კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 12 ივნ 2008, 15:29

В ТУ НОЧЬ, КОГДА РОЖДАЛИСЬ ВОЛКИ
ПОД ПРЕДРАССВЕТНЫЙ ЛЬВИНЫЙ РЁВ
ПРИШЛИ ИЗ ДРЕВНОСТИ ГЛУБОКОЙ
МЫ В ЭТОТ МИР, ЧТО К НАМ СУРОВ
С ТЕХ ПОР МЫ НИКОМУ В УГОДУ
ДОСТОИНСТВОМ НЕ ПОСТУПАЛИСЬ
ВЕКАМИ СМЕРТЬ ИЛИ СВОБОДУ
СЕБЕ В БОРЬБЕ МЫ ДОБЫВАЛИ

ПУСТЬ ДАЖЕ КАМЕННЫЕ ГОРЫ
РАСПЛАВЯТСЯ В ОГНЕ СРАЖЕНИЙ
НО НИКАКИЕ в мире орды
НАС НЕ ПОСТАВЯТ НА КОЛЕНИ

И, ЕСЛИ ДЕНЬ ЗАТМИТСЯ НОЧЬЮ,
И МРАК ЗАТОПИТ СВЕТЛЫЙ КРАЙ НАШ,
ТО ВРАЖЬЮ ТЬМУ РАЗВЕЕТ В КЛОЧЬЯ
БЛЕСК НАШИХ ВЫСТРЕЛОВ РАЗЯЩИХ!
А, ЕСЛИ ЗНОЙ от угнетений,
ОБРУШИТСЯ СВИНЦОМ КИПЯЩИМ,
ЧТО Ж, МЫ УКРОЕМСЯ ПОД ТЕНЬЮ
СВОИХ КЛИНКОВ, В БОЮ СВИСТЯЩИХ.

ПУСТЬ МИР ВЗОРВЁТСЯ, СЛОВНО ПОРОХ!
ПУСТЬ РУШАТСЯ В ПРОВАЛЫ ГОРЫ.
С НЕУКРОТИМОСТЬЮ ВО ВЗОРАХ
МЫ Родину СОБОЙ ПРИКРОЕМ!

МЫ НЕ УРОНИМ ОТЧЕЙ ЧЕСТИ,
Пред САМОЙ НЕОБЪЯТНОЙ СИЛОЙ,
НЕПОБЕЖДЁННЫЕ И В СМЕРТИ,
СОЙДЁМ МУЖЧИНАМИ В МОГИЛЫ!

НО ТОЛЬКО ПРЕЖДЕ НАШИ РУКИ
НАБРОСЯТ завещаньем павших
ПРОСТРЕЛЯННЫЕ В БИТВАХ бурки -
НА ПЛЕЧИ СЫНОВЕЙ ОТВАЖНЫХ!

ЧТОБ ИМЯ НАШЕГО НАРОДА
ПО-ПРЕЖНЕМУ ЗВУЧАЛО ГОРДО!
И ЧТОБ ПОД ВЕЧНЫМ НЕБОСВОДОМ
Чечня ВСЕГДА СТОЯЛА твердо!

ПУСТЬ ДАЖЕ КАМЕННЫЕ ГОРЫ
РАСПЛАВЯТСЯ В ОГНЕ СРАЖЕНИЙ!
НО НИКАКИЕ в мире орды
НАС НЕ ПОСТАВЯТ НА КОЛЕНИ!

ПУСТЬ МИР ВЗОРВЁТСЯ, СЛОВНО ПОРОХ!
И с САМОЙ НЕОБЪЯТНОЙ СИЛОЙ,
НЕПОБЕЖДЁННЫЕ И В СМЕРТИ,
СОЙДЁМ МУЖЧИНАМИ В МОГИЛЫ!

ПРИШЛИ ИЗ ДРЕВНОСТИ ГЛУБОКОЙ
МЫ В ЭТОТ МИР, ЧТО К НАМ СУРОВ,
В ТУ НОЧЬ, КОГДА РОЖДАЛИСЬ ВОЛКИ...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ARCHILI » 13 ივნ 2008, 05:47

წუხელ ჩეჩნურ ლექსებს ვკითხულობდით ფიცხელაურთან...

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 13 ივნ 2008, 20:09

აბა მოვიდა ახალი სისხლის ამდუღებელი ტაეპი :)

ვფიცავ დახეთქილ რქებზე ნაზარდებს,
ვფიცავ მაგ წმინდა გულში ნატყვიარს
შენ სისხლთან ერთად იმ ქარაფს ახლაც
ჩემი ცრემლებიც ისევ ატყვია.


ქარაფმა გშვა და მოკლე სიცოცხლის,
დღენი ქარაფის ტრფობით გალიე,
მშვიდობით,ჯიხვო,შესანდობარი
მე შენი,შენი რქითვე დავლიე
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
yoko
ბოდიალა
Posts: 113
Joined: 22 აპრ 2004, 17:57
Location: თბილისი, საქართველო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by yoko » 14 ივნ 2008, 01:15

***
მზემ ნისლის ზეწარი ჭიუხებს მოხადა,
ჭაბუკი ხევსური ბედაურს მირჩევს,
მინდა ნისლისფერი გადვიცვა ჩოხა და
გავყვე მარულაში ბიჭებს.

მივქრივართ, ალპები ჭიატობს ათასფერად,
არაფერს გპირდები, არაფერს არ დამპირდე,
აგე იმ მწვერვალზე მწადის გადაფრენა,
პოეტი არ ვიყო, თუ არ გადავფრინდე!


***
„დოქის ტუჩი მირჩევნია ქალისას“

დოქის ტუჩს უმღერი, ქალისას კი არა,
ღვინოს ასახელებ მშვენებად მაგიდის
და მაინც თვალები – ხარივით ბრიალა
ღვინისკენ კი არა, ქალისკენ დაგიდის.

შენ არ იუარებ – ლოთი არა ვარო,
მაგრამ ცხრა სიგელიც ლოთისა გეჭიროს,
მაინც მეეჭვება, ჩემო ყარამანო,
რომ შენ დოქის ტუჩი ქალისას გერჩივნოს.

ავტორი ია სულაბერიძე

შეიძლება სადმე ერთი სიტყვა შემეშალა.. უბრალოდ, ძალიან დიდი ხნის წინ ვიცოდი და ჩაწერილიც არსად მაქვს :)
ორიფლეიმის კატალოგები და პროდუქცია, საინტერესო რჩევებთან ერთად, მოიკითხეთ ჩემთან

User avatar
yoko
ბოდიალა
Posts: 113
Joined: 22 აპრ 2004, 17:57
Location: თბილისი, საქართველო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by yoko » 14 ივნ 2008, 02:03

***
ისე მენატრები, როგორც ჩამქრალ კოცონს
ცეცხლის მოციალე ალები.
მოდი ჩემთან მალე, სულში ჩამისახლდი,
ალერსით გამითბე თვალები.

შენი სურვილები კაბას შემომაცლის,
სულს ამიშფოთებენ ლანდები,
მერე გამაშიშვლებ, ხელში ამიტაცებ..
მერე ჩემთან ერთად დადნები.

ყელს შემოგეხვევი სუნთქვა უსურვაზის,
სადღაც შორს დაგვრჩება დარდები,
გატეხილ ვაზიდან წყალი დაიღვრება,
ქვითინით დალბება ვარდები.

ამ მიწას გავცდებით ერთურთის ალერსში,
განგაშის დარეკენ ზარები,
ისე მენატრები, როგორც ასრულება
დიდხანს ნაოცნებარ ზმანების.

1993 წ.
ავტორი yoko
ორიფლეიმის კატალოგები და პროდუქცია, საინტერესო რჩევებთან ერთად, მოიკითხეთ ჩემთან

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 14 ივნ 2008, 16:03

"შენი თვალების ნაკადულში
ბადეს აგებს მაბადური შეშლილი ზღვიდან.
შენი თვალების ნაკადულში
დანაპირებს ასრულებს წყალი.

მე მასში ვაგდებ
გულს, გაწაფულს ხალხში ცხოვრებით,
და ჩემს სამოსელს, და ფიცის ბრწყინვას:

სიშავეთაგან უშავესი, ვდგავარ შიშველი.
თუ ერთგული ვარ, ერთგული ვარ მხოლოდ ღალატით.
როსღა მე მე ვარ, მე შენ ვარ მაშინ.

შენი თვალების ნაკადულში
მეოცნებე მეკობრე ვარ და მივირწევი.

ბადე კი იჭერს:
ჩვენ ვშორდებით, გადახვეულნი.

შენი თვალების ნაკადულში
ვიწროვდება ჩამომხრჩვალის კისერზე ყულფი."

პაულ ცელანი...
ზვიად რატიანის თარგმანი...
ჩემი საყვარელი ლექსი...
მუსიკაც ჩემთვის...
...............
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 15 ივნ 2008, 22:56

ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს,
მაგრამ მე მაინც მინდოდა მეთქვა,
რომ დღემდე შენით ვცოცხლობდი მხოლოდ
შენ იყავ სუნთქვაც და გულის ფეთქვაც.
გადიან წლები და ფიქრით დაღლილს
გადაუხდელი მრჩება ვალები
და მეკარგება მშობლების სახლი,
აუტანელი და საყვარელი.
მაგრამ ჯერ უნდა მოვიდეს თოვლი
და გადმოფინოს თეთრი აფრები
და შენი ნაზი სხეულის თრთოლვით
ათრთოლდეს სივრცეც და ყველაფერი.
მე ვაღებ სარკმელს და ჭადრებს ვითვლი,
ჭადრებს გაქცევა შეეძლოთ თითქოს
და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის,
თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ...

ოთარ ჭილაძე...

:roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 16 ივნ 2008, 00:22

თვალნი დამიშრიტე - მაინც დაგინახავ,
ყურები დამიფსე - მე მაინც მოგისმენ,
ბაგედაგმანულიც გფიცავ - ჩემს შინა ხარ,
ფეხებწაკვეთილიც მოვაღწევ როდისმე...
მიმწყვიტე ხელები, გულით - ვით ცალხელი
მაინც ამოგწვდები, გულს თუ გამიჩერებ -
ეს ტვინი დაიწყებს ფეთქვას, დამიჯერე.
თუ ტვინსაც დამიწვავ და დამიღადარებ -
მე სისხლით გატარებ...

რაინერ მარია რილკე
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 19 ივნ 2008, 00:58

ჭალაში ცეცხლივით ანთია ასკილი
მიბინდავს მზერასა,
მე შენს სიყვარულზე ათასაგზის აცრილი,
ვავადობ ხელახლა...
ჩვენს შორის ჩამდგარა წლები და ჭორები,
პატარა წყენაცა...
ჩემი ლექსების და სიზმრების რაინდი
აქამდე შენა ხარ...
გავთელე წლები და დეკემბრის არაგვი
ფეხდაფეხ გავტოპე,
უშენოდ არ მინდა ამ ქვეყნად არავინ,
ზეიმობ... მაჯობე...
მე მეტი მერგუნა ტკივილი, ცრემლებიც
ალმასთა სხივითა,
ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად
კალმახის ჟინითა...
ხანდახან გნახავ და რითმებს ვწნავ დილამდე,
ლექსებით ვხმიანობ...
შენს პერანგს შემწყდარი სადაფის ღილივით
ბუჩქებში ვკიაფობ...
მთის წვერებს საავდრო ნისლები თქორავენ,
ხვალ-ზეგ თოვლს გთავაზობ...
მე შენს სიყვარულზე ათასგზის აცრილი,
კვლავ და კვლავ ვავადობ....
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 20 ივნ 2008, 11:47

მოხედა
ორ მხედარს,
მყის იცნო ახმედი
და მზერა ზეზიკის,-
მზე ვით განათდა,
თანაც მან იმ წამსვე,
მკაცრ ხედვით
დაცხრილნა ვაჟნი
და ზევით
წავიდა.
წაიღო წყლიანი კუმგანი,
დაყარა რაყიფნი კუშტმა,
დაყარა რაყიფნი გაყრისგან გულმკვდარნი,
სალამიც არ უთხრა გულშმაგთ...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Monadire » 20 ივნ 2008, 12:21

რა დამაძინებს ,რა დამაძინებს, უსაშველოა წუხილი ჩემი,
შენი თვალების ზღვაში ჩავძირე იმედისა და ოცნების გემი,
ვერ დამათრობდა კარგი თამადაც ერთი შეხედვით შენ რომ დამათვრე.
რატომ შემხედე ასე თამამად, თვალები რატომ შემომანათე?
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 20 ივნ 2008, 12:48

რაც დასახარჯი არსებობს, ვხარჯავ.
რაც სანახავი არსებობს, ვნახე.
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.
ყველა ზეიმზე დავიგვიანე,
ყველაზე ადრე მოსულმა დღემდე.
არც მდიდარი ვარ და არც ღარიბი
და მაინც ვერვინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს.
მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს
თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას
მიშვერილი მაქვს წვიმისთის სახე...


:roll:
ჭილაძე , ისევ....
Last edited by namcecuna on 23 ივნ 2008, 11:49, edited 1 time in total.
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Mrs. Robinson » 20 ივნ 2008, 18:18

ეს მობილში, სმს-ებში ვიპოვე. მენანება რომ წამეშალოს და........
თიოს 74-ის პასუხია ჩემს ბანალურ კითხვაზე: "თიო საით ხარ?".

თბილისს გავცილდი, გავყევი ხადას მიმავალ ოცნებას.
დაღლა და ბეჩა-ვაება ჩემი სილაღით მოცდება,
ხეობას შევალ, მოვუსმენ ბუნების საირ-კაფიას,
სიმაღლე, წვიმა, ჰაერი - სიცოცხლეს მომცემს ასწლიანს.

იგივეობას ვერიდე, მთით შევიცვალე ბარია,
აქ წვება შავი ღრუბელი, გულში კი მზე და დარია.....


ხოდა მთის ხალხი მაოცებს, ლექსებად ფიქრობენ.
თიო გაიხარე! :)

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 21 ივნ 2008, 21:34

პოეზია ჩემი სუნთქვაა,
ჩემი სუნთქვა-მადლიერება.
ჩემი მადლიერება კი-ნებისყოფის უნარი,
კაცი რომ უკეთესი გახდე და
შენით გააუკეთესო სამყარო.
ჩვენ სიყვარულით ვიცნობთ ერთმანეთს.

დავით-დეფი გოგიბედაშვილი



დაბადების დღეს გილოცავ დეფი...
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 23 ივნ 2008, 11:48

მე ავიშენე ტყეში კარავი,
შიგ წიწვის წვიმა მიწვიმს,
არ მოვისურვე შველა არავის,
ეს გზაც არავინ იცის.
ძველი ბუნაგი ფიცხი ავაზის
(ახლა საუფლო დევთა),
ხავსმოდებული ციხე-დარბაზი
ჩამუქებულა ხევთან.
ჩემი ბილიკი დიდი ხანია,
სამეუფოა ჯიქის,
ზურმუხტისფერი ოკეანეა
ჩემი კარავის იქით.
აგერ თელაა, წინ კი - ჭადარი,
კარვის სიმშვიდის მცველი,
კარავში ერთი მყავს ბინადარი _
ჩემი ოცნება ძველი.

შევალ თუ არა, შემომეხვევაა
შეჩვეულ ფიქრთა გუნდი.
...განედლებული ჭარმაგი ხე ვარ,
რაკი შენ დამიბრუნდი!
...გაცინებული შავი დარდი ვარ.
როცა შენს ღიმილს ვუმზერ!
...შენს დიდ თვალებში ხანძრად ვანთივარ,
ამირანი ხარ თუ მზე?
...გარშემო წყნარი ღამის ფარეში -
ცისფერი ნისლი წვება.
...დუმილით მიდის უცხო მხარეში
ლეგა ღრუბლების წყება.
...სარკმლიდან მთვარის იღვრება ღვენთი
და ღამის სუნთქვა მოაქვს,
..ყიჟინი მესმის ნადირთა ღმერთის..
ვაითუ წასვლის დროა!..

მიმოვიხედავ: ღამე , კარავი.
მძიმედ ეშვება ფარდა.
ისევ მარტო ვარ. ირგვლივ - არავინ
ჩემი ოცნების გარდა.
ღამენათევი მთვარე დათვივით
დაბორიალობს ტევრში.
სულ თითო-თითო მარცვლად დათვლილი
ცრემლით სავსე მაქვს პეშვი
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მერე ავდგები. ფიქრთა ხელეურს
შემოვიფანტავ ისევ.
წავალ ავივლი ბილიკს ჩემეულს
სინათლისა და მზისკენ.
ხოლო როდესაც დარდს მივეცემი
და ვეღარ მიხსნის ლოცვა,
კვლავ საიდუმლო კარავს ვეწვევი. . .
მომენატრები როცა. . .

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]