ფარავნისა და საღამოს ტბები, ვარძია-თმოგვი-წუნდა - 2008

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ფარავნისა და საღამოს ტბები, ვარძია-თმოგვი-წუნდა - 2008

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 ივნ 2008, 11:42

1. რეგიონი:
სამცხე-ჯავახეთი, ასპინძის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
ვარძია-წუნდა-თმოგვი

3. ხანგრძლივობა:
30 სთ ღამისთევით ვარძიასთან

4. სირთულე:
მარტივი

5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სოფელი ხერთვისი 3ვე ღირსშესანიშნაობასთანა ახლოს და ერთგვარ საკვანძო დასახლებას წარმოადგენს

6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი-ახალციხე-ვარძია-წუნდა-თმოგვი - 270 კმ

7. ფეხით გავლილი მანძილი:
ვარძია - 400 მეტრი
წუნდა - 600 მეტრი
თმოგვი - 600

8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
ვარძია - გამოქვაბულები, ეკლესია, რომელიც გარედანა მოხატული, შიგნით კი თამარ მეფის ფრესკაა, საიდუმლო გვირაბი
წუნდა - ეკლესიას ძნელად შესამჩნევი საძვალე აქვს. ეკლესიამდე გოგირდოვანი აბანო და აუზია.
თმოგვი - მთავარი შესასვლელიდან მარჯვნივ, ფერდობის ძირას გამოქვაბულში ეკლესიაა. გალავნიდან ეკლესიის მხოლოდ სარკმელი შეიმჩნევა.
ციხიდან მტკვრის ხეობის არაჩვეულებრივი ხედების სანახავად გალავნის ბოლო ნაწილების ნახვაა სასურველი.

9. საბანაკე ადგილები:
ვარძია - ვარძიამდე 200 მეტრში, ხიდამდე მე7 აუზი "ესენტუკია", რომლის ეზო საბანაკედაა განკუთვნილი. წინ მტკვარი ჩამოდის.
საბანაკე ადგილებია ხიდიდან 100 მეტრში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ხელოვნურად გაშენებულ ფიჭვნარში

წუნდა - 600 მეტრი
წუნდის ეკლესიამდე საბანაკე ადგილები გზადვე გვხვდება

თმოგვი - 600
ციხის სიახლოვეს რელიეფის გამო, ჯგუფისთვის დაბანაკება რთულია.
დაბანაკება შეიძება თმოგვიდან 4 კმტში, ხიდამდე მდებარე საამქროსთან, სადაც წყალიცაა

10. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ვარძია - წყალია ადმინისტრაციის ეზოშიც, აუზის ტერიტორიაზეც, იქვე მდებარე ჯერ-ჯერობით 1ად1 სასტუმროშიც.

წუნდა - სასმელი და ბუნებრივად ცხელი გოგირდოვანი წყალია ეკლესიამდე 300 მეტრში მდებარე აბანოსთან

თმოგვი - სასმელი წყლის არსებობა უცნობია. წყალი მოდის საბანაკედ რეკომენდირებულ ადგილას, ქვის დამამუშავებელ საამქროსთან

11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
დაცურების საწინააღმდეგო ძირიანი ფეხსაცმელი აუცილებელია, განსაკუთრებით თმოგვის ციხეზე სასიარულოდ
12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
კავშირი "ასპინძა"
ქალაქი ასპინძა, თამარის ქუჩა N 3
899 573298
ელ ფოსტა:aspindza@mail.ru

13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება ამ გასვლის ფარგლებში ინახოს
ვარძია - ზემო ვარძიის დედათა მონასტერი 3კმტში
ვარძიამდე 3 კმტში ვანის ქვაბები
წუნდა - ყველას ახლოს ხერთვისის ციხე
თმოგვი - აგრეთვე, ხერთვისის ციხე, სარო

14. რუქა:
http://nona.net/features/map/placedetai ... /Aspindza/
http://www.fallingrain.com/world/GG/10/Aspindza.html
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ფარავნისა და საღამოს ტბები, ვარძია-თმოგვი-წუნდა - 2008

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 ივნ 2008, 11:42

ახლა ჯავახეთს, კერძოდ ფოკა-საღამოს ვამუშავებ და ცოტა ხანში მათ აღწერილობას შემოგთავაზებთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ფარავნისა და საღამოს ტბები, ვარძია-თმოგვი-წუნდა - 2008

Post by paata_ » 09 ივნ 2008, 12:18

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
7. ფეხით გავლილი მანძილი:
ვარძია - 400 მეტრი
წუნდა - 600 მეტრი
თმოგვი - 600

au ramden i givliaT fexiT

daiRlebodiT

ise magari iqneboda, fotoebis velodebiT

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ფარავნისა და საღამოს ტბები, ვარძია-თმოგვი-წუნდა - 2008

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 ივნ 2008, 13:41

1. რეგიონი:
სამცხე-ჯავახეთი, ნინოწმინდის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ახლაციხე-ვარძია-წუნდა-თმოგვი-ფოკა-როდიონოვკა (ძველი სახელი თავფარავანი)-საღამო-
ახლაციხე-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
21 საათი ღამისთევით როდიონოვკაში

4. სირთულე:
მარტივი

5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ფარავნის ტბის გარშემო 5 სოფელია -
ტამბოვკა, ასპარა, ფოკა (იგივე ფოკანი), როდიონოვკა, ვლადიმიროვკა
საღამოს ტბა - სოფელი საღამო იქვე, სოფელი სათხა 3 კმტში

6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
ვარძია-საღამოს ტბა-ფარავნის ტბა-როდიონოვკა 80 კმ

7. ფეხით გავლილი მანძილი:
ფარავნის ტბა 200-300 მეტრი როდიონოვკასთან
200 მეტრი ფოკაში
საღამოს ტბა - 700 მეტრი

8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
ფარავნის ტბა - მდინარე ფარავნის შეერთეების და გამოსვლის (ფოკასთან) ადგილები,
აგრეთვე, სოფელ ფოკაში წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი, ადგილობრივი დედების ხელით შესრულებული წმინდა ნინოს მინანქრის ხატი. ფოკა-როდიონოვკას მე2 კმტში ქართველ მამათა მონასტერი, ღია სატრაპეზო.
საღამოს ტბა - სოფელშია 2 უძველესი ქართული ბაზილიკა, რომელთაგან 1-1ში თამარ მეფის სახელზე მონასტერი მოქმედებს.

9. საბანაკე ადგილები:
ფარავნის ტბა ტბის გაშლილი ტერიტორია დაბანაკების საშუალებას ყველგან იძლევა.
აგრეთვე, სოფელ როდიონოვკაში მეტეოროლოგიური კვლევის სადგურის ტერიტორია
საღამოს ტბა - სოფლის ბოლოს, აგრეთვე, ხელოვნურად გაშენებულ ფიჭვნარში, სოფლიდან 2 კმტში

10. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ფარავნის ტბა - სოფლებში, მონასტრებთან წყალი ყველგანაა. ტბის დაუსახლებელ ნაწილში სასმელი წყლის არსებობა უცნობია
საღამოს ტბა - სოფელი საღამოს მოსახლეობა ტბის წყალს შენაკადიდან სვამს. სასმელი და გოგირდოვანი წყლის წყაროა ხშირფიჭვნარიან სანაპიროსთან

11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
საცურაო კოსტიუმები (ზაფხულში),
მზისგან დამცავი ნელსაცხებლები
ანკესები სათევზაოდ

12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
ნინოწმინდის გამგეობა

13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება ამ გასვლის ფარგლებში ინახოს
ფარავნის ტბა- 12-14 კმტშია აბულის ვულკანური ტბის., სოფელ როდიონვკასთანაა ძველი აბრეშუმის გზის ქარვასლა
საღამოს ტბა 16 კმტში, სოფელ სპასოვკის გავლით, შესაძლებელია მადის ასევე ულამაზესი ტბის ნახვა

14. რუქა:
http://fruti.site.ge/samtske.gif
(დეტალური რუკები არ იძებნება)

შენიშვნა:
ნინოწმინდის რაიონში 33 ათასი მოსახლეა, რომელთაგან 480 ქართველია, 900მდე რუსია, დანარჩენი სომეხი.
ქართულ გარემოსთან გაუცხოების გამო, არაქართველები სახელმწიფო ენაზე ვერ ლაპარაკობენ. სასურველია,
სტუმრად ჩასული ქართველები ადგილობრივ მოსახლეობასთან ქართული საკვანძო სიტყვებით (გამარჯობა,
ნახვამდის, როგორ ხარ და ასე შემდეგ) საუბრობდნენ და რუსულ საუბარშიც ხშირად ურევდნენ ქართულ
სიტყვებს, ისე, რომ საუბრის კონტექსტი არ დაირღვას.
სიტყვები ადამიანებს ასე ადვილად ამახსოვრდებათ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები


User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
ფარავნისა და საღამოს ტბები, ვარძია-თმოგვი-წუნდა - 2008

Post by KINALOKO » 09 ივნ 2008, 13:48

თემის გახსნა რას უშველის, თუ სურათიც არ დაიდოო, ასე ამბობდნენ ჩვენი წინაპრები :!:
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ფარავნისა და საღამოს ტბები, ვარძია-თმოგვი-წუნდა - 2008

Post by Mta Mkvarebia » 09 ივნ 2008, 14:02

მოკლედ ძალიან საინტერესო გასვლა იყო შთამბეჭდავი ღირშესანიშნაობების, ულამაზესი პეიზაჟების, სიურპრიზების წვიმის და სახალისო მომენტების ჩათვლით (ცოცხალი გარდამავალი დროშა :wink: და ა.შ. რასაც კინაღამ ამ "დროშის" რეპუტაცია ემსხვერპლა..... იმედია კინაღამ და არა მართლა :roll: ) მართალია ამინდმა გეგმები აგვირია, ვერც მზის ჩასვლა ვნახეთ ვერც ამოსვლა, თან მინიბუსით დაუსრულებელმა მგზავრობამ (სომხეთის საზღვრამდე გასეირნების ჩათვლით :wink: ) ცოტა დაგვქანცა, წვიმამ, ნისლმა და სიცივემ რაღაც მომენტში ხასიათი გაგვიფუჭა, მაგრამ მთლიანობაში საერთო დადებითი შთაბეჭდილების წაშლა ვერ შეძლო. ჩვენი ლიტველი სტუმრები სკაიდრა და მარიუსიც ძალზე ნასიამოვნები დარჩნენ. თუმცა უჭირდათ ჩვენი გიჟობების ბოლომდე გაგება, თავიდან გაუჭირდათ მიხვედრა, თუ რატომ ვმღეროდით წარა-მარა "რა ლამაზი დღეა"-ს, ვინ იყო ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელიც პარასკევს, შუაღამისას ბორჯომის გზაზე დაგვხვდა და ვისაც ასეთი დიდი სიხარულით მივეგებეთ და წრეში მოქცეულს ზემოთხსენებული სიმღერა ვუმღერეთ და რატომ განმეორდა იგივე შეხვედრა ორი დღის შემდეგ იგივე სადღესასწაულო ჰიმნის შესრულებით, რატომ გაგვაცილა ზღვა ხალხმა, რატომ დაგვხვდნენ შამპანურებით და რატომ ვსვამდით შუაღამისას სამთო ქიმიასთან. მაგრამ მერე ნელ-ნელა მიხვდნენ, რომ ყველა კარველი ცოტათი ბავშვი, ცოტათი გიჟი მაგრამ აუცილებლად ერთმანეთისადმი დიდი სიყვარულით სავსეა და ამ სიყვარულის და ურთიერთგანწყობის გამხატვის ძალზე არაორდინალური ხერხები გვაქვს :wink: მიხვდნენ და მოეწონათ :) ამიერიდან სკაიდრა იანუშაიტე ანკარა (მისი სახელის ქართული შესატყვისი) იაშვილია და მარიუს აბრამოვიჩუსი მირიან აბრამია.

ესეც ანონსი :wink: . რადგან სურათები თან არ მაქვს, შედარებით დეტალურ თხრობას ფოტოების თანხლებით მოგვიანებით შემოგთავაზებთ :D .
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ფარავნისა და საღამოს ტბები, ვარძია-თმოგვი-წუნდა - 2008

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 ივნ 2008, 14:18

დავიწყოთ, აბა, რეპორტაჟი.
მკდ, 6 ივნისს საღამოს სამცხე-ჯავახეთის გზას გავუდექით.
წამსვლელ-გამცილებლიანად 30მდე შევიკრიბეთ
Image

ვარძიასთან ღამით დავბანაკდით. დილით კი არაჩვეულებრივი მზე გამოვიდა და ავედით
Image

Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ფარავნისა და საღამოს ტბები, ვარძია-თმოგვი-წუნდა - 2008

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 ივნ 2008, 14:24

ვარძიის შემდეგ წუნდის ულამაზესი ეკლესია ვნახეთ:
Image

Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ფარავნისა და საღამოს ტბები, ვარძია-თმოგვი-წუნდა - 2008

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 ივნ 2008, 14:27

წუნდაში ერთი სთ გავჩერდით. მოქეიფე სომხებთან წავიცეკვეთ. შემდეგ თმოგვის ციხე ავედით:
Image

[
URL=http://www.radikal.ru]Image[/URL]

Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ფარავნისა და საღამოს ტბები, ვარძია-თმოგვი-წუნდა - 2008

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 ივნ 2008, 14:31

თმოგვზე თითქმის 3 სთ დავყავით. იქიდან ჯავახეთის გზას გავუდექით.
საღამოს 7ზე ნინოწმინდაში ვიყავით. იქ გადასახვევი აგვერია და 20 კმით მეტი გზა გავიარეთ. სომხეთის საზღვარს მივადექით. იქიდან სოფელ სპასოვკათი ფოკის გზას დავადექით. ჯამში 40 კმ ცუდ გზებზე ვიჯანჯღარეთ და ნისლიან ფარავანზე ღამით ჩავედით.
სოფელ როდიონოვკას მეტეოროლოგიური სამსახურის ტერირორიაზე დავბანაკდით.
წავიხემსეთ და დავიძინეთ.
Image

ცა უკვე გახსნილი იყო და ყველას გვეგონა, რომ მზის ამოსვლას გადავიღებდით, მაგრამ სათლისპირულ წვიმას მიჰქონდა იქაურობა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ფარავნისა და საღამოს ტბები, ვარძია-თმოგვი-წუნდა - 2008

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 ივნ 2008, 14:36

12ისთვის მზე გამომზეურდა და ტბის ფერდობებზე დავეშვით
Image

Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ფარავნისა და საღამოს ტბები, ვარძია-თმოგვი-წუნდა - 2008

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 ივნ 2008, 14:42

შემდეგ ფოკაში გადავინაცვლეთ.
უპირველესად, დედათა მონასტერს ვეწვიეთ.
დედებს 2 ტომარა შეშა და პური შევწირეთ.
სხვათა შორის, 3 ტომარა შეშა მაკენას ახლობელმა სოფელ წნისში მოგვცა და მხოლოდ 1 ტომარა გამოვიყენეთ დასაწვავად.
მათ გულიანი მადლობა

Image

ეს წმინდა ნინოს მინანქრით დამზადებული ხატია
Image

მონასტრიდან ფოკის ფარავნის ტბაზე ჩავედით.
ფარავნის ტბა საქართველოს ყველაზე დიდი ტბაა. სწორედ როდიონოვკიდან (იმავე თავფარავნიდან) იწყება და ფოკაში მტავრდება.
Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ფარავნისა და საღამოს ტბები, ვარძია-თმოგვი-წუნდა - 2008

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 ივნ 2008, 14:45

ფოკიდან მდინარის სახით წყალი სოფელ საღამოს ტბას უერთება:
Image

[
URL=http://www.radikal.ru]Image[/URL].
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ფარავნისა და საღამოს ტბები, ვარძია-თმოგვი-წუნდა - 2008

Post by ZVIOSULI » 09 ივნ 2008, 14:45

Image
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]