სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by Truli » 07 ივლ 2008, 10:27

1. რეგიონი:
მცხეთა-მთიანეთი, დუშეთის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-შატილი-მუცო-არდოტი-მუცო-შატილი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
2 დღე

4. სირთულე:
შატილი - მარტივი
მუცო - რთული
არდოტი - საშუალო სირთულის

5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
შატილი - გიორგიწმინდა (თბილისი-შატილის გზაზე) 11 კმ, ხანისძირი 9 კმ (შატილი-მუცოს მხრიდან)
მუცო - ხანისძირი 3კმტში (შატილის მხრიდან),
არდოტი - 5კმ საპირისპირო გზიდან
არდოტი - ბახაო 3კმ, ხახაბო 5კმ, ანდაკი 6 კმ, არჭილო 10 კმ

6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
შატილი თბილისიდან 152 კმ
მუცო შატილიდან 9 ხანისძირამდე, შემდეგ გზა ჩაკეტილი იყო
არდოტი - სამანქანო გზა რამდენიმე ადგილას ჩახერგილია

7. ფეხით გავლილი მანძილი:
შატილი - მცირე
მუცო - 800 მეტრი
არდოტი - საბანაკე ადგილიდან არდოტამდე და უკან 16 კმ

8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
შატილი - კოშკები, ახალი სოფელი
მუცო - საძვალეები, კოშკები, მათ შორის, თორღვასი
არდოტი - სახლი-კოშკები, დაზიანებული ეკლესია ძველი არდოტის ბოლოში, სოფლის გორაკზე

9. საბანაკე ადგილები:
შატილი - სკოლა-ინტერენატთან, კოშკების, ძირას მდინარის პირას
მუცო - მუცოს ძირში, მდინარის პირას მხოლოდ მცირე ბანაკისთვის, მუცოს მოპირდაპირე გორაკის თავზე
არდოტი - მდინარის პირას მშვენიერი საბანაკე ადგილია

10. სასმელი წყალი მარშრუტზე:
შატილი - სოფელში
მუცო - ისტორიულ საოფელში წყალი არ არის, ძირში კი წყარო სამანქანე გზებზე გვხვდება
არდოტი - სოფელში, აგრეთვე სამანქანო გზაზე რამდენიმე ადგილას

11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
საწვიმარი და გამოსაცვლელი სამოსი, მოცურებისგან დამცავი ფეხსაცმელი, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები

12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
შატილი
მუცო
არდოტი
დუშეთის გამგეობა
8246 21990
8246 21999
სასარგებლო ცნობების მოცემა შეუძლია კარაველ იეტ ვარდანაულს

13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება ამ გასვლის ფარგლებში ინახოს
შატილი ანატორი - იგივე კეთროვანთა საძვალეები 2 კმში
მუცო - ახლომახლო არაფერია
არდოტი - ახალი არდოტი, ფეხით 1 სთის სავალზე

14. რუქა:
შატილი
მუცო
არდოტი
ინტერნეტში ბილიკებიანი რუკა არ იძებნება (მგონი, არც არსებობს).
თბილისი-ჟინვალჰესი-ჩინთი-კორშა-შატილი-მუცო-არდოტის სამანქანე გზა რუკის საჭიროებას ამცირებ

შენიშვნის სახით:
25 ივლისს შატილში ათენგენობა იმართება და ამ დღეს იქ ასვლა სასურველია.
შატილი-მუცო-არდოტისთვის და მთლიანად პირიქითა ხევსურეთში ლაშქრობის საუკეთესო დრო ივლისი-სექტემბერია
გიორგიწმინდა-შატილის გზაზე ჩამოწოლილია ზვავი. ჩვეულებრივი მანქანებისთვის გზა 15 ივლისიდან
გაიხსნება. მაღალი გამავლობის მანქანები უპრობლემოდ გადაადგილდებიან მხოლოდ მუცომდე.
მუცო-არდოტის სამანქანო გზა, შეაძლოა, აგვისტოში გაიხსნას.
შატილი-მუცო რუსეთთან (ჩეჩნეთთან) მოსაზღვრე სოფლებია და ჩრდილოეთით და
ჩრდილო-აღმოსავლეთით მთა-მთა ხეტიალისას საზღვრის გადაკვეთის რისკი ჩნდება.
დაკიდევ, ხანგრძლივი ლაშქრობის მოყვარულებს პირიქითა ხევსურეთიდან თუშეთში - კონკრეტულად
შატილიდან ომალომდე ფეხით (ან ცხენით) გადასვლა შეუძლიათ.
ხანგრძლივობა 4-5 დღე
Last edited by Truli on 07 ივლ 2008, 15:19, edited 3 times in total.
მი მალატ შვან

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by Jnosy » 07 ივლ 2008, 10:54

ერთი მოკრძალებული თხოვნა მაქვს :)

ვისაც ოდნავ მაინც აქვს რაიმე ამბის ლამაზად ჩამოყალიბების ნიჭი, იქნებ ცოტა დაწვრილებით დავწეროთ ყველაფერი. დრო რომ გავა და გადავიკითხავთ, ყველაფერი გაგვახსენდეს დეტალურად.

არ გადადოთ (გადადებული საქმე ეშმაკისააო :))) )
შეიძლება დაგავიწყდეთ დეტალები და არ დაიზაროთ
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by paata_ » 07 ივლ 2008, 11:08

orSa - korSa

muzo = muco

(შატილის მერე საძვალეები რომ იყო რა ერქვა?) = anatori

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by Naia » 07 ივლ 2008, 11:08

Trulala
ყოჩაღ, ტრული

მეც დავამატებ ერთ-ორ სიტყვას:

სულ გავედით 45 კაცი.

შავი სიის კანდიდატებს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ იმდენი უცნობი სახე იყო, რომ ძნელი იყო გაგერკვია ვინ ვინ იყო. თან ისე მოხდა, რომ ზოგი სიაში არ ეწერა და ისე წამოვიდა. საჭმელ სასმელი წინა დღით შევიძინეთ. ჩვენს გასაცილებლად გურული და ნიმფა მოვიდნენ. ერთადერთი შეფერხება, როგორც გურულმა უკვე აღნიშნა, ლამას დაგვიანება იყო :) გადავნაწილდით 3 მინიბუსში და 8.15 წუთზე დავიძარით.

გზად რამდენჯერმე გავჩერდით ფოტოების გადასაღებად. ყველაზე ხანგრძლივად კორშაში შევჩერდით, სადაც ხევსურული მუზეუმი დავათვალიერეთ.

მეორედ დათვიჯვარის უღელტეხილზე, პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი გასაყარზე გავჩერდით. ულამაზესი ხედებით დავტკბით, ფოტოები გადავიღეთ და გზა დავილოცეთ :)

დავიწყეთ დაშვება. ცოტა ხანში ლებაისკარიც გამოჩნდა. აქაც გავჩერდით. ულამაზესი კოშკია. როგორც კავკასიკამ მოგვითხრო, ეს კოშკი ერთი ქისტი ოსტატის აშენებულია. რომელიც ხევსურს მოუტაცნია, რამდენიმე წელი ტყვეობაში უმყოფებია და ასე ტყვეობაში მყოფს 4 წელი უშენებია. მოგვიანებით ალბათ ფოტოებიც დაიდება.

ლებაისკარის შემდეგ ე.წ. 'წვიმის ფარდასთან' გავჩერდით და ფოტოები გადავიღეთ:)

მალე შატილიც გამოჩნდა. აქ საკმაოდ დიდი დრო დავყავით. კოშკები დავათვალიერეთ. წიგნები ამოვალაგეთ და სკოლაში ავიტანეთ. საკმაოდ ბევრი წიგნი შეგროვდა. 100-ზე მეტი გამოვიდა. წიგნები აღვწერეთ და სათანადო ადამიანს ჩავაბარეთ.

ჰო, შატილში ჰესზე სარემონტო სამუშაოების გამო ელ. ენერგია არ ჰქონდათ და ამიტომ ინტერნეტით ვერ შეგეხმიანეთ:(

შატილიდან მუცოში ვაპირებდით ასვლას და დაბანაკებას. მაგრამ მუცომდე 3 კმ-ში, სოფ. ხანისძირში კარგი საბანაკე ადგილი შევნიშნეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან ახლოს. მათგან დაბანაკების ნებართვა მივიღეთ და კარვების გაშლაც დავიწყეთ.

ამდენი კარავი ერთად არ მინახავს :) კარვები იმდენი გვქონდა, რომ დაგვრჩა კიდეც გაუშლელი. ყველა დაბინავდა და ტრაპეზისთვის მზადებასაც შევუდექით. ზოგმა სუფრის გაშლა დაიწყო, ზოგმა კი ცეცხლის დასანთებად ფიჩხების შეგროვება.

კარვების გაშლა რომ დავიყწეთ, ჯიპმა ჩამოიარა. რომელშიც შატილიონკას პლიუსი, რუთი და მისი მეგობრები ისხდნენ. ჩვენი ლობო და მისი პლიუსი მათ გაყვნენ. შატილში დავრჩებით ღამით და დილით მუცოში ამოვალთო. მაგრამ მეორე დღეს არც მუცოში ამოვიდნენ და არც შატილში დაგვხდნენ. ჯერ ველოდეთ, გავიკითხეთ ადგილობრივებში მაგრამ ვერაფერი გავიგეთ მათ შესახებ. ბოლოს დავასკვენით, რომ ლობო არსად არ დაიკარგებოდა და თბილისისკენ დავიძარით. კიდევ კარგი ასე მოვიქეცით, იმიტომ რომ როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ლობო და მისი მეგობარი გამვლელ მანქანას თბილისში გამოყოლიან. კორშაში ტელი ჩაირთო თუ არა დავურეკეთ და უქვე დედაქალაქში იყვენენ ჩამოსულები.

დავუბრუნდეთ ისევ ხევსურეთს :) მოგვიანებით G-ს დიდი დამსახურებით მწვადებით შეიწვა. მე აღარ დაველოდე და ადრე წავედი დასაძინებლად. გადავწყვიტეთ, რომ მეორე დღეს ნაწილი არდოტში წავიდოდით და უკანა გზაზე თუ დრო გვექნებოდა მუცოსაც ვინახულებდით. მეორე ნაწილი კიდევ ბანაკში იქნებოდა, ცოტა მოგვიანებით გავიდოდა და მარტო მუცოს ნახავდა.

ბანაკში დაბრუნება და გასვლა 3 საათისთვის დავთქვით. მაგრამ, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო :)
Last edited by Naia on 07 ივლ 2008, 11:15, edited 1 time in total.

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by Truli » 07 ივლ 2008, 11:11

ახლა დავიწყებ თუმცა ნიჭზე რა მოგახსენოთ.

მოკლედ სქ-სთან შევიკრიბეთ, 8ზე უნდა დაგვეტოვებინა ქალაქი, მაგრამ როგორც ყოვეკლთვის დავაგვიანეთ და 3 მინიბუსით შემდგარი კოლონა 8:20-ზე დაიძრა.
გზა მშვიდად გავიარეთ, ხევსურეთამდეც ავედით, კორშაში გავაჩერეთ იქაური მუზეუმის სანახავად. მუზეუმი პატარა მაგრამ ლამაზი და საინტერესო იყო. იქ ძირითადად ოჯახებში შეგროვილი ძველი საყოფაცხოვრებლო ნივთები, მუსიკალური ინსტრუმენტები და ტანისამოსი იყო. ასევე წარმოდგენილი იყო არქეოლოგიური მასალა და იარაღი.

კორშის შემდეგ სულ 2-3 მცირე სოფელი და უღელტეხილი გვქონდა წინ. დასახლებები უკან რომ დავტოვეთ, დათვიჯვარის გზაზე ეულად მომავალი ადამიანი დავინახეთ. მე და გოგამ ვიფიქრეთ რომ არ შეიძლება ჩაუარო ასე ადამიანს, ასეთ უკაცრიელ ადგილას ისე რომ არ შესთავაზო წაყვანა. ჩვენ კი ვყვიროდით გააჩერე თქო, მარა კავკასიკას პლუსი უფრო ხმამაღლა ყვიროპდა არ გააჩეროო, და ზვიადმა (მძღოლმა) არ გააჩერა :(

ამან ჩემსა და გიორგის შორის პირველი კონფლიქტი გამოიწვია. ასეთ უაზრო გულგრილობას ვერ ვიტან, თან ცხოვრებამ გვიჩვენა რომ მე და გოგა ვიყავით მართლები. მადლობა ღმერთს მესამე მინიბუსში გიორგის ნაერი გულგრილი და არაკაცთმოყვარე ხალხი არ აღმოჩნდა (ან ხმა არ ამოაღებინეს) და ეულად მომავალი იქ ჩასვეს. ეს კაცი, როგორც უღელტეხილზე გაირკვა აღმოჩნდა ახალი ზელანდიიდან ტურისტი. ძალიან მოსწონს საქართველო, ლამის მთელი ქვეყანა შემოიარა. ყველანაერად დადებითი და საყვარელი პიროვნება აღმოჩნდა, რომ ელმაც შემდეგ გასაჭირის ჟამს დაზხმარება გაგვიწია და ძალიან ივაჟკაცა :) ამიტომაც მივიჩნევ რომ მართაქლი ვიყავი, რადგან ასეთ ხალხს არ შეიძლება გულგრილად ჩაუარო.

დათვიჯვარზე ქარი იყო, არ ციოდა. ულამაზესი ლურჯი ყვავილები ვნახეთ. ავძვერით, გზა დავილოცეთ, ამ მთებში დაღუპულთა მოსაგონარიც დავლიეთ და პირიქითა ხევსურეთში გადავედით.
მი მალატ შვან

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by Naia » 07 ივლ 2008, 11:17

Trulala
კავკასიკას პლუსი
იგივე კარაველი UFO-ა :)

ჰო, ახალი ზელანდიელი ტომი ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა. მოგვიანებით, თავდაუზოგავად გვეხმარებოდა ნაზვავარზე მანქანების გადმოთრევაში. საქართველოს შესახებ საიდანღაც გაუგია. 6 კვირის წინ ჩამოსულა და აქაურობა სულ ფეხით შემოუვლია. ყველგან იყო ნამყოფი ხევსურეთისა და თუშეთის გარდა.

ძალიან გახარებული იყო ჩვენთან შეხვედრით. ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდესო. ჯგუფმა დაგიმგზავროს, შეგიკედლოსო და დაგიმეგობრდესო. ამას ჩემს ქვეყანაში და ინგლისშიო (სადაც ამჟამად ცხოვრობს) არავინ გააკეთებსო.

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by Truli » 07 ივლ 2008, 11:24

პირიქითა ხევსურეთი მთების აბიბინებული მწვანე კალთებით შეგვხვდა. თუ შემოდგომაზე ყვითელი კალთები და ალაგ ალაგ კლდეები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს კლდეებს ვიღაცამ უზარმარაზი ნოხი გადააფარა რომელიც სიძველისგან გაყვითლდა და ჩრჩილმა ალაგ ალაგ ამოჭამა, ახლა სულ სხვანაერად იყო, ღია მწვანე შიგადაშიგ ხასხასა ფერებით იცვლებოდა, ხოლო ხევებში კიდევ თოვლის თეთრი ლაქები იყო. რუები თეთრად სერავდნენ კალთებს.. სიმაღლეები კი უფრო მუქი მწვანე მოხაკისფრო იყო, რაც კიდევ უფრო მაღლა ნაცრისფერი (სალი კლდეები) ან თეთრი ხდებოდა.

დავიწყეთ დაშვება, არღუნი გამოჩნდა, აქაფებული, ვიწყო, გიჟივით მიიჩქარის ჩეჩნეთისკენ.

მალე პირველი ნასოფლარი გამოჩნდა, ულამაზესი ხევსურული კოშკით, რომელიც ქისტის აშენებული ყოფილა 50 ძროხის საფასურად. ამ ადგილს რა ჰქვია დამავიწყდა.

მეორე ნასოფლარი გორაზე იყო. ვეღარ ავედით დროის უკმარისობის გამო.

შემდეგ ჩანჩქერები ვნახეთ, რომლებიც გზაზე ეხეთქებოდნენ, და წვიმის კედელი, რომელშიც დავსველდით. აქედანმ მე და გოგამ ზვავამდე ფეხით გავიარეთ მანძილი. შატილიდან 10 კმ-ში (დაახ.) ზვავი იყო ჩამოწოლილი. თეთრი აღარ იყო,რადგან ყონულზე ყვების ხშირი ფენა გაჩნდა. გზა სახელდახელოთ იყო გაწმენდილი, მარა მაინც ყინულის ფენის ქვეშ იყო, რაც ჩვენს 1 ხიდიან მერსედესებს უნდა გადმოელახათ.
გზის გასწვრივ ორივე მხარეს 2 მეტრიანი ყინულის კედლები იყო. არღუნმა გზა თვითონ გაიწმინდა და წინული მდინარეზე თაღოვანი ხიდივით გადადიოდა. ამ ადგილას მდინარეში სწრაფი ღელე ეშვება, ამ ღელემაც ისეთი თაქღოვანი არხი გაიყვანა, საუკეთესო ინჟინრებს შეშურდებოდათ დედა ბუნების.
მერსედესებმა ზვავი მშვიდობით ჩაიარეს და ჩვენს გზა მანქანაში განვაგრძეთ.
მი მალატ შვან

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by Jnosy » 07 ივლ 2008, 11:25

Trulala
Naia
ყოჩაღ, კარგად გამოგდით :)
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by Naia » 07 ივლ 2008, 11:25

Trulala
მალე პირველი ნასოფლარი გამოჩნდა, ულამაზესი ხევსურული კოშკით, რომელიც ქისტის აშენებული ყოფილა 50 ძროხის საფასურად. ამ ადგილს რა ჰქვია დამავიწყდა
შენ ალბათ ლებაისკარზე საუბრობ.
მეორე ნასოფლარი გორაზე იყო. ვეღარ ავედით დროის უკმარისობის გამო
მეორე ნასოფლარს ქისტანი ერქვა. სამწუხაროდ, აქ ვერ მოვახერხეთ ასვლა

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by ele » 07 ივლ 2008, 11:29

აი ისე მოყევით რა რო სულ დაგვბურძგლდაგვაყარდაგვაჟრჟოლდაგვიაროს . . .



ისე რომ ჩვენც თქვენთან გვეგონოს თავი. . .



რაღაც განსაკუთრებულია ჩემთვის ხევსურეთი

პირიქითაც და პირაქეთაც. . .


ხოდა განსაკუთრებული გასვლაც უნდა მქონდეს როცა იქნება. . .


ახლა კი განსაკუთრებულ ნანახ-მონაყოლს დავჯერდები. . .
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by Truli » 07 ივლ 2008, 11:32

Naia
აააა უფოა მაგი... :? :cry: :arrow:

ჰეჰ კი თომი უსაყვარლესი ადამიანი აღმოჩნდა. ისე ხდება ხოლმე ხანდახან რომ ვინც შენს ჯგუფშია თავს შეგაძულებს და მზად ხარ დაიფიცო მასთან ერთად მეორედ არსად წახვიდე, ეს კი ისეთი ბიჭი იყო რომ ეგეთის შეკედლება კი პირიქით, განშორებაზე დაგწყდება გული ისე შეგაყვარებს თავს....

გავნაგრძობ თხრობას..

შატილამდე საინტერესო არაფერი იყო. შატილი საკმაოდ სწრაფი ტემოპით შემოვიარეთ, კიდევ კარგი შარშან საგულდაგულოთ დავათვალიერე თორე დანაკლისის გრძნობა მექნებოდა, ასე შემორბენით ნახვა არ მიყვარს.

სკოლას წიგნები გადავეცით შევისვენეთ და წავედით მუცოსკენ.
მუცომდე 3 კმ არ მისული დავბანაკდით დაიაურების უჯახის სახლთან (თუმცა იმ ხეობაში ყველა დაიაურია).
19 კარავი გაიშალა, დაიწყო სუფრის გაშლა.
მი მალატ შვან

User avatar
Tsitska
ბილიკზე მოარული
Posts: 59
Joined: 14 მაი 2008, 18:39
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by Tsitska » 07 ივლ 2008, 11:36

შტაბეჭდილებების ქვეშ ვარ
ძალიან ვისიამოვნე

ჩვენს მინიბუსში თითქმის ყველა ისეთი იყო რომ არ ქონდა ნანახი შატილი
როგორც კი გამოჩნდა შატილი ყველას ერთნაირი რეაქცია ქონდა: ვააა
მემგონი მძღოლმაც იგივე რეაქცია ქონდა, გზასაც აღარ უყურებდა

მუცო ფანტასტიკა

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by paata_ » 07 ივლ 2008, 11:41

(თუმცა იმ ხეობაში ყველა დაიაურია).
yvela araa daiauri

sxva gvarebic arian

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by ilia » 07 ივლ 2008, 11:52

ვახ, აბა ფოტოეებიც გამოუშვით
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by Naia » 07 ივლ 2008, 11:57

მეორე დილით მთელმა ბანაკმა 5 საათზე გაიღვიძა. ამის მიზეზი UFO იყო. რომელმაც 5 საათიდან დაიწყო ყვირილი და ხმაური და არავის არ მისცა დაძინების საშუალება. არადა, სიმართლე რომ ვთქვათ, არც არავის სძინებია, რადგან კოცონთან მთელი ღამე გრძელდებოდა სიმღერა. ამიტომ მხოლოდ ჩემნაირებმა მოახერხეს ცოტა ხნით ჩათვლემა.

მოკლედ, მეორე დღეს ერთი ნაწილი გაემზადა, კარვები ავშალეთ, ბარგი მინიბუსებში ჩავალაგეთ, ცოტა წავიხემსეთ და ასე 6.30 წუთზე გავუდექით გზას. ჩვენ არდოტში ასვლა გვქონდა დაგეგმილი. უკანა გზაზე თუ დრო მოგვრჩებოდა მუცოს მონახულებას ვგეგმავდით.

ჩვენთან ერთად არდოტელი უშანგი წამოვიდა. კავკასიკასთან ერთად ძალიან საინტერესო ამბებს მოგვითხრობდა.

საბანაკო ადგილიდან მუცომდე 3 კმ-ია. მუცოდან არდოტამდე ასე 5 კმ-მდე იქნება. გზად რამდენჯერმე შეგვხვდა წყარო, მაგრამ მხოლოდ 2 მათგანში მოდიოდა წყალი.

ამინდში გაგვიმართლა. დილით სასიამოვნო სიგრილე იყო. მოგვიანებით მზემაც გამოანათა. შუადღით კი ცოტა არ იყოს დავიწვით კიდეც.

ავედით არდოტში და ვეწვიეთ ნიკო არდოტელის ოჯახს. თავად ნიკო შინ არ დაგვხვდა, მაგრამ გავიცანით მისი არაჩვეულებრივი მეუღლე მარიამი, რომელმაც ძალიან თბილად მიგვიღო.

არდოტში ცოტა ხნით შევჩერდით. დავტკბით ხედებით, მოვინახულეთ ეკლესია, გადავიღეთ ძალიან ბევრი ფოტო და დაშვება დავიწყეთ.

ამ დროს მზემაც გამოანათა და გოგამ უკან დაბრუნება და არდოტის შორიდან გადაღება გადაწყვიტა. მეც გავყევი. ასე, რომ ჩვენ ორნი ცოტა ხნით გამოვეყავით ჯგუფს და 1 საათის შემდეგ მუცოზე წამოვეწიეთ.
Last edited by Naia on 07 ივლ 2008, 11:59, edited 1 time in total.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]