
თუ კიდევ რამე დამანგრეველი არ მოხდა - მე პირადად გამიჩნდა დიდი სურვილი ასურელი მამების საფლავები მომელოცა - იქნებ საქართველოს ამით მაინც შევეწიოთ. შეგვიძლია დილით ადრე გავიდეთ და წირვასაც დავესწროთ
..... იქნებ - დაახლოებით 21 საექტემბრისკენ -
ან შეიძლება 14 -ში (თუმცა ზოგს 14 არ აწყობს)
და შემდგომ კვირეებში წავსულიყავით...
ბრეთა და ულუმბოში უკვე ვიყავით .
დაგვრჩა 11 ასურელი მამის საფლავი
I კვირა - ქართლში
შიომღვიმე (წმ. მამა შიო მღვიმელის საფლავი)-
ზედაზენი ( წმ. მამა იოანე ზედაზნელის საფლავი
- წილკანი (წმ. მამა ისე წილკნელის საფლავი)
- სამთავისი (წმ. მამა ისიდორე სამთავნელის საფლავი
- სამთავრო ( წმ. მამა აბიბოს ნეკრესელის საფლავი)
ალბათ შევძლებთ თადეოზ სტეფანწმინდელის საფლავის ნახვასაც კასპთან
(იმედია იქ ნაღმები არ იქნება)
II კვირა
მარტყოფი - (წმ. მამა ანტონ მარტყოფელის სავანე)
იყალთო - (წმ. მამა ზენონ იყალთოელის საფლავი)
ალავერდი - (წმ. მამა იოსებ ალავერდელის საფლავი)
ხირსა - ( წმ. მამა სტეფანე ხირსელის საფლავი)
ნეკრესი - (აბიბოს ნეკრესელის მიერ აშენებული სავანე).
III კვირა
დავით გარეჯი - ( დავით გარეჯელის საფლავი)
ასურელი მამები, საეკლესიო მოღვაწეთა ჯგუფი, რომელიც VI საუკუნეში მოსულა საქართველოში სირიიდან. წყაროებში იხსენიებიან "ათორმეტი" ან "ათსამმეტი ასურელი მამანი". სინამდვილეში ისინი მეტნი იყვნენ და რიცხვი 12-13, როგორც ჩანს, საკრალური მნიშვნელობით არის აღებული.
ასურელი მამების საქართველოში მოღვაწეობის მიზანი ქრისტიანული რელიგიის დაცვა-განმტკიცება იყო. ი. ჯავახიშვილის მოსაზრებით, ასურელი მამები დიოფიზიტები იყვნენ, კ. კეკელიძე მათ მონოფიზიტებად მიიჩნევდა. დადასტურებულია, რომ ამავე პერიოდში და ამავე მიზნით ალბანეთსა და სომხეთშიც წავიდნენ სირიელი მოღვაწენი. საქართველოში ასურელი მამების წამოსვლის მოთავე და ხელმძღვანელი იოანე ზედაზნელი ყოფილა. პირველად VI საუკუნის I ნახევარში ქ. ანტიოქიიდან დავით გარეჯელი მოსულა, შემდეგ, VI საუკუნის შუა ხანებში, იოანე ზედაზნელი მოწაფეების თანხლებით, და ბოლოს, 70-იან წლებში კი აბიბოს ნეკრესელი.
ისტორიამ შემოინახა იმ ასურელი მამების სახელები, რომელთა მოღვაწეობამაც თვალსაჩინო კვალი დატოვა. ესენი არიან, გარდა ზემოთ დასახელებულებისა, შიო მღვიმელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ისე წილკნელი, სტეფანე ქიზიყელი ანუ ხირსელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, ზენონ იყალთოელი, ელია დიაკონი, აგრეთვე პიმენი, ნათანე და იოანე.
აღმოსავლეთ საქართველოში ასურელი მამებმა მრავალი მონასტერი ააშენეს, ქართველ წარმართულ მოსახლეობასა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში ქრისტიანობა გაავრცელეს და ჩრდილოეთი მხარეები ეკლესიურად საქართველოს დაუქვემდებარეს. მათი საქმიანობა ხელს უწყობდა ქართული ფეოდალურ-ქრისტიანული კულტურის გავრცელება-განმტკიცებას, ნიადაგს უმზადებდა განმათავისუბლებელ ბრძოლებს ირანის წინააღმდეგ. განამტკიცებდა ბერძნულ-ბიზანტიული ორიენტაციას კულტურულ-პოლიტიკურ სფეროში.
დიდი იყო ასურელი მამების მოღვაწეობა სოციალურ-ეკონომიური შედეგიც. მათ მიერ დაარსებულმა სამონასტრო ცენტრებმა ხელი შეუწყვეს უდაბურ-უკაცრიელი ადგილების სამეურნეო ათვისებას. ამავე დროს ეს სავანეები ქართული მწიგნობრობისა და განათლების ცენტრებად იქცნენ. ასურელი მამების მრწამსი კი, რომელსაც უკიდურესად ასკეტიზმი ახასიათებდა, საქართველოში გავრცელდა და ასურელი მამებთა ინდივიდუალურ თვისებად დარჩა. ქართული ასკეტიზმი შედარებით ზომიერი იყო და უფრო ბერძნულს წააგავდა.
ასურელი მამების მოღვაწეობა საქართველოში ქრისტიანულ აღმოსავლეთთან, კერძოდ, სირიასთან, ტრადიციულ კულტურულ-რელიგიური ურთიერთობის გამოხატულება იყო. მათ შესახებ ფართო ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა შეიქმნა (ასურელ მამათა ცხოვრებანი).
5 კაცი უკვე არის მსურველი...