ყველაფერი კი დაბადების დღეზე დაიწყო.
ოქროს დაბადებისდღეზე.
პირდაპირ ცხრა მთას იქიდან ჩამოვიდა პრინცი დაბადებისდღის მისალოცად!
ოქროს დაბადების დღე მიულოცა ჭაბუკმა და, და...
გული სიყვარულით აევსო, მოსვენება დაკარგა, სულ მასზე ფიქრობდა, სულ მასთან უნდოდა ყოფნა!
მერე როგორც ზღაპრებშია, კონკიასაც უზომოდ შეუყვარდა და დაქორწინება გადაწყვიტეს.
ორმა ულამაზესმა და უსაყვარლესმა ადამიანმა გადაწყიტა მთელი ცხოვრება ერთად გაატარონ.
ჩვენი კარველი ნათია კორტი და ლიტველი Zilvanas Marcisauskas-ი(გიორგი),
11 ოქტომბერს ჯვარს დაიწერენ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.
საცხოვრებლად ახლადაქორწინებულნი ლიტვაში მიდიან, უფლისწულის სამფლობელოში.
ქართული გენია, ფესვები ტოვებს საქართველოს...
და მე ბედნიერი ვარ, რომ მაქვს უფლება გაბედნიერება მივულოცო ამ ლამაზ წყვილს და ცხოვრების გზა დავულოცო.
ღვთის წყალობა არ მოკლებოდეთ მთელი ცხოვრება...
ასე, რომ კონკიას ზღაპარი რეალობაა და დაიჯერეთ ჩვენს დროშიც არსებობენ პრინცები, რომლების არც თუ ისე შორს არიან ჩვენგან.
ესეც ჩვენი ნეფე-დედოფალი კარავთან ერთად...
