ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 ივლ 2008, 12:14

1. რეგიონი:
სამცხე-ჯავახეთი, ასპინძა-ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონები

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ასპინძა-სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო-კარწახი-ხანჩალი-მადათაფა-საღამო-ნინოწმინდა-ახალქალაქი-ასპინძა-თბილისი
3. ხანგრძლივობა:
2 დღე

4. სირთულე:
მარტივი, ჯიპები (და მსუბუქი მანქანებიც) ყველგან მიდიან

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
ჯიპის 5კაციან ეკიპაჟში თითოზე 50 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
10, აქედან 2 მძღოლი

7. 2განიზატორი
ნაია, მთაშენკა, გამარჯობა საქართველო

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სოფლები 1მანეთისგან 2იდან 8 კმტრამდეა დაშორებული


9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
812 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
მცირე

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ტბებზე სეზონზე ფრინველთა გადაფრენის ნახვა შეიძლება
ყველა სოფელშია ისტორიული თუ თანამედროვე სასულიერო ნაგებობა

12. საბანაკე ადგილები:
ტბებთან ყველაგან არის საბანაკე ადგილი, საუკეთესო ადგილებია ხელოვნურად გაშენებულ წიწვოვან ტყეებში

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სასმელი წყალი სოფლებშია, ტბებიდა კი მხოლოდ საღამოს ტბაზეა

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, ქუდი, საწვიმარი, საღამოსთის თბილი სამოსი. აგრეთვე საცურაო კოსტიუმი
საღამოს ტბისთვის, ანკესები საღამოს, ხანჩალის, მადათაფის ტბებისთვის

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ივნისი- ოქტომბერი

16. რისკები, საფრთხეები:
ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა სომეხია.
უნებართვოდ ფოტოს გადაღების ან ეთნიკურ ნიადაგზე გამომწვევი საუბრის შემთხვევაში მათგან აგრესიაა მოსალოდნელი

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება,
ამ გასვლის ფარგლებში ინახოს

ჯავახეთი მდიდარია ისტორიული და სულიერი ძეგლებით, აგრეთვე ტბებით.
სასურველია გამგზავრებამდე მათი მონიშვნა და დროის არსებობის შემთხვევაში, უახლოესი მონახულება.

18. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
Image[/quote]

(მიმართულება ასპინძიძა-ახალქალაქი-კუმურდოკარწახი (წითელ ზოლზე)- ხანჩალი-მადათაფი-საღამო-ნინოწმინდა-ახალქალაქი-ასპინძა)


19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:

20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
სა2განიზაციო მხარე 9.5
მონახულებული ადგილები
ზოგი1თისთვის 8, 8.5, 9.
საროს ეკლესია, ხანჩალისა და საღამოს ტბები 9,5

შენიშვნის სახით.
კარწახის ტბის 1 ნაპირს საქართველოს მესაზღვრეები აკონტროლებენ, მე2ს თურქეთის. გარშემო დამცავი მავთულბადეა
შემოვლებული. ტბის ნაპირზე ან ნეიტრალურ ზონაში მოსახვედრად საქართველოს სასაზღვრო
პოლიციისგან წინასწარ ნებართვის აღებაა საჭირო. პასპორტის ქონა აუცილებელია.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 ივლ 2008, 12:20

გავედით 26 ივლისს, შაბათს დილის 6ის ნახევარზე სპორტის სასახლედან და ჩამოვედით კვირას, გვიან.

ამ გასვლაშI ვიყავით:

1. ნაია ჯიპით
2. მთაშენკა
3. გვალვა.
4. კავკასიკა
5. ირაკლი ჯიპით
6. გვალდა
7. ვარვარა
8. ჯაბა
9. ბელა
10. გოგა


ამ გასვლაში ბევრი დაუგეგმავი ძეგლი, ტბა თუ ეკლესია ვნახეთ.
მათ შორის, 2 კათოლიკური ეკლესია.

ჩემთვის ყველაზე წარუშლელი შთაბეჭდილება კი მაინც საროს ეკლესიამ და ხანჩალის ტბამ დატოვეს.

საღამოს ტბა ძნ მიყვარს, მაგრამ ნანახი მქონდა.
ბევრს მოველოდი კარწახის ტბისგან.
ამბობენ, რომ აქ სეზონზე ფრინველთა გადამფრენი მარშრუტი გადის და მაშინბ აქაურობა ლამაზია ხოლმე.
ვფიქრობ, რომ ჯავახეთი ძნ ლამაზი სანახავი 15 სექტემბრიდან იქნება.
აქაურობა წითელ-ყვითელ ფერებში იქნება დახატული
(ფოტოები მოგვიანებით იქნება)
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by Gvalva » 28 ივლ 2008, 16:43

გასვლა დილის 5-ზე იყო.

5-ს რომ 10 წუთი აკლდა, კომპიუტერთან ბრძოლაში თავი დამარცხებულად ვაღიარე და გულდაწყვეტილმა რომ რაც უნდა გამეკეთებინა ვერ მოვასწარი, გამოვრთე, ჩემი დის ჩალაგებული ზურგჩანთა წამოვიკიდე და გასასვლელად მოვემზადე.

თან ვფიქრობდი, 5სთ-ზე იქ ვინ იქნება, მივალ, პარალონს ამოვიღებ და დავიძინებ იმათ მოსვლამდე მეთქი.

ლიფტთან რომ ვიდექი, ვარვარამ დამირეკა, გოგა გეკითხება მოდიხარ თუ არაო? ყველა იქ ყოფილიყო უკვე!! პირველი რაც გავიფიქრე, თუ შეგუებულები არიან რომ შეიძლება არ წავიდე, ხომ არ დავრჩე მეთქი...

ყოველ გაჩერებაზე, სადაც ამ მოგზაურობისას გავჩერდით ვფიქრობდი "აუუ... კიდე კაი წამოვედი!!"

თითოეული ადგილი სადაც გავჩერდით ულამაზესი იყო, და თითქმის ყველგან, რაღაც მოულოდნელად გვაოცებდა!!

დიდი მადლობა ასეთი ლამაზი გასვლისთვის და კიდევ იმისთვის რომ დამანამუსეთ და წამიყვანეთ...

დაბრუნებისას მცხეთასთან ახალი მთვარე გამოჩნდა და მთაშენკამ მითრა, კიდევ კარგი წამოხვედი თორემ მთვარე მართლაც ალესილი ყოფილა და ამით მოგიწევდა თავის მოკვლაო :)

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by Varvara » 28 ივლ 2008, 16:52

2 დღეში გავლილი მარშრუტი:

ჟოლოსფრად - I დღეს გავლილი, ლურჯად - მეორე დღეს გავლილი.

Image
Image


P.S. თუ რამე შემეშალა მარშრუტზე, სიამოვნებით შევასწორებ. ჩვენო შტურმანებო - გვალდა და ჯაბა - დამეხმარეთ :D


მარშუტთან დაკავშირებული სხვა საინტერესო ინფორმაცია:

ჯავახეთის მაღალმთიანი პლატო ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით საქართველოში ერთ-ერთი უნმიშვნელოვანესი ადგილია: აქ ექვსი დიდი და სამოცდაათამდე მცირე ზომის ტბაა განლაგებული და თითოეული მათგანი საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტატუსს იმსახურებს უნიკალურობის თვალსაზრისით.

განსაკუთრებული მნიშვნელობით ხანჩალის, ბოღდაშენის, მადატაფას და კარწახის ტბები გამოირჩევა. ამ ტბებზე 100-მდე სახეობის ფრინველი ბუდობს, ხოლო გადაფრენებისას 200-მდე სახეობის ნახვაა შესაძლებელი, რომელთაგან ბევრი სახეობა სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციებშია შეტანილი და დაცვის ქვეშ იმყოფება.

P.S. რუკა შესწორებულია, შესაბამისად წაიშალა ზოგიერთი პოსტი და ზოგი პოსტის ედიტინგი განხორციელდა.
Last edited by Varvara on 31 ივლ 2008, 21:23, edited 3 times in total.

User avatar
L-O-M-I
იეტი
Posts: 1170
Joined: 02 ივლ 2008, 10:53
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by L-O-M-I » 28 ივლ 2008, 16:58

დიდი მადლობა ადმინს დარეგისტრირებისათვის!

უახლოეს მომავალში შევეცდები მოგაწოდოთ ფოტოები!

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by გვალდა » 28 ივლ 2008, 17:07

ხიზაბავრას შემდეგ პადრე ზ. მიგვიძღოდა წინ და წავედით ვარგავში. იქედან მინდორ-მინდორ ჩავედით თოკიში. თოკიდან თავბრუდამხვევი სერპანტინი გზით ჩამოვედით მთავარ მაგისტრალზე.
სვანეთოლოგი

User avatar
megzuri
ბოდიალა
Posts: 260
Joined: 13 ივნ 2008, 00:41
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by megzuri » 28 ივლ 2008, 17:09

ჩვენ მალე გვაჩვენებთ სურათებს? :(

User avatar
khrukhuna
მაწანწალა
Posts: 586
Joined: 16 ივნ 2008, 12:37
Location: tbilisi
Contact:
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by khrukhuna » 28 ივლ 2008, 17:11

სულმოუთმენლად ველი სურათე ბს
:shock:

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by Varvara » 28 ივლ 2008, 17:12

ჩვენი მოგზაურობის სიმბოლოები - ყარყატები ანუ ლაკლაკები

სოფელ დადეშიდან მოყოლებული მოგვეცა ბედნიერება თეთრი ყარყატები გვენახა. ჯავახეთში, სხვათა შორის, ის ბედნიერების მომტანად ითვლება.

საქართველოში ყარყატი გვხვდება მხოლოდ სამხრეთ ნაწილში, კერძოდ ჯავახეთისა და წალკის მიდამოებში. იგი მობუდარი, გადამფრენი ფრინველია - ბინადრობს ძირითადად წყალსატევების მახლობლად, ტენიან მდელოებზე ან ჭაობებში.

იგი გამოსაზამთრებლად (ზაფხულის ბოლოს) ჩვენგან თითქმის 8 000 კილომეტრზე (აფრიკა, ინდოეთი) მიფრინავს, ხოლო გაზაფხულზე - თებერვლის ბოლოს ისევ უკან ბრუნდება.

Photo by Gvalva
Image
Image



ბუდის ასაშენებლად ყარყატი უპირატესობას შენობების სახურავებს და საკომუნიკაციო ბოძებს ანიჭებს. ბუდის დიამეტრი 1 მეტრამდეა, ხოლო წონით 500კგ-საც კი აღწევს.

თეთრი ყარყატი ზომით საკმაოდ დიდია: გაშლილი ფრთების სიგრძეე 1,5 მ-ს აღემატება.

თეთრ ყარყატს სხვა ფრინველებისგან განსხვავებით ხორხის განუვითარებელი კუნთების გამო, ჭიკჭიკი და გალობა არ შეუძლიათ, ნისკარტის მექანიკური მოძრაობით მხოლოდ ჭახჭახის ხმას გამოსცემს.
Last edited by Varvara on 31 ივლ 2008, 21:24, edited 2 times in total.

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by caucasica » 28 ივლ 2008, 17:42

http://karavi.ge/viewtopic.php?p=141742#141742

Varvara
ჩვენი მოგზაურობის სიმბოლოები - ყარყატები ანუ ლაკლაკები
Image
Image
Image


jaba picxelauri
ბოდიალა
Posts: 156
Joined: 15 ივლ 2008, 22:32
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by jaba picxelauri » 29 ივლ 2008, 11:26

ვა ეს ჩემი პირველი პოსტია!!!!!!!!! :P

ძალიან მაგარი იყო მადლობა ყველას :roll:

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by bela » 29 ივლ 2008, 11:32

L-O-M-I
~ლომო, შე ლომის მოკლულო, ბუსნი ჭალაის პირსაოოოო~...
კეთილი იყოს შენი ფეხი კარავში, ისევე როგორც ჩემი - შენს ჯიპში და ფოტოებს ველიიიით...[

ჯაბა ფიცხ
ფარავანზეც ხომ არ გვებანავა???

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 29 ივლ 2008, 11:33

ჯაბა ფიცხ wrote:ვა ეს ჩემი პირველი პოსტია!!!!!!!!! :P

ძალიან მაგარი იყო მადლობა ყველას :roll:
ფიცხელა ბიჭს გაუმარჯოს.
ფარავნის ტბა დაგრჩა სანახავი, კიდევ აბულის და შემოგვი1დი შემოდგომას
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Post by Naia » 29 ივლ 2008, 11:36

ჯაბა ფიცხ wrote:ვა ეს ჩემი პირველი პოსტია!!!!!!!!! :P

ძალიან მაგარი იყო მადლობა ყველას :roll:
როგორც იქნა!!! შენ ჩემთვის უკვე დიდი ხანია კარაველი ხარ :)

L-O-M-I

უი, ირაკლი შენ ხარ? :) გეღირსა ხომ 1 წლის შემდეგ დარეგისტრირება :)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]