ბატეთის ტბა თოვლში

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ბატეთის ტბა თოვლში

Post by Gvalva » 06 მარ 2006, 11:51

ხალხო, ვინც ჩვენი გასვლა იცოდით და გვგულშემატკივრობდით გეტყვით რომ ყველაფერი ლამაზად და მშვიდობიანად დასრულდა.

შეკრებით კარგად შევიკრიბეთ. წავედით პინკის ასაყვანად. პირველი გზააბნევა იქვე განვიცადეთ, იმიტომ რომ გასასვლელ ტეკს რომ მივადექით მაშინ მივხვდით რომ დიდი დიღომი უკან დაგვრჩა. დავბრუნდით. როცა ტრასაზე გავედით მშვენიერი ამინდი და განწყობა გვქონდა. გორს რომ გავცდით კავკასიონის ულამაზესი ქედი გამოჩნდა, მის ყურებას არაფერი ჯობდა. სურათების გადაღება ყველას გვინდოდა თურმე, ბოლო-ბოლო, გავჩერდით და გადავიღეთ

Image
Last edited by Gvalva on 17 მაი 2007, 02:25, edited 1 time in total.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ბატეთის ტბა თოვლში

Post by Gvalva » 06 მარ 2006, 13:22

გზა რომ გავაგრძელეთ და აგარაში შევედით, მივხვდით რომ ქარელი უკან დაგვრჩა. დავბრუნდით. მოგეხსენებათ ქარელის გადასახვევი სამხრეთით არის და კავკასიონის ულამაზესი თოვლიანი ქედი ჩრდილოეთით. ხოდა ამ სილამაზის ყურებაში... :)

ქარელიდან გასულებმა გზა ვიკითხეთ. გვითხრეს ამ მანქანითო?? არაო, რას ბრძანებთო, ამით გვერძნეთამდეც ვერ მიხვალთო. იქ ტყეში თოვლი იქნება მაღალიო, ნადირიო, და სხვა გამამხნევებელი ფრაზები გვითხრა ამ კაცმა. ეხლა სად ვართო პინკიმ. ეხლა ჯერ ამ რუკაზე არ შევსულვართო. წავედით გზაზე პატარ-პატარა ორმოები იყო, მარა ასეთ გზას აღმართს ვერ დაარქმევდი, ფაქტიურად სწორზე მივდიოდით. მთის ფერდებზე თოვლის ნასახი არ იყო. რატომ ვერ უნდა გავევლო გაუგებარი იყო. სადაც ჩვენ მანქანის დატოვებას ვაპირებდით და ფეხით მთაზე ასვლას სამხრეთის ფერდა იყო. ასე რომ თეორიულად პრობლემები არ გველოდა. ვნახეთ რუკაზე. გვერძნეთიც არც ისე შორად გვეჩვენა. იქედან ფეხითაც წავიდოდით, მთავარია გვერძნეთამდე მივიდეთო, და აქ პინკიმ თქვა ისტორიული ფრაზა, მთავარია რუკაზე შევიდეთო!!! :)

Image
Last edited by Gvalva on 17 მაი 2007, 02:26, edited 1 time in total.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ბატეთის ტბა თოვლში

Post by Gvalva » 06 მარ 2006, 14:11

ზღუდერის შემდეგ გზაზე გუბეების ზომები გაიზარდა და თოვლიც გაჩნდა გაყინული, ამ გაყინულ თოვლში გაყინულ გუბეებს ვამტვრევდით და ისე მივდიოდით. იმ კაცის ნათქვამი გაგვახსენდა და მივხვდით რომ ეხლა ჩრდილოაღმოსავლეთითდან სამხრეთ დასავლეთით მივდიოდით და ასეთი რამეები მოიმატებდა. რამდენიმე საზარელ გუბეში მხნედ გავიარეთ მარა ერთ მრისხანე გუბესთან გადაწყდა რომ თუ ფეხით წავიდოდით პრობლემებს უფრო ავიცილებდით და სოფელ ელბაქიანში (თუ არ მეშლება) ჩვენი მანქანა გენოს დავუტოვეთ.

გზა გავაგრძელეთ და მივხვდით რომ ყოველ 50 მეტრში ასეთი საზარელი გუბე იყო და სწორედ მოვიქეცით რომ ფეხით წავედით. მალე ტელეფონები აღარ იჭერდა. გზაში ვმსჯელობდით რომელ საათზე უნდა დავბრუნებულიყავით უკან. გზა საკმაოდ გრძელი გამოდგა! თითქმის სწორეზე, მარა უამრავი უზარმაზარი გუბით.

სხვა მონაცემები არ მახსოვს, მარა გზიდან ბატეთის გადასახვევთან 3.15სთზე ვიყავით. ცოტა შევჭამეთ, და დავინახეთ რომ საწინაარმდეგო მხრიდან სამი ზურგჩანთიანი ადამიანი მოდიოდა!!! ქართველები გამოდგნენ!! ბაკურიანიდან მოვდივართო!!! გაგვიკვირდა და გაგვეხარდა!! ჩვენ ვინც შეგვხვდა და ვინც გამოგვაცილა ყველა იმას გვეუბნებოდა ამ თოვლში სად მიდიხართო და ესენი ბაკურიანიდან მოდიოდნენ, 4 დღე!!!

ერთმა შემხვედრმა ისიც გვითხრა თუ არ იცით იქ ტბას ვერ იპოვითო!! საბედნიეროდ ეჰ_დათო ნამყოფი იყო და იმედი გვქონდა.

სამხრეთის მზიანი ფერდის ავლის შემდეგ გზა ტყეში შევიდა. აქ უკვე საკმაოდ ღრმა თოვლი დაგვხვდა რომელშიც მუხლზე მეტად ვეფლობოდიტ ყოველ ნაბიჯზე. ღრმა თოვლში სიარული ძნელიაო, ვისაც გაუგონია ვერ დაიჯერებს სანამ არ გამოცდის. სხვისი არ ვიცი მარა ჩემი ისედაც მძიმე ბატინკები რომ დასველდა და მგონი შიგაც წყლით გაივსო ისეთი მძიმე გახდა ფეხის ამოღება თოვლიდან უკვე აუტანელი იყო. ზოგჯერ ვფიქრობდი აღარ ამოვიღებ, დავრჩები და აქ ვიცხოვრებ მეთქი :) როგორც გაირკვა ასეთი ფიქრები სხვებსაც ქონდათ. რამდენჯერმე ისეთი გარემო იყო, ეხლა გადავიხედავთ და ტბას დავადგებითო, მარა ტბა არ ჩანდა. "ტბას ვერ იპოვითო" გამაგხნევებელი ფრაზაც თავში გვიტრიალებდა.

ტბას რომ მივადექით 16.30 იყო. ცეცხლის ანთება დავიწყეთ. ჩვენ ეხლა გაყინულები ვართ არაყი დავლიოთო. ამდენი არაყი არასოდეს დამილევია, ასეთი გაბრუებულიც არასოდეს ვყოფილვარ!! ეტყობა უჭმელობაც დაეხმარა ამას. მწვადი შევწვით, დავისვენეთ და უკან გზას გამოვუყევით 18.30-ზე.

რუის-ურბნისის ეპარქიას საკმაოდ ბევრი ეკლესია მონასტერი ქონია იმ მხარეში. მარხვის დაწყების წინა დღე იყო და რამდენიმე ნივა მოძრაობდა გზაზე. ასე 20.30-ზე ერთმა ნივამ მე და ქართლისდედა წამოგვიყვანა.

პინკი, wanderer da eh_datoც 30 წუთში მოვიდნენ. ძალიან გაგვიკვირდა ასე ჩქარა როგორ მოვიდნენ!!! 22.00-ზე მანქანა დავძარით და თბილისის გზას დავადექით. ის რთილი ორმოები რომლებიც მე მაშინებდნენ ადვილად გავიარეთ, თან ზუსტად ჩვენი დაძვრის მომენტში ნივამ გამოიარა, რომელსაც ვთხოვეთ გამოგყვებით, სადმე თო ჩავვარდით რომ დაგვეხმაროო. საბედნიეროდ არაფერი ასეთი არ მომხდარა. მეც ძალიან დაღლილი არ ვიყავი იმიტომ რომ ტვირთი არ მიტარებია ჩემი კეთილი თანამგზავრების წყალობით და უკანაც ასე 7-8 კმ მანქანით გამოვიარე. თუ არ ჩავთვლით ქარელში და დიდ დიღომში ორიენტაციის დაკარგვას, უკან გზაზე არაფერი სანერვიულო არ მომხდარა.

სახლებში ჩამოვრიგდით (eh_dato SORRY ბოლომდე რომ ვერ მიგიყვანე) და 01.00-ზე სახლში მივედი. დაღლილი და ნასიამოვნები!!

რა ვნახეთ გზად და როგორი იყო ტბა არ მომიყოლია. იმედია სხვებიც დამეხმარებით.

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ბატეთის ტბა თოვლში

Post by ilia » 06 მარ 2006, 14:32

Gvalva
იმედია სურათები გადაიღეთ, და როგორც იტყვიან 19-ჯერ მოყოლილს ერთჯერ ნანახი ჯობიაო(თუნდაც ფოტოზე).

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
ბატეთის ტბა თოვლში

Post by pauna » 06 მარ 2006, 14:33

Gvalva
კავკასიონი ძალიან ლამაზად შანს და ალიან მომინდა თქვენთან ყოფნა ..... :) :(
მარა სხვა დროს იყიოს....
გვალვა კაია რომ სხვაც დაგეხმაროს მოყოლაში მარა შენც კარგაგ გამოგდის...;)
იმედია მალე დაგეხმარებიან.....

კაი დრო გიტარებიათ მართალა გუბეები ხელს გიშლიდატ მარა კარაველებს გუბეების არ ესინიათ!!! :D

გაგრძელება....

ტბა გაყინული იყო?
ImageImage

User avatar
PINKY
მაწანწალა
Posts: 534
Joined: 23 აგვ 2005, 20:12
Location: Love Street
Contact:
ბატეთის ტბა თოვლში

Post by PINKY » 06 მარ 2006, 14:46

pauna..
ტბა გაყინული იყა?
ჰა..

გაკინულიკა..

მარრა ვერვისრიალეთ..

ჩატკდა..
Ã￾Â￾ Ã￾¼Ã￾½Ã￾µ Ã￾²ÑÂ￾Ã￾µ Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾½Ã￾¾.. Ã￾šÑƒÃ￾´Ã￾° Ã￾¸ Ã￾·Ã￾°Ñ‡Ã￾µÃ￾¼..
Ã￾›Ñ‹ÑˆÑŒ Ã￾±Ã￾¸ Ã￾¾Ñ‚Ã￾¿Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾¸Ñ‚ÑŒÑÂ￾ÑÂ￾ Ã￾² Ã￾¿ÑƒÑ‚ÑŒ..

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
ბატეთის ტბა თოვლში

Post by pauna » 06 მარ 2006, 14:52

PINKY
კარგი დრო გიტარებიათ.....

მალადეც თქვენ...........

ეი. თხელი იყო ყინული.....

გადნა ალბათ....
ImageImage

User avatar
PINKY
მაწანწალა
Posts: 534
Joined: 23 აგვ 2005, 20:12
Location: Love Street
Contact:
ბატეთის ტბა თოვლში

Post by PINKY » 06 მარ 2006, 15:02

pauna..
კარგი დრა გიტარებიათ.....
კარგი არრა..

სასწაულ..

Image


დატბა კიკა სკელკინულში..

მარრა გარშემა.. 1-2 მეტზე იკა თჰელ..

გადაჰტამაც შეიძლებოდა..

მარრა.. მაგდენიც არდაგვლევ ია..

Image
Ã￾Â￾ Ã￾¼Ã￾½Ã￾µ Ã￾²ÑÂ￾Ã￾µ Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾½Ã￾¾.. Ã￾šÑƒÃ￾´Ã￾° Ã￾¸ Ã￾·Ã￾°Ñ‡Ã￾µÃ￾¼..
Ã￾›Ñ‹ÑˆÑŒ Ã￾±Ã￾¸ Ã￾¾Ñ‚Ã￾¿Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾¸Ñ‚ÑŒÑÂ￾ÑÂ￾ Ã￾² Ã￾¿ÑƒÑ‚ÑŒ..

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ბატეთის ტბა თოვლში

Post by Nika » 06 მარ 2006, 15:19

Gvalva
შენი მანქანით წახვედით :shock: :shock: :shock: :shock: :shock: :shock: :shock: :shock: :shock: :shock: :shock: :shock:
თიმცა რა მიკვირს შატილში ჟიგულით ვინც დადის იმისგან არაფერია გასაკვირი.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ბატეთის ტბა თოვლში

Post by Gvalva » 06 მარ 2006, 15:28

Nika

კი, ჩემი 07-ით წავედიტ და ჩამოვედით, გზაში არაფერი დაგვიტოვია :)

User avatar
kirk_hammett
მაწანწალა
Posts: 365
Joined: 26 ივლ 2005, 11:18
Location: tbilisi
ბატეთის ტბა თოვლში

Post by kirk_hammett » 06 მარ 2006, 15:51

სურათები არ იქნებაააა...?????????????? :roll: :roll: :roll: :roll: :D
the more u live the less u die>..................

User avatar
PINKY
მაწანწალა
Posts: 534
Joined: 23 აგვ 2005, 20:12
Location: Love Street
Contact:
ბატეთის ტბა თოვლში

Post by PINKY » 06 მარ 2006, 15:51

Gvalva..
შატილში ჟიგულით ვინც დადის
ეს შენხარ ? ? ?

Image
Ã￾Â￾ Ã￾¼Ã￾½Ã￾µ Ã￾²ÑÂ￾Ã￾µ Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾½Ã￾¾.. Ã￾šÑƒÃ￾´Ã￾° Ã￾¸ Ã￾·Ã￾°Ñ‡Ã￾µÃ￾¼..
Ã￾›Ñ‹ÑˆÑŒ Ã￾±Ã￾¸ Ã￾¾Ñ‚Ã￾¿Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾¸Ñ‚ÑŒÑÂ￾ÑÂ￾ Ã￾² Ã￾¿ÑƒÑ‚ÑŒ..

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ბატეთის ტბა თოვლში

Post by Gvalva » 06 მარ 2006, 16:09

PINKY

კი, მარა ამით არა, ადრე სხვა იყო :) ეგ ეტყობა გენეტიკურია :D :D

kirk_hammett
სურატები მაქვს, მარა სხვებს უკეთესი აპარატი ქონდათ და ველოდები იმათ დადონ. ასე აჯობებს :roll:

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ბატეთის ტბა თოვლში

Post by Gvalva » 06 მარ 2006, 17:13

კავკასიონის გადაღება, ეს ქარელის გადასახვევიდან 30 მეტრში ხდება :)

გადაღებულია eh_dato-ს მიერ

Image
Last edited by Gvalva on 17 მაი 2007, 02:28, edited 1 time in total.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ბატეთის ტბა თოვლში

Post by Gvalva » 06 მარ 2006, 17:17

ეს ის გუბეა რომელთანაც ჩვენ მანქანით მსვლელობა შევწყვიტეთ. wanderer ზომავს სიღრმეს, რომელიც შეიძლება კიდევაც გაგვეარა, მარა 5 მეტრში იყო მეორე, იქედან 10 მეტრში კიდევ მესამე. რომელიღაცი შეიძლება საბედისწერო აღმოჩენილიყო. ირგვლივ 3-5 ოჯახიანი სოფლები მხოლოდ. პროფილაქტიკა/ხელოსნის იმედი ნაკლები იყო.

გადაღებულია eh_dato-ს მიერ

Image
Last edited by Gvalva on 17 მაი 2007, 02:28, edited 2 times in total.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]