მცხეთის გარშემო....

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
მცხეთის გარშემო....

Post by qvevri » 11 სექ 2008, 13:29

აბა ეხლა ამ ფრესკასაც დააკვირდით ერთი კარგად. ზედ არმაზის კერპთა შემუსვრაა გამოსახული წმ. ნინოს მიერ. ისრებით ვანიშნებ გამოქვაბულს და იმ ადგილს სადაც იდგა არმაზის კერპი.
Image
Image
ეს კი სინამდვილეში ის ადგილი. ალბათ დაინახეთ მსგავსება ხომკი :?: აქაც სწორედ ის ადგილებია ისრით აღნიშნული, რომელიც ფრესკაზე.
Image
Image
აი ეს გახლავთ ის გამოქვაბული, რომელიც ფრესკაზეა გამოსახული. ამ გამოქვაბულში წმ. ნინომ შეაფარა თავი როდესაც არმაზის კერპთა მსხვრევის დროს საშინელი სეტყვა და თქეში დაიწყო. ეს გამოქვაბული მაცხოვრის საფლავს განასახიერებს. მე პირადად არა ერთხელ ვყოფილვარ შიგნით, სადაც მართლაც არის კლდეში ნაკვეთი ადამიანის დასასვენებელი, საწოლივით რაღაცა
Image
Image
ეს კი გახლავთ ის ადგილი, რომელზედაც იდგა არმაზის კერპი. ამ ადგილას გადმოცემით არის ქართლოსის საფლავი, რა თქმა უნდა აქაც ბევრჯერ ვყოფილვარ და მინახია იქაურობა. ეს ჯვარი კი მე და ჩემმა მეგობრებმა აღვმართეთ 1997 წელს.
[/IMG][/URL]
Image
აბა რას იტყვით :?:
[Image
Image
Last edited by qvevri on 08 ოქტ 2008, 09:31, edited 1 time in total.

marita 777
მაწანწალა
Posts: 642
Joined: 31 ოქტ 2007, 14:09
Location: tbilisi
მცხეთის გარშემო....

Post by marita 777 » 11 სექ 2008, 13:47

რა მაგარია :)
amindi moqmedebs

User avatar
Mariam
მაწანწალა
Posts: 521
Joined: 20 სექ 2007, 22:49
მცხეთის გარშემო....

Post by Mariam » 11 სექ 2008, 14:58

qvevri wrote: აბა რას იტყვით :?:
წავიდეთ :!:
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით
Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
მცხეთის გარშემო....

Post by ნინი_85 » 11 სექ 2008, 15:32

Mariam wrote:
qvevri wrote: აბა რას იტყვით :?:
წავიდეთ :!:
აუცილებლად :)

მაგ ადგილებში ნამყოფი ვარ, მარა გამოქვაბულში არ ავსულვარ რატომღაც და არც ჯვარზე.
მანდ არქეოლოგიური გათხრები იყო ზევით, ძველი აბანოები და წყალგაყვანილობაა აღმოჩენილი, მგონი საფლავებიც.

კაი იქნება კიდევ ნახვა :)
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მცხეთის გარშემო....

Post by ლეონტი » 11 სექ 2008, 16:36

ცხოვრებაი წმინდისა ნინოისი--
ვისაც აქვს წაკითხული გახსოვთ რომ სიზმარი ნახა, სადაც არმაზის ქვევით წყალი ჰქონდათ შეგუბებული ეშმაკებს.
და მერე ეგ შეგუბება გასკდება და წივილით წავლენ ქვევით.
და გაიწმინდება ადგილი უწმინდურებისგან.

Image

უცნაურია მაგრამ ეს საგუბარი ზაჰესი მართლაც იმ სიზმარს ჰგავს, თავისი ლენინის უადგილო ძეგლით, რომელიც ეხლახან მოხსნეს, და გრუნტის წყლების ამაღლება სვეტიცხოვლის საზირკელს ემუქრება.
მოკლედ თუ გაინგრევა ეგ საგუბარი არ გაგიკვირდეთ და რეაქტორიც მაგარი ნამამაზაღლარია მანდვე.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
მცხეთის გარშემო....

Post by qvevri » 12 სექ 2008, 08:14

ეს ზაჰესი თურმე ლენინის პირდაპირი მითითებითაა აშენებული სწორედ ამ ადგილას. მაშინ მაგ ჩათლახს თურმე ერთი მილიონი ოქროს მონეტა გამოუყვია ამ საქმისათვის.
ეგ ჩათლახი ეგა :!: :evil:

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მცხეთის გარშემო....

Post by ლეონტი » 12 სექ 2008, 10:25

ჰო და კიდო ბებიაჩემი ასე იტყოდა:
ელეფთერ ანდრონიკაშვილს ძაღლები მიაკვდა სულში მაგ რეაქტორის აშენებისთვისო.
Last edited by ლეონტი on 12 სექ 2008, 18:15, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
მცხეთის გარშემო....

Post by Tamari-ch. » 12 სექ 2008, 17:10

ლეონტი
სასწრაფოდ წაშალე ეს პოსტი -
სანამ წაუკითხავს ვინემ მოღალატეს..
კეზერაშვილივით არ დაგემართოს
:lol:

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მცხეთის გარშემო....

Post by ლეონტი » 12 სექ 2008, 18:18

Tamari-ch.
წავშალე.
მოღალატეებს რა დალევს საქართველოში.
ერტმა ტყვე ქართველმა სამხედრომ ტქვა, რომ გაიგეს ჩემი სახელი და გვარი ამობეჭდეს ჩემი მონაცემები და შემოიტანეს , იქიდან მეკითხებოდნენ რაღაცეებსო.
ანუ მონაცემთა ბაზა ინფორმაციით სამხედროწბზე ჰქონდათ.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
მცხეთის გარშემო....

Post by qvevri » 28 სექ 2008, 22:06

სიამოვნებით ვაგრძელებ თემას და ამჯერად გთავაზობთ ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმს საგურამოში. მუზეუმი ახალი გარემონტებულია და თანაც საკმაოდ კარგად. მუზეუმს დაემატა სლაიდშოუ დარბაზი. ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა ეს ყველაფერი.
Image
განუმეორებელი ლუარსაბი და დარეჯანი
Image
ლუარსაბის სიზმარი:
Image
სამოურავე
Image
ოთარაანთ ქვრივი... :(
Image
Image
Image
ილიას კუთვნილი ტანისამოსი, ახლოდან რომ დავაკვირდი საკმაოს გაცვეთილი იყო.
Image
კარგად დააკვირდით Image
ეხლა ამ ხატს დააკვირდით
Image
სლაიდშოუ დარბაზი. ისე მეორე შედარებით მცირე დარმაზიცა აქვთ არანაკლებ საინტერესო
Image
წილად დიდი პატივი მხვდა. ივერიის (ორიგინალი) ერთი გაზეთიც კი ავიღე ხელში.
Image
ერთ ჩემს გერმანელ მეგობარს სახლში(სარდაფში) ერთი ვაზა აღმოუჩენია ილიას პორტრეტით, თვითონ კი იცოდა მისი მნიშვნეოლობა, მაგრამ როგორ გგონიათ ჩემზე მეტად ეცოდინებოდა :?: ხოდა შევუჩდი და არ მოვასვენე, ყველანაირად ავაწრიალე, დღე ერთი იყო და სამჯერ მაინც ვახსენებდი ამ ვაზის თაობაზე. ბოლო-ბოლო დავითანხმე, რომ ეს ვაზა ჩემთვის მოეცა და მე კი ილიას სახლმუზეუმისათვის გადამეცა, ხოდა დღეს მივუტანეთ მე და მარიამმადა გადავეცი, ძალიან გაიხარეს...
ეხლა ეს ვაზა უკვე ილიას სახლმუზეუმს ამშვენებს.
Image
Image
შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ილიას დაბადების დღეა და საგურამოში გაიმართება ამ დღისათვის მიძღვნილი ღონისძიება. ამის შესახებ მე თავად ვაპირებ გავხსნა თემა "სამომავლოებში" და აბა თქვენ იცით...

User avatar
eloiza
ბოდიალა
Posts: 175
Joined: 10 სექ 2007, 07:50
მცხეთის გარშემო....

Post by eloiza » 29 სექ 2008, 11:35

qvevri

ზუსტად ასეთი ლარნაკი გვაქვს სახლში:)

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
მცხეთის გარშემო....

Post by qvevri » 29 სექ 2008, 11:39

eloiza wrote:qvevri

ზუსტად ასეთი ლარნაკი გვაქვს სახლში:)
ეს ვაზა ძალიან ძველია, დაახლ. გასული საუკუნის 20 იან წლებშია გაკეთებული

User avatar
eloiza
ბოდიალა
Posts: 175
Joined: 10 სექ 2007, 07:50
მცხეთის გარშემო....

Post by eloiza » 29 სექ 2008, 12:09

კი, ალბათ ჩვენ მისი ასლი გვაქვს, მაგრამ ვიზუალურად ნაღდად ეგეთია და თან მშრალ ხიდზე აღმოვაჩინეთ და ამიტომ თავს ვერ დავდებ მისი სიძველის შესახებ:)

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
მცხეთის გარშემო....

Post by qvevri » 12 ოქტ 2008, 19:02

მცხეთის გარშემო გრძელდება. ამჯერად მე და მარიამი ვიყავით გალავანში და წინამძღვრიანთკარში(საგურამოდან დაახლ 5--7 კმ-ია)
ეს ეკლესია არის სოფელ გალავანში(ცენტრში) და ღვთისმშობლის სახელობისაა. აღდგენილია ახლო ხანებში თუმცა ან არასწორადაა აღდგენილი ან შესაძლოა სატრაპეზო იყო თავიდანვე და ასევე დატოვეს , ყოველ შემთხვევაში ესეთი ფორმის ტაძარი პირველად ვნახე.
Image
შიგნით
Image
ტაძართან გალავნის ნაშთია, რომელიც თავდაპირველად საკმაოდ მაღალი და დიდი ყოფილა თავისი კოშკებითურთ.
Image
შემდეგი იყო ილია წინამძღვრიშვილის სახეოლობის სასწავნებელის ეზოში აშენებული ტაძარი, რომელიც დაახლ. XVIII საუკუნისა უნდა იყოს.
Image
აქვეა ის პირვანდელი სოფლის მეურნეობის სასწავლებელი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ილია წინამძღვრიშვილი. ამ სასწავლებლის გახსნაში ლომის წილი ილია ჭავჭავაძეს მიუძღვის.
შენობა წარმოადგენს ბრწყინვალე არქიტექტურულ ძეგლს, მაგრამ ძლიერ დაზიანებულია. მას გააჩნია შესანიშნავი მარანი, რომელიც ძალიან ტევადია და მთლიანად მიწისქვეშაა მოქცეული. ამ სარდაფში ძირითადად კასრები ჰქონიათ და თავის დროზე სერიოზულ მარნათ ითვლებოდა.
Image
ტაძარი და ძველი სასწავლებელი თითქმის გვერდი-გვერდაა
Image
ამის შემდეგ გავემართედ ამავე სოფლის განაპირას სადაც დშორიდან დავინახეთ ერთი ტაძრი, მაგრამ გზაში ეს ძალზედ საინტერესო სახლი ვნახეთ, რომელიც ეკუთვნის ვინმე წინამძღვრიშვილებს, რომლებიც ამჟამად აქ არ ცხოვრობენ. სახლი სარესტავრაციოა, მაგრამ მაინც შესანიშნავად გამოიყურება. ტიპიური ქართლური სტილია. სახლი აშენებულია მეცხრამეტე საუკუნის პირველ მეოთხედში. იგი ააშენა ილია წინამძღვრიშვილის ბიძამ გიორგი წინამძღვრიშვილმა ისე ჩემი სახლიც ზუსტად ესეთია და ერთხელ, როდესაც მოვიცლი სურათებსაც დავდებ.
Image
Image
Image
Image
შიდა კიბე
Image
აივანი. ძალიან მიყვარს დიდი აივნები.
Image
Last edited by qvevri on 13 ოქტ 2008, 09:16, edited 3 times in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
მცხეთის გარშემო....

Post by qvevri » 12 ოქტ 2008, 19:13

შემდეგ ამავე სოფლის სასაფლაოზე მდებარე პატარა ბაზილიკა, რომელიც ახლად აღდგენილია და რომლის სახელიც არ ვიცით
Image
Image
ეს ზარი ტაძრისათვის შეუწირია ვინმე გაბრიელ ივანეს ძე მამულოვს....(მამულოვები სომხები არიან)
Image
შემდეგ ამავე ტაძრის გვერდზე ასევე ახლად აღდგენილი ტაძრი. არც ამის შესახებ ვიცით რაიმე...
Image
შიგნით
Image
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]