27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Post by kiki » 30 აგვ 2008, 00:07

რა კარგები ხართ:)!!

გააგრძელეთ რააააააააააა

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Post by Int3lig3nt » 30 აგვ 2008, 00:08

სამწუხაროდ დენი არ მქონდა.

წეღან ჩამირთეს... საქმეები მოვითავე და დავიწყებ ფოტოების დადებას.

მადლობა ყველას რეპორტაჟისთვის.

განსაკუთრებით აბალდუის, მერამდენედ ვკითხულობ უკვე :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Post by Int3lig3nt » 30 აგვ 2008, 00:33

ამ გასვლაზე ძალიან ცოტა სურათები გადავიღე :(.
მე თვითონ მიკვირს.

რატომ არავინ არ დაწერა, გზაში ”ნამიოკობანას” რომ თამაშობდნენ და ბუქნავდნენ ზოგზოგიერთები Image?

Image

ნესამ თავის სოფელში, თავისი ხელით დაკრეფილი ვაშლი დაგვაგემოვნებინა.
მე ერთი ჩემთვის შევანახინე :).

Image

შეშის მოსაგროვებლად კაი გარჯა დაგვჭირდა და გემრიელადაც ამოვიგანგლეთ...
ჩემს მოთეთრო შარვალს აღარ შეეხედებოდა :?

სამაგიეროდ კარგი ცეცხლი ავაგუზგუზეთ :).

Image

ჩვენი სუფრა... კიარადა ნასუფრალი

Image

შემდეგ იყო კოცონთან ჯდომა და სადღეგრძელოები.

Image

და სიმღერის მცდელობაც...

მაგრამ სადაც ლამა და თამარიონი არ არის :(...

Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Post by ARCHILI » 30 აგვ 2008, 00:41

Int3lig3nt wrote:
მადლობა ყველას რეპორტაჟისთვის.

განსაკუთრებით აბალდუის, მერამდენედ ვკითხულობ უკვე :).
დიდი მადლობა თქვენ, რადგან თქვენ მომეცით ამის სულიერი მოტივაცია... და იმ ადგილებმა, სადაც ვიყავით...

მე კი ბოლოხანებში ცოტა ვერ ვარ ჩემს მატორზე (უპს-ძრავაზე) და შეიძლება ცოტა დამეტყო კიდე, თან ცოტა არ იყოს და უძილოდაც ვიყავი :wink:

ეს, ისე...

მოკლედ, ახალციხისა და ჩემი მოგონებების შესახებ უკვე ვისაუბრე და ახლა კარავულ მონახულებაზე ვიტყვი. კარაველებმა ახალციხე დავათვალიერეთ, ჩვენი ძმა, ელეს-პლიუსი, გიორგი იმავ წმას სიმაღლეებისაკენ გაიჭრა... ეს ძალიან კარგი და წესიერი ადამიანი ჩემი სიტყვადნაფიცი ძმის - ბექა ფიცხელაურის ძმაკაცია და მე ვიცნობდი კიდეც, ამდენად მისი წამოსვლა ფრიად სასიხარულო იყო, რადგანაც ბექს საძმოს ყოველი წევრი კარავისათვის სასურველი ადამიანია (ნუ, მე პაწა გამონაკლისი ვარ ;) )... ამ კაცს ასე რომ უყვარს სიმაღლეები, ყოველ ნაბიჯზე ეტყობოდა... სადმე თუ გავჩერდებოდითმ გიორგის მოძებნა უახლოეს მთაზე თუ შეიძლებოდა ;)

ტაძრის ეზოშიც შევედით თუ არა, მომენტალურად გიორგი ზევით-ზევით წავიდა... მალე მას თხაპნია, ახალი კარაველი და მეტად პატიოსანი ადამიანი მიჰყვა...

მე და არჩილა კი ტაძარში ვიყავით, სხვებიც აქეთ-იქეთ ათვალიერებდნენ და პეიზაჟებით ტკბებოდნენ... მალე ჩვენი თანამგზავრი - ჩვენი მონასტრის მგალობელი შემოვიდა და მითხრა ბიჭები ვიღაც მოხევემ აიყვანა საფლავზე და სვამენო...

ვიცნობ რა მოხევეებს, ეს ამბავი მაინცდამაინც არ მესიამოვნა, მაგრამ ცემი მოხევური გამოცდილების იმედით როგორც იქნა, მოვძებნე...

ისი-ის იყო იმ საშინელ მჟავე ღვინოს უტრიალებდნენ და ერთი კარგი მოხევე კაცი თავის გარდაცვლილი ძმის შესახებ რაღაცეებს ამბობდა...

მომაწოდეს ჭიქა, ღმერთის სადიდებელი თქვიო, კარგად მიხვდებით წინ კიდევ რამდენი ხნის იქ დგომის პერსპექტივა გველოდა... მე ერთ სადღეგრძელოში ღმერთის სადიდებელიც, ღვთისმშობლისაც, ცოცხლებისაც, მკვდრებისაც და ა,შ, ყველა მივაყოკე და სანამ მოხევე გააპროტესტებდა, წამსვე ჩავჩურთე ფრაზა "მამაო მელოდება, სტუმრები დროზე უნდა წავიყვანო და იმედია, მამაოს არ გამინაწყენებთ-თქო"... რა უნდა ეთქვა მოხევეს... ჩემს მამაოს ძალიან დიდი სახელი აქვს და მისი პატივისცემა იმდენად დიდია, მგონი ყველაფერზე დამთანხმდებოდა, რასაც ვეტყოდი...

ცხონებული ნოდარ არჩილის ძე ფიცხელაურის შესანდობარი ვთქვით სწრაფ-სწრაფად და ის-ის იყო, საფლავის გამოსასვლელში ბიჭები გადიოდნენ (საფლავი გადახურული იუო და თავს კედელ-კარიც ჰქონდა), რო მოხევეს სამადლოებელოზე ჭიქა გაუვარდა... აუო, ხომ ხედავთ, ითხოვს, კიდევ უნდა დარჩეთ აქო, გვითხრა...

ეგ თქვენგან ითხოვს და იმიტომ გაგივარდათ ჭიქა მეთქი, - ვუპასუხე, - თორემ ხომ ხედავთ, ჩვენი ჭიქები არც კი გატოკებულა-თქო...

არგუმენტი მყარი გამოდგა და მოხევე დაგვემშვიდობა... ერთი გვთხოვა, აქ თუ მოხვდით, ჩემი უმცროსი ძმის საფლავსაც შეახლეთ თვალიო...

ისე, მართლაც, ძმა 19 წლის გარდაცვლოდა ოცი წლის წინ და ტკივილი ახლაც არ ჰქონდა მოშუშებული მოხევეს, ღმერთმა გაუნათლოს მისი სული...

მოხევეები ცივი ადამიანები ჩანან, მაგრამ მათი სიცივე სულში ჩაბუდებული მკაცრი ცხოვრების გავლენაა... სინამდვილეში, მე ბევრი მოხევე მინახავს და ვიცი, როგორი თბილებიც და ტკბილებიც შეიძლება გახდნენ თუ შენ მიგიღებენ თავიანთ ადამიანად... ხევში სულიერი დები და ძმები მყავს და მათგან ყოველთვის დიდ სიყვარულსა და სითბოს ვგრძნობ ხოლმე...

მოხევის ნახვის შემდგომ ჩვენ სამეგობროს დავუბრუნდით და ფოტოები გადავიღეთ... რომელსაც, იმედია, ჩემი თანაკარაველები მალე დადებენ... მინდა, აქვე ავღნიშნო, რომ ახალ კარაველი გოგონები საინტერესო და სასურველი მეგზურებიც აღმოჩნდნენ... ელე, თამუნა (ხრუხუნა), ელენე მეორე, ნესა და სხვები... დიდი სიამოვნებით წავიდოდი მათთან ერთად არაერთ ლაშქრობაში, თუ მათაც ექნებათ ამის სურვილი...

:)
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Post by Int3lig3nt » 30 აგვ 2008, 01:04

დილით, როგორც ალბათ ყველა, მეც ზარებმა გამაღვიძა.

დავხედე საათს და 6-ს იყო გადაცილებული.

კი ძალიან მინდოდა ძილი, მაგრამ ვიფიქრე, ჯობია ავდგე და სანამ დრო მაქვს, სურათები გადავიღო-თქო.

ის კი ვერ მოვიფიქრე, ჯერ თავი გამომეყო კარავიდან და მერე ჩამეცვა.

გამოვედი კარვიდან და დამხვდა ნისლი :(.
თუმცა დიდად არც გამკვირვებია.

პირველ რიგში სამებას გავხედე, შეიძლებოდა გადაღება

Image

ახლო ხედში

Image

შემდეგ მყინვარწვერმაც იკადრა გამოჩენა.

Image

Image

აბა თუ გამოიცნობთ ეს რა არის?
ვამტკიცებდი, რომ მთვარე იყო, თუმცა ბოლოს მზე აღმოჩნდა...

Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Post by konstantine » 30 აგვ 2008, 01:23

აბა თუ გამოიცნობთ ეს რა არის?
ვამტკიცებდი, რომ მთვარე იყო, თუმცა ბოლოს მზე აღმოჩნდა...

Image[/quote]


ისე ხო,
რაღაც მაგრად უცნაურად ანათებდა ეგ ოხერი, რაღა დაგიმალო და მეც მაგ აზრის ვიყავი თავიდან მარა მერე....
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Post by Int3lig3nt » 30 აგვ 2008, 01:26

სანამ გავაგრძელებ, დავწერ ნესას შემონათვალს:

გამიხარდა კარაველების გაცნობა, აღფრთოვანებული ვარ ექსკურსიით და იმედი მაქვს, რომ კიდევ მრავალ ლაშქრობასა თუ ექსკურსიაზე წავალ მათთან ერთად.

ნესას რეგისტრაცია ჯერ არ არის გააქტიურებული.
ახლა მივწერე გვალვას და იმედია უახლოეს მომავალში თვითონ შესძლებს შთაბეჭდილებების დაწერას :).


მონასტერში ავედით ყველა.
მხოლოდ ანზორი დავტოვეთ ბანაკში.

თითქმის მისულები ვიყავით, რომ უკან, ბანაკში მომიწია დაბრუნება...

როგორც ყოველთვის, შტატივი დამრჩენია :(.

ავედი და უკვე ტაძარში იყვნენ ჩვენები.

მერე გარეთ გამოვიშალეთ

ხრუხუნ, ითვლი :P?

Image

ჩვენები

Image

ცოტა ქვემოთ ჩავედი, სამოკლეო ბილიკებისკენ.

რა ვქნა, არ მომწონს მიშენებას რომ უკეთებენ :(.

იმედია ტაძრის არქიტექტურას შეუხამებენ...

Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
khrukhuna
მაწანწალა
Posts: 586
Joined: 16 ივნ 2008, 12:37
Location: tbilisi
Contact:
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Post by khrukhuna » 30 აგვ 2008, 08:16

Int3lig3nt wrote:ხრუხუნ, ითვლი :P?]








Int3lig3nt
უკვე მაოცებ :shock: :shock:

User avatar
khrukhuna
მაწანწალა
Posts: 586
Joined: 16 ივნ 2008, 12:37
Location: tbilisi
Contact:
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Post by khrukhuna » 30 აგვ 2008, 10:03

ARCHIL_i wrote:[
მინდა, აქვე ავღნიშნო, რომ ახალ კარაველი გოგონები საინტერესო და სასურველი მეგზურებიც აღმოჩნდნენ... ელე, თამუნა (ხრუხუნა), ელენე მეორე, ნესა და სხვები... დიდი სიამოვნებით წავიდოდი მათთან ერთად არაერთ ლაშქრობაში, თუ მათაც ექნებათ ამის სურვილი...

:)[/b]


აბალდუი შენთან ერთად ლაშქრობაში წამოსვლის სურვილი როგორ შეიძლება ადამიანს არ ქონდეს, ასე რომ ველი შემდეგ გასვლას სულმოუთმენლად...


ეს კიდე ახალციხის ღვთისმშობლის ტაძარი..
Image
Image

თამარის ჯვარი..
Image
Image

მგალობლებთან ერტად..
Image
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Post by ARCHILI » 30 აგვ 2008, 10:18

ამ გასვლას, ვფიქრობ ფავორიტები არ აკლდა... ახალ კარაველები იყვნენ თუ შედარებით მოძველებულები, ჩემთვის ყველა იმ დღის ფავორიტად იქცა... სასიამოვნო საზოგადოების შექმნა ჩინებულად შეძლეს...

მარა... სმა არ ყვარებიათ ნამეტნავად... მადლობა ტამუსიასა და ლიკაკოს რომ ეს რთული და მძიმე მისია ნაწილობრივ თავის თავზე აიღეს...

მაგრამ... კარაველი კოლორიტები მაინც აკლდა... ერთი ლამა ან ერთი გობე ან ერთი მონადირე ან ერთი მეორე მონადირე ან ერთი დრუიდი ან ერთი კოტეტბელი და სხვა მისთანები აუცილებლად უნდა იყოს ხოლმე გარეული ლაშქრობაში...

ამის გამო, მე დამებადა იდეა, რომ ჯგუფის შეკრებისას, სამომავლოებში რომ მიმდნარეობს დაგეგმარება, აუცილებლად, კარვების საკითხთან ერთად გადაწყდეს ერთი კარ(ა)ველი კოლორიტის წაყოლა ან წაღება...

აი, მაგალითად ასეთი ფორმით:

1. ჟKLჟL - მოაქვს სამკაციანი კარავი.
2. შEHDFXთ - ორ პარალონს წამოიყოლებს.
3. <M:LK - ერთი კარველი კოლორიტი - 15 კაციანი
და ა.შ.

კარველი კოლორიტის წაღება უნდა მოხდეს იმის მიხედვით, თუ კარვებისა არ იყოს, რამდენ ადამიანს გაუმკლავდება... მაგალითად, ლამა თუ გინდაბატალიონს გააყოლე - ყველას გაუმკლავდება, კოტეტბელი უფრო ლოკალურ წრეებს ირჩევს ხოლმე და ლამასთან შედარებით, მოცვა უფრო მცირე აქვს... გობე - ყოვლისმომცველია, მაგრამ შედარებით ლოკალურ წრეებზე უფრო კონცენტრირებულად ვრცელდება, დრუიდი - მაგას სულ კიდია ყველა და ყველაფერი და ამიტომ ყველაფერს უმკლავდება...

კარვული კოლორიტების გარდა, სასურველია წაღებულ იქნას ორიოდე მომღერალი ან ანსამბლის მცირე ნაწილი სულ ცოტა სამი კაცის შემადგენლობით (I,II,III ხმა), კარავული რეზერვიდან გთავაზობთ ჯნოსის (III ხმა), ლამა (I,II,III ხმა, ყვირილი, ბღავილი, ღრიალი და ა.შ. კომპლექსურია), ჭანდერერი (ოღონდ მას უფრო ელიტარული არეალები მოსწონს და ყველასთან არ მღერის), რჩეულებისათვის გობე (გულნარას არია), ნინო (ჭანდერერიდ მეუღლე-შესანიშნავი ადამიანი და მომრერალი), მელანო (ულამაზესი და უხმილტკბილესი) და ა.შ.

საერთოდაც, ახლა, წერის პროცესში იდეა გამიჩნდა, რომ საიტზე გავაკეთოთ ცალკე თემა "კარვული რესურსების" პონტში - ეს იქნება კოლორიტები, მომღერლები, მაგარი პახოდისტები და ა.შ. და თითოეულ წამსვლელ ჯგუფს შეეძლება შეარჩიოს "კარაველი რესურსებიდან" თავისათვის სასურველი და სთხოვოს წაყოლა ხოლო თუ უარი მიიღოს, უბრალოდადგნენ და წაიღონ ეს კარაველი დანიშნულებისამებრ...

ჩვენს ამ გერგეტულ ექსკურსიას ეს ყველაფერი კი აკლდა, მაგრამ მაინც მშვენივრად გამოვძვერით სიტუაციიდან, უკოლორიტობა რომ არ გვეგრძნო...
Image

User avatar
khrukhuna
მაწანწალა
Posts: 586
Joined: 16 ივნ 2008, 12:37
Location: tbilisi
Contact:
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Post by khrukhuna » 30 აგვ 2008, 10:33

ისევ ახალციხეში..

Image
Image

გიორგი რარათქმაუნდა სიმაღლეებისკენ მიიწევს..
Image
Image

სასაფლაო..
Image
Image

User avatar
khrukhuna
მაწანწალა
Posts: 586
Joined: 16 ივნ 2008, 12:37
Location: tbilisi
Contact:
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Post by khrukhuna » 30 აგვ 2008, 10:39

ARCHIL_i


აბა მე რა კარაველი ვარ, ამდენი კოლორიტიდან მხოლოდ ლამას ვიცნობ :cry: :cry:

წარმომიდგენია მათთან ერთად ლაშქრობა რა იქნება..

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Post by ARCHILI » 30 აგვ 2008, 10:41

khrukhuna

გული მიგრძნობს, შენც მათ სიაში ხარ პოტენციურად :wink:
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Post by Archil » 30 აგვ 2008, 11:52

ახალციხის სურათებში წამოგეწევით ;)

ეკლესიის შესასვლელი

Image
Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Post by Archil » 30 აგვ 2008, 11:55

ესეც თამარის ჯვარი, რომელითაც თამარ მეფე ლოცავდა ომში მიმავალ მოხევეებს.

Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]