ისე ყვებით, ეჭვი მეპარება საერთოდ ვიყავი მანდ თუ დამესიზმრა რამე. ტრულალ, მე მეხუტებოდი და ნიკა შეგიყვარდა? ია ტა ნე პროტივ მარა....
ისე, მაშინ კი იფიცებოდი ყველა ღმერთს და ეხლა გახდი ათეისტი?
ჰო, ჰო, ის გამახსენდა, ტექსტებს რომ იძახდნენ, ამას ჯობია აქვე მოვკვდეო და დანას რომ ვაწვდიდი, ბარემღა ქენითო და ყველამ უარი რომ მითხრა

ტკბილია სიცოცხლე - იმდენჯერ გამიგია ცხოვრებაში "თავს მოვიკლავო", რომ ეს ფრაზა მხოლოდ ირონიას იწვევს ჩემში.
და კიდევ....
კავკასიკა ისე წავიდა, არც გაგიცილებიათ....
ისე, ბევრი თქვენგანი უკეთესად გავიანი, გვერდიდან ვუყურებდი და ვხედავდი, ვინ როგორ იქცეოდა, რას ამბობდა და ფიქრობდა "მძიმე წუთებში". მაგაზე გაცილებით უარეს მდგომარეობაში მოვყოლილვარ და ტყეში დაკარგვა მაგარი ლაითი პონტი იყო ჩემთვის, ასე რომ გვედიდან კარგად ჩანდა ვინ ვინ არის. მადლობა მათ, ვინც თავი ღირსეულად წარმოაჩინა. ისე, ბოლოს ყველა დაღლილ-დაქანცული იყო, მეც მკვდარივით ჩამეძინა ქეთუნას დანთებული ცეცხლის პირას, საძილე არც გამხსენებია და დილას ყველაზე ადრე გამეღვიძა - ცეცხლი დავანთე, გვირილებს მოვეფერე, პირი დავიბანე და დაველოდე დანარჩენების გაღვიძებას.
ეგეც ა12, ყოველთვის ადრე დგება ნუნისში და ცეცხლს ანთებს
ჰა, ადექით ეხლა, გათენდა, აშენდა ქვეყანა და თქვენ კიდევ გძინავთ
