მართალია ეს წმინდანი მართლმადიდებელი არ იყო, მაგრამ მაინც რაღაცამ არ მომასვენა. გავბრაზდი, რომ მაინცდამაინც იმ დროს გადაწყვიტეს ხიდის შეკეთება... რაღაც ჟინი გამიჩნდა და ჟინთან ერთად ერთი იდეაც

ერთ-ერთ მუშას დავუძახე და ვთხოვე:
- თუ ძალიან არ შეწუხდებით, იქნებ ქანდაკების ტერიტორიაზე შემომიშვათ, სულ 5 წუთი გავჩერდები-მეთქი...
- კი, გოგონი, შემოგიშვებო...
და თითით მიმითითა საიდანაც უნდა შევსულიყავი...
ყველა გამვლელ-გამომვლელი მე მიყურებდა.. ზოგი გაკვირვებული მიყურებდა, ზოგს ისეთი სახე ქონდა თითქოს ჩემით ამაყობდა (ოღონდ მართლა

), ზოგი ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ შეიძლებოდა მუშისთვის გეთხოვა შეშვება და გაბრაზებული მიყურებდა

მოკლედ, შევედი და ფოტო გადავიღე:
ამ ფოტოზე უკვე კარგად ჩანს განსხვავებული ფერი. აქაც ფერი ანალოგიური მიზეზით არის განსხვავებული, როგორც ქრისტეს ქანდაკების შემთხვევაში იყო... რადგან უკვე შიგნით ვიყავი შესული გადავწყვიტე სურვილი ჩამეფიქრებინა... 2 სურვილი ჩავიფიქრე... ჯერ-ჯერობით არც ერთი ამსრულებია.. თუ რომელიმე ასრულდება აუცილებლად გეტყვით!!