ეს თემა იმისთვის გავხსენი რომ კიდევ ერთი რამ გთხოვოთ.
ძალიან კარგი იქნება თუ გასვლას დაურთავთ რუკას, რომ შედარებით უცნობი გასვლების შემთხვევაში ნათელი გახდეს ფეხით გასავლელი მარშუტი.
თუ გასვლა ცნობილ ადგილას იგეგმება, ქუთაისი, შიო მღვიმე, ამაზე ნუ იწვალებთ, მაგრამ როცა ლაშქრობა 10-15 კმ ტყის ბილიკს მოიცავს რელიეფის და ადგილის სანახავად კარგი იქნებოდა რუკის დადება.
მერე ეს რუკა ლაშქრობის აღწერაშიც გადავა პირდაპირ და ორი საქმე ერთდროულად გაკეთდება.
როგორ ვიპოვოთ იმ ადგილის შესაბამისი რუკა, სადაც ვგემავთ გასვლას?
მე ამ ბმულს შემოგთავაზებთ http://www.geoland.ge/en/ რომლიდანაც ასეთ დაყოფაზე გადახვალთ და აირჩევთ იმ კვადრატს, რომელშიც გეგმავთ გასვლას.

მაგ. ლაგოდეხის ჩანჩქერისთვის არაა საჭირო თბილისდან ლაგოდეხამდე გზის მითითება, აიღეთ მხოლოდ ფეხით სასიარული ადგილის ფრაგმენტი და ფოტოშოპში ან რაიმე გრაფიკულ რედაქტორში დავარაუდო მარშუტი დაიტანეთ ფერადი ხაზით.
მე მგონი ამას ისედაც ყველა აკეთებს და ბარემ საიტზეც დავდოთ.
შემდეგ ეს ფრაგმენტი შეგიძლიათ მიიტანოთ ფოტო სამყაროში და დაბეჭდოთ როგორც ფოტოსურათი. რუკა ლაშქრობაში თან გექნებათ.

მოკლედ, რამდენ კურდღელს ვიჭერთ ვერც კი ვითვლი
