უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 ივნ 2008, 03:43

1. რეგიონი:
კახეთი, სგარეჯოს რაიონი (უჯარმა)
მცხეთა-მთიანეთი, თიანეთის რიონი (ბოჭორმა-სიონი)

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-უჯარმა-ბოჭორმა-სიონი-ცხვარიჭამია-სიონი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
საშუალო

5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
უჯარმის ციხესთან - ახლოსაა სოფლები უჯარმა, ხაშმი თბილისის მხრიდან. ხოლო სიონის ტბის მხრდან სოფელი პლადოა ახლოს.
ბოჭორმასთან სოფელი გრძელველი გომბორის მხრიდან. სოფლები
ყუდრო, ფიჭვიანი, ომარაანი, ნაქალაქარი, სიონის მხრიდან
სიონის ტბასთან - ახლოს მდებარეობს სოფლები, ბოკონი, ჩეკურანაათგორო
თბილისი-ცხვარიჭამიის მხრიდან და სიონი თბილისი-გომბორის გზიდან

6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
160 კმ მთელ წრიული გზაზე

7. ფეხით გავლილი მანძილი:
უჯარმა - 300 მეტრი
ბოჭორმა- 4,2 კმ
სიონი 1, 4 კმ

8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
უჯარმა - გალავანს შიგნით მოქცეული ეკლესია, გალავნის კედლები აღმოსავლეთით,
რომელიც შედარებით დაბლაა ამოშენებული. ხედები მდინარე იორზე
ბოჭორმა - უნიკალური ეკლესია გალავნის შიგნით, ციხის კოშკი და პატარა საყდარი. ხედები გომბორზე
სიონი - ტბა, იგივე წყალსაცავი

9. საბანაკე ადგილები:
უჯარმა - ციხემდე 100 მეტრში, სამანქნო გზასთან
ბოჭორმა - გალავნის შიგნით, აგრეთვე, ციხემდე 2,1 კმტში, მანქანების სადგომთან
სიონი სოფელი სიონის მხრიდან საბანაკე ადგილი ბევრგანაა.
არაჩვეულებრივი ადგილები აღმოჩნდა ხევსურთსოფელის მხრიდან, ინდურების ფერმიდან 500-700 მეტრში
ტბის მთელ სანაპირო ზოლზე

10. სასმელი წყალი მარშრუტზე:
უჯარმა ციხესთან უცნობია, ციხემდე 2 კმტში სოფელ უჯარმის ცენტრში წყალი ონკანიდან მოედინება.
ბოჭორმა გალავნის შიგნით მდებარე გუმბათიან ეკლესიასთან ჭაა
სიონი - წყალია სოფლებში, ტბის ნაპირებთან სასმელი წყალი შორსაა

11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
უჯარმა - განსაკუთრებით არაფერი
ბოჭორმა - მოხერხებული ფეხსაცმელი, სასმელი წყალი
სიონი - ანკესები, საცურაო კოსტიუმები, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, წვიმისგან დამცავი აღკაზმულობა

12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
უჯარმა
სოფელ უჯარმის მოსახლეობა
ბოჭორმა
სიონი
თიანეთის რაიონის გამგეობა (8 248) 9-14-14

13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება,
ამ გასვლის ფარგლებში ინახოს

უჯარმა - ბოჭორმის გზაზე ღვთისმშობლის ეკლესიის ნახვა შეიძლება.
ბოჭორმა - 1 კმტში მდებარე სოფელ გრძელველში ეკლესიაა
სიონის ტბა - სოფელ საყდრიონის ადრესაუკუნეების დარბაზული ეკლესია, დევენაანთხევის ეკლესი საყდრიონის ჩრდილოეთით, საბუდარის ტყე ცხვარიჭამია-სიონის
გზაზე, მამკოდა თბილისი-სიონის გზაზე


14. რუქა:
უჯარმა
http://nona.net/features/map/placedetai ... 77/Ujarma/

ბოჭორმა
http://www.fallingrain.com/world/GG/0/Bochorma.html

სიონი
http://www.fallingrain.com/world/GG/42/Sioni.html

შენიშვნის სახით:
არაა სასურველი, სიონის მაცხოვრებლებთან 1ად ალკოჰოლის მიღება, ქეიფი, ხუმრობა-შეხუმრება.
ნასვამობისას, ადგილობრივები ზედმეტად აგრესიულები და შფოთისთავები არიან. ხუმრობას კი
პირდაპირობად აღიქვამენ.
ბანაკის გაშლის შემთხვევაში, მათთან ახლოს კონტაკტში შესვლა არაა სასურველი


და კიდევ, თიანეთის სოფელ ნადოკრაში ყოველ 4 ივლისს აღინიშნება წმინდა მეფე არჩილის დღეობა.
მეფე არჩილი ტყის მაღალ ფერდობზე მის მიერ მე8 საუკუნეში აგებულ ეკლესიაშივე განისვენებს და
ამ დღეს თიანეთის რაიონში ასვლა განსაკუთრებით სასურველია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 ივნ 2008, 04:09

21 ივნისს მცირე ჯიპტური მოვაწყეთ თბილისი-უჯარმა-ბოჭორმა-სიონი-ცხვარიჭამიის გზაზე.

გავედით დილით რესპუბლიკის მოედნიდან
ნაია, მაკენა, კახა მანქანებით და მათი თანამგზავრები:
ნინუკალა,
Tuta
მთაშენკა,
გურული,
ლინდა და მისი შოტლანდიელი + დევიდ
მირანდა,
მჭრელი თვალი
(კახას შვილი თინათინი)
და მე.

გეგმის მიხედვით უჯარმა-სიონი-მამკოდა უნდა გვენახა, მაგრამ უჯარმის ციხის ნახვის შემდეგ ბოჭორმაში
ასვლის სურვილი გამოითქვა.
ჰოდა, ავედით.
1 სთ ფეხით ასვლას მოვუნდით, 1იც -ჩამოსვლას. კიდევ 1 სთ ადგილზე გავატარეთ და კეშიც აქვე დავმალეთ.
მერე ისეთი სათლისპირული წვიმა წამოვიდა, რომ მთლიანად გავილუმპეთ და გზის გაგრძელების
სურვილიც კი კგ ხანს ბევრს აღარ ჰქონდა.
სიონის ტბაზე, სადაც კარაველთა ნაწილი წინა დღეს დაბანაკდა, საღამოს 7ზე მივედით.
იქ ვიმწვადაეთ და, რა თქმა უნდა, ამის გამო, მამკოდა ვერ ვნახეთ.
Last edited by GAMARJOBA SAKARTVELO on 23 ივნ 2008, 00:54, edited 1 time in total.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს

Post by guruli » 22 ივნ 2008, 11:52

ძალიან მაგრი იყო. იმის მიუხედავადაც კი, რომ ბოჭორმაში კოკისპირულ თქეშში მოვყევით. :D :D იმ თავდაღმართზე ლამის ღვარცოფმა ჩამოგვიტანა, :D მაგრამ ყველაფერი კარგია, რაც ჰეფი ენდით მთავრდებაო და ის წვიმა მალევე გვექცა სასიამოვნო მოგონებად. რეპორტაჟს დაველოდები და შთაბეჭდილებებს მერე დავწერ, მანამ კი, იმედია, იმაზეც ისაუბრებენ, მე და ნინუკალას რა სურათი დაგვხვდა ერთ-ერთი მანქანის ახდილ საბარგულთან. :lol: :lol: ჩვენ სხვებზე გვიან ჩამოვედით, რადგან ტყეში, ხეებს შეყუჟულნი წვიმის გადაღებას ველოდებით და როცა მანქანეთტან ტყიდნ გამოვვარდით ყვირილით - ცოცხლები და ვართ მშრალებიო, იქ ისეთი გამალებით იცვლიდნენ ტანსაცმელს, კინაღამ უკან შევბრუნდით... :lol: :lol: სადღა იყო სირცხვილი და მორიდება - ვის ჰქონდა მაგის თავი. :D :D თუმცა კაცებს კი ეჩხუბებოდნენ, თვალები დახუჭეთო. :D :D
ტანსაცმელი რომ გავწურეთ, მერე სიონელები მოვინახულეთ, თუ,ცა სრული 2 საათი კი ვეძებეთ. იქ იქაურების პტივისცემა ხომ ვიგემეთ ჯნოსის, ამ შეუდარებელი მასპინძელის და ზეყურადღებიანი კაცის თამადობით, ილია რისი ილია იქნებოდა, სერიოზულად მჯდარიყო და არ გავემხიარულებინეთ. :lol: ახლაც თვალწინ მიდგას, კარავის მაისურით, შორტებით და... მთაშენკას ქოლგით როგორ დაიკვანწებოდა ბანაკში. :lol: :lol: უცხო კაცი შებმასაც დაუწყებდა, ისე დაგოგმანებდა. :) რა ეტყობა მაგას სამი შვილის მამისა. :lol: ისე, სადღეგრძელოში ერთი ძალიან კარგიიდეაც წამოაყენა - კარაველთა სოფელის გაშენება და პრაქტიკულადაც თუ განვახორციელებთ, მთლად გადასარევი იქნება. :wink:
Смут წამოვედით და სიონელებს სამი სტუმარი მიადგათ N67-სა და მისი მეგობრების სახით. ისინი კვეტერადან გადავიდნენ სიონში და მთელი დღის განმავლობაში 30 კილომეტრი გაიარეს. ეს რომ ლინდას +-მა, გლაზგოელმა დევიდმა გაიგო, დაღლილი თვალები შუბლზე აუვიდა. :D :D კი მოეწონა ეს ყველაფერი, მაგრამ დაიღალა დევიდი.
მოკლედ, მართლა კარგი გასვლა იყო, დანარჩენი კი მერე.

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს

Post by Linda » 22 ივნ 2008, 13:43

ძალიან სასიამოვნო დღე კი გამოგვივიდა, მადლობთ ყველას :)

დევიდიც ძალიან კმაყოფილი იყო, მიუხედავად იმისა რომ ძალიან დაიღალა ასე თქვა: ეს დღე არასდროს დამავიწყდებაო :) (იმედი მაქვს იმიტომ არ დაავიწყდება რომ ძალიან მაგარი შთაბეჭდილება დატოვა ნანახმა)
თან პირველად იყო ტყეში სასიარულოდ, გლაზგოში მთელ დღეს ლუდხანებში ვატარებთო :D

(ბოჭორმაში მთელი აღმართი და მერე ჩამოსვლის გზა, სულ გინებით გინებით გაიარა :D :D )

საქართველოზე პირველი შთაბეჭდილება ძალიან მაგარი შეექმნა, სირცხვილი იქნებოდა ეს ადგილები რომ არ მენახა და მარტო თბილისში დავრჩენილიყავი ჩემი საქართველოში ყოფნის პერიოდშიო. (მაგან რა იცის კიდევ რა ადგილები ელოდება წინ Image )

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს

Post by qvevri » 22 ივნ 2008, 13:51

ისე სურათებიც რომ დაგედოთ.... :roll:

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს

Post by Linda » 22 ივნ 2008, 14:09

qvevri

სურათები მე არ მაქვს, ნინუკალას, მთა მყვარებიას და გოგას უნდა დაველოდოთ

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს

Post by MIRANDA » 22 ივნ 2008, 17:36

წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე ამ დღემ და ამისათვის ძალიან დიდი მადლობა მინდა თითოეულ თქვენგანს გადაგიხადოთ. მიყვარხართ და ვამაყობ, რომ ასეთი მეგობრები მყავხართ!!!

გურულის თქმის არ იყოს ის წვიმა მართლაც ძალიან მალე გვექცა სასიამოვნო მოგონებად. მიხარია კიდეც, რომ იწვიმა... ისედაც შესანიშნავ დღეს, თავისებური ხიბლი შემატა!! ერთადერთი რაზეც ცოტათი ვღელავდით ფოტოაპარატები იყო, მაგრამ (რამდენადაც ვიცი) მაგმხრივაც მშვიდობით დამთავრდა ყველაფერი.

არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო სიონის ტბასთან დაბანაკებული კარველების სტუმართმოყვარეობა. დიდი მადლობა მათ ამისათვის...

და კიდევ უაღრესად მადლიერი ვარ Tamusia-სი (წინა დღის იუბილარისა და სიონში გატაცებულის) იმ დახმარებისათვის რაც მან გამიწია, კარვებამდე ჯერ ფლოსტებით და ბოლოს ფეხშიშველა მისულს :D და კიდევ ჩვენს უსაყვარლეს მთა მყვარებიას (ნაყვარებას, მთას, მთაშენკას და ა.შ.)... ხო, და რაც მთავარია ilia-ს, რომლის ვალიც მაქვს - 1 წყვილი "ნასკი"
Last edited by MIRANDA on 23 ივნ 2008, 19:17, edited 1 time in total.

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს

Post by MIRANDA » 22 ივნ 2008, 17:54

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:21 იანვარს მცირე ჯიპტური მოვაწყეთ თბილისი-უჯარმა-ბოჭორმა-სიონი-ცხვარიჭამიის გზაზე.
:lol: მემგონი უკვე სპეციალურად წერ ხოლმე მასე... თუ კიდევ შემთხვევით შეგეშალა?? :roll:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 ივნ 2008, 00:57

MIRANDA wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:21 იანვარს მცირე ჯიპტური მოვაწყეთ თბილისი-უჯარმა-ბოჭორმა-სიონი-ცხვარიჭამიის გზაზე.
:lol: მემგონი უკვე სპეციალურად წერ ხოლმე მასე... თუ კიდევ შემთხვევით შეგეშალა?? :roll:
შემთხვევით შემეშალა. გამთენიისას ვწერდი წერილს და მეძინებოდა.
სათაურში თვე სწორედ მიწერია.
უკვე ჩავასწორე თვე.

მთაშენკას ფოტოების ნაწილი დავათვალიერე. ისეთები აქვს, სიცილით მოკვდებით
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს

Post by ilia » 23 ივნ 2008, 08:47

ყველას მოგესალმებით! (არ უყვარს ეს გადაკოცნები და რა ქნას)
Image

მოვიდნეეეეენ
Image

რა ლამაზი დღეეეეეააააააა................
Image

ა შენ ფუჩიკი
Image
Image

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს

Post by Ninukala » 23 ივნ 2008, 10:11

აი, მეც მოვედი.. ულამაზესი და უექსტრემალურესი ლაშქრობა იყო... :D
მადლობა ყველას... ეხლა გადავწერ სურათებს.. ამ გასვლაში რეკორდული რაოდენობის ფოტო გადავიღე (685) ყველა მომწონს და რა მეშველება არ ვიცი.. ყველას ხომ ვერ დავდებ.... :D
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს

Post by Naia » 23 ივნ 2008, 10:29

Ninukala
დადე ნინუკალა, დადე :)

ოღონდ სველები რომ ვართ ის ფოტოები არ დადო, თორემ მაკენას ნაცადი მეთოდი ანუ შავი კვადრატის აფარებაც კი არ გვიშველის :)

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს

Post by Naia » 23 ივნ 2008, 10:32

მართლა ძალიან განსაკუთრებული გასვლა გამოგვივიდა

არასოდეს დამავიწყდება წვიმიან-ტალახიან-ღვარცოფიანი გზა ბოჭორმიდან. არც ის, მირანდა და მე სველები და თმაგაწეწილები ტყეში სირბილითა და კისკისით რომ ვეშვებოდით. თან ვხუმრობდით, ახლა რომ ადგილობრივი შეგვხვდეს, ნამდვილად იფიქრებს ტყის ალებს გადავეყარეო :)

და ბოლოს, პიკნიკი მანქანებით :) მოკლედ, იმედია დანარჩენები ფოტოებს დადებენ. სამწუხაროდ, ჩემი აპარატი ფოკის გასვლის შემდეგ დაზიანდა და ჯერ კიდევ ვერ მოვიყვანე აზრზე.

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს

Post by Ninukala » 23 ივნ 2008, 10:47

დავიწყოთ დილიდან... :)
შეკრება, პირველი მერცხლები... ;)

Image

მთა ჩვეულ ამპლუაში

Image

თუთა

Image

მირანდა

Image
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
უჯარმა-ბოჭორმა-სიონის ტბა 2008ის 21 ივნისს

Post by Ninukala » 23 ივნ 2008, 11:17

აბა სანამ წავსულვართ კარვული ნახტომებიო...

Image
Image
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]