ლაშქრობა ასხის მასივზე რაჭა-ლეჩხუმში

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
Tabo
ბილიკზე მოარული
Posts: 27
Joined: 28 მაი 2008, 20:11
Location: ქუთაისი & თბილისი
Contact:
ლაშქრობა ასხის მასივზე რაჭა-ლეჩხუმში

Post by Tabo » 17 ივნ 2008, 16:45

მოკლედ მინდა ჩემს ერთერთ ლაშქრობაზე მოგიყვეთ :) პირველი თემაა და რავი ვნახოთ როგორი გამოვა

მოკლედ სადღაც 1 კვირაში დავგეგმეთ ეს ყველაფერი და გადავწყვიტეთ ავსულიყავით ასხის მასივის ყველაზე მაღალ მწვერვალზე 2843მ.
გათვლილი გვქონდა დაახლოებით 1 კვირა მთაში ყოფნა.
I დღე:
ქუთაისიდან გავყევით ზუბის ავტობუსს სადღაც 3 საათში ჩაზოზინდა როგორც იქნა და აუყევით სოფელ ზუბისკენ გზას. ერთერთმა ჩვენიანმა აქ მოკლე გზა ვიციო სახლამდეო და როგორც მერე აღმოჩნდა ნეტა რავა დაუჯერეთ. ჩავედით სოფელ ზუბში ვეღაც ბაბუ კაცი შევითანხმეთ ერთი ღამე გაგვათევიე მეთქო რა ბაბუთქო :) იმანაც ბაზარი არააო. იმ საღამოს მაგარი პური გვაჭამა კაი უსახელაურიც გვასვა მაგარი ვიბანავეთ და სადღაც 3 საათზე დავწექით არადა 9_ზე ვაპირებდით დაწოლას :)

II დღე:
მეორე დღეს ვიღვიძებთ მაგარ პახმელიაზე :) არავის არაფერს თავი არ გვაქ ნუ შეძლებისდაგვარად მოვემზადეთ დავირაზმეთ და გაუყევით ასხის მწვერვალისკენ გზას მანძილი სოფლიდან ასხამდე 34-35 კმ დაახლოებით. თავიდანმე შევთანხმდით რომ უნდა შევსულიყავით ალპურ ზონაში. ვიცოდით რომ გზაში ბევრ ადგილას იყო წყალი(ალპურ ზონამდე) და ამის პრობლემა არ გვექნებოდა. გზაში მოვინახულეთ წმინდა გიორგის ულამაზესი სალოცავი რომელმაც ჩემზე ძაან მაგარი შთაბეჭდილება დატოვა ნუ ეს სალოცავი არ ისე შორს იყო სოფლიდან :) გზაში ჩვენდა საუბედუროდ ვეღაცა კაცმა ცხენი გამოგვატანა რომელიც შემდეგ აღმოჩნდა რომ ვერანაირ ტვირთს ვერ წიკულობდა და იქით გაგვიხდა სათრევი(შემდეგ თლა უარესი რამე მოხდა მერე დაწერ :) ). ნუ გზაში ულამაზესი ბუნებაა იყო. თან ისეთი ამინდო მოგვიწია რომ ნისლი ჩამოწვა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა რომ ნისლში დაცურავდი იმენა ძაან მაგარი რამე იყო. ნუ ისეთი ხალხი გვახლდა რომ ორი ნაბიჯის მერე კვდებოდნენ რა, ხოდა გადავწყვიტეთ გავყოფილიყავით რა და ამათ ჩვენ გზაში ნიშნებს დაუტოვებდით რა. გვინდოდა რო ერთდროულად ავსულიყავით საბანაკო ადგილას და გზაში ხშირად ვისვენებდით მაგარს ვკაიფობდით რაგაც მერე ბაყაყებზე ვინადირეთ უსაქმურობისგან ერთიერთი მთის მდინარის ხევიც დავათვალიერეთ კაი დავნაყრდით ჯოკერიც ვითამაშეთ და გაუდექით ისევლე გზას :) სადღაც 5 საათში ამ სვენებ სვენებაში ბანაკამდე გვრჩებოდა სადღაც 4კმ_მდე და აქ იწყებოდა ყველაზე რთული მონაკვეთი. მივდიოდით ძაან ციცაბო კლდის ნაპირზე რომელსაც ერთ ძაან ვიწრო ბილიკი მიუყვებოდა მარტო ერთი გაუფრთხილებელი მოძრაობა და პიზდეც იყო რა. ხოოოდა აი ამ ცხენმა აქ გაგვასავათა იქით ვათრევდით ცხენს მაგრამ ამად ღირდა ამ ბილიკზე გასვლა ღრუბლები ძაან დაბლა იყვნენ და იმენა ძირს ვერ ვხედავდით ვერაფერს რარაც წვიმას აპირებდასავით წამში ჩაიქროლებდა ერთი ღრუბელი და უცბად გამოჩნდებოდა ქვევით ხევი და ტყე მერე ისევ დაიფარებოდა. ნუ როგორც იქნა გადავიარეთ ეს 4 კმიანი ბილიკი და თითქმის მისული ვიყავით ბანაკამდე რომ წინ ერთი ასი მეტრის ჯინჭრის ველი გაიჩითა იქ კაი დავისუსხეთ კლდის ნაპრალი გავიარეთ და აი სანატრელი ბანაკის ადგილი. ნუ გავშალეთ კარავი ის "ზაარალი" სასტავი 3 საათის მერე მოვიდნენ :D კარგი ვჭამეთ კაი ვიხალისეთ წყალიც დავლიეთ და შეუდეგით წყლის ძებნას მარა სადაა წყალი ფაფუ წყალი ზემოთ არანაირი წყარო არ ყოფილა (ალპურ ზონაში ვართ) . ხოდა დავიწყეთ ნაპრალებში ბოდიალი და იქნებ სადმე თოვლი ვნახოთ მეთქი და გავდნოთ ან რამეთქო სადღაც 4 საათი მტაში ბოდიალისას ძლივს მივაგენით თოვლს უკვე ჭიანს სამწუხაროდ მარა რას იზამ კაცს რო მაგრად გწყურია ხოდა იქ რაღაც ავავსეთ ბოთლებიდა დავბრუნდით უკან. ნუ იმ ღამეს კოცონი დავანთეთ მაგარი ვიცინეთ საკაიფო რამეებიც ვილაპარაკეთ და შევარდით კარავში დასაძინებლად ნუ იქ რათქმაუნდა 2 საათი ანეკდოტებს ვყვებოდით და ამ დროს უცებ მაგარი წექაქუხილის ხმა გასიმა და ცა განათდა რა. ნუ იყო საშინელი წვიმა და ქარი კინაღამ წაგვლეკა ბლიად ეს ცხენი გარეთ დაბმული რო გვყავდა შეშინებია და აუწყვეტია.

III დღე:
ყველაზე **** დღე.
მთელი დღე ცხენს ვეძებდით და ძლივს ვნახეთ რაჭაში იყო გადასული :(
ნუ იმ საღამოს სამაგიეროდ მწყემსებს გადავაწყდით და ისეთი არაყიო დაგვალევიეს ორი დღე ვერ ვლაპარაკობდით :)

IV დღე:
შეუდექით ასხის მწვერვალისკენ გზას. ნუ რათქმაუნდა სხის კლდე აქიდან კი ჩანდა მარა გადავივლიდით ერთ გორას მეორე იჩითებოდა და რავი ასე ძლივს ავედით რა მაგარი დააჭირა თან მზემ. მერე ზემოთ ვაბშემ საკაიფოდ გაიჩითა თოვლი და 11 აგვისტოს მაგარი ვიგუნდავეთ რა :D :D

V დღე:
ნუ ჩამოვედით ისევ კარავში და მოვედებით რა ყველაფერს ყველგან ჩავდიოდით რაგაც მაგარი მინი კლდეები იჩითებოდა 20-30 მეტრის სიმაღლის და აცოცებაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს და რავი მოკლედ მაგარს ვერთობოდით რა პახოდუ ულამაზეს ბუნებაში.

VI დღე:
ნუ ჩავალაგეთ ბარგი და დავაწექით უკააან შეუარეთ ცხენისწყალსაც გზაში მაგარი ვიბანავეთ ბაბუსთან დავბრუნდით სოფელში სადღაც 5 საათი იქნებოდა და ბაბუ გვეუბნება რო ახლოში არის მაგარი ძველი ეკლესია სადღაც 8-9 საუკუნისო ნუ გადავედით რა ამ ეკლესიის საძებნად ნახევრად დანგრეული იყო რა რო მივედით და მთლიანად სუროში და ხეებში იყო გახვეული და აჰა აქ იყო ძაან მაგარი რაღაც იქ ვნახეთ უამრავი ადამიანის ძვლები დამარხული თავის ქალები და ათასი რამ. სამწუხაროდ ამ ეკლესიაში 1 სურათის გადაღება ძლივს მოვასწარით ვიდეოც დაჯდა და აპარატიც.

VII დღე:
ქე წამევედით სახში :D :D

სურათებს დავდებ მალე :P

Tabo
ბილიკზე მოარული
Posts: 27
Joined: 28 მაი 2008, 20:11
Location: ქუთაისი & თბილისი
Contact:
ლაშქრობა ასხის მასივზე რაჭა-ლეჩხუმში

Post by Tabo » 17 ივნ 2008, 16:55

ავტობუსიდან ჩამოვედით სოფელ ზუბის ასახვევში.
P.S. ფეხზე რო ვდგავარ შავი მაიკა რო მაცვია მე ვარ :P
Image

ასხის მასივი ბაბუს სახლის სახურავიდან :D
Image

ახლახანს გავედით სოფლიდან და აუყევით მთას
Image

სოფლის ზევით სულ რაღაც 3-4 კილომეტრის დაშორებით
Image

კიდევ დავდებ ბევრ სურათებს ვტვირთავ და :P

Tabo
ბილიკზე მოარული
Posts: 27
Joined: 28 მაი 2008, 20:11
Location: ქუთაისი & თბილისი
Contact:
ლაშქრობა ასხის მასივზე რაჭა-ლეჩხუმში

Post by Tabo » 17 ივნ 2008, 16:57

ღრუბლებშიც გავიჩითეთ :)
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ლაშქრობა ასხის მასივზე რაჭა-ლეჩხუმში

Post by Naia » 17 ივნ 2008, 16:58

Tabo
კარაველები იყავით?

რა ლამაზი ადგილებია

Tabo
ბილიკზე მოარული
Posts: 27
Joined: 28 მაი 2008, 20:11
Location: ქუთაისი & თბილისი
Contact:
ლაშქრობა ასხის მასივზე რაჭა-ლეჩხუმში

Post by Tabo » 17 ივნ 2008, 17:02

Naia
ხო კარვებით ვიყავით 2 კარავი გვქონდა ერთი სამწოხაროდ წყალი შევიდა და იმ ღამეს ბანაობდენ შიგნით :)
ხო ძაან მაგარი ადგილებია ესენი რაც ატვირთული მქონდა ისენი დავდე პროსტა კოდაკითაა გადაღებული ციფრულები დიდია ცოტა ზომაში და სულ მეზარებოდა ატვირთვა ახლა ვტვირთავ და განახებთ მაგარი ადგილებია ძაან :)

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ლაშქრობა ასხის მასივზე რაჭა-ლეჩხუმში

Post by Kakha » 17 ივნ 2008, 17:08

Tabo
აბა შენ იცი მოგვიყევი ამბები და ფოტოებიც გვანახე. შემთხვევით რუკაც ხომ არ გაქვს დასკანერებული ზედ დატანილი მარშრუტით. საინტერესო იქნებოდა ნახვა.

Tabo
ბილიკზე მოარული
Posts: 27
Joined: 28 მაი 2008, 20:11
Location: ქუთაისი & თბილისი
Contact:
ლაშქრობა ასხის მასივზე რაჭა-ლეჩხუმში

Post by Tabo » 17 ივნ 2008, 17:27

Kakha
ხო ამბებს მოვყვები აბა რა.
რაც შეეხება რუკას ეს ისეთი ადგილია ნუ რავი მიყრუებული რო იტყვიან რა არავინ ტურისტი იქ არ მიდის და არაფერი. და მარშრუტი კიდე ნუ რავი რაფერ ავღწერო არანაირი ხელჩასაჭიდი რამე არ არის რომ თქვა უნდა გადაუხვიო აქ აქ ან აქ არც არაფერს ქვია სახელი ვერავის ვერაფერს შეეკიტხები პროსტა ნამყოფი უნდა იყო რო ახვიდე წყალი სადაა იმასაც ვერ დაინიხავ პროსტა ისეთ ადგილებშია ყველაფერი :(

Tabo
ბილიკზე მოარული
Posts: 27
Joined: 28 მაი 2008, 20:11
Location: ქუთაისი & თბილისი
Contact:
ლაშქრობა ასხის მასივზე რაჭა-ლეჩხუმში

Post by Tabo » 17 ივნ 2008, 17:35

მიუყვებით ასხის ფერდობს :)
Image

ასხის ერთერთი ნაწილი ნუ თანდათან იქით მაღლდება
Image

Tabo
ბილიკზე მოარული
Posts: 27
Joined: 28 მაი 2008, 20:11
Location: ქუთაისი & თბილისი
Contact:
ლაშქრობა ასხის მასივზე რაჭა-ლეჩხუმში

Post by Tabo » 17 ივნ 2008, 17:57

აჰა ტყეში სადღაც, ვისვენებთ :)
აქ იმან თეთრი ქუდი რო ახურია იკითხა ტყეში ვართო? :D
ჩვენრ ათქმაუნდა ყურტადღება არ მივაქციეთ :)

Image

ეს იყო ძაან მაგარი სანახაობა ღრუბლების ჩრდილები ისე სწრაფად მოძრაობდნენ გეგონებოდა ეჯიბრებოდნენ ერთმანეთსო :)
Image

ეს ნუღრუბლებს ავდივართ რა ზემოთ ქვევით არც კი ჩანს არაფერი :)
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ლაშქრობა ასხის მასივზე რაჭა-ლეჩხუმში

Post by ARCHILI » 17 ივნ 2008, 20:22

Tabo


გაიხარე, ძლივს კარ(ა)ვული მონაყოლი და გააზრებულად დადებული ფოტოები!!!

ასეთ მგზავრობებს ორი "საშიშროება" აქვს...

1. თუ ჯერ რაჭაში წახვალ და მერე ლეჩხუმში, ლეჩხუმი მაინც წაუსვანებს ადგილმდებარეობით და შესაძლებელია თქვენც გასვანებულიყავით...

2. ხოლო, თუ ჯერ მოილეჩხუმებდით და მერე რაჭაში წახვიდოდით (როგორც მოხდა და უნდა მომხდარიყო სავარაუდოდ), მაშინ ქვე შეიძლებოდა გარაჭველებულიყავით და სანამ ქვე მოიფიქრებდით უკან დაბრუნებას, ქე მოვიდოდა ზამთარიც !

ასე, რომ ფრიად "გადარჩენილხართ" გასვანებასა და გარაჭველებას !!!

:wink:

Tabo
ბილიკზე მოარული
Posts: 27
Joined: 28 მაი 2008, 20:11
Location: ქუთაისი & თბილისი
Contact:
ლაშქრობა ასხის მასივზე რაჭა-ლეჩხუმში

Post by Tabo » 17 ივნ 2008, 21:01

ARCHIL_i
ხო რავი ნამეტანი რთული შემთხვევა იყო :)

კიდე ბევრია მოსაყოლი და რავი ახლა არ მახსენდება კარგად რო დაფიქრდები კიდე დავდებ ბევრ მაგარ სურათს

ხოო გასვანებას გალეჩხუმებას და დარაჭველებას გადავრჩით.

ისე ეგ ასხის მთა მართლაც უნიკალური ადგილია
სამეგრელოს ხონის რაიონის ლეჩხომუის და რაჭის გასაყარია რა :)

გუნდაობის სცენარის ერთერთი ეპიზოდი 11 აგვისტო :)

Image

მონადირებული ბაყაყი :) უსაქმურობისგან :D

Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ლაშქრობა ასხის მასივზე რაჭა-ლეჩხუმში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 ივნ 2008, 11:39

Tabo
მინი კლდეებზე რომ იცოცეთ, ეგ გავიგე, მაგრამ პახოდუ, ასხის მწვერვალზე გაიჩითეთ თუ
ვერ, ვაბშე, ვერ გავიგე.
რავი აბა, სხვანაირად როგორ ვთქვა, პროსტა ვერ გავიგე
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

Tabo
ბილიკზე მოარული
Posts: 27
Joined: 28 მაი 2008, 20:11
Location: ქუთაისი & თბილისი
Contact:
ლაშქრობა ასხის მასივზე რაჭა-ლეჩხუმში

Post by Tabo » 19 ივნ 2008, 21:48

GAMARJOBA SAKARTVELO
ai martivad ra gzashi mcvervaleze xo mivdiodit xoda gzashi ichiteboda 10-15 metris simaglis kldeebivit ra mini kldeebi da egaa ra mtashi ar shegxvedria aseti rameebi? :)

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ლაშქრობა ასხის მასივზე რაჭა-ლეჩხუმში

Post by Mta Mkvarebia » 19 ივნ 2008, 22:52

Tabo
ძალიან ლამაზ ადგილას ყოფილხართ, კიდევ ველით ფოტოებს :)

GAMARJOBA SAKARTVELO
:wink:

Tabo

კაი ბიჭი ჩანხარ შენ და ისე დრო რომ გექნება ამ თემასაც გადახედე, რა იცი რაში გამოგადგეს :wink:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2037
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]