეც ავალ,
რომ იქიდან გადმოგხედო მთლიანს.
გოდერძი ჩოხელი
მეაც გავთუშდ მეაც!
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
მთოვართა თარგს
ლურიონ ფერს
ლაინ ხვეულს
და ცით ნამღერს
გროვა მთათ მქარგს
სვიან სვეურს
ნისლოვან ჟვერს
სიამე სურს
ნიამორთ სერს
თვალავენ თან
იავარდ მტვერს
მუნ მიატან
სად ლეა ლებს
და პანი სტვირს
ნოილე თვლებს
ცა იებს სტირს. . .
ლურიონ ფერს
ლაინ ხვეულს
და ცით ნამღერს
გროვა მთათ მქარგს
სვიან სვეურს
ნისლოვან ჟვერს
სიამე სურს
ნიამორთ სერს
თვალავენ თან
იავარდ მტვერს
მუნ მიატან
სად ლეა ლებს
და პანი სტვირს
ნოილე თვლებს
ცა იებს სტირს. . .
. . . კიდევ ერთი დღე . . .
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
(ერთხელ შემთხვევით...)
ქეთის
ერთხელ შემთხვევით
შეიძლება რაღაცა მოხდეს
საათს ისრები
ხელებივით ჩამოუცვივდეს
აღარ აყვავდნენ შენს რაფაზე ზამთრის ჩიტები
გულისჯიბიდან ხურდასავით დაგცვივდეს ღმერთი
შემთხვევით მიხვდე ,
რომ შემთხვევით მამა აღარ გყავს
ერთხელ შემთხვევით
შეიძლება რაღაც წამოგცდეს
და მერე ამ შენს წამოცდენილ სიტყვას მოახტე
შემთხვევითი თმაც გაშლილი გქონდეს
განმარტებების ქარიც ქროდეს
წინ არცოდნის იყოს ქარაფი...
დიანა ანფიმიადი
ქეთის
ერთხელ შემთხვევით
შეიძლება რაღაცა მოხდეს
საათს ისრები
ხელებივით ჩამოუცვივდეს
აღარ აყვავდნენ შენს რაფაზე ზამთრის ჩიტები
გულისჯიბიდან ხურდასავით დაგცვივდეს ღმერთი
შემთხვევით მიხვდე ,
რომ შემთხვევით მამა აღარ გყავს
ერთხელ შემთხვევით
შეიძლება რაღაც წამოგცდეს
და მერე ამ შენს წამოცდენილ სიტყვას მოახტე
შემთხვევითი თმაც გაშლილი გქონდეს
განმარტებების ქარიც ქროდეს
წინ არცოდნის იყოს ქარაფი...
დიანა ანფიმიადი
მეაც გავთუშდ მეაც!
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ბაღი-ხეების ოცეული,
ხეები-მოშრიალე, ხან უბრები,
გამოჩნდნენ ყვავილები ბროწეულის
და შეთვალული ალუბლები.
ჭირში და ლხინში თანაბრები-
მე და შენ, მე და შენ, შენ და მე,
გაუქმდა საბჭოთა ანაბრები
და ლექსი მოძღნილი შენამდე.
მოახევ გასულ დღეს კალენდარს,
დახედავ მომავალს-ღლაპ უცნობს,
ანათებს, თუმცაღა განელდა
და მოგონებასთან ღლაბუცობ.
გაშლილა მინდვრები გარეუბნების
და მზე მისდგომია მქარგავად.
უთხარ, რატომ არ ეუბნები,
დრო გადის, ერთხელაც არ გავა.
მე შენთან მომიყვანენ ალუბლები
თავის და გზის დასაკარგავად.
გივი ალხაზიშვილი

ხეები-მოშრიალე, ხან უბრები,
გამოჩნდნენ ყვავილები ბროწეულის
და შეთვალული ალუბლები.
ჭირში და ლხინში თანაბრები-
მე და შენ, მე და შენ, შენ და მე,
გაუქმდა საბჭოთა ანაბრები
და ლექსი მოძღნილი შენამდე.
მოახევ გასულ დღეს კალენდარს,
დახედავ მომავალს-ღლაპ უცნობს,
ანათებს, თუმცაღა განელდა
და მოგონებასთან ღლაბუცობ.
გაშლილა მინდვრები გარეუბნების
და მზე მისდგომია მქარგავად.
უთხარ, რატომ არ ეუბნები,
დრო გადის, ერთხელაც არ გავა.
მე შენთან მომიყვანენ ალუბლები
თავის და გზის დასაკარგავად.
გივი ალხაზიშვილი

წამო, ზღაპარში ...


კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ღამე იღვენთება
ლამპარი გენთება
ვიცი სარკმელთან
რა მთვარის
რა მცხრალი
შუქია
ზეცა რა მუქია
განქარდა
ცამ ცვარი
რომ მთოვა
წამება დამთავრდა
ლამპარი ითენთება
ვიცი სარკმელთან
ო სასოწარკვეთა
სიბნელეს სმენ მთები
ცაზე იკარგება ვარსკვლავთა კენტები
თენდება
მთვარე იფერფლება
ივერცხლება ცა
საცაა
მერცხლები
აცრიან კამარას
და სულის ამარა
იწვოდი
აშალე შრიალით შენი ლები
ო ვცოდე
ცამ ციურ ცელებმა
შხამიან თასებად
მიტია
წვათა გაასებით
ო მომიტევე
წყარო ალმასები
ლალნარევ სადაფტა დასები
დათრთვილულ სიზმართა გოდების მჩენლები
ეგ
შენი
ცრემლები
ლამპარი გენთება
ვიცი სარკმელთან
რა მთვარის
რა მცხრალი
შუქია
ზეცა რა მუქია
განქარდა
ცამ ცვარი
რომ მთოვა
წამება დამთავრდა
ლამპარი ითენთება
ვიცი სარკმელთან
ო სასოწარკვეთა
სიბნელეს სმენ მთები
ცაზე იკარგება ვარსკვლავთა კენტები
თენდება
მთვარე იფერფლება
ივერცხლება ცა
საცაა
მერცხლები
აცრიან კამარას
და სულის ამარა
იწვოდი
აშალე შრიალით შენი ლები
ო ვცოდე
ცამ ციურ ცელებმა
შხამიან თასებად
მიტია
წვათა გაასებით
ო მომიტევე
წყარო ალმასები
ლალნარევ სადაფტა დასები
დათრთვილულ სიზმართა გოდების მჩენლები
ეგ
შენი
ცრემლები
. . . კიდევ ერთი დღე . . .
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
და მე მრცხვენია, რომ არ მიყვარს პოეზია და ასე იშვიათად ვიხედები აქ!
არადა, როგორც ჩანს საუკეთესო ლექსებია თავმოყრილი!
მომინდა დიდი კოცონი და მის გარშემო მოწყობილი პოეზიის საღამო!
ესენი იცით ზეპირად?
მოამზადეთ, რამდენიმე მაინც ასეთი საღამოსთვის!
როდის მოვაწყოთ? სად?
არადა, როგორც ჩანს საუკეთესო ლექსებია თავმოყრილი!
მომინდა დიდი კოცონი და მის გარშემო მოწყობილი პოეზიის საღამო!
ესენი იცით ზეპირად?
მოამზადეთ, რამდენიმე მაინც ასეთი საღამოსთვის!
როდის მოვაწყოთ? სად?
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
chuna
შემოგევლე, სწორედ გუშინ ვფიქრობდი, ამდენი პოეზიისმოყვარული კარველი გვყავს და საღამოებს რატო არ ვაწყობთ ნეტა?
მოვაწყოთ მალე, თუნდაც ღია ცის ქვეშ
პეშვით მოეტანა შემოდგომას
ხვავი გალეწილი პურის ყანის,
გაკემსილ ჯიბეზე ასდიოდა
სუნი შენელებულ კვაწარახის.
ზურგზე შემოედგა თივის ზვინი,
ღაწვზე მზის ამბორი შერჩენოდა,
ჭიგოზე დახეულ ჩითის პერანგს
ცოტა გახუნება შერეოდა...
ციცქა-ცოლიკოურ შხეფს ნატრობდა
ქვევრი სიფხიზლისგან დაღალული,
დილა ნედლი იყო სიმინდივით,
ღამე-ჭრიჭინებით გათანგული...
ნინო ქადაგიძე
შემოგევლე, სწორედ გუშინ ვფიქრობდი, ამდენი პოეზიისმოყვარული კარველი გვყავს და საღამოებს რატო არ ვაწყობთ ნეტა?

მოვაწყოთ მალე, თუნდაც ღია ცის ქვეშ

პეშვით მოეტანა შემოდგომას
ხვავი გალეწილი პურის ყანის,
გაკემსილ ჯიბეზე ასდიოდა
სუნი შენელებულ კვაწარახის.
ზურგზე შემოედგა თივის ზვინი,
ღაწვზე მზის ამბორი შერჩენოდა,
ჭიგოზე დახეულ ჩითის პერანგს
ცოტა გახუნება შერეოდა...
ციცქა-ცოლიკოურ შხეფს ნატრობდა
ქვევრი სიფხიზლისგან დაღალული,
დილა ნედლი იყო სიმინდივით,
ღამე-ჭრიჭინებით გათანგული...
ნინო ქადაგიძე
მეაც გავთუშდ მეაც!
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
მორჩა!
დავიწყებულ წუთს აღარ მივტირი,
სისხლიან თვალებში უშენოდ ბინდდება,
სიკვდილში არის ისეთი ინტიმი,
სიჩქარეს ვუმატებ და ფრენა მინდება.
თმაში ჩავიბნიე კარმენის ვარდივით
წითელი სიშიშვლე, ვით თავდავიწყება,
ახლა, უცნაური გიჟმაჟი მარტივით
მუხრუჭი აღარ მაქვს და აღარც მჭირდება.
არაფერს არა გთხოვ, არც არას გპირდები,
გაზაფხულს დაუგეს მახე ამინდებმა,
ყინულის მარცვლების აპრილში მიგდებით
ნუშებს დაეფინა თეთრად გარინდება.
სუნთქავს უცნაური შიში სხეულიდან,
გავწელე ეს სივრცე თამბაქოს რელსებით,
ჩამოგსვამ!
თუ გინდა მელნად რვეულიდან,
და მერე ეს კვალი დაფარე ლექსებით.
მოგვდევენ!
ტყვიებად ცხელ ლავას გვესვრიან
და ლამის ეს სივრცე გავხვრიტო თვალებით,
გზაზე ასფალტივით დაკრული გესლია,
ზევით კი ნისლივით ქრებიან წამები.
მორჩა!
დავიწყებულ წუთს აღარ მივტირი,
სტიქია ამ სულში ზღვასავით დიდდება,
სიკვდილში არის ისეთი ინტიმი,
სიჩქარეს ვუმატებ და ფრენა მინდება.
თეკლე ბატონიშვილი
დავიწყებულ წუთს აღარ მივტირი,
სისხლიან თვალებში უშენოდ ბინდდება,
სიკვდილში არის ისეთი ინტიმი,
სიჩქარეს ვუმატებ და ფრენა მინდება.
თმაში ჩავიბნიე კარმენის ვარდივით
წითელი სიშიშვლე, ვით თავდავიწყება,
ახლა, უცნაური გიჟმაჟი მარტივით
მუხრუჭი აღარ მაქვს და აღარც მჭირდება.
არაფერს არა გთხოვ, არც არას გპირდები,
გაზაფხულს დაუგეს მახე ამინდებმა,
ყინულის მარცვლების აპრილში მიგდებით
ნუშებს დაეფინა თეთრად გარინდება.
სუნთქავს უცნაური შიში სხეულიდან,
გავწელე ეს სივრცე თამბაქოს რელსებით,
ჩამოგსვამ!
თუ გინდა მელნად რვეულიდან,
და მერე ეს კვალი დაფარე ლექსებით.
მოგვდევენ!
ტყვიებად ცხელ ლავას გვესვრიან
და ლამის ეს სივრცე გავხვრიტო თვალებით,
გზაზე ასფალტივით დაკრული გესლია,
ზევით კი ნისლივით ქრებიან წამები.
მორჩა!
დავიწყებულ წუთს აღარ მივტირი,
სტიქია ამ სულში ზღვასავით დიდდება,
სიკვდილში არის ისეთი ინტიმი,
სიჩქარეს ვუმატებ და ფრენა მინდება.
თეკლე ბატონიშვილი
მეაც გავთუშდ მეაც!