აცაბაცა
აღფრთოვანებული ვარ, სურათებიც მაგარია და თხრობაც, როგორც იცი, ისეა. განსაკუთრებით მადისაღმძვრელი ფოტოებით მოვიხიბლე
ინტელას ფოტოები ხომ კონკურსგარეშეა, მაგრამ ჩვენ აქ პროფესიონალებზე არ ვსაუბრობთ, არა?
მართლა განსაკუთრებული და გამორჩეული დღე იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ. ექსტრიმიც არ გვაკლდა, სეტყვით დაწყებული, მეხის დაცემით დამთავრებული

.ამაზე ბევრი დაიწერა, მეც რომ არ გავმეორედე, ფოტოების დადებით შემოვიფარგლები. ერთს ვიტყვი, ძალიან ლამაზ და საჭირო ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი ამისთვის დიდი მადლობა მაკენას, ქვევრს და კარვული რთველი 2008-ის ყველა მონაწილეს

.
ვიკრიბებით. სახეებს დააკვირდით, რა ბრწინვალე განწყობაზე ვართ

:
გასაცილებლად გურული მოვიდა, რომელმაც მომავალ დღეს თუშეთში დაგეგმილი გასვლის მიიუხედავად მაინც გამონახა საამისო დრო

მაგრამ ჩვენ მადლიერების გამოხატვის სანაცვლოდ, საყვედურები ავავსეთ

, ირაკლი რომ გვაცილებს, ექსტრიმი და ცის ჩამოქცევა გარანტირებული გვაქვსთქო

. არ დაგვიჯერო, ირაკლი, არ შეწყვიტო ჩვენი გაცილებები, ხომ იცი ეს ექსტრიმი რა განუმეორებელ ხიბლს მატებს ჩვენს გასვლებს

:
"კარვული ჩახუტების" მაისური საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო, მახსოვს გიო-გიორგის საქველმოქმედო აქციაზე რომ გამოიტანა მასაიმ, მაშინვე რამდენი მყიდველი გამოუჩნდა, მაგრამ მისი შეძენის პატივი ნაიას ხვდა წილად
