კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Naia » 21 აგვ 2008, 14:06

Wanderer

რუსებმა დაიწყეს. 6 პოლიციელი მოკლეს და ქართული სოფლები დაარბიეს. ჩვენ კი საარტილერეო ცეცხლით ვუპასუხეთ. ამიტომაც ამბობენ, რომ საქართველომ დაიწყო :(

მაგრამ, ყველაფერი რუსული სცენარის მიხედვით მოხდა. ამას წერს 'ეკონომისტიც'. დავძებნი და ლინკს დავდებ.

პს. რუსეთის მთავრობა მსგავს რაღაცას აპრილში აპირებდა აფხაზეთში მაგრამ ჩვენები არ აყვნენ.

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Jnosy » 21 აგვ 2008, 14:06

Wanderer
შენს საყურადღებოდ
ეს არის ფოტო, რომელიც ურიგდებოდათ რუსულ ნაწილებს ომემდე

სპეციალურად არ დავაპატარავე
სურვილისამებრ შეგიძლიათ დააკოპიროთ და ამობეჭდოთ


Image
Last edited by Jnosy on 21 აგვ 2008, 14:08, edited 2 times in total.
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by navigator » 21 აგვ 2008, 14:07

ხომ აღიარებს ჩვენი მხარეც რომ სულ ახალი დამთავრებული იყო რუსების წვრთნა, ანუ მათი მხრიდან მაქსიმალური მზადყოფნა და მაქსიმალური მომგებიანი დრო იყო.
ასეა თუ ისეა დღეს არ ღირს ამაზე ლაპარაკი, ჯერ არაა ამის დრო.
აცხა ღორებო Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Naia » 21 აგვ 2008, 14:09

Wanderer

აი, ის სტატიაც:

http://www.economist.com/world/europe/d ... d=11920992

ნაწყვეტი ამ სტატიიდან:

With the smoke of battle still in the air, it is impossible to say who actually started it. But, given the scale and promptness of Russia’s response, the script must have been written in Moscow.

ანუ, 'მაშინ როდესაც ჰაერში დენთის კვამლი ტრიალებს, შეუძლებელია თქვა თუ ვინ დაიწყო რეალურად. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის რეაგირების მასშტაბებსა და სისწრაფეს, სცენარი აშკარად მოსკოვში დაიწერა'

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Wanderer » 21 აგვ 2008, 14:17

Naia
მაგრამ, ყველაფერი რუსული სცენარის მიხედვით მოხდა
ხოდა რომ ამბობ, რომ რუსული სცენარი არსებობს, რატომ გამორიცხავ, რომ არსებობს ამერიკული სცენარი, რომელიც ამ რუსულს ითვალისწინებს? :wink: 100%-იანი არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ მგონია, რომ არსებობს. მოკლედ დაველოდოთ და ვნახოთ. დრო გვაჩვენებს.
ანუ, 'მაშინ როდესაც ჰაერში დენთის კვამლი ტრიალებს, შეუძლებელია თქვა თუ ვინ დაიწყო რეალურად. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის რეაგირების მასშტაბებსა და სისწრაფეს, სცენარი აშკარად მოსკოვში დაიწერა'
ამ ომის კი. მაგაზე არ ვდაობ. უბრალოდ ფაქტი ჯიუტია: საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე და რუსეთის ჯარი აქ შემოიჭრა. ჩვენ არ შევჭრილვართ იქით. ამიტომ ომი რუსეთის დაწყებულია.
Last edited by Wanderer on 21 აგვ 2008, 14:19, edited 1 time in total.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by navigator » 21 აგვ 2008, 14:18

Naia
რათ უნდა მაგას ლაპარაკი, ნატოს მინისტერიალზეც კი რომელიც თითქოს ყველაზე მეტად უნდა ყოფილიყო ანტირუსული განწყობის, ზოგადი რეზუმე იყო ასეთი - მართალია საქართველომ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები მაგრამ რუსეთის რეაქცია იყო არაზომიერი, ანუ ცალსახა მხარდაჭერა ჩვენ რეალურად არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციიდან არ მიგვიღია, ის რომ რუსეთს უპირისპირდებიან , არ ნიშნავს რომ საქართველოს აქებენ, მას მერე რაც რუსის ჯარი გავა (ფრომალურად! :( ) ჩვენ ძალიან მძიმე დრო მოგველის. ერთადერთი აშშ ცდილობს დაიკიდოს ყველა კონტექსტი და გატისკოს რუსეთი.
აცხა ღორებო Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Naia » 21 აგვ 2008, 14:19

Wanderer
შეიძლება არსებობდეს ამერიკული სცენარიც. ოღონდ მე რასაც ვუყურებ ყოველდღე, ამერიკელები კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ ომის. სხვანაირად რომ ყოფილიყო, ასე არ მოიქცეოდნენ

ყველა ვარიანტში გეთანხმები რომ ომი რუსების დაგეგმილი იყო. ოღონდ ჩვენ არ უნდა წამოვგებოდით მათ პროვოკაციებს.

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Wanderer » 21 აგვ 2008, 14:37

navigator
ნატოს მინისტერიალზეც კი რომელიც თითქოს ყველაზე მეტად უნდა ყოფილიყო ანტირუსული განწყობის
დიდი ბოდიში. სანამ რუსული ჯარები საქართველოში არიან ნატო ძალიან მკაცრ განცხადებებს ვერ(თუ არ) გააკეთებს. დიპლომატები არიან სვარჩიკები კი არა. :D
მას მერე რაც რუსის ჯარი გავა (ფრომალურად! ) ჩვენ ძალიან მძიმე დრო მოგველის.
მე მგონია, რომ ფორმალურად კი არა ყველანაირად გავა. და მძიმე დრო სხვებს მოელით ჩვენ კი არა. :wink: იმედია ჩემი პროგნოზები გამართლდება....

Naia
მე რასაც ვუყურებ ყოველდღე
მე ისეთი დონის საიდუმლო გეგმაზე ვეჭვობ, რომელიც შენც არ გეცოდინებოდა .....
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by navigator » 21 აგვ 2008, 14:41

Wanderer
ანტიქართული განცხადებები გაკეთდა იქ და ეს სულ სხვა რამაა.
აცხა ღორებო Image

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by navigator » 21 აგვ 2008, 14:42

Wanderer
რას ნიშნავს მთლიანად გავა? სად გავა? უკვე პირდაპირ აცხადებენ რომ არ გავა, ხოლო კონფლიქტის რეგიონებში კიდე უფრო გამაგრდება და დაიზრდება კონტინგენტი და შეიარაღება.
აცხა ღორებო Image

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Wanderer » 21 აგვ 2008, 14:50

navigator
რას ნიშნავს მთლიანად გავა? სად გავა? უკვე პირდაპირ აცხადებენ რომ არ გავა, ხოლო კონფლიქტის რეგიონებში კიდე უფრო გამაგრდება და დაიზრდება კონტინგენტი და შეიარაღება.
იმას ნიშნავს, რომ გავა იქ სადაც იყო აქამდე. ანუ საქართველოს საზღვრებს გარეთ(სამშვიდობოების გარდა). გასაგებია, რომ კონფლიქტური რეგიონებიან კიდევ უფრო გააჯანჯლებენ და გაწელავენ გაყვანას, მაგრამ სხვა ადგილებიდან შედარებით მალე გავა.

თუ მაინც და მაინც დაიჟინებს და არ გავა მაშინ შეიძლება იმისთანა ომი და უბედურება დატრიალდეს, რომ ეს დღეები მოგვენატროს. :( მაგრამ ჩემი აზრით აქამდე საქმე არ მივა. როგორც ერთგან ახსენეს: რუსეთი უკვე გადმოცდა "წითელ ხაზს" და რაც უფრო მეტ ხანს დარჩება ხაზს აქეთ და რაც მეტად იაგრესორებს, მით უფრო დამძიმდება მისი დანაშაული და მით უფრო მწვავე იქნება რეაქცია დასავლეთიდან.

სხვათა შორის ერთი ნამდვილად ქმედითი სამხედრო ხასიათის რეაქცია უკვე არის ამერიკის მხრიდან: იგი აპირებს, რომ საქართველოს გადმოსცეს საჰაერო და ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები. ახალი ამბავია ეს.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by navigator » 21 აგვ 2008, 15:04

Wanderer
სხვათა შორის ერთი ნამდვილად ქმედითი სამხედრო ხასიათის რეაქცია უკვე არის ამერიკის მხრიდან: იგი აპირებს, რომ საქართველოს გადმოსცეს საჰაერო და ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები. ახალი ამბავია ეს.
ეს მხოლოდ პროექტია რომელიც მაკეინმა სენატში შეიტანა ისევე როგორც მილიარდიანი დახმარება, ამას ყველაფერს დამტკიცება უნდა და მერე რეალიზაცია , ეს შეიძლება წლები გაიწელოს და ამასობაში ხალხს უფრო მეტად იმატება იმედგაცრუება და სწორედ ეს უნდა რუსეთს, რუსეთს უნდა რომ ჩვენი ნებით ჩავბარდეთ რომ ხალხში უკმაყოფილება გაიზადროს, ამისი ნიშნები კი სამწუხაროდ არის უკვე დღეს.
აცხა ღორებო Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Gvalva » 21 აგვ 2008, 16:28

ჩემი აზრით სიტუაცია გაიწელა... რა ხდება ფაქტიურად არავინ არ იცის და რაც არ უნდა საშინლად ჟღერდეს ორივე მხარეს უნდა ახალი მსხვერპლი, დასავლეთსაც და რუსეთსაც. ქართველები რუსეთში ტერორისტულ აქტებს გეგმავენო, ვერსია იყო, "ჩეჩნებმა" რომ საცხოვრებელი კორპუსები ააფეთქეს მოსკოვში ესეც საჭირო იყო იმისთვის რომ რუსეთს მიზეზი ქონოდა ჩეჩნეთში ახალი ოპერაციებისთვისო.

ვინ იქნება ნეტავ ეს ახალი მსხვერპლი? რატომ უნდა ვიყოთ ეს მსხვერპლი ჩვენ? რატომ უნდა ვიძახოთ ქართველებს ვერავინ ვერ გაგვტეხს!! უარესებისთვის გაგვიძლიაო?? რას ვუძლებთ და რისთვის?? ომი მიდის ვისი ჯარები იდგეს საქართველოში, რუსეთის თუ ამერიკის?? არც ერთის ჯარს ქართველი ხალხი არ ჭირდება, ორივე თავის ტექნიკას თავის ჯარისკაცებს მოუყვანს და ისინი მოემსახურებიან. გინდა არც ერთი ქართველი აღარ იყოს საქართველოს მიწაზე.

რატო უნდა ვისხდეთ ჩვენ აქ და ველოდოთ დიდი პოლიტიკის განაჩენს?? რატომ არ შეიძლება გავიდეთ და თავი გავარიდოთ ამ ყველაფერს?? ეს ხომ ჩვენ არ გვეხება?? ჩვენ უბრალოდ სასროლი ქვები ვართ. და საქმე საქმეზე რომ მიდგეს, კიდევაც გვეტყვიან, ფილთა თოფით რომ რუსების დამარხებას აპირებდით აბა რა გეგონათო.

ამიხსნას ვინმემ, ხვალ-ზეგ საჩხერეში რომ ხალხი დაიხოცება, რატომ უნდა დაიხოცნენ?? არც ერთ ადამიანს არ ვიცნობ საჩხერეში, ვერავინ ვერ დამაბრალებს რომ ჩემი ტყავი მადარდებს, უბრალოდ ამას არავინ არ ამბობ იმიტომ რომ ქართველები მაგრები ვართ!! და ღმერთმა ნუ ქნას ვინმემ ჩვენი აზრზე მოსვლა შეშინებად ჩაგვითვალოს!!

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by navigator » 21 აგვ 2008, 16:49

Gvalva
და სად უნდა წავიდეთ? როგორ უნდა გავარიდოთ სახლში? მთაში ავიდეთ როგორც რუსები დაგვცინიან თავიანთ ფორუმებზე?
აცხა ღორებო Image

User avatar
khrukhuna
მაწანწალა
Posts: 586
Joined: 16 ივნ 2008, 12:37
Location: tbilisi
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by khrukhuna » 21 აგვ 2008, 17:54

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანის პროცესი რამდენიმე დღეა დაწყებულია, თუმცა ზოგიერთ ქვეყანას ამის დანახვა არ სურს. ამის შესახებ ჟურანლისტებს ლავროვმა განუცხადა, იუწყება "რია ნოვოსტი".


მოდი და თქვი ეხლა ამაზე რამე ნორმალური :shock: :shock:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]