ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 ივლ 2008, 04:44

1. რეგიონი:
ბორჯომის რაიონი, სამცხე-ჯავახეთი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ბორჯომი-ბაკურიანი-ტაბაწყური-ბაკურიანი-ბორჯომი-თბილისი
(ტაბაწყურიდან შეიძლება გზის გაგრძელება წალკა-თბილისით)

3. ხანგრძლივობა:
1 დღეს

4. სირთულე:
მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
ბორჯომი-ტაბაწყური-ბორჯომის მონაკვეთზე მანქანის საწვავის ფასი კაცზე 3 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
6 კარაველი

7. 2განიზატორი
1ობლივი, თითქმის ნაუცბათევი

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სოფლები ტაბაწყური და მოლითი (1მანეთთან 4 კმთია დაშორებული). 2ვე ტბის სანაპიროზეა.

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილსი-ბორჯომი 152 კმ
ბორჯომი-ბაკურიანი 23კმ
ბაკურიანი-ტაბაწყური 29 კმ.
სა1ო ჯამში 1 გზა = 204 კმ, წინ და უკან =-408 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
მცირე, მანქანა ტაბაწყურის ტბის მრავალ მონაკვეთამდე მიდის

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ტბის სანაპირო კუნძულით სოფელ ტაბაწყურის ბოლოდან.
სოფელ ტაბაწყურში 2 სომხური ეკლესია და 1 ქართული ეკლესიის ნანგრევები
სოფელ მოლითში ძველქართული ეკლესიის ნანგრევები

12. საბანაკე ადგილები:
სოფელ ტაბაწყურიდან 600-800 მეტრში ხელოვნური ნაძვნარია გაშენებული და საბანაკეა მოწყობილი.
ტაბაწყური-მოლითის გზის დასაწყისში კლდიდან ტბის ხრეშიან ნაპირამდე ბილიკი ჩადის. დაბანაკება მანდაც შესაძლებელია.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
წყალი სოფლებშია, საბანაკე ადგილებში არ არის.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
საწვიმარი, კეპი, თბილი სამოსი საღამოსთვის, საცურაო კოსტიუმი, მზისგან დამცავი ნელსაცხებელი,
წყლის მარაგის შესანახი ჭურჭელი, ანკესი.
ტბა უმეტესად ცივია და ცურვა ყოველთვის არ შეიძლება.
ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი გასაგები ქართულით მოლაპარაკე და სტუმართმოყვარეა.
მათ ოჯახებში 5-7 ლარად ღამისთევაც შესაძლებელია.
ტბაში კუნძულია. იქ მოსახვედრად სოფლის მაცხოვრებლებისგან კატარღის დაქირავება შეიძლება. ფასი საწვავზეა დამოკიდებული.
ტაბაწყურზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი გადის და ვინაიდან ამ მონაკვეთს სპეციალური დაცვა
იცავს, ტბისკენ მანქანით მიმავალ მძღოლს შესამოწმებლად თან პირადობის მოწმობა უნდა ჰქონდს

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ტაბაწყურის ტბა სანახავად კგ დროა აპრილიდან-ოქტომბრის ბოლომდე.
საცურაოდ კი ივლისი-აგვისტო

16. რისკები, საფრთხეები:
გულით ავადმყოფებისა და ნასვამისთვის ტბაში შესვლა დაუშვებელია. წყალი ძნ ცივია. არაა სასურველი
ადგილობრივ სომხებთან ეთნიკური ხასიათის თემებზე საუბარი-კამათი

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება,
ამ გასვლის ფარგლებში ინახოს

ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი და ეკლესია, ტიმოთესუბნის ეკლესია წაღვერთან

18. რუქა, კოორდინატები
http://www.maplandia.com/georgia/georgi ... abatsquri/
კოორდინატები:
41o 39’ N,
43o 37’ E

19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
გზის მინიშნებაში დახმარება ბაკურიანის მოსახლეობას შეუძლია.

20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
სა2განიზაციო მხარე -9
მონახულებული ადგილი 9,5

შენიშვნის სახით
ბაკურიანიდან ტაბაწყურში კოხტა გორა-მიტარბის გავლით ფეხით გადასვლა შესაძლებელია.
გზა საშუალოზე რთულია. მანძილი 17 კმია და 6 სთს საჭიროებს.
თვალწინ უალამაზესი
ალპური და სუბალპური მინდვრები იშლება
caucasica wrote:ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სამხრეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში ზღვის დონიდან დაახლოებით 2,000-2,800 მ-ის სიმაღლეზე (ნახ. 1). ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი, რომლის ფართობი დაახლოებით 22,000 ჰექტარია, ყველაზე დიდი აღკვეთილია ქვეყნის მასშტაბით. აღკვეთილი მდებარეობს ტაბაწყურის ტბის გარეშემო, რომელიც მოცულობის მიხედვით არის ყველაზე დიდი ტბა საქართველოში. აღკვეთილის ფარგლებში მოქცეულია მდინარე ქციას და წყლის სხვა უფრო მცირე ობიექტების ზედა წელი. რეგიონი გამორჩეულია თავისი უნიკალური მაღალმთიანი ჭარბტენიანი ტერიტორიებით, რომელთა შორის აღსანიშნავია ნარიანის ველი. აღკვეთილს ესაზღვრება ორი სოფელი – ტაბაწყური და მოლითი, ხოლო ბორჯომისა და ახალქალაქის რაიონების რამდენიმე სოფელი (ჭიხარულა და ბალანთა – ბორჯომის რაიონი; მოდეგა და ბეჯანო – ახალქალაქის რაიონი) მდებარეობს აღკვეთილის ფარგლებს გარეთ მის სამხრეთ საზღვართან.

გეოგრაფია

ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი მდებარეობს მცირე კავკასიონის სამხრეთ ნაწილში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ფარგლებში. ადმინისტრაციულად ტერიტორია ეკუთვნის ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებს. ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი არის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დამხმარე ზონის ნაწილი.

კლიმატი

ძირითადად გაბატონებულია მშრალი კონტინენტური მთის ჰავა. ზაფხული აქ მოკლე და გრილია, ივლისის თვის საშუალო ტემპერატურა 120ჩ-ია, ხოლო ივლისის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა - 260ჩ. ზამთარი ცივი და თოვლიანია. იანვრის საშუალო ტემპერატურა -80ჩ-ია. წლის განმავლობაში ტერიტორია თოვლით არის დაფარული დაახლოებით 150 დღის მანძილზე. წლიური ნალექების რაოდენობა 700 მმ-ზე ნაკლებია, თუმცა წელიწადის საშუალოდ 50 დღე გამოირჩევა ძლიერი წვიმებით.

ჰიდროლოგია

ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ფარგლებში ორი ძირითადი წყლის ობიექტია – მდინარე ქცია და ტაბაწყურის ტბა. მდინარე ქცია სათავეს იღებს თრიალეთის ქედის სამხრეთ ფერდობებზე ზღვის დონიდან 2,422 მ-ის სიმაღლეზე. ის მოედინება ნარიანის ველზე (ზღვის დონიდან 2,050 – 2,080 მ), სადაც ის კვებავს ამ ტერიტორიისთვის დამახასიათებელ ჭაობებს. მდინარე ძირითადად იკვებება ატომოსფერული ნალექებით, თუმცა ის ასევე დამოკიდებულია მიწისქვეშა წყაროებზეც. მთელი წლის მანძილზე მდინარე ქცია ხასიათდება წყალმცირობით, მაგრამ მცირემასშტაბიანი წყალმოვარდნები იცის გაზაფხულზე და შემოდგომაზე. ზამთარში მდინარე ჩვეულებრივ დაფარულია ყინულის ფენით.

ტაბაწყურის ტბა

მოცულობის მიხედვით ტაბაწყური არის ყველაზე დიდი ტბა საქართველოში. მისი მოცულობა 221 მილიონ მ3-ს შეადგენს. ზედაპირის ფართობი 14.2 კმ2-ია, სიღრმე 42.2 მ-ს აღწევს. ტაბაწყურის ტბა მოქცეულია ქცია-ხრამის აუზში. ტბა მდებარეობს ბორჯომისა და ახალქალაქის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვარზე ზღვის დონიდან 1,997 მ-ის სიმაღლეზე. წყლის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირებულია ზაფხულში (+15.30ჩ - აგვისტოს საშუალო თვიური ტემპერატურა). თითქმის ყოველ წელს დეკემბრიდან აპრილამდე ტბა დაფარულია 40-50 სმ სისქის ყინულის ფენით. წყლის დონე სეზონურად იცლება. ჩვეულებრივ წყლის დონე ეცემა იანვარში და მატებას იწყებს გაზაფხულის ბოლოს თოვლის დნობის დაწყების შემდეგ. წყლის დონე თავის მაქსიმუმს აღწევს ივნისში, ხოლო შემდეგ ისევ კლებას იწყებს. წყლის დონის ცვალებადობა დამოკიდებულია ტბის კვების რეჟიმზე. როგორც ცნობილია, ტაბაწყურის ტბას აქვს ჩაკეტილი აუზი. ტბის წყლის გადინება ასევე ხდება დაბალი წყალგამტარობის მქონე მიწისქვეშა ნაპრალებით.

კულტურული ინფორმაცია

არქეოლოგიური დახასიათება

ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ტერიტორიაზე აღმოჩენილია მთელი რიგი არქეოლოგიური უბნებისა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში ნაპოვნი იქნა ბრინჯაოს ხანის ოთხი სამარხი (ყორღანი). 2002 წელს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ თავკვეთილის ფერდობებზე აღმოაჩინა შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანები. ქციის ველზე აღმოჩენილ იქნა ჩვენს წელთაღრიცხვამდე VII-IV საუკუნეებით დათარიღებული ნამოსახლარი, ხოლო სოფელ მოლითის ახლოს – ჩვენს წელთაღრიცხვამდე XV-XII საუკუნეების სამარხები და შუა საუკუნეების დასახლება.
ჩამოთვლილი არქეოლოგიური და კულტურული ძეგლებიდან ორს, კერძოდ, ტაბაწყურისა და თავკვეთილის ყორღანებს, აქვს საერთაშორისო მნიშვნელობა. შემდეგი ძეგლები კი ეროვნული მნიშვნელობისაა: მდინარე ქციის მარცხენა ნაპირზე მდებარე საყველიას მთის ნასოფლარი; სოფელ ტაბაწყურის ჩრდილოეთით მდებარე ქციის ველის და მუხების მთის ნამოსახლარი; საყველიას მთის ძირში მდებარე IX საუკუნის წითელი საყდარი. მერნიის და ქციის ყორღანები საყველიას სამარხოვნებთან ერთად. დანარჩენი ძეგლები ადგილობრივი მნიშვნელობისაა. ყველა ამ ისტორიულ თუ არქეოლოგიურ უბანს გააჩნია ტურიზმის განვითარების პოტენციალი. ამისათვის საჭიროა მათ მიმართ საკონსერვაციო ღონისძიებების განხორციელება ზიანის გამომწვევი ფაქტორების ნეიტრალიზაციის მიზნით.

დასახლებები და მოსახლეობა


სოფლები ტაბაწყური და მოლითი ეკუთვნის სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ბორჯომის საკრებულოს. ორივე სოფელს ჰყავს თითო არჩეული წარმომადგენელი საკრებულოში.
2002 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, სოფელ ტაბაწყურის მოსახლეობა შეადგენს 723 ადამიანს, ხოლო სოფელ მოლითის - 273 ადამიანს. ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ეთნიკური სომეხია. ყველამ იცის სომხური ენა, ქართულს და რუსულს ფლობს მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილი.

ეკონომიკა

სოფლის მეურნეობა წარმოადგენს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეკონომიკის ძირითად დარგს. ისევე, როგორც მთელს რეგიონში, საკვლევი ტერიტორიის ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებია: კარტოფილი, ბოსტნეული, ხილი, ხორცი, რძე და რძის ნაწარმი, კვერცხი და მატყლი.
სოფელ ტაბაწყურსა და მოლითში ძირითადად გავრცელებულია რძის პროდუქტების წარმოება, მეკარტოფილეობა და მეთევზეობა. მოსახლეობის უმეტესობას ჰყავს საქონელი. ადგილობრივი თემების 72% მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მეცხოველეობაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია მეთევზეობაც. სოფლის მოსახლეობის თითქმის 42% თევზაობს. ოჯახების 9%-თვის მეთევზეობისგან მიღებული მოგება წარმოადგენს მათი შემოსავლის ძირითად წყაროს, მოსახლეობის 56% თევზის რესურსებს იყენებს მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის, რითიც წვლილი შეაქვს ოჯახის კეთილდღეობაში. ნადირობა არ არის პოპულარული ადგილობრივ მოსახლეობაში. ადგილობრივთა 92%-ს საერთოდ არ უნადირია ამ ტერიტორიაზე. იშვიათად გვხვდება არაადგილობრივი მონადირეებიც.
ადგილობრივი თემების უმეტესი ნაწილის შემოსავლის ძირითად წყაროს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავლები წარმოადგენს. დანარჩენები დამოკიდებული არიან სახელმწიფო პენსიებსა და ხელფასებზე. 20-ზე ნაკლები ადამიანი მუშაობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კომპანიაში, ძირითადად უსაფრთხოების სამსახურში. ზოგადად, ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლები საკმაოდ დაბალია და ამიტომ ისინი თავის ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებენ როგორც მძიმეს.

განათლება

ორივე სოფელში არის სკოლა. სკოლებში სულ 176 მოსწავლე სწავლობს, აქედან მოლითის დაწყებით სკოლაში დადის 47, ხოლო ტაბაწყურის დაწყებით და საშუალო სკოლაში – 129 ბავშვი.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 ივლ 2008, 04:46

2008 წლის 14 ივლისს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულპარკ მოვლილი ნაია, ტრული, კავკასიკა, მთაშენკა, ტუტა
და მე თბილისის ნაცვლად ტაბაწყურის გზას შევუდექით.
ბორჯომიდან ბაკუარიანში ავედით, იქიდან ტაბაწყურზე. გზა და გზა მშვენიერი მთა-მინდვრებით ვტკბებოდით.
ბორჯომიდან დილის 10ზე გამოსულებმა სხვა და სხვა მიზეზთა გამო, სოფელ ტაბაწყურში 3ის ნახევარზე მივაღწიეთ.
სოფელი ამავე სახელობის ტბის ნაპირებეზეა ლამაზად შეფენილი.
თავად ტბა სიდიდით საქართველოს ტბათა 5ეულში შედის. სიგრძე 6 კმ, მაქსიმალური სიგანე
4 კმ. სიღრმით კი 41 მეტრია და რიწის შემდეგ მე2 ადგილს იკავებს. ტბა ვულკანურია,
ძირითადათ თოვლის წყლითა და წვიმით იკვებება. მდიდარია თევზით.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 ივლ 2008, 04:50

ბაკურიანი-ტაბაწყურის ტბა
Image

29 კმია. გზა ფართოა და ნებისმიერი არასპორტული მანქანა გაივლის.
ფეხით ბაკურიანის კოხტა გორიდან შეიძლება გადასვლა და ამ ლაშქრობაში კიდევ წავიდოდი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 ივლ 2008, 04:55

სოფელი ტაბაწყური შორიდან
Image

Image
სოფელში მხოლოდ სომხები ცხოვრობენ. მათი უმრავლესობა საყველპურო ქართულს ლაპარაკობს. ბავშვებთან კი, ამ მხრივ, პრობლემაა.
ხალხი კეთილგანწყობილია.
ყოველი მე2 ოჯახი მზადაა სულ მცირე, ყავით გაგიმასპინძლდეს.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 ივლ 2008, 05:06

ესეც ტაბაწყურის ტბა სოფლის ბოლოდან
Image

Image

საცურაო და საბანაკე ადგილი სოფლის თავში
Image

ტბის ხედი სოფლების - ტაბაწყურისა და მოლითს შუა გზიდან
Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 ივლ 2008, 05:23

სოფელი მოლითი
Image

ეს ტბის ნაპირია სოფელში. 1გვარი სათავეა
Image

ტაბაწყურის ტბა ხედი მოლითიდან
Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 ივლ 2008, 05:24

კავკასიკა და ტრული
Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Post by Mta Mkvarebia » 21 ივლ 2008, 10:44

GAMARJOBA SAKARTVELO
რა ყოჩაღი ხარ, თემა რომ გახსენი :)

მოვიცლი თუ არა მეც დავწერ შთაბეჭდილებებზე და დავდებ სურათებს :D
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Post by Mta Mkvarebia » 21 ივლ 2008, 11:26

ბორჯომ-ხარაგაულის ტყის ორ-დღიანი სიზმრის შემდეგ :wink: , მესამე დღეს ტაბაწყურის სანახავად გავემართეთ. ზოგს ერთდღიანი შვებულება ჰქონდა აღებული , ზოგმა მოტეხილი ფეხის გამიზეზება მოიმიზეზა, ზოგმა მოწამვლა და ასე შემდეგ :wink:

დაახლოებით 10 საათისთვის გოგა, ნაია, კავკასიკა, ტრულალა, თუთა და მე ტაბაწყურისკენ გავემართეთ. ბაკურიანს რომ გავცდით ულამაზესი ხედები დაიწყო :) , გზა უღელტეხილზე სულ მაღლა და მაღლა მიიწევდა, ტემპერატურაც საგრძნობლად იკლებდა, მერე ნისლიც ჩამოწვა და იქაურობა თეთრ საბურველში გაეხვა. დროდადრო ვაჩერებდით მანქანას ხედების გადასაღებად და იქაური ჰაერის ღრმად ჩასასუნთქად.

Image

Image

Image
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Post by Naia » 21 ივლ 2008, 11:48

GAMARJOBA SAKARTVELO
Mta Mkvarebia
რა ყოჩაღები ხართ :)

პირველად ვიყავი ტაბაწყურზე. დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დატოვა. ტბაც ისეთი თბილი და კამკამა იყო, ცურვა მომინდა

სამწუხაროდ, მე აპარატი არ მქონდა და ფოტოები ვერ გადავიღე. ასე რომ მოუთმენლად ველი რეპორტაჟის გაგრძელებას.

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Post by ნინი_85 » 21 ივლ 2008, 12:12

GAMARJOBA SAKARTVELO
Mta Mkvarebia
Naia

რა მშვენიერ ადგილას ყოფილხათ, ძალიან მომეწონა, დიდი სიამოვნებით ვიბანავებდი ტბაში :)

გააგრძელეთ რა რეპორტაჟი,

დარწმუნებული ვარ ბევრი კარგი კადრი გექნებათ შემონახული :wink:
მეაც გავთუშდ მეაც!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 ივლ 2008, 12:13

ნინი_85
მე ცოტა მოგვიანებით რეპორტაჟის დადებას სიამოვნებით გავაგრძელებ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Post by Mta Mkvarebia » 21 ივლ 2008, 12:26

ესეც ჩვენ ცხრაწყაროს უღელტეხილზე (თუმცა ცხრაწყარო რატომ ჰქვია, ვერ გავარკვიეთ, გზად მხოლოდ ერთი წყარო შეგვხვდა)

"ქარი გვიწეწავს თმასსსს" :wink: ...

Image

Image

გოგა სად არის?...რა კითხვაა? მანქანიდან შურდულივით გამოვარდა, და საინტერესო კადრების მოსანადირებლად სერპანტინების მოსაჭრელად გაიქცა :wink:
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Post by Mta Mkvarebia » 21 ივლ 2008, 12:39

სერპანტინები რაღაც ტერასებით იყო დაღარული. თავიდან ვერ მივხვდით, რა დანიშნულება ჰქონდა, შემდეგ მივხვდით რომ ბი-პი-ს ნავთობსადენის ერთერთი მთავარი მონაკვეთი გადიოდა მანდ, ცოტა ხანში ნავთობსადენის დაცვამაც გაგვაჩერა და პირადობის მოწმობები მოგვთხოვა (ასე რომ გაითვალისწინეთ, თუ ტაბაწყურის ნახვას გადაწყვეტთ, მოწმობა თან იქონიეთ :) ), ცოტა არ იყოს უსიამოვნო და ჩვენთვის გაუგებარი სიტუაცია შეიქმნა, როცა დაცვამ სერპანტინის იმ ხედების გადაღება დაგვიშალა, სადაც ეს ტერასები ჩანს.

ცხვარი ნისლში, ძროხები და სერპანტინები..

Image

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაბაწყურის ტბა 2008ის ივლისში

Post by Mta Mkvarebia » 21 ივლ 2008, 12:48

ტბა და სოფელიც გამოჩნდა. რა თქმა უნდა აქაც შევჩერდით და კვლავ ატყდა ფოტოაპარატ-მობილურების ჩხაკუნი :)
Image

Image

ისევ სამახსოვრო ფოტოები

Image

Image

ეს უკვე სოფელში, სომხური ეკლესია

Image
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]