წმინდა პეტრეს მთა, ავჭალის ეკლესიები და თბილისის ზღვა

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა პეტრეს მთა, ავჭალის ეკლესიები და თბილისის ზღვა

Post by ნინი_85 » 05 აგვ 2008, 11:57

1. რეგიონი:
თბილისი

2. მარშუტის დასახელება:
წმინდა პეტრეს მთა, ავჭალის ეკლესიები და თბილისის ზღვა

3. ხანგრძლივობა:
ნახევარი დღე

4. სირთულე:
მარტივი, ფრაგმენტულად საშუალო.

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
7.40 ლარი.

6. მონაწილეთა რაოდენობა
3

7. ორგანიზატორი
ნინი_85

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
თბილისი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
დავაზუსტებ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
2-3 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
წმინდა პეტრეს მთა და ეკლესია, ავჭალის წმინდა ქეთევანის ეკლესია, იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის დედათა მონასტერი, თბილისის ზღვა, მის თავზე მდებარე წერეთლის ქანდაკებები და ეკლესია.

12. საბანაკე ადგილები:
არ საჭიროებს

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
წყაროები: წმინდა პეტრეს მთაზე, წმინდა ქეთევანის ეკლესიაში, დედატა მონასტერში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მოხერხებული ფეხსაცმელი, საწვიმარი, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, ქუდი

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
ნებისმიერ დროს შეიძლება ასვლა

16. რისკები, საფრთხეები:
არ არსებობს

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლის ფარგლებში ინახოს:
დავამატებ

18. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
უახლოეს მომავალში დავამატებთ.

19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
არ საჭიროებს

20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
არ შეგვიფასებია გზად, შთაბეჭდილებებში გამოჩნდება.
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა პეტრეს მთა, ავჭალის ეკლესიები და თბილისის ზღვა

Post by ნინი_85 » 05 აგვ 2008, 12:16

გასვლის იდეა ეკუთვნის კიკის, რაზეს პირველ რიგში დიდი მადლობა მას :)

წავედით:
1.ინტელიგენტი
2. ნინი_85
3. კიკი


ყველაფერი 2 დღით ადრე დაიგეგმა.
გასლის დრო: დილის 7 საათი
შეხვედრის ადგილი: სარაჯიშვილის მეტროს ამოსასვლელი.


დილით 5:30 ზე ავდექი და ნახევარ საათში სახლიდან გამოვედი, თუმცა გზაში მივხვდი, რომ ტელი დამრჩა და უკან აბრუნება მომიწია, დილით რა თქმა უნდა მარშუტკები არ იყო. ამიტომ ისევ ტაქსით უნდა მესარგებლა, მეტრომდე რომ დაჰყავს მგზავრები 30 თეთრად.

გაჩერებიდან ხმა მომესმა: მეტროსთან მიდიხარ დაიკო?
კი, თავი დავუქნიე და ფეხს ავუჩქარე, ორი მგზავრი უკვე იყო, ასაკოვანი მოხუცები, მესამე მე და ცოტა ხანში მეოთხე მოხუციც შემოგვიერთდა.

მანქანა დაიძრა და მუსიკაც ჩაირთო: უუ, ლალალა, აი ლავ იუ ბეიბე, უუ, ლალალა, დონთ ლივ მი ბეიბე და მისთანები, გაოცებულმა გადავხედე საზოგადოებაზე, აშკარად შეუფერებელი იყო, მაგრამ მძღოლს ალბათ სულ არ აწუხებდა, ხოდა მეტრომდე სულ ბეიბე ბეიბეთი ჩავედით :D

დღის საინტერესო დასაწყისა გავიფიქრე და აღმოვაჩინე რომ სტუდბილეთს ვერ ვპოულობდი, თუმცა ძველი მქონდა და ჩემდა გასაკვირად გაჭრა.
ჩავედი, მაგრა მატარებელმა გამასწრო, ამ დროს კი კიკიმ დამირეკა, სად ხარ უკვე მოვედიო, დრო კი 06:55 იყო. ვაა, კიკი გაპუნქტუალებულა :D

მივედი, ყველანი ადგილზე იყვნენ:

Image

ავჭალის მარშუტკაში ავედით და დავიძარით. გზები გაუკეთებიათ, თუმცა ბოლომდე არა. პირველად წმინდა ქეთევანის ეკლესიასთან მივედით, დაკეტილი დაგვხვდა:

Image

შემდეგ დედათა მონასტერთაც, ისიც არ იყო ღია:

Image

Image

გადავწყვიტეთ წმინდა პეტრეს მტას შევდგომოდით, გზად ადგილობრვება გვითხრეს, ტრასიდან აუყევით და მერე ბილიკებიაო.

Image

Image

Image

Image

კიკი ჩამკეტი იყო:

Image

ინტელა წინამძღოლი:

Image

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა პეტრეს მთა, ავჭალის ეკლესიები და თბილისის ზღვა

Post by ნინი_85 » 05 აგვ 2008, 17:38

გზად რამდენჯერმე შევისვენეთ. ერთ-ერთი შესვენებისას ინტელამ საინტერესო ობიექტი აღმოაჩინა:

Image

Image

Image

Image


საინტერესო ობიექტი აღმოჩნდა აწ უკვე საკმოდ ცნობილი ნემსიყლაპია, რომელმაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა არამარტო კარავზე არამად ბოკეზე, სადაც საუკეთესო ფოტოდ აღიარეს, მაშ :wink:

კიდევ ერთხელ გილოცავ ინტელ, მართლა კაი ნამუშევარია :)

Image

მე ნეტში აღარ ვიქნები, ალბათ შაბათამდე, ამიტომ ინტელ შენ გააგრძელე თხრობა და ფოტოების დადება :wink:

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
წმინდა პეტრეს მთა, ავჭალის ეკლესიები და თბილისის ზღვა

Post by Int3lig3nt » 05 აგვ 2008, 17:53

პატარა კორექტივა მინდა შევიტანო ნინის ტექსტში.

საუბარია ამ ფოტოზე:

Image

რომელიც არ უღიარებიათ საუკეთესო ფოტოდ.
უბრალოდ საუკეთესო ნაშრომთა კოლექციაში შევიდა.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]