სვანეთობა 2008

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთობა 2008

Post by ARCHILI » 13 ივლ 2008, 03:01

როგორც დიდი ლამა-კახა-სვან-მთიულ-თუ მოუნდა -კახელ-მეგრელ-გურულ და მთელი საქართველოს კუთხეებიდან მოვლენილი იტყოდა:

სვანეთზე ლაპარაკი არასდროს არის გვიანი...

ახლავე ვიწყებთ თემის გახსნას, ჩამოსვლამდე... რითაც საფუძველს ვუყრი კარავზე ახალ წესს... და რადგანაც ეს წესი აბალდუიმ მოიფიქრა, არ გირჩევთ, რომ თქვენც მიბაძოთ...

ეს ერთი...

მეორეც, ჩვენს ჩამოსვლამდე გაცნობებთ გეგმას, რომელიც მე და მისმა ულამასვანესობამ დავამუშავეთ...

წამსვლელები ვეცდებით შევასრულოთ გადაჭარბებით, დარჩენილები კი - გასკდით გულზე...


ე.ი.

დღე 1
13.07.08

ჩასვლა მესტიაში. დაბანაკება. დასვენება. ქეიფი. ანსამბლ "თამარიონის" კონცერტი ადგილზე. ცოტა დალევა, ბევრი სიმღერა და ცეკვა. შესაძლებელია საღამოთი მსუბუქი გასეირნება ღამის მესტიაში, გაჩირაღდნებულ-განთებული კოშკების დათვალიერება და ცაში ვარსკვლავების თვლა. შეყვარებულების გახსენება, ნამთვრალევზე სასიყვარულო ეს-ემ-ეს-ების დაგზავნა. მერე დაბრუნება, კიდევ ბევრი სიცილი, ასევე ფილოსოფიურ თემებზე მსჯელობა, მაგ. როგორი ამინიდი იქნება ხვალ? ნამცეცუნას ხომ არ ჩაეძინება? შევალთ ნატოში?

დღე 2
14.07.08

ნამცეცუნას ჩამოსვლის დღეს მსუბუქი ქვეითი ექსკურსია მესტიასა და მის შემოგარენში. მიხეილ ხერგიანის მუზეუმის დათვალიერება. მისი დის, ნაზო ხერგიანის ნახვა, თანაც მე მისგან ინტერვიუ უნდა ავიღო. შემდეგ ბეთქილის მჟავე წყლების დეგუსტაცია -შეფასება. ნამცეცუნას დახვედრა - სად ხარ აქამდე, რა ჩამოიტანე, აბა, ტორტი სად არის?.. უი, როგორ მოგვნატრებიხარ და ა.შ. თუ მოხერხდა ამ დღეს, მესტიის სახელმწიფო მუზეუმის დათვალიერება. საღამოს წაქეიფების II რაუნდი, იქნებ, იქვე, მწვადიც შეიწვას ნაკვერჩხალზე და რამე... ლამას "დამსეტყვე, ცაოს" მაგიერ "მინდა გვალვები იყოს სვანეთში" ექსპრომტად შექმნილი ლექსის პრეზენტაცია და კონკურსი, ვინ უფრო გაუძლებს ლამას სიმღერას, ცეკვასა და ლექსის წაკითხვას ერთდროულად...

================ იხ. ქვემოთ გაგრძელება

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთობა 2008

Post by ARCHILI » 13 ივლ 2008, 03:24

დღე 3
15.07.08

მარშრუტი: მესტია - უშგული - მესტია

კერძოდ, მესტია - მულახი - წვირმის უღელტეხილი - იფარი (შეყვარებულებს შეეძლებათ ქურდიანების კოშკში საყვარელი ადამიანის დალოდება) - კალა - უშგული.

უშგულში იმდენი რამეაააააა... დაწყებული ღვთისმშობლის ტაძრით, გაგრძელებული უშგულის მუზეუმით და დამთავრებული თამარის კოშკებით...

ამასთან, ნუ რა თქმა უნდა, აღარც ვახსენებ გემრიელ კუბდარებსა და ხაჭაპურებს, აბა, ეგ ხომ ყოველდღიური რეჟიმის პროდუქტი იქნება... მერე... იქ ისეთი ლამაზი კადრებიაააააააააააააააააააა... სულ ჩხაკ-ჩხუკ-ჩხაკ-ჩხუკ და ა.შ.



დღე 4
16.07.08

მესტიიდან ფეხით მივდივართ ლენჯერში, შემდეგ ლატალში... ვნახულობთ ულამაზეს ტაძრებს, მათ შორის აღდგენილსაც... იმედია, მამებსაც ვნახავთ და ლოცვა-კურთხევას ვთხოვთ... თუ შევძელით, გიორგისა და თამარის სახელზე ჯანმრთელობის პარაკლისს გადავიხდით... შემდეგ მოვბრუნდებით კვლავ მესტიაში...

ნუ ღამის ფოლკლორულ დისკოტეკაზე აღარ შეგაწყენთ თავს, თავადაც ხომ ხვდებით, არა?....

დღე 5
17.07.08

"ვხედავ შდგრას"

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მივემგზვრებით ჩვენი ბარგი-ბარხანიანად მაზერისაკენნნნნნნნნნნნნნნნნნ!!!!!!!!!!!!

შემდეგ ავალთ შდგრას ჩანჩქერზე, რომელიც, თუ ლამას დაეჯერება, არის ყველაზე დიდი საქართველოში...

იქ არის ულამაზესი ხედები და ნამდვილად გადავიგებთ ულამაზეს ფოტოებს... თან სვანეთში რომ ლამაზი ცა იცის?... (ტყუილად ნუ მიღიმებით ბოროტულად, ვაი და წვიმა იყოსო... ესეც გამოცდილი გვაქვს, რისთვისაა მაშინ მაზერის სკოლის საკლასო ოთახები და არაყი? თან საინტერესო აბალდუისებური სადღეგრძელოები და ხალხური სიმღერები?)... მოკლედ, ყველა ვარიანტში ულამაზესი იქნება...

პ.ს. შეიძლება, უგემრიელესი ხინკალიც გაეძროს, ნაღდი, ისეთი კი არა თაღლაურასა და შემოიხედე გენაცვალეში რომ გვაგოიმებენ...

ამ დღეს დავბანაკდებით აქვე... ან ჩანჩქერის ძირში ანდაც ტყეში, რომელიც ასევე ძალიან ლამაზია და შეიძლება შარშანდელივით სოკოებიც დავკრიფოთ...

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
სვანეთობა 2008

Post by ele » 13 ივლ 2008, 03:34

:shock:




გაგრძელება იქნებააა?



კიდევ მთელი 5 დღის გეგმა


:D
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთობა 2008

Post by ARCHILI » 13 ივლ 2008, 03:46

დღე 6
18.07.08

ოოოოოოოოო... თქვენ ხომ აზრზე არ ხართ, ეს რა დღე იქნებააააა...

მაზერის მთაზე რომ დავიწყებთ ასვლას და ვივლით...

ვივლით...

ვივლით...

მოკლედ, როგორღაც ავალთ "მეზერის ტბაზე" და იქ მდგომ ტაძარში შევალთ... რომელზედაც შარშანდელ მონაყოლებშიც გიამბობდით... მერე, იქვე ვისადილებთ, გავხედავთ უშბას მწვერვალს ისეთი სიმაღლიდან რომ თვალს თვალში გავუყრით და დეკა-დეკა ხტუნვა-ხტუნვაში ჩავალთ ეცერში, უფრო ზუსტად კი - ქურაშში ლამას ბიძა-ბიცოლასთან, რომელიც მთელ სვანეთშიც კი გამორჩეულ კუბდარსა და ფეტვის ხაჭაპურს აცხობს...


დღე 7
19.07.08

ქურაში. ქურაშის ტაძარი. ქურაშის ოთხთავის ნახვა. ასევე იმ დღეს დადეშქელიანების კოშკის ნახვა. ფხტრერის მთავარანგელოზის ეკლესიის ნახვა. შარშანაც ვიყავით და მეგზურობა თვით დოქტორმა როზეტა გუჯეჯიანმა გაგვიწია. წელს ვერ დაგვხვდება, მაგრამ ჩემი უახლოესი მეგობარია და მისი სახელით ფართო სარგებლობის უფლება მაქვს...

ცხადია, ძალიან მაგრად ვიქეიფებთ, თან იქ ახლობლები მყავს გურჩიანები (აი, ეს ის ხალხია, შარშან რომ დაკარგულებს ხაჭაპურები და სიმინდი დაგვახვედრეს და გოგოებმა რომ გადაჭამეს სულ :), წელს ამის გამო გოგოების რაოდენობა შედარებით ცოტაა, რომ ჩვენც შეგვხვდეს რამე :) )

ამავე დღეს გავემგზავრებით ბეჩოში და ჩვენს ცნობილ თავლაში გავათენებთ, გევრდით ცხოვრობს ნათლიაჩემის ბიძაშვილი, რომელიც თავის მხრივ, ლამას ბიცოლაა... აი, ასე...

დღე 8
20.07.08


ბეჩო-ლაბსყალდი

ეს არის ასევე ძალიან ლამაზი გზა, რომელიც ასევე შარშან გავიარეთ... გზაში შეგვხვდება ძალიან კარგი ადამიანები, რომლებიც დაგვპატიჟებენ ვაშლზე და ყავაზე... ვნახავთ ლაბსყალდის ტაძარს და მასში დაცულ სვანურ ხატებს... მათ შორის ბექა და ბეშქენ ოპიზრების ჭედურობებს...

შემდეგ დავბრუნდებით უკან და დავბანაკდებით ცხუმარში.


დღე 9
21.07.08

ცხომარიდან დავბრუნდებით მესტიაში. ვნახავთ გზაზე თუ რამ დაგვრჩა მანამდე სანახავი. ავალთ მესტიაში, კიდევ უფრო გულდასმით ვნახავთ მესტიის მუზეუმს და საღამოს კვლავ მოვაწყობთ ქეიფ-ფოლკ-ფართს;

დღე 10
22.07.08

ან გამოვემგზავრებით თბილისში ანდაც ამ დღეს დავისვენებთ, გავატარებთ ლაითად და ზოგადადაც ასეთი გრაფიკისათვის ერთი დღის რეზერვიც საჭიროა... და მეორე დღეს კი უკვე გამოვემგზავრებით

დღე 11
23.07.08

მოვემგზვრებით თბილისში....

იმედია, დაგვხვდებით...

ოღონდ, ნაღდად და არა შარშანდელივით, რომ გადაგვაგდეთ ყველამ კოტეტბელის გარდა...

აბა... ჰე... დანარჩენი რომ ჩამოვალთ, მერე...



===========================================

რეკომენდაციას ვუწევ ამ ლინკს სვანეთის შესახებ, წაიკითხეთ ჩვენს დაბრუნებამდე...

მაგრამ...

გაფრთხილებთ, მომავალი რეპორტაჟი ბევრად უფრო მაგარი იქნება...

ამას ვამბობ თვით მე - მისტერ აბალდუი

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=1478

======================================
ახლა 3.54 წუთია, ე.ი. 4 ხდება, ახლა წამოვაგდებ ლამას ლოგინიდან და ჰერი-ჰერი, ჰერი-ჰერი...

წავედით, აბა...
Last edited by ARCHILI on 13 ივლ 2008, 03:54, edited 1 time in total.

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
სვანეთობა 2008

Post by ele » 13 ივლ 2008, 03:47

ARCHIL_i

წერდა:






საღამოთი მსუბუქი გასეირნება ღამის მესტიაში, გაჩირაღდნებულ-განთებული კოშკების დათვალიერება და ცაში ვარსკვლავების თვლა. შეყვარებულების გახსენება, ნამთვრალევზე სასიყვარულო ეს-ემ-ეს-ების დაგზავნა.

hmmm. . . :wink:


ახლავე ვიწყებთ თემის გახსნას, ჩამოსვლამდე... რითაც საფუძველს ვუყრი კარავზე ახალ წესს...


კარგი სიახლეა არჩილ :)
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
სვანეთობა 2008

Post by ele » 13 ივლ 2008, 03:56

ARCHIL_i



იცი როგორი სიახლეა ეს წინასწარ ლაშქრობაში წასვლამდე აღწერა თითოეული იქ გასატარებელი დღის?


ისეთი რომ . . .


აი ახლა ავდგები ჩავალაგებ და წამოვალ . . .


და დარწმუნებული ვარ ვინც წაიკითხავს ყველას იგივე გრძნობა დაეუფლება . . .
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
სვანეთობა 2008

Post by ele » 13 ივლ 2008, 04:06

მაგრამ ეგ შენ ყვები რაგაც გემრიელად და იმის ბარლია ალბათ. . .


იცი როგორ უნდა წერო. . . :)



- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -




მშვიდობით დაგვიბრუნდით. . .
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
სვანეთობა 2008

Post by MIRANDA » 13 ივლ 2008, 04:10

ARCHIL_i wrote:წამსვლელები ვეცდებით შევასრულოთ გადაჭარბებით, დარჩენილები კი - გასკდით გულზე...
უკვე გულზე ვსკდები, კი არა და გული გამისკდება სადაცაა... მე კიდევ ეს მინდოდა?!!!... ბოროტს მე მეძახი და...
ეჰ..

გისურვებთ, სვანეთი მშვიდობით მოგეაროთ, გეგმა გადაჭარბებით შეგესრულებინოთ, თბილისში დაბრუნებულებს ისევ სვანეთში წასვლა მოგინდებოდეთ და მეორე წასვლაზე მეც წაგეყვანეთ (კი არა და მეც წამოვსულიყავი ანუ)... აუ რა მაგარი იქნებ(ოდ)ააააააააააა :)

P.S. გრამატიკულად რამე თუ შემეშალა, ნუ გამიბრაზდებით, ბოლო-ბოლო უკვე დილის 4:10 სთ-ია.

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
სვანეთობა 2008

Post by namcecuna » 13 ივლ 2008, 11:45

იფ, იფ, დარჩენილ საათებს ვითვლი უკვე :)
ეჰ, მირანდა, ნეტა მოდიოდე, შენი დარდი მიმყვება....
რა ცეკვას გააჩაღებდით იქ, აფსუს...


მაინც აპირებენ უჩემოდ ღამის მესტიის დათვალიერებას :roll:


პ.ს ზუგდიდს უახლოვდებიან ამ დროისთვის, 5:10 წუთზე გავიდნენ ივერიიდან :) პროგრესია სტარტის აღებაში, უკვე ყველაფერი კარგადაა :)
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
სვანეთობა 2008

Post by Linda » 13 ივლ 2008, 14:19

შდგრას ჩანჩქერთან რომ მიხვალთ დარეკეთ, თუმცა ახლა რაღა აზრი აქვს დაბარებას, აწი მე დაგირეკავთ :D
Last edited by Linda on 16 ივლ 2008, 08:40, edited 1 time in total.

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
სვანეთობა 2008

Post by Ninukala » 15 ივლ 2008, 14:56

ეჰ.. ეს მარშუტი გამოგეგზავნა თავიდან მამილო და მგონი 100%-ით წამოვიდოდი :(

P.S. გუშინ მქონდა პირდაპირი ჩართვა მამილოსთან და ნუსასთან... გეგმის მიხედვით მოქმედებენ ;) მეორე დღე უკვე მიხელ ხერგიანის მუზეუმის დასათვალიერებლად მიდიოდნენ ;)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
სვანეთობა 2008

Post by Ninukala » 22 ივლ 2008, 17:27

კარავი 10 წუთში იქნება უკვე რესპუბლიკის მოედანთან და ითხოვენ დახვედრას....
ძალიან ენატრებით, ვინც ხაზე ხართ და შეგიძლიად დახვდით....
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
სვანეთობა 2008

Post by ZVIOSULI » 22 ივლ 2008, 17:32

კიდევ კარგია რომ არ მოვდივარ....
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
სვანეთობა 2008

Post by Int3lig3nt » 22 ივლ 2008, 17:34

Ninukala
ცოტა ადრე მაინც ეთქვათ ან დაგეწერა
:roll:
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
სვანეთობა 2008

Post by Ninukala » 22 ივლ 2008, 18:04

Int3lig3nt
როცა დამირეკეს მაშინ დავწერე... :( არადა უთხარი თბილის რომ მოუახლოვდებით დარეკეთ თქო...
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]