კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 28 ივნ 2008, 11:30
lama wrote:”მიყვარს, როცა ამ სტრიქონს ვწერ შუაღამე იწვის დნება.....”
მიყვარს, როცა სიზმარში მაინც გრძნობ ადამიანი თავს ბედნიერად
(წუხანდელ, მართლაც საოცარ სიზმარს ვგულისხმობ)
detalebis gareshe

-
Wanderer
- იეტი
- Posts: 2739
- Joined: 01 მაი 2004, 15:42
- Location: viewtopic.php?p=X
Post
by Wanderer » 28 ივნ 2008, 16:46
ARCHIL_i
მიყვარს, როცა მეგობრებთან ვსაუბრობ, ისინი ჩუმად არიან (იმიტომ, რომ მე პირას არ ვაჩერებ და ვააფშე ფრიად ლაქლაქა ვინმე ვარ) და დიდი ნებისყოფით მიძლებენ..
მიყვარს როცა აბალდუი მესაუბრება და მე კი დიდი მოთმინებით ვუსმენ.
თუმცა ეს იდილია გრძელდება ხოლმე მანამდე, სანამ ზემოხსენებული აბალდუი დაუკრეფავში გადავიდოდეს.
და ერთი რაღაც მაინტერესებს: "საუბარი"-ო და ეგ რაღა საუბარი გამოდის თუ მარტო ლაპარაკობ?

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია
-
namcecuna
- იეტი
- Posts: 4498
- Joined: 29 ივლ 2007, 01:18
- Location: საჰაერო ბურთი
Post
by namcecuna » 28 ივნ 2008, 16:51
მიყვარს, ლაშქრობამდე2-3 დღით ადრე ჩანთის ჩალაგებას რომ ვიწყებ და რამდნეჯერმე ვასწრებ ამოლაგება-ჩალაგებას ....
და ძალიან სისხამ დილით -ჯერ კარგად რომ არ გათენებულა და ქუჩებში ჯერ კიდევ ლამპიონები ანთია, ზურგჩანთით და მომავალი სიხარულის უკვე მძაფრი შეგრძნებით მივუყვები გზას შეხვედრის ადგილისკენ...
სხვა სიყვარულებს მერე დავწერ

წამო, ზღაპარში ...

-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 28 ივნ 2008, 16:59
namcecuna wrote:მიყვარს, ლაშქრობამდე2-3 დღით ადრე ჩანთის ჩალაგებას რომ ვიწყებ და რამდნეჯერმე ვასწრებ ამოლაგება-ჩალაგებას ....
და ძალიან სისხამ დილით -ჯერ კარგად რომ არ გათენებულა და ქუჩებში ჯერ კიდევ ლამპიონები ანთია, ზურგჩანთით და მომავალი სიხარულის უკვე მძაფრი შეგრძნებით მივუყვები გზას შეხვედრის ადგილისკენ...
სხვა სიყვარულებს მერე დავწერ

რაღაც ბევრი რამ მოხვდა, შენი ნათქვამიდან, ჩემს გულს ....
გაიხარე!!!!!!!!!!!!
ლამაზო ადამიანო
-
namcecuna
- იეტი
- Posts: 4498
- Joined: 29 ივლ 2007, 01:18
- Location: საჰაერო ბურთი
Post
by namcecuna » 28 ივნ 2008, 17:20
გულწრფელი ადამიანები მიყვარს, სუფთა გული და თვალები რომ აქვთ, ტყული რომ არ შეუძლიათ...
ერთ -გული ადამიანები მიყვარს...
კეთილი დამიანები მიყვარს...
ადამიანები მიყვარს...
მიწაში ხელების ჩაყოფა მიყვარს, ოქტომბერი და ნოემბერი, ფერადი ფოთლების შრიალი და აქეთ-იქით ფრენა...
ჩამწვანებული ბუნება მიყვარს, ნისლში ჩაშვებული, ჩამყუდროვებული...
მრავლისმთქმელი და მრავლისდამფარავი...
გვირილები მიყვარს, მერე რა, რომ ბევრს უყვარს, მე ყველაზე მეტად მიყვარს... ყველა გვირილა მიყვარს, რაც კი აქამდე ამოსულა დედამიწაზე და რაც მერე ამოვა-თუნდაც ჩემს მერე...
გაგრძელება იქნება

Last edited by
namcecuna on 28 ივნ 2008, 17:24, edited 1 time in total.
წამო, ზღაპარში ...

-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 28 ივნ 2008, 17:22
namcecuna wrote:
გვირილები მიყვარს, მერე რა, რომ ბევრს უყვარს, მე ყველაზე მეტად მიყვარს... ყველა გვირილა მიყვარს, რაც კი აქამდე ამოსულა დედამიწაზე და რაც მერე ამოვა-თუნდაც ჩემს მერე...

ყელის ტბის გვირილები არ გინახავს თაიგულებად ამოსული
რომ გენახა
გადაგრევდა, გაგაგიჯებდა და გაგაშმაგებდა

-
namcecuna
- იეტი
- Posts: 4498
- Joined: 29 ივლ 2007, 01:18
- Location: საჰაერო ბურთი
Post
by namcecuna » 28 ივნ 2008, 17:25
lama
აუჰ, მინდა

წამო, ზღაპარში ...

-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 28 ივნ 2008, 17:26
namcecuna wrote:lama
აუჰ, მინდა

მერე წამოდი შეგაყვარო ყელის ტბა
და თრუსო და მწვერვალი შერხოტასი და ყელიწადის ულამაზესი ტბა
მნერე დავუყვეთ ან არაგვს ან ქსანსა და ან კიდევ ლიახვს

-
namcecuna
- იეტი
- Posts: 4498
- Joined: 29 ივლ 2007, 01:18
- Location: საჰაერო ბურთი
Post
by namcecuna » 28 ივნ 2008, 17:28
lama
წამო !!!!!!!
წამო, ზღაპარში ...

-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 28 ივნ 2008, 17:45
namcecuna wrote:lama
წამო !!!!!!!
წამოოოოოოოო
წამოოოოოოოოოო
წამოოოოოოოოოოო
-
ნინი_85
- იეტი
- Posts: 2289
- Joined: 29 აგვ 2007, 12:16
-
Contact:
Post
by ნინი_85 » 29 ივნ 2008, 00:16
მიყვარს როცა ცხოვრებას ვეჭიდები, ბოლომდე ვიხარჯები, ვიღლები, მაგრამ საწადელს ვაღწევ...
ბრძოლა მიყვარს, წესებით ბრძოლა გამარჯვებამდე...
მეაც გავთუშდ მეაც!
-
Archil
- იეტი
- Posts: 6877
- Joined: 07 აპრ 2005, 13:17
- Location: ტიფლისის თავზე
-
Contact:
Post
by Archil » 29 ივნ 2008, 01:06
ნინი_85
ჩემო კარგო, წესებით მანახე ბრძოლა.... მე ვერ ვნახე... სულ მუდამ უწესოს მოლოდინში ვარ და.... მიხდება კიდევაც სამწუხაროდ... ეგეთი ყოფილა ცხოვრება.... წელს ქვემოთ დარტყმები არაერთხელ მიმიღია და .....
კარგი ადამიანები რომ არა....
შევიძულებდი ქვეყნიერებას....
მარა არიან კარგი ადამიანები...რომლებმაც ადამინების სიყვარული მასწავლეს, მიუხედავად იმისა, გმტრობენ თუ არა... ძალიან რთულია, მაგრამ ძალიან ამაღლებული....
ვისაც შნო გაქვთ, მაგაში მომყევით !!!
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

-
Linda
- იეტი
- Posts: 1451
- Joined: 17 მაი 2007, 20:49
Post
by Linda » 29 ივნ 2008, 04:56
მიყვარს ადამიანები

-
ნინი_85
- იეტი
- Posts: 2289
- Joined: 29 აგვ 2007, 12:16
-
Contact:
Post
by ნინი_85 » 29 ივნ 2008, 19:26
Archil wrote:ნინი_85
ჩემო კარგო, წესებით მანახე ბრძოლა.... მე ვერ ვნახე... სულ მუდამ უწესოს მოლოდინში ვარ და....
მე წესებით ვიბრძვი არჩილ, მართალია ყოველთვის ვერ ვიმარჯვებ, მაგრამ ფარ-ხმალს არ ვყრი, არ ვიტეხ იხტიბარს, არ ვიძულებ ადამიანებს...
ყველა ადამიანში უნდა ეძებო კარგი, იქიდან უმზირო საიდანაც კარგად იმზირება...
მიყვარს როცა რაღაცას ვეძებ და ვპოულობ ხოლმე, ისიც მიყვარს როცა ვპოულობ იმას რაც არ მიძებნია...
კიდე აბურდული ძაფების დალაგება მიყვარს...
სტატიების თარგმნა...
მონაცემებსი დამუშავება და ანალიზი, მერე ყველაფრის ერთად სხვებისთვის გაზიარება, დისკუსიები და კამათები სამეცნიერო წრეში...
მეცნიერება მიყვარს...
მეაც გავთუშდ მეაც!
-
ნინი_85
- იეტი
- Posts: 2289
- Joined: 29 აგვ 2007, 12:16
-
Contact:
Post
by ნინი_85 » 29 ივნ 2008, 20:58
სახლში რამდენიმე წუთის წინ შემოვედი... კოკისპირულად წვიმდა...
ავტობუსიდან რომ გადმოვედი მივხვდი, არ ჰქონდა მნიშვნელობა ფეხზე მეცმეოდა რამე თუ არა და...
ახდა დიდი ხნის ნანატრი ოცნება, ფეხზე გავიხადე...
დაახლოებით 200 მეტრი მქონდა სახლამდე გასავლელი...
მივდიოდი, თავზე მაწვიმდა, შუა ტრასაზე ფეხშიშველი მივაბიჯებდი, არ მაინტერესებდა რას ფიქრობდნენ ტრანსპორტში მსხდომნი და არც სახლებიდან მომზირალნი.
მე ჩემს სტიქიაში ვიყავი და...
მაშინ აღმოვაჩინე რომ,
თურმე...
მყვარებია როცა...
წვიმს კოკისპირულად და მე ფეხშიშველი მივაბიჯებ სახლისაკენ...
მეაც გავთუშდ მეაც!