მოკლედ, ერთი წამითაც არ გადამიფიქრებია... წვიმას რომც არ გადაეღო მე ისეთი ენთუზიაზმით ველოდი ამ დღეს, რომ ეგ ხელს სულაც ვერ შემიშლიდა...
როგორც უკვე დაწერეს, გზაში რამდენიმე ბარიერი შეგვხვდა, გზაზე წყალი იდგა, ზოგ მანქანას უჭირდა მოძრაობა და ძალიან ნელა მიდიოდა, ზოგს მანქანა ჩაუქრა, ზოგს საბურავი ჩაუვარდა და ბუქსაობდა.. მოკლედ, მთლად კარგი მდგომარეობა არ იყო... მაგრამ ჩვენ მაინც კარგ ხასიათზე ვიყავით (at least მაკენას მანქანის ეკიპაჟი) და არ გვინდოდა უკან მიბრუნება... განსაკუთრებით ამას Tamusia გამოხატავდა.. გვითხრა ნუღარ ლაპარაკობთო - გადაიღებსო, არ გადაიღებსო...
გზაზე რამდენიმე ფოტო ჩემი "მაწანწალა" მობილურით მეც გადავიღე და დავდებ ბარემ

ეს ლიმუზინი გზაში შეგვხვდა, ესეც კახეთში მიდიოდა... რაღაც ძალიან გამორჩეული იყო და გარემოს არ უხდებოდა

GZA 400
