სვანეთობა 2008

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთობა 2008

Post by ARCHILI » 01 აგვ 2008, 18:03

Mta Mkvarebia wrote:namcecuna
nusa
ჰოო, ლენჯერს და ლატალს უნახავს როგორ დატოვებდით. მაშინ მაგ მოღალატეები უნდა წასულიყვნენ სხვა დროს მანდ (ლამას ნათესაობაში რომ დაყავდიტთ თუნდაც იმ დღეებში :lol: ) ისე აბალდუი, როდის აქეთ გაწარმართდა, მაგ ეკლესიების ნახვაზე რომ უარი თქვა? :roll:

მთაო, ნანახი მქონდა უკვე შარშან და ახლა რაიმე სიახლეც მინდოდფა, გადავწყვიტე სვანეთში ყოველ წასვლაზე რაღაც ახალიც დავუმატო...

ახლა, მაგალითად ჩამოსვლის შემდეგ ახლებურად შევიმუშავე ტური სვანეთში და ძველებს ასჯერ ჯობია, შემდეგ წასვლაზე ასეც წავალ...

და ა.შ.

მიმიხვდით, გეთაყვა?...

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
სვანეთობა 2008

Post by Ninukala » 01 აგვ 2008, 18:16

ARCHIL_i
იქითა წელს მამილო მოვდივარ ;)
უკვე ჩამწერე სიაში :)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
სვანეთობა 2008

Post by Tamusia » 01 აგვ 2008, 18:53

და კიდევ, რომ ჩამოვიდნენ, თაიგული ჩამომიტანეს ყვითელ, თეთრ და მწვანე ფერებში. სამაგიეროდ მე მათ ვახშამი დავახვედრე.

ჭირი-იქა,
ლხინი-აქა,
ქატო-იქა,
ფქვილი-აქა.
თბილისი-იქა,
სვანეთი-აქა.

ოღონდ, ეს იმ დღის დასასრული
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
სვანეთობა 2008

Post by bela » 02 აგვ 2008, 04:37

ქურაში, ფხოტრერი

ხომ იცით, რომ სვანეთში ყველა ეკლესია დაკეტილია. დღისითაც და ღამითაც. ვერ გაიგებ, იქ შესვლის უფლებას ერთმანეთს არ აძლევენ, თუ ჩვენნაირ დამთვალიერებელს უფრთხიან. ალბათ უფრო კომუნისტების დროიდან ფრთხილობენ, როცა სვანეთში დიდ-პატარა თამარისდროინდელ განძს დაეძებდა...

ფაქტია, სოფელში რომ შეხვალ, სადაც მე-10-11-12 საუკუნის ფრესკებიანი ტაძრებია და დაახლოებით ამავე საუკუნის სახარებათა ხელნაწერები, ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ გასაღები მოიპოვო და ეკლესიაში შეხვიდე. ამისათვის ან ვინმე სვანი უნდა გახლდეს, ანდა სოფლის რომელმე მკვიდრს მოეწონო ძალიან და რატომღაც.

ქურაშის წმინდა გიორგის ეკლესიის გასაღები ხორგუანებს აქვთ, სწორედ იმათ, ვის ოჯახშიც დავპურდით და დავისვენეთ.
ეკლესია, რა, სვანეთში ყველა ეკლესია ბაზილიკაა, ერთნავიანი, ანდა სამნავიანი. მაგრამ შეხვალ შიგნით და შტერდები. ჰოდა, ქურაშის ჯგრაგშიც გავშტერდით:
საკურთხეველში, ხის პატარა ყუთში, მე-12 საუკუნის ხელნაწერი სახარება დევს.

საერთოდ, ჩვენი წინაპრები სახარებებს იმიტომ წერდნენ, რომ წირვის დროს წაეკითხათ. დღეს განა ვინმეს უკვირს ეკლესიაში ამბიონზე გადაშლილი სახარება? ასე იყო მაშინაც, არსებობდნენ გადამწერლები, მინიატურების მხატვრები, ყდის მოჭედვის ოსტატები... ჰოდა, სვანეთი თქვენ რა გგონიათ, რაც ბარში ხდებოდა, იგივე მეორდებოდა იქაც, ოღონდ, რატომღაც სვანეთის ეკლესიებში დრო გაჩერდა და ისევ მე-11-12 საუკუნეებია. რატომ მოხდა ასე, ამას აბა, მე როგორ გიპასუხებთ, მხოლოდ იმას გეტყვით., რომ ქურაშის ეკლესიაში ის სახარება ინახება, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილს აქვს მოხსენიებული და რომელიც დღემდე შეუსწავლელია.
და მთელი 9 საუკუნე კარგად რომ ინახება, ამაში ხომ ეჭვი არ გეპარებათ!
იქ არის და ხელსაც ვერავინ ახლებს! ერთი ეგაა, რამდენიმე უსულგულო ადამიანს, თუ ვაი მეცნიერს, მისთვის რამდენიმე ადგილას გვერდები ამოუჭრია, (შესასწავლად ვითომ?) და ეს დანით ისე კოხტად გაუკეთებია, ეჭვი არ შეგეპარებათ, ამ ფურცლის მიხედვით გამოკვლევასაც ასევე ლაზათიანად დაწერდა და იქნებ დისერტაციაც დაეცვა?!

ბიჭები გალობდნენ, მე-12 საუკუნის ხელნაწერი კი იდო და სიმშვიდეს აფრქვევდა.

ფხოტრერიც ეცერის თემის სოფელია. ლამა ამბობს, ფხტრერი თქვი, `ო~-ს ნუ უმატებო. მაგრამ მესტიის მუზეუმში, ბატკა ნავერიანის ხეში ნაკვეთ კარს აშკარად `ფხოტრერის ეკლესიის ასლიო~, ასე აწერია.
ეს ტაძარი მე-9 საუკუნისაა, მთავარანგელოზთა სახელობის და ხეში ნაკვეთი კარი, რომელიც მე-10 საუკუნით თარიღდება და რომელზეც მთავარანგელოზები არიან ამოკვეთილნი, ხელუხლებლად დაგხვდებათ დღესაც.

ჰოდა, ჯერ ამ კარის დანახვა შეგაშფოთებთ, ხელს შეახებთ, მერე ტუჩსაც, და მერე თავსაც მიადებთ. მერე ეკლესიაში შეხვალთ. თუკი სვანი, ან სვენეთზე შეყარებული ვინმე გახლავთ თან, ამ ეკლესიასაც გაგიხსნიან. ფრესკები აქ უკეთესადაა შენახული, ვიდრე ქურაში. ხეზე დაწერილი მათავარანგელოზთა უზარმაზარი ხატიც დაგხვდებათ და ჰოი, ღმერთო, მაღალო! სახარებაც.

უბრალო ამბავია, ჩვენი წინაპრები სახარებებს იმიტომ წერდნენ, რომ წირვის დროს წაეკითხათ. დღეს განა ვინმეს უკვირს ეკლესიაში ამბიონზე გადაშლილი სახარება? ასე იყო მაშინაც, არსებობდნენ გადამწერლები, მინიატურების მხატვრები, ყდის მოჭედვის ოსტატები...

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მაინც რა ხდება? იკითხავთ, რადგან რაღაცნაირ უხერხულობას გრძნობთ ამდენი ხელნაწერი სახარებების ხილვით, არა?
მაპატიეთ და რაშია საქმე? რამე უცნაურობას ხედავთ იმაში, რომ სახარება ეკლესიაში დევს?
აჰ, საუკუნეები?
და თუ მეტი არაფერი, მაშინ ილოცეთ, ანდა იგალობეთ, თუ ამის ნიჭი გაქვთ, საუკუნეებზე ფიქრი კი სვანებს დაუტოვეთ. ხომ ხედავთ, რომ იქ დრო სულ სხვანაირად გადის.


სვანეთში მერამდენედ ვიყავი, აღარც მახსოვს და ყოველი იქ ჩასვლა ჩემთვის ნამდვილი დღესასწაულია, მაგრამ ის ბედნიერება, რაც ამ ზაფხულს განვიცადე, ყველა სხვა ემოციას ჩრდილავს. და ეს იმიტომ, რომ ყოველ ტაძარში, ლაშქრობისას, გზაში თუ სახლში, ჩვენთან ერთად `თამარიონი~ იყო და მათი გალობა და სიმღერა მუდამ თან გვახლდა.
სხვანაირად სვანეთი ვეღარ წარმომიდგენია.
და მთელი ეს დღეები, როცა ვზივარ და ამ პოსტებს ვწერ, სწორედ მათი სიმღერა ჩამესმის ყურში და ჩემს `სვანურ დღიურებსაც~ მათ ვუძღვნი:
ჯნოსს, ამირანს, მორჩას, ლამას...

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
სვანეთობა 2008

Post by bela » 02 აგვ 2008, 05:44

შვიშტოკები და ფუქსავატები

ნეტავ `უაზები~ რომ არ ყოფილლიყო, ჩვენისთანები სვანეთში გადადგილებას როგორ შეძლებდნენ?
ეცერიდან მესტიამდე რამდენი კილომეტრია, არ ვიცი, და საერტოდ, რატომ გაინტერესებთ ეს მანძილები და საათები?
მიდით, გაუდექით გზას და დაილევა ბოლოს, აბა რას იზამს?
თუმცა იმ დღეს, მონადირე და სერგიკუნა რომ `უაზის~ საზურავზე ისხდნენ, საკუთარ ცხვირ-პირზე აშკარად მანძილსაც გრძნობდნენ და დროსაც. კი ისხდნენ და... რამდენჯერმე გავაჩერეთ და, ვსხედვართო, რა...
იმ დღეს აბალდიუს 37 და 5 ხაზი ჰქონდა ტემპერატურა, მაგრამ ფხოტრერის მთავარანგელოზის ეკლესიის მოლოცვის მერე მგონი აღარც გვიკითხავს როგორ ხარო. იყო რა, ხომ იყო და...

მესტია რომ გამოჩნდა, მორჩაძემ თქვა, აუ, მომენატრა მესტია, ასე მგონია სახლში ვბრუნდებიო.

სახლში კი _ აივანზე დაწოლა თავიდან ვითიბიმ მოითხოვა, ოთახში ჰაერი არ არისო. ოთახი სამი იყო, აქედან ჩვენ ორი გვეკუთვნოდა, ორშიც იმ სახლის მდგმურები ცხოვრობდნენ_ ნონა და მისი ქალიშვილები. მათ სახელებს მე ნუ მკითხავთ, ბიჭებს ეცოდინებათ, ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ ცოცხი ძლივს ვიპოვე, აქანდაზი კი ფაქტობრივად არ არსებობდა. ეზოში წყალს გასასვლელი არ ჰქონდა და იქვე, კიბესთან გუბდებოდა. თამუსიამ ჰკითხათ, ნიჩაბი ან თოხი ხომ არაფერი გაქვთ, წყალს გასასვლელს გავუკეთებო. ეს ერთი დღის წინ ჩასულმა თამუსიამ ჰკითხათ! გოგებმა ისე შეჰხედეს, თითქოს ნიჩბის გამოჭედვა მოსთხოვეს. მოათვალიერა თამუსიამ ეზო, მაგრამ რომ არაფერი ნახა, ჩაიქნია ხელი. და გუბდებოდა წყალიიი და ვხტებოდით ამ გუბეზეეეე და ის გოგოებიც ახალგაზრდები იყვნენ და უნდა გითხრათ, რომ ცუდი ნახტომი არც იმათ გამოსდიოდათ!

თავიდანვე ისე გავნაწილდით, რომ გოგოები ერთ დიდ ოთახში მოგვათავსეს, სადაც ოთხი საწოლი იდგა. საძილეები საწოლებზე გავშალეთ და ხელ- ფეხიც გავჭიმეთ. იმის გამო, რომ ვითიბიმ ოთახზე უარი თქვა, ნამცეცა კი მეორე დრეს ჩამოვიდა, ვაკანსირებული საწოლი ლამამ აითვისა. თურმე ადამიანს კომფორტი ჰყვარებია და კი ვერ მივუხვდით!
მეორე ოთხში თინეიჯერები და მონადირე განთავსდნენ. თინეიჯერებს, ჩვენგან განსხვავებით საწიოლზე მხოლოდ ზამბარები ერგოთ, ამიტომ ზედ პარალონებსაც იშლიდნენ. მონადირე კი იატაკზე იწვა ჭუპრის პოზაში. დანარჩენები აივანზე იწვნენ, შპროტის თევზებივით მშვიდად და უშფოთველად.

ეცერიდან დაბრუნებულმა აბალდიუმ ავადმყოფობის საბაბით საწოლი მოითხოვა და ამაზე ნუსას მხრიდან ისეთ მზაობას წააწყდა, კინაღამ გადაიფიქრა: ოთახში რომ ჰაერი არ იქნება, სუნთქვა უფრო არ გამოჭირდესო.
ნამცეცა ისედაც აივანზე იძინებდა. რატომღაც მონადირესაც აივნისაკენ გაუჭია გულმა, მონადირეს თინეიჯერები მიჰყვნენ, მიუხედავად ჩემი წინააღმდეგობისა (რატომ ვეწინააღმდეგებოდი, ეს უკვე აღარ ვიცი) და მაყრულად წოლა იცით რას ნიშნავს? აი, ამას, როცა ერთ სიბრტყეზე იმდენი ხალხი წევს, რომ თავი ბოსტანში გგონია, კიტრებს შორის. მაყარი ხომ გახსოვთ, კარკუჩიდან ჩამოყვანილ პატარძალს რომ გამოჰყვნენ ცხენებით... ოუშენის 13 მეგობარს ცხენები არ ჰყავდათ, მაგრამ იმ ღამეს აშკარად კარკუჩელი პატარძლის მაყრებივით იწვენენ და იქ, ერთმანეთის გვერდიგვერდ წოლა ძალიან უხაროდათ...

ადამიანთა კლასიფიკაციის რამდენიმე მცდელობა არსებობს. რა ვქნა, გვარებს ცუდად ვიმახსოვრებ და მეცნიერთა დასახელებას ნუ მომთხოვთ, მაგრამ სამაგიეროდ კარგად მახსოვს, რომ ადამიანები იყოფიან სანგვინიკებად, ქოლერიკებად, მელანქოლიკებად და ასთენიკებად. ზოგი მეცნიერი ქოლერიკს ტოვებს და მხოლოდ სამ ჯგუფს გამოყოფს. აი, ჯნოსი ადამიანებს მხოლოდ ორ კატეგორიად ყოფდა, ყოველ შემთხვევაში, სვანეთში წასვლამდე ასეე იყო: შვიშტოკებად და არაშვიშტოკებად. ყველაზე დიდი შვიშტოკი თამუსია იყო. შევიშტოკი იყავი მაშინ, როცა რაიმე (ჯნოსის აზრით) სისულელეს იტყოდი, ანდა (ჯნოსის აზრითვე) სულელურად მოიქცეოდი, საკუთარი აზრის სხვებისთვის გაზიარებასა და გატანას დაიჩემებდი და ა.შ.
შვიშტოკების კატეგორიაში ხშირად ბიჭებიც ჰყვებოდნენ, რადგან `ნი ტო~ სიტუაცია ხომ ყველას თავს არის...
მაგრამ მესტიაში ჩასვლისთანავე ნუსამ ჯნოსის ყურისათვის სრულიად ახალი, ქათქათა და სახამებლისგან მოშარიშურე სიტყვა წარმოთქვა: `ფუქსავატი~.
და ჯნოსის ცნობიერებაში ადამიანები უკვე სამ კატეგორიად დაიყვნენ: შვიშტოკებად, ფუქსავატებად და მაგარ როჟებად. ფუქსავატად გახდომა ეწერა ყველას, ვისაც კი ოდნავ მაინც გადაუცდებოდა ფეხი `მაგარი როჟის~ შკალაზე. ძირითადად ეს გოგოებს გვემართებოდა ხოლმე, ხო იცით, ქალს მაინც სუსტი ფეხი აქვს და სად გვიცდება და ხან სად...

ჰოდა, თვითონ მიხვდით, იმ ღამეს, ეცერიდან დაბრუნებული, კარკუჩელი პატარძლის მაყრებივით აივანზე ჩარიგებული გოგო-ბიჭები შვიშტოკები იყვენ, თუ ფუქსავატები?

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
სვანეთობა 2008

Post by namcecuna » 02 აგვ 2008, 13:12

bela

გენაცვალე შენ, კიდევ ერთი გემრიელი ლუკმა ჩავატკბარუნე :)
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
სვანეთობა 2008

Post by Tamusia » 02 აგვ 2008, 15:57

ველი გაგრძელებას ისე, თითქოს იქ არ ვყოფილიყავი. თანაც რომ ვიცი, ერთი მთავარი სერია ჯერ კიდევ წინ არის...
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
სვანეთობა 2008

Post by Tamusia » 02 აგვ 2008, 16:12

პაწია, მოსულელო მთვარე,
ფერმის გოგოსავით სავსე,
ბეჩოსკენ აცეცებს თვალებს,
ამოდის ეცერის თავზე...

კოპიტი იგივე იფანია,
სვანურად ვეძახით იფს,
სვიფის კოპიტებს მიჰპარვია,
ჩასცქერის მთოვარე სვიფს.

ჰოი, რა ტკბილი საღამოა
ამაღამ ეცერის კარად!
რაც იყო, არასდროს აღარ მოვა,
რაც არის, ჩაივლის ჩქარა!..

პაწია მოსულელო მთვარე,
ფერმის გოგოსავით სავსე,
ბარშისკენ აცეცებს თვალებს,
ამოდის ფხოტრერის თავზე.

სამახვშოს მახშვები სხდებიან,
ჰყვებიან ცხოვრების ჩარხზე;
ქერზე და კარტოფილზე ჰყვებიან,
ჯიხვზე და ორნახად რახზე.

ქვემოთ, ცალანართან წისქვილია,
უეცრად ატყდება სროლა:
მოუტაცებლად სირცხვილია
ვაჟკაცის დიაცთან წოლა!

ცალანარს თოფებმა იგრიალეს,
მხარი დაუჭირეს ლადრერს.
ფისიმც დაგსხმიათო ვიბლიანებს,
ქალის მოტაცება გვკადრეს!..

პაწია, სულელი მთვარე კი,
ფერმის გოგოსავით სავსე,
ბარშიკენ აცეცებს თვალებს და
ამოდის ფხოტრერის თავზე.


მურმან ლებანიძე
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
სვანეთობა 2008

Post by namcecuna » 02 აგვ 2008, 17:55

Tamusia


ჩვენზე დაუწერი მაგ კალამამდლიანს მაგას ლექსები სვანეთში... :)
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
სვანეთობა 2008

Post by ele » 02 აგვ 2008, 20:38

ARCHIL_i wrote:

Image




შენ გინახავს სვანეთი - შემოსილი მწვანეთი.
ჩემი ეზო პატარა, ჩემი კოშკი მაღალი.
მუხა დაბერებული, ტოტებმოღერებული,
ძველებური სიმღერა - ჩემთვის მუდამ ახალი. . .
შემ გინახავს სვანეთი - მთები დათოვლილები,
ჩემი კალო პატარა - ყურშას ერთი ნახტომი,
შემ გსმენია ჰანგები - ჩანგზე აწყობილები,
მონადირის გულიდან გრგვინვად ამონახდომი. . .
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
სვანეთობა 2008

Post by bela » 03 აგვ 2008, 02:52

გიდი ქცეული ქადაგად
და ტურისტების ამალა,
იგდა თეთნულდი ქათქათა,
თოვლის პერანგის ამარა.
ყველამ აშკარად, საჯაროდ,
ხარბი თვალებით დაისრა,
შერცხვა თეთნულდს და საჩქაროდ
ღრუბლების კაბა ჩაიცვა...

თეთნულდს სვანეთის პატარძალს ეძახიან. მარადიულ თოვლშია და სულ თეთრად ქათქათებს...

მეზირის მთიდან ქურაში რომ ჩავედით, ჯნოსი რატომღაც მწვერვალების სქესით დაინტერესდა და მოულოდნელად იკითხა, უშბა კაცია თუ ქალიო?
უშბა კაცია, თეთნულდი ქალი- მეთქი.
აღფრთოვანდა, საღოლ, როგორ ზუსტად გაარტყიო.
მე კი არა, მთელი სვანეთი ასე ამბობს - მეთქი. აბა, როგორ შემეფერებინა შექება...

ეს მწვერვალები ხომ პირდაპირ წყაროა პოეზიის, მითებისა და ლეგენდებისა და ლელა გურჩიანმა იმ საღამოს საკუთარი ლეგენდა მოგვიყვა:
უშბა ვაჟი იყო და ულამაზესი ქლი უყვარდა , სახელად თეთნულდიო. მაგრამ უშბა კიდევ ერთ ქალს უყვარდა, რომელმაც ვაჟის გული ვერაფრით მოიგო, მაგრამ იმდენი კი მოახერხა, რომ ისინი ერთმანეთს დააშორაო, მისი წყალობით თეთნულდის მშობლებმა უარი უთხრეს შეყვარებულ ვაჟს და ქალიშვილი ცოლად არ გაატანესო. დარდისაგან უშბა გაქვავდა და მთად იქცაო. ეს რომ შეყვარებულმა თეთნულდმა დაინახა, ერთიანად გათეთრდა და ისიც მთად გადაიქცაო.
იდგნენ და უყურებდნენ ერთმანეთს შორიდან. მაგრამ უშბაზე შეყვარებულმა ქალმა ესეც ვერ აიტანა, ღრუბელად იქცა და უშბას თავზე შემოეხვია, რომ მისთვის თეთნულდის ცქერა არ დაენებებინაო.
ამიტომ არის, რომ უშბის წვერი ხშირად არ ჩანს და ღრუბლით არის დაფარულიო...

ჩვენ გაგვიმართლა, მეზირის მთაზე იმ დროს ვიყავით, როცა უშბაზე შეყვარებული ღრუბელი სასერნოდ იყო წასული და შეგვეძლო, ამ უიღბლო მუჯნურისთვის რამდენიც გვინდოდა იმდენი გვეცქირა...

ამის მერე ჯნოსი დაინტერესდა, შხარა? შხარა ვინღაა, ქალი თუ კაციო?
ლელა გურჩიანმა შხარაზე ზღაპარი არ იცოდა და მეც ვერაფერი გავიხსენე.
თუ ვინმე დაგვეხმარებით და ჯნოსის ამ ცნობისმოყვარეობას დაუკმაყოფილეეეებთ, რა ვიცი....

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
სვანეთობა 2008

Post by namcecuna » 03 აგვ 2008, 12:51

bela

მიყვარხარ, დედი :)

მივეხმარები მონადირეს სერგის ფოტოების დადებაში, მაინც ფუქსავატი ზანგი მონა ვარ :D


როგორც გახსოვთ, თამუსიას ყველგან ეძინა ...
და აბა მძინარე მზეთუნახავი რა მძინარე მზეთუნახავი იქნებოდა, უშგულშიც რომ არ გაესინჯა მწვანე მინდორზე წოლისთვის გემო :D


Image
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
სვანეთობა 2008

Post by namcecuna » 03 აგვ 2008, 12:55

თამუსიაზე ნაკლები მძინარე ბელა ჟორჟიკამ შეჭამოსო, ნათქვამია და...
ვთბ ბელამაც წაუძინა მაზერის სკოლაში, ჟუი-ჟუი პერედაი დრუგომუ ხორცის ჭამამ თუ მოთენთა :D

Image
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
სვანეთობა 2008

Post by namcecuna » 03 აგვ 2008, 13:01

ტყუპები :)

Image
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
სვანეთობა 2008

Post by namcecuna » 03 აგვ 2008, 13:03

მაგარი კაცები :)

უშბა და ჯნოსი !

Image
წამო, ზღაპარში ...
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]