Post
by ARCHILI » 01 სექ 2008, 21:20
Varvara
არ გაინეტერესებს, თორემ ისტორიები იმდენი შემიძლია მოგიყვე, რამაც უშუალოდ ჩემი ოჯახის თავზე გადაიარა... როგორ ამომიწყდა ნათესავების საკმაოდ დიდი ნაწილი ომის დროს... როგორ მომიკლეს ორი ბიძაშვილი და ვერ მოვიძიეთ მათი გვამები და მერე მივხვდი, რომ თუ ოჯახს საფლავი აქვს - უკვე ბედნიერია... 14 წლისა როგორ დავყვებოდი ერთ ბიძაშვილს ყოველდღე, რომ ბიძაჩემის ასავალ-დასავალი გაგვეგოდა რამდენიმე კვირაში ისე გადავიღალე, რომ მკვდრების სიებში რომ ვკითხულობდი გვარებს, უკვევ ვნატრობდი, ოღონდ ეს ყველაფერი მორჩეს და თუნდაც ამ სიაში ვიპოვი ბიძაჩემი მეთქი...
კიდევ... კიდევ ერთი ბიძა, რომელიც აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ერთ-ერთი თავმჯდომარე იყო, როგორ მოკლეს აფხაზებმა... და როგორ ვცხოვრობდით ოროთაციან ბინაში 15 სული დევნილი ნათესავების ჩათვლით... და ა.შ. და ა.შ.
ნიჰილიზმიო?... ახლა ნიჰილისტებს სულ კიდიატ ყველაფერი და არც მეგობრებს იმტერებენ, როცა ქვეყანაზე მიდგება საქმე... არავის ვასწავლი ქვეყნის სიყვარულს, ყველა უმაგრესები და უპატრიოტესები ხართ, მაგრამ ამ არასერიოზულ აქციებს ვერ მივიღებ... ტონგიცობაა და ამათ კიდევ, გორის მოვლენებმა ლამის რომ გამოუტანეს განაჩენი, ახლა რეაბილიტაცია თქვენი წყალობით მიიღეს...
დღეს ლოზუნგი ვნახე - წარწერა "საქართველოს გაუმარჯოს"... მარცხნივ კუთხეში მიშას ფოტო და "5"-იანი...
ახლა ის მილიონები მიათვალე, რაც ამ აქციის რეკვიზიტებისა და ზოგადად, დასაფინანსებლად დაიხარჯა და დევნილებს კი თქვენი თამადობით, რიგითი თბილისელები ეხმარებოდნენ...
ტელევიზორით რომ ცხოვრობს ცვენი ხალხი, ეგაა, რამაც თქვენი ქცევა გამოიწვია... ისე კი, მალადეც მიშა, არავის ეგონა ქართველების დაბოლებას თუ შეძლებდა, მაგრამ ახერხებს, ფაქტია...
მერე ზოგიერთები გამოვლენ და ვინც სხვაგვარად ფიქრობს, ის რაღაც უცხო სხეული და მიუღებელი ჰგონია... აი, ასეთებს ჰქვია სწორედ გონებაშეზღუდული და ასეთი რომ წავა და ვინმეს სახელს დაიყვირებს, ისწორედ რომ ბეცი შეხედულება იქნება...
ვარვარა, იმდენი შემიძლია გითხრა, რომ ვერაფერზე მომდებ შარს, ვერც ჩემს წარსულში და ვერც აწმყოში... ვირაც-ვიღაცეებივით არ მირბენია სადღაც-სადღაც და ვიღაც-ვიღაცეების სახელი არ მიძახია... რაიმე ზეწოლას თუ ცდილობდნენ, შეიძლება ვერაფერს ვაკეთებდი, მაგრამ მათსაც არ ვატანინდებდი... სამსახურის შესანარჩუნებლად ბრმად და მორჩილად არ დავდიოდი, სადაც მიბრძანებდნენ, ამიტომაც ვიყავი ხშირად სამსახურის ძიებაში... და ასე ცხოვრება მირჩევნია, ვიდრე მონა ვიყო... სადაც გინდა გაიკითხოს მსურველმა, ჩემს წარსულში ვერაფერს იპოვნის, რომ წამომაძახოს, ბევრისაგან განსხვავებით...
იძახეთ რა, გინდა ნიჰილისტი, გინდა რუსის აგენტი, გინდა მტერი და გინდა რაც გინდა-რა... ღვთის წინაშე მართალი ვარ...
ერის ერთიანობა რომ პრომო აქციით გაიზომება, იქ უკვე აღარაფერია სალაპარაკოც...
