მცხეთის გარშემო....
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
მცხეთის გარშემო....
მცხეთის გარშემო იყავით?
უჩემოდ?
უჩემოდ?
მცხეთის გარშემო....
აბააა, გადაგაგდეთTamari-ch. wrote:მცხეთის გარშემო იყავით?
უჩემოდ?
რომ მივდიოდით, გიორგის ვეუბნებოდი თამთას გარეშე როგორ მივდივართ-თქო
მცხეთის გარშემო....
Tamari-ch. wrote:მცხეთის გარშემო იყავით?
უჩემოდ?
თამარ! აცადე, გენაცვალე!!!!!!!!!!!
ქმარმა ცოლს "მამულები" აჩვენა!
მცხეთის გარშემო....
ვაიმე, მართლა რა ლამაზი ფრესკებია... რაღაცნაერი ცოცხალი, ნათელი სახეებია...
მცხეთის გარშემო....
და ფერებია ძალიან სასიამოვნო
მცხეთის გარშემო....
ამის მერე დიდგორისაკენ ავუყევით, თუმცა ამის შესახემ მაკენას მიერ გახსნილ თემაში (ნერგების დარგვა დიდგორის ველზე) გავაგრძელებ, ასე, რომ ყველანი იქით
მცხეთის გარშემო....
მცხეთის გარშემო....
ვაგრძელებ "მცხეთის გარშემოს". ამჯერად მცხეთის ანტიოქიის მონასტერსა და ტაძარს გთავაზობთ. ეს-ესაა სწორედ მანდედან დავბრუნდი წირვიდან.
დედათა მონასტერი
ეს კი გახლავთ მცხეთის ერთ-ერთი კარიბჭე, რომელიც არაგვისა და მტკვრის შესართავთან მდებარობდა. მოგვიანებით ამ ადგილას ააშენეს ეს ტაძარი, რომლის მთავარი ნაწილი სწორედ ამ კარიბჭეზე მდებარეობდა და რომელიც ამჟამად დანგრეულია

ანტიოქიის ღვთისმშობელის ხატი. ამ ხატს სწორედ ასეთი წარწერა აქვს "ანტიოქიის"
ამ სარკმელში ვაზის მტევნებია გამოსახული. ამ ტაძრის ხატმწერი ჩემი ახლობელია და ეს მტევნებიც ჩემივე თხოვნით მოხატა ამ ადგილას.
მოგეხსენებათ ქართველი ერის ნათლობა და ასევე წმინდა მირიან მეფისა და ნანა დედოფლისაც ამ ადგილასვე მოხდა სადაც ამჟამად ტაძარი დგას. ეს სწორედ მეფე-დედოფლის ნათლობის ფრესკა გახლავთ.
ეს კი წმინდა იოანე ნათლისმცემელია. დღეს სწორედ მისი თავის კვეთის დღეა და ერთდღიანი მარხვაა, შეგეწიოთ წმ. იოანე ნათლისმცემელი.

კარგად დააკვირდით ამ ამბიონის ქვებს. ეს ქვები ერთი დიდი ქვიდანაა გამოჭრილი, რომელი ქვაც ჩემს ეზოში იდო რამოდენიმე ათეული წელი(შეიძლება ასი წელიც კი). ეს ქვა ძალიან დიდი იყო და ზედ მთელი ჩვენი საბიძაშვილო სხდებოდა და ხან ქეიფობდნენ ხანაც მუსაიფობდნენ. მე ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ეს ქვა წაიღეს ტრაქტორით, მინდა გითხრათ, რომ ძლივს მიჰქონდა ტრაქტორს. წლების მერე როდესაც ანტიოქიის ტაძრის აღდგენა დაიწყწს ქვის მთლელებმა სწორედ ამ ჩვენი საგვარეულო ქვიდან გამოთალეს ეს ქვები, რომლების ეხლა ტაძრის ამბიონს ამშვენებს.