
მზის ფესტივალი რომელის უკვე მე-3 წელია ტარდება, 1 ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღეს, ბავშვთა ქალაქ მზიურში,
მოკლედ ისტორია ზეიმის შესახებ:
იდეა 2006 წელს დამებადა და იმავე წელს განხორციელდა, აქტიურად იყვენენ ჩართულები ჩვენი ფორუმელები და ამ ზეიმს უფრო მზიანს სწორედ ეს ხდიდა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო მიეღო მონაწილეობა, ზოგი მზიურს რთავდა, ზოგი მზუნველობა მოკლებულ ბავშვებს სათამაშოებს ურიგებდა და ა.შ
“მზის ზეიმის” გენერალური სპონსორი ორივე წელს “პროკრედიტ ბანკი” გახლდათ. სპონსორები იყვენენ:
•„მაკდონალდსი“,
•„ნატახტარი“,
•„ნესტლე“.
•„დიოგენე“,
•„თოლია“,
•ქართულ–ამერიკულმა უნივერსიტეტი (GAU) .
•,,nestle”
პირველი ივნისის ღონისძიებებს შორის ”მზის ზეიმს” ანალოგი არ აქვს მასშტაბურობის, დატვირთვისა და შინაარსის თვალსაზრისით. ამიტომ პროექტს საკმაოდ დიდ გამოხმაურება აქვს როგორც მასმედიის მხრიდან (ყავს საინფორმაციო მხარდამჭრები, მზადდება წინასწარი და პოსტფაქტუმ სიუჟეტები ტელევიზიით, სტატიები გაზეთებში), ასევე საზოგადოების მხირიდანაც. მშობლები წლიდან-წლამდე ელოდებიან მზის დღესასწაულს, რომ შვილებს მათთვის განკუთვნილი ერთი დღე ბედნიერად და ხალისიანად გაატარებინონ.
პროექტის მიზანია:
პროექტის მთავარი მიზანია, მზიური ნოდარ დუმბაძის ოცნების ქალაქად იქცეს, სადაც ბავშვების ჟრიამული არ შეწყდება და სადაც ყველა ბავშვი თავს ბედნიერად იგრძნობს.
ამ დღეს არ არსებობს სხვაობა მზრუნველობა მოკლებულსა და ოჯახურ სითბოს მიჩვეულ ბავშვებს შორის, ამ დღეს თანაბარია ყველა - უნარშეზღუდულიც, გონებრივად იქნება თუ ფიზიკურად და ჩეულებრვიც, ყველას მზის სითბო აერთიანებს და თუნდაც ერთი დღით ბედნიერს ხდის.
პირველი ივნისი ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. სწორედ ამ დღეს იმართება ბავშვთა საყოველთაო ზეიმი.
წლევანდელი ზეიმი 4 ძირითად მიზანს ემსახურება:
1. უდედ-მამო და ინვალიდ ბავშვთა ურთიერთობა საზოგადოებასთან;
2. ზრუნვა საბავშვო “მზიურზე” – ისე, რომ იქცეს ნოდარ დუმბაძის ოცნების ადგილად, ბავშვთა ქალაქად;
3. ნოდარ დუმბაძის შემოქმედების გახსენება;
4. დაარწმუნოს ყველა, რომ ”სასწაული ხდება”. მზის ზეიმის სახელწოდებაა ”ჩვენ ვხედავთ მზეს”, თუმცა, ყოველ წელს იცვლება მისი სლოგანი: ”გაგვიღიმეთ” (2006), ”სიყვარული ყველგან არის” (2007) და ”სასწაული ხდება” (2008). სლოგანი იბეჭდება დროშებზე, ამ თემაზე ბავშვები ხატავენ და ნახატები იფინება მზიურის ტერიტორიაზე. ერთი სიტყვით, სლოგანი მთელ ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევს.
2008 წლის მზის ზეიმი კიდევ ერთი მიზეზითაა განსაკუთრებული - წელს ნოდარ დუმბაძის 80 წლის იუბილეა. ამ თარიღთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, მზის ზეიმიც მათ რიცხვს მიეკუთვნება.
წლევანდელი ზეიმზე მოწვეული იქნებიან წყნეთის მზურნველობა მოკლებული ბავშვები (სულ 100 ბავშვი). პროექტის ფარგლებში მათ გადაეცემათ სპეციალურად მათთვის მომზადებული საჩუქრები. იმის გამო, რომ ღონისძიება მთელი დღეს გაგრძელდება, ბავშვები უზრუნველყოფილი იქნებიან საკვებით და სასმელებით.
ჩვეულებრივ, მზურნველობა მოკლებული ბავშვების კვებას და მათი სხვადასხვა გამაგრილებელი სასმელებით უზრუნველყოფას სპონსორები კისრულობენ, რეკლამის სანაცვლოდ, თუმცა, გენერალური სპონსორის დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებელია სრული სარეკლამო ექსკლუზივის შექმნაც.
“მზის ზეიმი” მზიურში გაიმართება 2008 წლის 1 ივნისს 14:00-დან 18:00 საათამდე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
1. მოეწყობა გამოფენა თემაზე “ჩვენ ვხედავთ მზეს-სასწაული ხდება. ნებისმიერ ბავშვს შეეძლება მოიტანოს თემაზე დახატული ნამუშევარი რომელიც იქვე გამოიფინება..
2. ნებისმიერ ბავშვს შეეძლება ფერადი ცარცებით დახატოს პარკში.
3. მოეწყობა “მზიური 2006”-ის და 2007 წლის ამსახველი ფოტოების გამოფენა.
4. ხელოვნების საყმაწვილი ცენტრის ”არტ ჰოლის” აღსაზრდელები წაიკითხავენ ნოდარ დუმბაძის ლექსებს და ნაწყვეტებს მოთხრობებიდან.
5. მოეწყობა სხვადასხვა შეჯიბრებები ბავშვებს შორის. გამარჯვებულები კი სიმბოლურად დაჯილდოვდებიან.
6. საღამოს დაიწყება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ბავშვთა ანსამბლი “ბომბორა”. ”ბომბორას” წევრები ზეიმის მონაწილე ბავშვებთან ერთად იმღერებენ, იცეკვებენ, წაიკითხავენ ლექსებს.
7. ბავშვთა ანსამბლი „გიორგობა“ შეასრულებს ქართულ ხალხურ საცეკვაო ნომრებს.
7. მთელი დღის განმავლობაში მზიურის ტერიტირიაზე ირბენს უზარმაზარი თოჯინა მზე და კლოუნები, გაიყიდება ბუშტები სასმელები ნაყინები, საბავშვო წიგნები.
8. ხელოვნების საყვამწვილო ცენტრი „ART ჰოლი“-ს წევრი ბავშები თეატრალიზებულად წაიკითხავენ ნოდარ დუმბაძის ლექსებს.
9. ზეიმში მონაწილეობას იღებენ “ზალიკო სულაკაურის სამხატვრო სკოლის” ბავშვები. დაიდგმება მერხები და ხატვის მსურველებს სტუდიის აღსაზრდელები დაეხმარებიან.
10. ანსამბლ “ბომბორასა” და სამხატვრო სკოლების ბავშვებს გადაეცემათ სპეციალური სიგელები.
11. კონცერტს წაიყვანს ზაალ წულუკიძე, იგივე “ვინი”
2006-2007 წლის ზეიმების ფოტოები:






