ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by popins » 12 აგვ 2008, 09:31

რა ხდება ხალხო ქალაქში?

ჩემთან სიწყნარეა
lenchiamal

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by ნინი_85 » 12 აგვ 2008, 09:35

popins


ჩემთანაც სიწყნარეა, საპანიკო არაფერი გვჭირს.

თუმცა კი გორიდან გამოხიზნული ჩემი ნათესავები წუხელ კახეთში გაიხიზნენ, ჩემი ოჯახი ადგილზე რჩება.

ყველაფერი კარგად იქნება, უფალი არ გაგვწირავს!
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by perwkli » 12 აგვ 2008, 09:51

სამსახურში დამიბარეს
:roll:
წიპა მოვკვდებით მაგრამ ვიმუშავებთ პათოსით

აიაიაი :(
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by navigator » 12 აგვ 2008, 09:59

maikomaiko
რა სამსახური გაქვს ასეთი?
აცხა ღორებო Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Mta Mkvarebia » 12 აგვ 2008, 10:00

მეც სამსახურში ვარ.
Image

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by navigator » 12 აგვ 2008, 10:08

მე შვებულება მაქვს და მარტო ვარ სახლში, ჩემები სიღნაღში დავტოვე, ვერცერთ საქმეს ვერ ვკიდებ ხელს...
აცხა ღორებო Image

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by popins » 12 აგვ 2008, 10:08

ჰო მეეზოვეებმაც დაგავეს ქუჩები და რავი სიწყნარეა
lenchiamal

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Gvalva » 12 აგვ 2008, 10:53

სალამი ჩემო ფორუმო!

ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში, მაგრამ ეხლა განსაკუთრებით მომენატრეთ :)

ჯერ ომი რომ დაიწყო, ბავშვები ბაკურიანში იყვნენ და მათ ჩამოსაყვანად წავედით მე და ჩემი ძმა.

აქდან გორზე გავიარეთ და ამ სიჩუმემ ვერ დატოვა სანდო შთაბეჭდილება, ამიტომ უკან 4 ცალი 5-დან 11 წლამდე ბავშვი მანდ გამოგვტარებინა არ ვისურვეთ. გადავწყვიტეთ ტაბაწყურზე წამოსვლა.

თანაც ტაბაწყური ხომ მიყვარს...

ორი მანქანა, გოლფ სამი და ჩემი კოპლებიანი ჟიგუ სულ ჯერ-ჯერით ფუჭდებოდა... პირველი დღე ბაკურიანშივე ვტრიალებდით ხელოსნებში. ეს ცალკე ისტორიაა, ასეთი კოლორიტი ხელოსნები თბილისში საძებნელია :) აშოტა უცებ გაერკვა რატო იყო გოლფში მთავარი დენი დაკარგული და ორი ცდით გააკეთა. პირველი ცდით დო პარიჟა გაგვაგზავნა მაგრამ 2 კმ მეტად პარჟს ვერ მივუახლოვდით, მეორე ცდით კი ჯერაც დავდივართ :)

იმ დღეს პარიზამდე წასვლა არ ვარჩიეთ და ისევ ბაკურიანში დავრჩით...

მეორე დილას ადრე დავადექით ცხრაწყაროს გზას... ამ მოგზაურობას შეიძლება ეწოდოს, "გაჭირვება მანახე და სილამაზეს განახებო!"

ჩვენდა ბედად, უღელტეხილზე ნისლი არ იყო, მშვენივრად გადმოვედით... გზაში აღმოვაჩინე რომ თუ ინერვიულებ და სურათებს არ გადაიღებ ამით დაბომბვის შანსი არაფრით არ შემცირდება, თანაც ტაბაწყური ისეთი იყო თვალს ვერ მოწყვეტდი! მოკლედ, საქმე იქამდე მივიდა რომ ვერ გავიხსენე ამ მოგზაურობაში რომ მოვდიოდი ფოტოაპარატი რატომ არ წამოვიღე :)

გზა იყო გრუნტის რახ-რახა, ისეთი დაბრკოლება არსად არ იყო რომ დაბალი პასადკის მანქანას ვერ გადაელახა, მაგრამ 20კმ სთ-ზე ჩქარა ვერ მივდიოდით, გზაში ხან საბურავი გვეშვებოდა, პეიზაჟებით ტკბობით უკანა მანქანის ჩამორჩენას ვერ ვამჩნევდით და მერე უკან ვბრუნდებოდით საძებნელად ასეთი ყოფით გავიარეთ ტაბაწყური წალკის მონაკვეთი, რომელიც სრულიად უკაცრიელია...

აქამდე ხომ მოგიყვანეთ, ეხლა მომხედეო, თქვა ჩვენმა ჟიგუმ და რაღაც ნაწილი მოტყდა... სანამ ჩვენ გავერკვეოდით რა მოხდა, გვერდით ფეხბურთის მოედნიდან 16-იოდე წლის შავი-შავი-ნახშირი სომხის ბიჭი საქმიანი ნაბიჯით გამოემართა... და მგონი ეგრევე ჩვენი მანქანის ქვეშ შეძვრა, მერე სხვებიც მოვიდნენ და ისინიც შეძვრნენ, მერე ბევრი ილაპარაკეს სომხურად, მერე ერთმა მეორე სადღაც გააგზავნა, მალე ამ მეორემ ის კლუჩი მოიტანა რომელიც ჩვენ არ გვქონდა, მერე ამ ერთმა სადღაც რეკვა დაიწყო, მერე ხელოსანი მოვიდა, მერე იმის სახელოსნოში წავედით, მერე დიდხანს ვასვარკეთ რაღაც დეტალი მაგრამ გვერდით სინათლის ბოძზე რომ ბუდე ქონდა ის აისტი მაინც არ მოფრინდა, მერე მე ვუთხარი შტობ ვაში პრობლემი ტოჯე ვოტ ტაკ ლეგკო რეშალის კაკ ვი რეშილი ნაში მეთქი და წამოვედით...

გამოვედით თუ არა, ახლა წალკის წყალსაცავი გადაიშალა, მერე დიდხანს ვარჩევდით მანგლისით წამოვსულიყავით თუ თეთრიწყაროთი, ბოლოს თეთრიწყარო ვარჩიეთ...

თეთრიწყაროს ასფალტამდე რომ მივაღწიეთ გვეგონა ომიც დამთავრდა, ტანჯვაც და ამის შემდეგ მხოლოდ სამოთხე იქნებოდა...

11.30-ზე სახლში მოსულებმა როგორც იქნა შვებით ამოვისუნთქეთ და დავიძინეთ რომ დილით თითქოს გონგს შემოკრესო "ბუმ!" გავიგონეთ... გაგვახსენდა რომ ისევ ომში ვიყავით და ვთქვით, რა კარგი იყო ტაბაწყურზე პროფილაქტიკებშიო...

მერე კომპის ჩართვა ვცადე და მივხვდი რომ ჩემი კონდენსატორების დაბერვას სწორედ ეხლა მიეღწია ზღვრული მნიშვნელობისთვის კომპი აღარ ირთვებოდა...

მერე იყო წუხანდელი პანიკა და პე-პე-ადინ მზადყოფნა, მაგრამ ის ვერ გავიგე სტარტის ნიშანს ვინ და რა სახით მოგვცემდა და ამიტომ არსად გავქცეულვართ თორემ ვინ იცის ოლიმპიური რეკორდიც მოგვეხსნა...

მოკლედ, ეხლა ეს-ესაა დავბრუნდი ინტერნეტში...

მივიხედ-მოვიხედავ და ისევ აქ მოვალ

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by ARCHILI » 12 აგვ 2008, 11:01

Gvalva



სანამ დიდი ადმინის ლოცვა-კურთხევა გვაქვს... მანამდე ცაზე მზე და გარშემო ცისარტყელები იქნება...

:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:


User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Naia » 12 აგვ 2008, 11:03

Gvalva
ლელ, ეს რა ამბები გადაგხდენია. მადლობა ღმერთს მშვიდობიანად ჩამოხვედით.

დილა მშვიდობისა ხალხო. მე სამსახურში ვარ და ჩემი საელჩოც სრული დატვირთვით მუშაობს თავის ამერიკულ-ქართული კონტიგენტით. ერთი ესაა პროფილი შეცვალეთ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე გადავდივართ :)

მშვიდობას გისურვებთ ყველას. იმედია ამდენი მსხვერპლი და ნერვიულობა ტყუილად არ ჩაივლის და ამ ფაქტს აუცილებლად მოყვება პრაქტიკული შედეგი

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Mta Mkvarebia » 12 აგვ 2008, 11:06

Gvalva
ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება. იმდია იგივე ფრაზას ამ არეულობის დასრულების შემცდეგაც ვიტყვით. მე მჯერა ამის :)
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Mta Mkvarebia » 12 აგვ 2008, 11:09

აქციაზე ხომ მოდიხართ?
Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Gvalva » 12 აგვ 2008, 11:12

მე რასაც თვალი მოვკარი და ანალიზი გავუკეთე ისაა რომ ნავთობის ფასი დაეცა, რუსეთის წინააღმდეგ ეგ ყველაზე ბასრი იარაღია!

როგორც ნავთობის ფასს დაწევ რუსეთი იქ დადგება სადამდეც მისულია.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Archil » 12 აგვ 2008, 11:14

Gvalva wrote:მე რასაც თვალი მოვკარი და ანალიზი გავუკეთე ისაა რომ ნავთობის ფასი დაეცა, რუსეთის წინააღმდეგ ეგ ყველაზე ბასრი იარაღია!

როგორც ნავთობის ფასს დაწევ რუსეთი იქ დადგება სადამდეც მისულია.
ჩვენ მაგისი საერთოდ წასვლა გვინდა და არა სადმე დადგომა..

რუსეთს საქართველოში არ უნდა დაედგომობოდეს

მაგრამ ეს როგორ ვქნათ, ეგ კარგად მოსაფიქრებელია....
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by perwkli » 12 აგვ 2008, 11:19

navigator


არაფერი განსაკუთრებული :lol:

ჯასთ ტრუდაგოლიკი უფროსი :roll:
მარა შუაგზაში დამირეკეს კიარადა დავურეკე და სასტავი დავიშალეთ და სახლებში წამოვედით




ხალხ

იმარაგებთ რამეს?
წერან მაღაზიაში ისეთი ამბავი იყო :roll:
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]