შაბათს შატილის ქავციხეებში გავინავარდე და ერთ-ერთი ბანიდან ჩამოხტომისას არასწორად დავხტი

. გვიან საღამოს, ვახშმობისას ვიგრძენი რომ ვერც ქუსლს, ვერც ტერფს ვერ ვადგამდი მიწას და საერთოდ, კარვამდე მისატანი გავხდი. მთელი საღამო ვამბობდი, ალბათ იმიტომ დავისაჯე, აკრძალულ სალოცავს რამოდენიმე მეტრით მივუახლოვდი თქო.. ქეთიმ, ჩემმა მეგობარმა, ნუ გეშინია მოგარჩენო, და მეზობელს კარაქი სთხოვა. ქალბატონმა ციცომ (მგონი ასე ერქვა) ჯიხვის მუცლის ქონი გამოგვიტანა.
ტკივილი იყო აუტანელი. ქეთიმ, ნაღრძობი არ არის, ძარღვი გაქვს დაჭიმულიო, ქონის რაღაც რაოდენობა შემაზილა კოჭის ირგვლივ, მერე ცელოფანი შემომახვია, მერე ბამბა და ბოლოს დაფიქსირებისთვის, ელასტიური ბინტით შემფუთა.
მთელი ღამე მეორე დღეზე ვფიქრობდი, როგორ არ გაუმართლათ ჩემს მეგობრებს ჩემთან ერთად წამოსვლა, რა უიკენდი გავუფუჭე-თქო. უჩემოდ ფეხს არსად გაადგამდნენ. ანდა ასეთი ფეხით, თბილისამდე მანქანაში როგორ უნდა გამეძლო... თუმცა ქეთი მამშვიდებდა, ნახავ ხვალ როგორ იქნებიო...
მთელი ღამე წვიმდა, კარავში ალაგ-ალაგ წვიმა იპარებოდა, გარეთ ძაღლები დარბოდნენ და მე მეორე დღეზე ვფიქრობდი როცა მეღვიძებოდა...
მეორე დღეს ფეხი არ მტკიოდა. ძარღვ მოლბა.
საველე მედიცინამ ჩემდა გასაოცრად გაამართლა
