Mta Mkvarebia
ლიკა, ეგ სკოჩის აპარატი თავის სკოჩითურთ ნაიასია
მე კი გავაგრძელებ:
მერე საქმეს შევუდექით:
მე და იმტელა, როგორც ამ საქმეში გამოცდილები, განცხადებებს ვაკრავდით შარდენის მიდამოებში. ქავთარაძე და მარი კი ლესელიძეზე.
ნიმფა ნივთების აღრიცხვას აწარმოებდა:
მარიამმა წარმოადგინა ქვევრის ნამუშევრები:
აუქციონი გაჩაღდა:
ყველგან კარველები და მათი მეგობრები იყვნენ, ბევრი ხალხი მოვიდა. მე აქეთ-იქით დავდიოდი და ყველას ვესალმებოდი.
ცოტა ხანში ჯაბას მოვკარი თვალი, ხელი დავუიქნიე და მერე კიდეც მივედი. ლიკასთან ერთად იყო: ხუვსურული ნაქარგობები ჰქონდათ გამოტანილი აუქციონზე, ლიკას ნამუშევრები.
თვალი მოვავლე და : ეს ჩემია! ვყიდულობ!
ამას იცით რა ჰქვია? აი დიდი ხანი რომ ეძებ, ეძებ და ვერ პოულობ, თანაც არ იცი ზუსტად როგორი გინდა, მარა იცი რომ გინდა დაახლოებით, და ამ ძიებაში რომ აღმოაჩენ და, აი ზუსტად ისაა, ზუსტად შენია, მარტო შენი საკუთრებაა და რომ ვერ დათმობ, აი ეს დამემართა... ფერი, ფორმა, ნაქარგობა, რა იცოდა ლიკამ ჩემთვის თუ ამზადებდა ნეტა, ასე ყველაფერი ჩემს გემოვნებაში ჩამჯდარი. მგონი ასეთი შენაძენი ცხოვრებაში 1-2 თუ მაქვს.
ისე გამიხარდა რომ, მაშინვე კისერზე ჩამოვიკიდე და ყველას ვახარბებდი. ზიკამ რომ დაინახა: 20 ლარს გადაგიხდი დამითმეო, გამეცინა: ზიკა, 200 ლარიც რომ მომცე არც იოცნებო მეთქი...
პატარა ბავშვს რომ გაუხარდება სანატრელი ნივთის მოპოვება, ისე ვიყავი ზუსტად და რაც მთავარია ეს გრძნობა ახლაც მომყვება და მთელი ცხოვრება გასტანს.
ახლა უკვე ჩემთვის უძვირფასეს ნივთს ცხოვრებაში არ შეველევი...
უდიდესი მადლობა ლიკას და ჯაბას! კარგები ხართ
