რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 ივნ 2008, 02:50

1. რეგიონი:
შიდა ქართლი, ქარელის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ურბნისი-რუისი-დირბი-ბრეთი-ქუთაისი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
ნახევარი დღე

4. სირთულე:
მარტივი

5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
დირბი-ბრეთი გვერდი-გვერდაა. მათ სიახლოვესაა სოფლები წვერი (2,5 კმ), გვირგვინა (2), ტახტისძირი (1,6), გოგეთი (2,2)

რუისი - ბებნისი (2 კმ), ურბნისი (1.5) სასირეთი (2,5), სკრა (4)

ურბნისი - ქვემო ხვედურეთი (1,5 კმ), ქვენაფლავი (2,0), კოშკები (3,5)

6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
სულ 105 კმ

7. ფეხით გავლილი მანძილი:
ძნ მცირე, რადგან ტრანსპორტი ყველაგნ კარამდე მიდის და ტაძრები მთავარი გზატკეცილიდან დიდად არაა დაშორებული.

8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
დირბი - აქაურ მცირე ეკლესიაში, რომელიც მიძინების სახელზეა აგებული, ფეხმძიმე ღვთისმშობლის უნიკალური ფრესკაა.
ტაძარს ძველი ციხესიმაგრე გადმოჰყურებს. ციხის გვერდით კი წისქვილად ქცეული დაბალი ეკლესიაა ალაგ-ალაგ შემორჩენილით ფრესკით.
დირბის მონასტრის ეზოშია ნამარანევი ძველი ქვევრებით
ასე რომ, ისიც სანახავია.

ბრეთის ტაძარი წმინდა გიორგის სახელზეა აგებული და ჩრდილოეთ ნაწილში 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის - პიროს ბრეთელის საფლავია.
ყურადღებამისაქცევია ტაძრის სამხრეთის ხის კარი. მასზე წმინდა გიორგის გამოსახულებაა ამოტვირთული
რუის-ურბნისის ტაძრები - აქ საინტერესო ფრესკებია

9. საბანაკე ადგილები:
ტაძრები სოფლების შუა გულშია, რაც იქ დაბანაკებას შეუძლებელს ხდის.
შედარებით უკეთესი
საბანაკე ადგილების მოძიება შესაძლებელია დირბის ეკლესიასთან, მდინარე ფრონეს ხეობაში

10. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ეკლესიებში ნაკურთხი წყალია. ზოგან ჭაა.
წყალი სოფლებშიც ადვილად მოიძიება

11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
განსაკუთრებული არაფერი

12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
სოფლის გამგეობები, საპატრიარქო 822 990378

13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში,
შეიძლება ამ გასვლის ფარგლებში ინახოს

შიდა ქართლი ისტორიული და სულიერი ძეგლებით მდიდარი მხარეა და შესაბამისად,
ბევრი რამის ნახვა შეიძლება.
უფრო კონკრეტულად კი ბრეთის ეკლესიამდე კიდევ 2 ეკლესიია. ერთი წვერის სამებად იწოდება და მთაზეა აღმართული, მე2 კი სოფელშივეა.

დირბის ეკლესიამდეა 600 მეტრში, სასაფლაოსთან, წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკა. დირბის ეკლესიას ზემოდან ძველი ციხეგალავანი გადმოჰყირებს.

14. რუკა:
დირბის რუკა:
http://www.fallingrain.com/world/GG/25/Dirbi.html
ბრეთის რუკა:
http://www.fallingrain.com/world/GG/25/Breti.html
რუისი:
http://www.fallingrain.com/world/GG/25/Ruisi.html
ურბნისი:
http://www.fallingrain.com/world/GG/25/Urbnisi.html
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 ივნ 2008, 05:06

შიდა ქართლიდან იმერეთში გადავინაცლეთ.
თავდაპირველა, უბისას წმინდა გიორგის მონასტერში მივედით.

აი, უბისას მონაცემებიც:


1. რეგიონი:
იმერეთი, ხარაგაულის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-რუის-ურბნისი-უბისა-ქუთაისი-თბილსი

3. ხანგრძლივობა:
ადგილზე 1 სთ

4. სირთულე:
მარტივი

5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
მაქათუბანი (1,2 კმ), ბორითი (1,7), ღორეშა (2,0)

6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი-უბისა 168 კმ

7. ფეხით გავლილი მანძილი:
ძნ მცირე

8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
ფრესკები, გვიანდელი კოშკი

9. საბანაკე ადგილები:
ტაძარი სოფლის შესასვლელშია. 100 მეტრში მდინარე ძირულა ჩამოდის და ხეობა დაბანაკების საშუალებას იძლევა.

10. სასმელი წყალი მარშრუტზე:
წყალი ეკლესიაშიცაა და შესასვლელის წინ მდებარე სახლში.
წყალი სოფლებშიც ადვილად მოიძიება

11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
განსაკუთრებული არაფერი.

12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
მამა მათე ( ბუაჩიძე) უბისის მონასტრის მონაზონი და წინამძრვარი. ( ტელ- 899-57-78-73)

13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში,
შეიძლება ამ გასვლის ფარგლებში ინახოს

მდინარე ძირულას ხეობა, ქალაქი ზესტაფონი

14. რუკა:
უბისის რუკა
http://travelingluck.com/Asia/Georgia/K ... tml#themap
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 ივნ 2008, 05:07

უბისადან ქუთაისში გადავინაცვლეთ. ბაგრატის, მოწამეთასა და გელათის ტაძრები ვნახეთ.
ახლა მათ აღწერილობას შემოგთავაზებთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by ilia » 17 ივნ 2008, 11:31

ვაააა, გვეღირსა თემის გახსნაა
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 ივნ 2008, 12:33

1. რეგიონი:
იმერეთი, ქუთაისი, ტყიბულის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-რუის-ურბნისი-უბისა-ბაგრატის ტაძარი-მოწამეთა-გელათი-თბილსი

3. ხანგრძლივობა:
უბისა-ქუთაისი-მოწამეთა-გელათი ჯამში 4 სთ

4. სირთულე:
მარტივი

5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
თავად ქუთაისი ისეთი დიდი ქალაქია, უახლოესი დასხლებული პუნქტის მითითება რთულია.
გარს არტყავს ზესტაფონის, სამტრედიის, წყალტუბოს, ბაღდათის, ტყიბულის რაიონები.

6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი-ქუთაისი - 230 კმ
ქუთაისი-მოწამეთა -7 კმ
ქუთაისი-გელათი - 11 კმ

7. ფეხით გავლილი მანძილი:
ძნ მცირე

8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
ბაგრატის ტაძარი -ტაძრის შიდა ნაწილი, გალავანი, ქუთაისის ხედები აღმოსავლეთისა და სამხრეთის მხრიდან
მოწამეთა - მთავარ ტაძარში დაბრძანებულნი არიან წმინდანების დავით და კონსტანტინეს ძვლები.
ტრადიციით, საძვალის ქვეშ ძვრებიან და შემდეგ მას ეამბორებიან.

გელათი - მონასტრის ტერიტორიაზე რამდენიმე ეკლესიაა.
აქვეა აკადემიის შენობაც.
მონასტრის სამხრეთის შესასვლეში, რომელიც ახლა დაკეტილია, დავით აღმაშენებლის საფლავია.
ღვთისმშობლის მთავარი ტაძარში 21 ქართველი მეფეა დაკრძალული.
საკურთხევლის სამხრეთით მინაშენი თამარის სახელს უკავშირდება.

9. საბანაკე ადგილები:

ბაგრატის ტაძარი - ახლო-მახლოს არსადაა
მოწამეთა - - ტაძრამდე 200 მეტრში, ტყეებში
გელათი - - ტაძრის სამხრეთით, ტყეში

10. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ბაგრატის ტაძარი - ეზოში ჭაა, წყალია მეზობლადა მდებარე საცხოვრებელ სახლებში
მოწამეთა - - ტაძრის ეზოში
გელათი - ტაძრის ეზოში, დასავლეთით, სამრეკლოს ქვეშ, აგრეთვე, სოფელში

11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
განსაკუთრებული არაფერი.

12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
E-MAIL: lgeoo@yahoo.com icq.261254702
893 185528, ლევან ზვამბაია,
ვებ-გვერდი :
http://kutaisi.iatp.ge


13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში,
შეიძლება ამ გასვლის ფარგლებში ინახოს


ბაგრატის ტაძარი - - ქუთაისის ეკლესია-მონასტრები, მუზეუმები, ბაღის კიდე, თეთრი ხიდი (მწვანეყვავილი
მოწამეთა - მდინარე წყალწითელას ხეობა
გელათი - - 1 კმტში მდებარე სამების მცირე ტაძარი


14. რუკა:
ქუთაისი:
http://weather.ge/maps/kutaisi.php
გელათი-მოწამეთა არ იძებნება.

შენიშვნის სახით:
მიმდინარეობს ბაგრატის ტაძაძრის აღდგენა და ამის გამო, დამთვალიერებელი ყურადღებით უნდა იყოს.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 ივნ 2008, 12:39

15 ივნისს დილის 8 სთზე შევიკრიბეთ 6ნი, ნაია ზურმუხტათი, იეტი ვარდანაული, მოდერი ილია,
მთაშენკა, ერი-ერი თიკო ერი
და მე.
მანქანით სხვა წამომსვლელბი არ გამოგვეხმაურნენ. და როგორც გამოჩნდა, ბევრიც დაუკარგავთ.
ვნახეთ ურბნისის, რუისის, დირბის, ბრეთის, უბისის, ბაგრატის, მოწამეთას, გელათის ტაძრები.
კვირა დღეს სულთმოფენობა იყო ყველა ტაძარი მცენრეებით მორთულ-დაფიანდაზებული დაგვიხვდა.
განსაკუთრებით ბრეთის ტაძრის ყვვილებით მორთვით აღვფრთოვანდით.
ტიფლისში ღამის 2 სთზე ჩამოვედით.

აბა, ფოტორეპორტაჟიც დავიწყოთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 ივნ 2008, 12:46

ჩვენ გელათში
Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by lama » 17 ივნ 2008, 13:42

როდის იყავით?
:?
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 ივნ 2008, 13:42

ურბნისი
Image

ძნ მაინტერესებს, მოდერი ილია რას ფიქრობდა ამ დროსImage

Image
Last edited by GAMARJOBA SAKARTVELO on 17 ივნ 2008, 15:02, edited 1 time in total.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Mta Mkvarebia » 17 ივნ 2008, 13:46

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:უბისა:
გოგა, ალბათ გინდოდა ურბნისი დაგეწრა :wink:
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 ივნ 2008, 13:47

lama wrote:როდის იყავით?
:?
ყურადღებით წაიკითხე.
2 დღე თემის გახსნა იმიტომ ვიწვალე, რომ ეს კითხვა დაგესვა?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 ივნ 2008, 15:01

Mta Mkvarebia wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:უბისა:
გოგა, ალბათ გინდოდა ურბნისი დაგეწრა :wink:
მართალი ხარ.
ახლავე ჩავასწორებ ეკლესიის სახელს.
უბისას მოგვიანებით დავდებ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Mta Mkvarebia » 17 ივნ 2008, 15:17

მოკლედ გავედით 6-ნი ნაიას "ზურმუხტათი": კაპიტანი ნაია, გვერდითი პილოტი ილია, რომელიც ხან კაპიტნის გვერდით იჯდა ხან უკან და დროდადრო ცვლიდა ძირითად მძღოლს, გამარჯობა საქართველი, თიკო-რ, იეტი ვარდანაული და მე. ქალაქიდან ზუსტად 8:35-ზე გავედით. თავიდან არ მეგონა რომ რუისისა და ურბნისის ნახვასაც მოვასწრებდით, ამიტომ იმის შიშით რომ უფრო შორეული ძეგლები დაგვრჩებოდა უნახავი, მათი მარშრუტიდან ამოღების იდეა წამოვაყენე, მაგრამ გოგა გვარწმუნებდა, ყველაფერს მოვასწრებთო და მოვასწრეთ კიდეც: 9 ძეგლი ვნახეთ ერთდღიან გასვლაში :!: (თუმცა ერთი დაკეტილი დაგვხვდა და მხოლოდ თვალი შევავლეთ).

პირველი გაჩერება ურბნისში იყო:

Image

Image

Image

დისკუსია გავმართეთ ტაძარს მიშენებული სვეტების დანიშნულებაზე, ნაწილი ამბობდა გასამაგრებლადაა გამოყენებულიო, ნაწილი დეკორატიული ფუნქცია აქვსო. მერე იქაურმა სასულიერო პირმა დაადასტურა პირველი ვერსია, მაგრამ ასეთი სუსტი საყრდენი, როგორ იცავდა ტაძარს?

Image
მიხვდით, ალბათ, ეს ფოტო ვისთვისაა, თუმცა არა მგონია ძველი ქვევრები იყოს :roll:
Image

Image
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 ივნ 2008, 15:24

აი, უბისა (ცოტა უცნაური რაკურსია):
Image

ეს კი თქვენ გამოიცანით, რომელი ტაძარია:
Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი

Post by Mta Mkvarebia » 17 ივნ 2008, 15:27

გადაწყვიტეს ამ გასვლაში "კარველები ნახტომში" თემის ახალი ფოტოებით შევსება. ილია "სმერტელნი" ნომრისთვის ემზადება. მაგრამ ჰაერში მისი დაფიქსირება მე ვერ მოვასწარი. ალბათ თავად დადებს ნაიას გადაღებულს.

Image

ესეც მეორე "სმერტელნი"-კრიმინალური ნომერი. მაგრამ ოჯახის პატრონი თოფით არ გამოგვკიდებია და გადარჩა ილია რბილი ადგილების ჩამარილებას :wink:

Image

"გმადლობთ, ნაქურდალს არ მივირთმევთ"

Image
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]