სვანეთობა 2008

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
სვანეთობა 2008

Post by Monadire » 25 ივლ 2008, 12:25

მჟავე წყალს დაწაფებულნი: ამეთვისტო,ბელა(ვითიბი),გიორგი(მორჩა)

Image
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
სვანეთობა 2008

Post by Monadire » 25 ივლ 2008, 12:31

Image
ხერგიანების ულამაზესი სახლი რქებით დამშვენებული აივნით
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
სვანეთობა 2008

Post by Monadire » 25 ივლ 2008, 12:43

უკვე სახლისკენ მიმავლებს სერგის და მე კოშკზე ასვლის იდეა დაგვებადა და იმ არემარეში ყველაზე მაღლა მდებარე კოშკს მივადექით.კოშკის თავიდან გვსურდა მესტიის ხილვა
Image
სერგი და კოშკი
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
სვანეთობა 2008

Post by Monadire » 25 ივლ 2008, 12:49

კოშკს ვუარეთ ვუარეთ შესაძრომი ვერ ვნახეთ. ერთადერთი ცოტა რეალური 5 მეტრით იყო დაშორებული მიწიდან.

Image
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
სვანეთობა 2008

Post by bela » 25 ივლ 2008, 12:52

მეზირის მთა

სოფელ ბეჩოში არის მთა, რომელსაც მეზირის მთას ეძახიან. მისი სახელწოდება მომდინარეობს სიტყვა `ლიმზირისაგან~, რაც `ლოცვას~ ნიშნავს, `მემზირ~ კი – მლოცველს. სწორედ ამ მლოცველი მთის წვერზე დგას მე-11 საუკუნის ეკლესია `მეზირ თარგლეზელ~, ანუ მთავარანგელოზის სახელობის პატარა ბაზილიკა, თლილი ქვისაგან ნაშენი. ეს ადგილი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს, ქვა და საშენი მასალა იქ არ მოიპოვება და როგორც სვანები ჰყვებიან, სოფელმა ჯაჭვი გააკეთა და მთის ძირიდან წვერამდე ხელით აიტანეს ქვები. იმასაც ჰყვებიან, რომ ამ ჯაჭვის პირველი და ბოლო კაცი მშენებლობისას მომკვდარა თურმე.

სვანეთის ბევრ ეკლესიაში, ისევე როგორც ხევსურეთში, ქალის შესვლას კრძალავენ. რასაკვირველია, ეს არაქრისტიანული ცრურწმენაა, მაგრამ ლამა თავისი წინაპრების ტრადიციას მიჰყვა მაინც და გოგოები ეკლესიას არ გაგვაკერა. მერე უკვე მთიდან დაბრუნებულებს ქურაში ლელა გურჩიანმა გვითხრა, რომ არ შეხვედით, იმიტომ არ გაგიწვიმდათ, თორემ მაგ მთაზე დიდი ჭაქა-ქუხილი იცისო.

მაგრამ უკან დაბრუნებამდე ჯერ მთა უნდა აგვევლო. ჯოხები გვქონდა-მეთქი, ხომ ვთქვი, ვითიბიც კარგად მღეროდა-მეთქი, პამიდორი რომ კეჩუპად იქცა, ეგ არაფერი, სადღაც გზა რომ შეგვეშალა, არც ეგ. 7 საათი ვიარეთ. რამდენიმე ადგილას ისეთი ულმობელი ასასვლელი იყო, დედას ვიგინებოდი ხმამაღლა.
ის იყო, სულს მოვითქვამდით და ბიჭო, რამსიმაღლეზე ვართო, ვიტყოდით, რომ ლამა რომელიღაც შორეული მთისკენ გაგვახედებდა და: აი, იმ მთას უნდა შემოვუაროთო, იტყოდა. გამაკანკალებდა ხოლმე! ეს მე, თავი რომ მომაქვს, მყინვარწვერზე ავედი-მეთქი! დანარჩენები რა დღეში იყვნენ! მორჩას მორჩილად მოქჰონდა ჯნოსის ჭაჭა და ნამცეცუნასტან ერთად ჩამკეტი იყო, სხვა რა უნდა ექნა, ნამცეცამ მოძრაობის უნარი საერთოდ დაკარგა მგონი. აააამირანმა თავისი პატარა ზურგჩანთა მას მოჰკიდა, თვითონ ნამცეცას ზურგჩანთა მოიკიდა და ზედ თავისი ცელოფნის პარკებიც მიაკიდა.

ერთხელაც გახვითქულები რომ ჩამოვსხედით, ბიჭებმა საუნა ინატრეს. და აქ ლამას კიდევ ერთხელ გაახსენდა თავისი ყმაწვილკაცობა _ საუნაში გატარებული საღამოები, რომანტიულად დაწყვილებული გოგო-ბიჭები და დოდო დეიდა: შეგვიშვი რა, დოდო დეიდა, შეგვიშვი რა...
ბიჭებს ესე ეცნოთ ეს სურათიიი! სულ დეტალურად გაიხსენეს! ისე რომ, გოგოებიც ავხარხარდით და დოდო დეიდა თვალწინ დაგვიდგა წკეპლით ხელში, საუნასთან ატუზულ ბიჭებს რომ ამრეზილად უყურებდა და `პრავებს უკაჩავებდა~...

აღარ მიკითხავს, ანდა რა მნიშვნელობა ჰქონდა, საიდან გაიხსენა ვიიბიმ სიმღერა `კიკოლიკო ზალიკო~. მაგრამ ჩვენი სვანეთში მოგზაურობის ჰიმნად რომ იქცა, ეს კი ფაქტია. დიდ პატარა ამ სიმღერაზე შევჯექით:
`წიინ წიინ წიინ წინანული, ყიზილბაშთა მართებული, დელა, კიკოლიკო ზალიკო, აბა ჩემო სოფიო, ჩემთან ახლოს მოდიო, მე მაინც არ მოგშორდები, დელა, გულში რომ მკრა თოფიო, გულში რომ მკრა თოფიო...

რესპუბლიკის მოედანზე გულადის მინიბუსში რომ ჩავსხედით და ხალხს გადავხედე, ხმამაღლა ვთქვი, ათი დღე თქვენ რა აგიტანთ, ბოლოს მაგრად დავიგრუზები-მეთქი! ჯნოსიმ თქვა, რას ამბობ, ამ ათ დღეში ერთმანეთი იცი როგორ შეგვიყვარდება და ერთმანეთისთვის როგორ ახლობლები გავხდებითო? ჯნოსი რომ მართალი იყო, ამის ფაქტი სახეზეა, ამხელა პოსტებს სულ ჯნოსის სიყვარულით ვწერ, მაგრამ მაშინ მეზირის მთაზე მიმავალი სულისმოსათმელად რომ გავჩერდი და ჩემს უკან მომავალ ხალხს გავხედე, ვიგრძენი, რომ ეს ადამიანები ძალიან ჩემები არიან, ჩემი მეგობრები, ერთ გზაზე, ერთი მიზნისკენ რომ მივდივართ ახლა და რომ ყველა ძალიან მიყვარს: უკან დარჩენილი ნამცეცუნაც, ჩვენი ჩამკეტი მორჩაძეც, პარკებით დახუნძლული აააამირანიც, არანაკლებ დახუნძლული და მაინც ვაჟკაცურად მომავალი მონადირეც, სამჩანთიანი ნუსაც, სულ თავში მიმავალი ვითიბიც, მხვნეშარე ჯნოსიც, სომბრეროს წყალობით კოლუმბიელი პრეფექტისჰაბიტუსიანი ლამაც, სიტყვისუთქმელად მომავალი სერგიკუნაც და ნელნელა გზას შეგუებული ამეთვისტო ხომ ისედაც მიყვარდა და მიყვარდა! და გული გამინათდა და საღოლ კარავი- მეთქიიიი! დავიკივლე...

მერე და მერე დასავენებლად რომ ვსხედობით, ადგომა აღარ გვინდოდა და რა მოხდება, აქვე გავშალოთ კარვებიო, ვიხვეწებოდით. აბალდიუ ჭკვინური სახით გვიხსნიდა, აქ წყარო არ არის, კარვებს ვერ გავშლითო. ლამა კიდევ, დასვენებასაც არ გვაცლიდა _ დაგვიღამდება., ბანაკს ვეღარ მოვაწყობთ, დაგვირამდებაო. ბოლოს, უკვე ყოველგვარი ღონე რომ გამოგვეცალა და ჯნოსის ჩანთიდან ამოღებული ის 5 ლიტრიანი წყლის ბოთლიც რომ გავხსენით, ლამამ რომელიღაც მთისკენ გაიშვირა ხელი და აი, იქ უნდა ავიდეთ, ესღა დაგვრჩა გასავლელიო. ივლითო? ეჭვით გადმოგვხედა. რეაქციის თავიც აღარავის ჰქონდა. კი არ ვისხედით, ქვებივით ვეყარენით...
ლამამ წამოდგა და გზა გააგრძელა. ვითიბი მალე მიჰყვა. ჩვენ ისევ უძრავად ვისხხედით, და აბალდუიც წამოგვეწია, უკან მორცა და ნამცეცა მოჰყვნენ. წყალი დალიეს და აბალდიუ ამბობს, ისე, ეს წყალი ტყუილად ვატარებინეთ ჯნოსის, სადაცაა წყარო გამოჩნდებაო.
რაოვო? ჯნოსიმ იკითხა, წყარო სულ წვერზე არ არისო? ჰოდა, ჩვენც ერთი დასვენებაღა დაგვრჩაო, მხიარულად თქვა აბალდიუმ და აღმართს ახედა, ლამა სად არისო...
თითქოს ეს გზა არც გამოგვევლოს, ისე წამოვიჭრით...
ტყე მოულოდნელად დამთავრდა და ალპური მდელოები დაიწყო. ჯერ კავკასიონის ქედი გამოჩნდა, დათოვლილი მწვერვალებით. ვიდექით მათ პირისპირ და თავზარდაცემულები ვკიოდით....
გოგოები ყვავილებზე გადაირივნენ და სურათების გადაღება დაიწყეს. მერე უკვე ტბაში ნაბანავები ლამაც დავინახეთ, და მე და ნუსამ უკან მომავლებს ყვირილი დავუწყეთ: სანამ ბოლომდე არ ამოხვალთ უკან არ მიიხედოთ, ჩვენამდე რომ ამოხვალთ მერე გაიხედეთო! ჯნოსი და სერგუკუნა მოდიოდნენ. ჩვენამდე, ჩვენამდე ამოდით და მერე მიიხედეთო, აჟიტირებულები ვიმეორებდით.
მერე კიდევ ერთი პატარა მთა ავიარეთ და ლაპარაკის უნარიც წაგვერთვა! ავყმუვლდით! _ ჩვენს წინ უშბა იდგა ხელის გაწვდენაზე! მარჯვნივ თეთნულდი იყო და კავკასიონის მწვერვალები. და უკვე აღარაფერი გვახსოვდა! ყველა ერთად ვმღეროდით, სურათებს ვიღებდით, პირველყოფილებივით ვკიოდით... აქვე გავშალოთ კარვებიო, ვიხვეწებოდით.

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
სვანეთობა 2008

Post by Monadire » 25 ივლ 2008, 13:04

ჟინი,მუღამი,სტიმული მოსვენებას არ გვაძლევდა.გონება დავძაბეთ,მივხვდით რომ კიბე გვჭირდებოდა,რომელიც არსად ჩანდა.თუმცა მალე კიბის შემცვლელიც ვიპოვეთ ღობის სახით.იქვე 10 მეტრით ქვემოთ ამოვიგეთ მიწიდან და კოშკს მივადგით .სერგიმ საფეხურებ გამომპალი "კიბე" დაიკავა და მეც ავძვერი .სერგისაც არ უცდია
Image
თუმცა სულ ტყუილად. ფეხის მოსაკიდებელი ერთი საფეხური დამაკლდა. რის გამოც ვერ ავედი :(
რა თქმა უნდა "კიბე" ისევ თავის ადგილას დავაბრუნეთ გაწბილებულებმა .
გზაში გავიგეთ რომ შეძრომის მიუხედავად ზევით მაინც ვერ ავიდოდით სართულების ჩამონგრევის გამო
Last edited by Monadire on 20 იან 2009, 13:29, edited 1 time in total.
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
სვანეთობა 2008

Post by bela » 25 ივლ 2008, 13:10

Monadire
ასე გააგრძელე, დე, მიყვარხარ...

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
სვანეთობა 2008

Post by Monadire » 25 ივლ 2008, 13:11

აქედან დაიწყო ჩემი იმ დღის უიღბლობა, რომელსაც ნასოსის ვერ შოვნა და ჩუმპა-ჩუპიტ პირის ღრუს სრული გალურჯება მოჰყვა.რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ჩემს გუნება განწობილებაზე ოდნავადაც არ უმოქმედია . სახლში დაბრუნებას და თამარიონის სიმღერას გემრიელი ცეკვა მოჰყვა
Image
შუაში ჩვენი მეზობლები გვანცა და თეკო.(წამოსვლის დილას ალბათ კიდევ ერთხელ გამიხსენებდნენ)
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
სვანეთობა 2008

Post by Monadire » 25 ივლ 2008, 13:20

ასე მიილია ის დღე და სამუდამოდ დაიდო ბინა ჩვენს მოგონებებში
Image
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
სვანეთობა 2008

Post by lama » 25 ივლ 2008, 14:49

Monadire wrote:აქედან დაიწყო ჩემი იმ დღის უიღბლობა, რომელსაც ნასოსის ვერ შოვნა და ჩუმპა-ჩუპიტ პირის ღრუს სრული გალურჯება მოჰყვა.)
და აი შედეგიც :)

Image
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
სვანეთობა 2008

Post by lama » 25 ივლ 2008, 14:57

დაბა მესტია:

Image

მდინარე მესტიის ჭალა:

Image
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
სვანეთობა 2008

Post by lama » 25 ივლ 2008, 15:02

კაიშას მთავარანგელოზის ეკლესიის (სოფერ ფარის ზემოთ მაღალ მთაზე) მარიამის და მაცხოვრის ფრესკა

უნიკალური ფრესკაა

მაცხოვარს მარიამი ძუძუს აწოვებს

ასეთი კომპოზიცია აღმოსავლეთ ქრისტიანულ იკონოგრაფიაში თითქმის არ გვხვდება:

Image
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
სვანეთობა 2008

Post by lama » 25 ივლ 2008, 15:11

ამირანდარეჯანიანის ბრძოლა დევთან

ლენჯერის ეკლესიიდან:

Image
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
სვანეთობა 2008

Post by lama » 25 ივლ 2008, 15:21

მუზეუმში სვანური ძველი სკივრი ვნახეთ და მასზე აი ასეთი ლაბირინთი იყო გამოსახული

აბა ვინ შეძლებს ამ ლაბირინთში შესვლას და გამოსვლას :)

Image
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სვანეთობა 2008

Post by Mta Mkvarebia » 25 ივლ 2008, 18:20

bela
ლაშქრობების გამოზოგვით წაკითხვა თუ შეიძლებოდა კარგი კლასიკოსის ნაწარმოებივით, ვერ წარმომედგინა. უმაგრესია!!!! :D. თან ძალიან მიხარია, რომ ჯერ პირველ დღეზე ვარ გაჩერებული :D
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]