ბოდიშს ვიხდი, აქამდე რომ არ დავწერე არაფერი. როგორც ყველას, მეც რთული დღეები მაქვს.
არასდროს არ ვყოფილვარ ასეთი დაბოღმილი.
ბოღმა ყელში მაწვება და მახრჩობს.
საშინელებაა, უსუსურად რომ გრძნობ თავს და არავის იმედიც არ გაქვს.
დღეს განსაკუთრებით, მოროდიორობის ფაქტები რომ გავიგე, უკიდურესად ავითხარე ნერვებზე. ტემპერატურამაც ამიწია.
namcecuna
nusa
tiko_r
Naia
Archil
Mta Mkvarebia
paata_
likakoo
გმადლობთ, გულთბილი დახვედრისთვის. გმირობაზე რა მოგახსენოთ, ჩემი მხრიდან უფრო სიგიჟე იყო.
ამ გოგონებს კი შეგიძლიათ თავისუფლად უწოდოთ გმირები, არანაირი შიში და პანიკა არ ყოფილა მათ შორის.
პირიქით, აქეთ მამხნევებდნენ

.
განსაკუთრებული მადლობა
bususa-ს. მალიმალ გვეხმიანებოდა და ჩვენზე მეტად ის ნერვიულობდა

.
ახლა თითქოს მოვედი წერის ხასიათზე და დავწერ ნელ-ნელა.
დაგეგმვა და მზადება
”განიავებული” შვებულების ბოლოს (ანუ 2 კვირა ვერ გამოვიყენე და ვერსად ვერ წავედი ხუთიოდე დღით. თუშეთი და სვანეთი მქონდა გეგმაში) გადავწყვიტე რამე 3 დღიანი მაინც გამეკეთებინა.
მთაშენკას პოსტი ვნახე რაჭის თემაში მრავალძალზე და დამაინტერესა.
შემდეგ უძირო ტბა მომინდა, მაგრამ როგორც ნიკამ მითხრა, ვერ მოასწრებთ 3 დღეში ფეხითო.
მამისონის უღელტეხილიც გამოვრიცხე.
საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ყაზბეგისკენ წავსულიყავი და თრუსოს ხეობაც მენახა.
ვნახე თემები თრუსოს ხეობაზე და გადვირიე, რა ლამაზი ყოფილა.
გავაცანი მეგობრებს გეგმა და თითქოს შევთანხმდით კიდეც.
მსურველები ბევრნი არ აღმოჩნდნენ. პრინციპში თემაც კი არ გამიხსნია, გვიან გადავწყვიტე მარშრუტი და არასერიოზული იქნებოდა თემის გახსნა და ხალხის მიწვევა.
თან ლარსი იყო დაგეგმილი და ბევრი არც ისურვებდა ჩემთან წამოსვლას.
მოკლედ, 4 შევგროვდით. მე, ალექსა, პოკაჰონტასი და ჩემი შორენა.
გამგზავრების წინა ღამეს, ქვეყანაში სიტუაცია დაიძაბა.
ოსებმა ქართული სოფლები დაბომბეს და ჩვენი მთავრობაც რაღაცას აპირებდა.
შორენა შემეხმიანა, იქნებ რაჭისკენ წავიდეთ, თრუსოს ხეობის ბოლო ხომ ოსეთისკენ არისო.
გადავრეკე ეკა-შიკოლადთანაც, რომელსაც რაჭაში წასვლა უნდოდა და დამთანხმდა წინადადებაზე, თან მეგობრის, სერგის წამოყვანაც მოისურვა.
პოკაჰონტასსაც გაუხარდა, რაჭა მირჩევნიაო.
ერთი ალექსა დამრჩა ცოტა უკმაყოფილო, მაგრამ გოგონების ნებას დაჰყვა.
დავურეკე ჟნოსის და ვთხოვე, რომ რაიმე საინტერესო მარშრუტი შემოეთავაზებინა. რაღაცეები მითხრა, მაგრამ 3 დღეში ვერ ვეტეოდი.
დავბრუნდი სახლში. გადავრეკე ძმაკაცის რაჭველ სიძესთან და მშვენიერი მარშრუტი მომიხაზა: ცხრაჯვარი - შაორი - ნიკორწმინდა - საყინულე - უდაბნო - ამბროლაური.
დავჯექი კომპიუტერთან და გავიგე, რომ ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბულიყო.
როგორც ფორუმში წერდნენ, ჩვენები უკვე ცხინვალს უტევდნენ.
გამიხარდა, როგორც იქნა გვეშველა, ამდენი უშედეგო მოლაპარაკების მერე, ქმედებაზე გადავიდნენ-თქო.
გავიგე ისიც, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო, თამარსაც ჩაუშლია რაჭის ექსკურსია.
ერთი პირი კი ვიფიქრე, იქნებ ჯობია დავრჩე-თქო, მაგრამ ამ ინფორმაციებისგან გარიდება ვარჩიე.
ღამის 4 საათამდე ვიჯექი ფორუმში და ვერ ვეშვებოდი.
ზოგი რას წერდა და ზოგი რას... ვკითხულობდი მოპოვებულ ინფორმაციებს და ხან მიხაროდა, ხან მწყინდა.
დავიძაბე, ნერვებზე მოვიშალე და საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ გაცლა ჯობდა.
იმედია, სანამ დავბრუნდები, მანამდე დასრულდება-ყველაფერი-თქო.
(რას წარმოვიდგენდი, რომ ერთ-ორ დღეში უინფორმაციობა დამტანჯავდა)
უი ხო, კიდევ რაღაც გამომრჩა.
მარიტა (მირანდას დაიკო) ჩაწერილი იყო თამარის ექსკურსიაზე და ჩაშლის გამო, გულდაწყვეტილი იყო.
მე შევთავაზე, ჩვენთან ერთად წამოსულიყო.
სამწუხაროდ საძილე და პარალონი არ აღმოაჩნდა და ვუთხარი, რომ სქელი ”ადიელა” წამოეღო.
მაინც ზაფხულია და გოგონებთან ერთად როგორმე მოთავსდებოდა.
ე.ი. შევგროვდით შვიდნი: მე, ალექსი, პოკაჰონტასი, შორენა, მარიტა, ეკა-შიკოლადი და სერგი.
ორი სამადგილიანი კარავი გვქონდა. ერთში სამი ბიჭი დავიძინებდით და მეორეში 4 გოგონა.
მაღვიძარა 7 საათზე დავაყენე და მშვიდობიანი დილის იმედით დავიძინე.
ახლა რამდენიმე სურათსაც დავამატებ.
მანამდე კი როგორც ყოველთვის, ამ ლაშქრობის ფავორიტებს დავასახელებ.
3. ალექსი
ადამიანი, რომლის იმედიც ყოველთვის მაქვს და ბოლომდე ვენდობი ყველაფერში.
2. მარიტა
მარიტას წყალობით ამ ლაშქრობის ღამეებმა ყველასთვის საინტერესოდ ჩაიარა

.
თვითონაც საინტერესო ადამიანი ჩანს და ვიმედოვნებ, ხშირად ივლის ჩვენთან ერთად.
1. ეკა-შიკოლადი
ეკასთვის ამ ლაშქრობაზე პატარა სიურპრიზი მქონდა გამზადებული.
ამას მოგვიანებით გაიგებთ

.