27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა
რა კარგები ხართ:)!!
გააგრძელეთ რააააააააააა
გააგრძელეთ რააააააააააა
- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა
სამწუხაროდ დენი არ მქონდა.
წეღან ჩამირთეს... საქმეები მოვითავე და დავიწყებ ფოტოების დადებას.
მადლობა ყველას რეპორტაჟისთვის.
განსაკუთრებით აბალდუის, მერამდენედ ვკითხულობ უკვე
.
წეღან ჩამირთეს... საქმეები მოვითავე და დავიწყებ ფოტოების დადებას.
მადლობა ყველას რეპორტაჟისთვის.
განსაკუთრებით აბალდუის, მერამდენედ ვკითხულობ უკვე

2 იანვარს ზღარბი დამებედა 

- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა
ამ გასვლაზე ძალიან ცოტა სურათები გადავიღე
.
მე თვითონ მიკვირს.
რატომ არავინ არ დაწერა, გზაში ”ნამიოკობანას” რომ თამაშობდნენ და ბუქნავდნენ ზოგზოგიერთები
?

ნესამ თავის სოფელში, თავისი ხელით დაკრეფილი ვაშლი დაგვაგემოვნებინა.
მე ერთი ჩემთვის შევანახინე
.

შეშის მოსაგროვებლად კაი გარჯა დაგვჭირდა და გემრიელადაც ამოვიგანგლეთ...
ჩემს მოთეთრო შარვალს აღარ შეეხედებოდა
სამაგიეროდ კარგი ცეცხლი ავაგუზგუზეთ
.

ჩვენი სუფრა... კიარადა ნასუფრალი

შემდეგ იყო კოცონთან ჯდომა და სადღეგრძელოები.

და სიმღერის მცდელობაც...
მაგრამ სადაც ლამა და თამარიონი არ არის
...

დიდი მადლობა თქვენ, რადგან თქვენ მომეცით ამის სულიერი მოტივაცია... და იმ ადგილებმა, სადაც ვიყავით...Int3lig3nt wrote:
მადლობა ყველას რეპორტაჟისთვის.
განსაკუთრებით აბალდუის, მერამდენედ ვკითხულობ უკვე.
მე კი ბოლოხანებში ცოტა ვერ ვარ ჩემს მატორზე (უპს-ძრავაზე) და შეიძლება ცოტა დამეტყო კიდე, თან ცოტა არ იყოს და უძილოდაც ვიყავი

ეს, ისე...
მოკლედ, ახალციხისა და ჩემი მოგონებების შესახებ უკვე ვისაუბრე და ახლა კარავულ მონახულებაზე ვიტყვი. კარაველებმა ახალციხე დავათვალიერეთ, ჩვენი ძმა, ელეს-პლიუსი, გიორგი იმავ წმას სიმაღლეებისაკენ გაიჭრა... ეს ძალიან კარგი და წესიერი ადამიანი ჩემი სიტყვადნაფიცი ძმის - ბექა ფიცხელაურის ძმაკაცია და მე ვიცნობდი კიდეც, ამდენად მისი წამოსვლა ფრიად სასიხარულო იყო, რადგანაც ბექს საძმოს ყოველი წევრი კარავისათვის სასურველი ადამიანია (ნუ, მე პაწა გამონაკლისი ვარ

ტაძრის ეზოშიც შევედით თუ არა, მომენტალურად გიორგი ზევით-ზევით წავიდა... მალე მას თხაპნია, ახალი კარაველი და მეტად პატიოსანი ადამიანი მიჰყვა...
მე და არჩილა კი ტაძარში ვიყავით, სხვებიც აქეთ-იქეთ ათვალიერებდნენ და პეიზაჟებით ტკბებოდნენ... მალე ჩვენი თანამგზავრი - ჩვენი მონასტრის მგალობელი შემოვიდა და მითხრა ბიჭები ვიღაც მოხევემ აიყვანა საფლავზე და სვამენო...
ვიცნობ რა მოხევეებს, ეს ამბავი მაინცდამაინც არ მესიამოვნა, მაგრამ ცემი მოხევური გამოცდილების იმედით როგორც იქნა, მოვძებნე...
ისი-ის იყო იმ საშინელ მჟავე ღვინოს უტრიალებდნენ და ერთი კარგი მოხევე კაცი თავის გარდაცვლილი ძმის შესახებ რაღაცეებს ამბობდა...
მომაწოდეს ჭიქა, ღმერთის სადიდებელი თქვიო, კარგად მიხვდებით წინ კიდევ რამდენი ხნის იქ დგომის პერსპექტივა გველოდა... მე ერთ სადღეგრძელოში ღმერთის სადიდებელიც, ღვთისმშობლისაც, ცოცხლებისაც, მკვდრებისაც და ა,შ, ყველა მივაყოკე და სანამ მოხევე გააპროტესტებდა, წამსვე ჩავჩურთე ფრაზა "მამაო მელოდება, სტუმრები დროზე უნდა წავიყვანო და იმედია, მამაოს არ გამინაწყენებთ-თქო"... რა უნდა ეთქვა მოხევეს... ჩემს მამაოს ძალიან დიდი სახელი აქვს და მისი პატივისცემა იმდენად დიდია, მგონი ყველაფერზე დამთანხმდებოდა, რასაც ვეტყოდი...
ცხონებული ნოდარ არჩილის ძე ფიცხელაურის შესანდობარი ვთქვით სწრაფ-სწრაფად და ის-ის იყო, საფლავის გამოსასვლელში ბიჭები გადიოდნენ (საფლავი გადახურული იუო და თავს კედელ-კარიც ჰქონდა), რო მოხევეს სამადლოებელოზე ჭიქა გაუვარდა... აუო, ხომ ხედავთ, ითხოვს, კიდევ უნდა დარჩეთ აქო, გვითხრა...
ეგ თქვენგან ითხოვს და იმიტომ გაგივარდათ ჭიქა მეთქი, - ვუპასუხე, - თორემ ხომ ხედავთ, ჩვენი ჭიქები არც კი გატოკებულა-თქო...
არგუმენტი მყარი გამოდგა და მოხევე დაგვემშვიდობა... ერთი გვთხოვა, აქ თუ მოხვდით, ჩემი უმცროსი ძმის საფლავსაც შეახლეთ თვალიო...
ისე, მართლაც, ძმა 19 წლის გარდაცვლოდა ოცი წლის წინ და ტკივილი ახლაც არ ჰქონდა მოშუშებული მოხევეს, ღმერთმა გაუნათლოს მისი სული...
მოხევეები ცივი ადამიანები ჩანან, მაგრამ მათი სიცივე სულში ჩაბუდებული მკაცრი ცხოვრების გავლენაა... სინამდვილეში, მე ბევრი მოხევე მინახავს და ვიცი, როგორი თბილებიც და ტკბილებიც შეიძლება გახდნენ თუ შენ მიგიღებენ თავიანთ ადამიანად... ხევში სულიერი დები და ძმები მყავს და მათგან ყოველთვის დიდ სიყვარულსა და სითბოს ვგრძნობ ხოლმე...
მოხევის ნახვის შემდგომ ჩვენ სამეგობროს დავუბრუნდით და ფოტოები გადავიღეთ... რომელსაც, იმედია, ჩემი თანაკარაველები მალე დადებენ... მინდა, აქვე ავღნიშნო, რომ ახალ კარაველი გოგონები საინტერესო და სასურველი მეგზურებიც აღმოჩნდნენ... ელე, თამუნა (ხრუხუნა), ელენე მეორე, ნესა და სხვები... დიდი სიამოვნებით წავიდოდი მათთან ერთად არაერთ ლაშქრობაში, თუ მათაც ექნებათ ამის სურვილი...

- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა
დილით, როგორც ალბათ ყველა, მეც ზარებმა გამაღვიძა.
დავხედე საათს და 6-ს იყო გადაცილებული.
კი ძალიან მინდოდა ძილი, მაგრამ ვიფიქრე, ჯობია ავდგე და სანამ დრო მაქვს, სურათები გადავიღო-თქო.
ის კი ვერ მოვიფიქრე, ჯერ თავი გამომეყო კარავიდან და მერე ჩამეცვა.
გამოვედი კარვიდან და დამხვდა ნისლი
.
თუმცა დიდად არც გამკვირვებია.
პირველ რიგში სამებას გავხედე, შეიძლებოდა გადაღება

ახლო ხედში

შემდეგ მყინვარწვერმაც იკადრა გამოჩენა.

აბა თუ გამოიცნობთ ეს რა არის?
ვამტკიცებდი, რომ მთვარე იყო, თუმცა ბოლოს მზე აღმოჩნდა...

- konstantine
- იეტი
- Posts: 1243
- Joined: 23 ივნ 2008, 22:40
- Location: Katitsvera
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა
აბა თუ გამოიცნობთ ეს რა არის?
ვამტკიცებდი, რომ მთვარე იყო, თუმცა ბოლოს მზე აღმოჩნდა...
[/quote]
ისე ხო,
რაღაც მაგრად უცნაურად ანათებდა ეგ ოხერი, რაღა დაგიმალო და მეც მაგ აზრის ვიყავი თავიდან მარა მერე....
ვამტკიცებდი, რომ მთვარე იყო, თუმცა ბოლოს მზე აღმოჩნდა...

ისე ხო,
რაღაც მაგრად უცნაურად ანათებდა ეგ ოხერი, რაღა დაგიმალო და მეც მაგ აზრის ვიყავი თავიდან მარა მერე....
konstantine
'74' '37' '29' '27' '01'
'74' '37' '29' '27' '01'
- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა
სანამ გავაგრძელებ, დავწერ ნესას შემონათვალს:
გამიხარდა კარაველების გაცნობა, აღფრთოვანებული ვარ ექსკურსიით და იმედი მაქვს, რომ კიდევ მრავალ ლაშქრობასა თუ ექსკურსიაზე წავალ მათთან ერთად.
ნესას რეგისტრაცია ჯერ არ არის გააქტიურებული.
ახლა მივწერე გვალვას და იმედია უახლოეს მომავალში თვითონ შესძლებს შთაბეჭდილებების დაწერას
.
მონასტერში ავედით ყველა.
მხოლოდ ანზორი დავტოვეთ ბანაკში.
თითქმის მისულები ვიყავით, რომ უკან, ბანაკში მომიწია დაბრუნება...
როგორც ყოველთვის, შტატივი დამრჩენია
.
ავედი და უკვე ტაძარში იყვნენ ჩვენები.
მერე გარეთ გამოვიშალეთ
ხრუხუნ, ითვლი
?

ჩვენები

ცოტა ქვემოთ ჩავედი, სამოკლეო ბილიკებისკენ.
რა ვქნა, არ მომწონს მიშენებას რომ უკეთებენ
.
იმედია ტაძრის არქიტექტურას შეუხამებენ...

Int3lig3nt wrote:ხრუხუნ, ითვლი?]
Int3lig3nt
უკვე მაოცებ

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა
ARCHIL_i wrote:[
მინდა, აქვე ავღნიშნო, რომ ახალ კარაველი გოგონები საინტერესო და სასურველი მეგზურებიც აღმოჩნდნენ... ელე, თამუნა (ხრუხუნა), ელენე მეორე, ნესა და სხვები... დიდი სიამოვნებით წავიდოდი მათთან ერთად არაერთ ლაშქრობაში, თუ მათაც ექნებათ ამის სურვილი...
[/b]
აბალდუი შენთან ერთად ლაშქრობაში წამოსვლის სურვილი როგორ შეიძლება ადამიანს არ ქონდეს, ასე რომ ველი შემდეგ გასვლას სულმოუთმენლად...
ეს კიდე ახალციხის ღვთისმშობლის ტაძარი..

თამარის ჯვარი..

მგალობლებთან ერტად..

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა
ამ გასვლას, ვფიქრობ ფავორიტები არ აკლდა... ახალ კარაველები იყვნენ თუ შედარებით მოძველებულები, ჩემთვის ყველა იმ დღის ფავორიტად იქცა... სასიამოვნო საზოგადოების შექმნა ჩინებულად შეძლეს...
მარა... სმა არ ყვარებიათ ნამეტნავად... მადლობა ტამუსიასა და ლიკაკოს რომ ეს რთული და მძიმე მისია ნაწილობრივ თავის თავზე აიღეს...
მაგრამ... კარაველი კოლორიტები მაინც აკლდა... ერთი ლამა ან ერთი გობე ან ერთი მონადირე ან ერთი მეორე მონადირე ან ერთი დრუიდი ან ერთი კოტეტბელი და სხვა მისთანები აუცილებლად უნდა იყოს ხოლმე გარეული ლაშქრობაში...
ამის გამო, მე დამებადა იდეა, რომ ჯგუფის შეკრებისას, სამომავლოებში რომ მიმდნარეობს დაგეგმარება, აუცილებლად, კარვების საკითხთან ერთად გადაწყდეს ერთი კარ(ა)ველი კოლორიტის წაყოლა ან წაღება...
აი, მაგალითად ასეთი ფორმით:
1. ჟKLჟL - მოაქვს სამკაციანი კარავი.
2. შEHDFXთ - ორ პარალონს წამოიყოლებს.
3. <M:LK - ერთი კარველი კოლორიტი - 15 კაციანი
და ა.შ.
კარველი კოლორიტის წაღება უნდა მოხდეს იმის მიხედვით, თუ კარვებისა არ იყოს, რამდენ ადამიანს გაუმკლავდება... მაგალითად, ლამა თუ გინდაბატალიონს გააყოლე - ყველას გაუმკლავდება, კოტეტბელი უფრო ლოკალურ წრეებს ირჩევს ხოლმე და ლამასთან შედარებით, მოცვა უფრო მცირე აქვს... გობე - ყოვლისმომცველია, მაგრამ შედარებით ლოკალურ წრეებზე უფრო კონცენტრირებულად ვრცელდება, დრუიდი - მაგას სულ კიდია ყველა და ყველაფერი და ამიტომ ყველაფერს უმკლავდება...
კარვული კოლორიტების გარდა, სასურველია წაღებულ იქნას ორიოდე მომღერალი ან ანსამბლის მცირე ნაწილი სულ ცოტა სამი კაცის შემადგენლობით (I,II,III ხმა), კარავული რეზერვიდან გთავაზობთ ჯნოსის (III ხმა), ლამა (I,II,III ხმა, ყვირილი, ბღავილი, ღრიალი და ა.შ. კომპლექსურია), ჭანდერერი (ოღონდ მას უფრო ელიტარული არეალები მოსწონს და ყველასთან არ მღერის), რჩეულებისათვის გობე (გულნარას არია), ნინო (ჭანდერერიდ მეუღლე-შესანიშნავი ადამიანი და მომრერალი), მელანო (ულამაზესი და უხმილტკბილესი) და ა.შ.
საერთოდაც, ახლა, წერის პროცესში იდეა გამიჩნდა, რომ საიტზე გავაკეთოთ ცალკე თემა "კარვული რესურსების" პონტში - ეს იქნება კოლორიტები, მომღერლები, მაგარი პახოდისტები და ა.შ. და თითოეულ წამსვლელ ჯგუფს შეეძლება შეარჩიოს "კარაველი რესურსებიდან" თავისათვის სასურველი და სთხოვოს წაყოლა ხოლო თუ უარი მიიღოს, უბრალოდადგნენ და წაიღონ ეს კარაველი დანიშნულებისამებრ...
ჩვენს ამ გერგეტულ ექსკურსიას ეს ყველაფერი კი აკლდა, მაგრამ მაინც მშვენივრად გამოვძვერით სიტუაციიდან, უკოლორიტობა რომ არ გვეგრძნო...

ARCHIL_i
აბა მე რა კარაველი ვარ, ამდენი კოლორიტიდან მხოლოდ ლამას ვიცნობ
წარმომიდგენია მათთან ერთად ლაშქრობა რა იქნება..
აბა მე რა კარაველი ვარ, ამდენი კოლორიტიდან მხოლოდ ლამას ვიცნობ

წარმომიდგენია მათთან ერთად ლაშქრობა რა იქნება..
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა
khrukhuna
გული მიგრძნობს, შენც მათ სიაში ხარ პოტენციურად
გული მიგრძნობს, შენც მათ სიაში ხარ პოტენციურად

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!