ნოსტე 26 მაისს...

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ნოსტე 26 მაისს...

Post by qvevri » 28 მაი 2008, 08:52

გათენდა 26 მაისი, გახდა დილის ათი საათი, თორმეტი, პირველი, სამი და როგორც იქნა გამოჩნდნენ :D
მაკენა
გამარჯობა საქართველო
ნაია
ნინუკალა
იეტი ვარდანაული
თუთა
გვალდა.
მე მცხეთაში შეუერთდი და გავწიეთ კასპისაკენ. თავიდან მხოლოდ კასპის გამოქვაბულებისა(აკლდამებსაც ეძახიან) და გიორგი სააკაძის კოშკისა და ნასახლარის ნახვა გვინდოდა, მაგრამ გზაში ამის გარდა სამი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სანახაობაც ვნახეთ. მინდა ავღნიშნო, რომ ამ გასვლაზე პროფესიონალ ფოტოაპარატთა "ცვენა" აღინიშნებოდა და იმედია სუართებსაც მალე შემოგვთავაზებენ. აღსანიშნავია, რომ ნოსტეში ყველანი პირველად ვიყავით, რომელიც თბილისიდან დაახლოვებით 1 საათის სავალზეა თბილისი იგოეთის გზიდან. ხოლო უკანა გზაზე წამოვედით "შიდა გზით", რომელიც ნოსტედან ახალქალაქის გავლითაა და ზემონიჩბისზე გადმოდის და დაახლოვებით 40- 50 წუთში მცხეთაში ვიყავით. იმას მოგახსენებდით, რომ გზათ გარდა ნოსტესა და კასპის გამოქვაბულებისა ძალიან საინტერესო ეკლესიები ვნახეთ. პირველი ეკლესია თავისი საბრძოლო(თავდაცვითი) კოშკით კასპისა და მეტეხის შუაშია, გზის მარცხნივ. მეტეხის შესასვლელთან მატარებლების ხიდია და სანამ იმ ხიდში "გაძვრებით" მარცხნივაა გადასახვევი და დაახლოვებით 300 მეტრში დგას. შემდეგ გეზი ავიღეთ ნოსტესკენ. სოფელში შესვლამდე სოფლის თავში (მეფრინველეობის ფერმებთან)ღვთისმშობლის ეკლესიაა და ის ეკლესიაც მოვინახულეთ. მინდა ვთქვა, რომ ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ დანგრეულია საკმაოდ მდიდრულადაა ნაგები. სამ ნავიანი ბაზილიკაა და მთავარი ტაძარი დგას რვა სვეტზე. როგორც ჩანს ტაძარი მოხატულიც უნდა ყოფილიყო. ამის შემდეგ იყო გიორგი სააკაძის კოშკი და ნასახლარი სადაც ცოტა წავიხემსეთ და იქვე სასაფლაოზე მდგარი ბაზილიკაც ვნახეთ, რომელიც ასევე საინტერესო იყო თავისი ფორმით. ეკლესია ერთ დროს საკმაოდ მდიდრულად მოხატული ყოფილა. ამჟამად ფრესკის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. ამის მერე როგორც უკვე მოგახსენეთ შიდა გზით დავბრუნდით, ახალქალაქი--კავთისხევი--ზემო ნიჩბისი---მცხეთა. სანამ მცხეთაში მივიდოდით კავთისხევში გავჩერდით და მოვინახულეთ გიორგი შატბერაშვილის ძეგლი და ცნობილი საჯილდაო ქვა. გიორგი შატბერაშვილი (ბებიაჩემისა არ იყოს) კავთისხევიდან იყო. იგი შესანიშნავი მწერალი იყო. სწორედ მას აქვს დაწერილი "მკვდრის მზე" ანუ მოთხრობა საჯილდაო ქვაზე, სადაც აღწერილი ამ უზარმაზარ ქვასთან ხალხის ჭიდილი. მისივე სიტყვებია: "საჯილდაო ქვას მხოლოდ ღვთის ნათლული თუ უზავს ძვრასაო". ყველას გირჩევთ რომ წაიკითხოთ ეს მოთხრობა. ვისაც აინტერესებს შემიძლია მე ვათხოვო. კინაღამ მთავარი დამავიწყდა: ეს გასვლა ნაიასათვის იყო პირველი გასვლა თავისი ახალი ჯიპით და ლაშქრობა სწორედ მას ეძღვნებოდა. მინდა ვთქვა რომ ნაიამ მისი ჯიპით საკმაოდ "ხოშიანად" იარა. დასასრულს(ათის ნახევარზე) ყველანი წავედით მცხეთის სახინკლეში სადაც კარველმა ჯენტლმენებმა და ვაჟკაცებმა ნაიას ხინკალი ვაკისრებინეთ თავისი პიველი გასვლის წარმატებით დაგვირგვინებისათვის :D მოკლედ ეხლა ახალციხეში ვარ და რომ ჩამოვალ ჩემს სურათებსაც შემოგთავაზებთ, მანამდე კი ველოდებით მაკენას, გოგას, ნინუკალას და იეტ ვარდანაულს. სურათებს თუთაც იღებდა, მაგრამ ბოლოს ესე თქვა, რომ სანამ გოგა და მაკენა ჩემს ორ ლარს არ მომცემენ მანამდე სურათებს არ დავდებო....
გამარჯობა საქართველო და მაკენა უნდა მიგეცათ ის ორი ლარი :lol:
Last edited by qvevri on 29 მაი 2008, 20:27, edited 1 time in total.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ნოსტე 26 მაისს...

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 მაი 2008, 09:09

პრინციპში, მცირე ჯიპ-ტური გამოვიდა - ნაიას ჯიპი გამოვცადეთ ოღრო-ჩოღრო გზებზე, მაკენა
მთავარი გამომცდელი იყო და "ნივით" წამოვიდა.

გამოცდა ბრწყინვალედ ჩაბარდა. მანქანაც კგია, მძღოლიც.
ჯიპს ზურმუხტა დაერქვა (ფერიდან გამომდინარე).
ფოტოებიც იქნება.

არა, რა, უნდა მიგვეცა და რა ის 2 ლარი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ნოსტე 26 მაისს...

Post by qvevri » 28 მაი 2008, 09:19

აგერ ისიც... თვით "ზურმუხტა"
Image

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
ნოსტე 26 მაისს...

Post by TuTa » 28 მაი 2008, 09:49

qvevri
მართლაც საინტერესო გასვლა გამოგვივიდა :) ჯერ იყო და გავედით ისეთ დროს როცა უკვე უკან უნდა დავბრუნებულიყავით :wink: გზად ბევრი დაუგეგმავი სანახაობაც გველოდა, განსაკუთრებულად აღმაფრთოვანა კასპის ქვაბულებმა და სამნავიანმა ბაზილიკამ.

ზურმუხტამ კი საკმაოდ წარმატებულად ჩააბარა საჯიპტურე გამოცდა და ყველას გული მოიგო. ნაი ნაი კიდევ ერთხელ გილოცავ!!!

ფოტოებს დავდებ აუცილებლად ცოტა დროს რომ გამოვნახავ და იმ ორ ლარს კიდევ იმდენი პროცენტი დაერიცხა უკვე, გირჩევნიათ დროზე გადაიხადოთ :D

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ნოსტე 26 მაისს...

Post by Ninukala » 28 მაი 2008, 10:07

მართლაც რომ გამოცდა შესანიშნავად ჩააბარეს ზურმუხტამ და ნაიამ. უნდა ავღნიშნო რომ ზურმუხტაში ვიჯექით ნაია თავისთავად, გამარჯობა საქართველო, გვალდა და მე, არაჩვეულებრივად ვიმგზავრეთ, ნაია შესანიშნავი მძღოლია ;)

გვალდა

Image

გოგა

Image

ნაია და მე სარკეში... :D

Image
Image
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ნოსტე 26 მაისს...

Post by Ninukala » 28 მაი 2008, 10:22

qvevri wrote:მოვინახულეთ გიორგი შატბერაშვილის ძეგლი და ცნობილი საჯილდაო ქვა. გიორგი შატბერაშვილი (ბებიაჩემისა არ იყოს) კავთისხევიდან იყო.
ჩვენ არ გავჩერდით მანდ... :(, არადა გიორგი შატბერაშვილი და ჩემი დიდი ბებია ალალი ბიძაშვილები იყვნენ, ე.ი. ჩემი დიდი ბებიაც კავთისხევიდან ყოფილა (რაც არ ვიცოდი :oops: )
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ნოსტე 26 მაისს...

Post by Ninukala » 28 მაი 2008, 11:40

კასპის ქვაბულები

Image

თუთა ქვაბულების თავზე

Image

მე

Image

კასპი ცემენტის ბოლში

Image
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ნოსტე 26 მაისს...

Post by Ninukala » 28 მაი 2008, 11:51

იეტი

Image

გაიღიმე იეტო გაიღიმე....

Image
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ნოსტე 26 მაისს...

Post by Ninukala » 28 მაი 2008, 11:59

Image
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ნოსტე 26 მაისს...

Post by Ninukala » 28 მაი 2008, 13:39

იეტ ვარდანაულის ფოტოები მოპარული ფლიკერიდან :lol:

Image
Image
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ნოსტე 26 მაისს...

Post by Naia » 28 მაი 2008, 16:47

ძალიან საინტერესო გასვლა გამოგვივიდა

მიუხედავად იმისა, რომ 3 საათზე გავედით მაინც ბევრი რამის მონახულება მოვახერხეთ. საღამოს კი მანქანა 'დავასველეთ' (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) ჯერ კონიაკით, არყითა და ლუდით, შემდეგ წვიმით და ბოლოს კი სახინკლეში :)

სანამ გავიქცეოდე რამდენიმე ფოტოს შემოგთავაზებთ:

კასპის აკლდამები

Image

ყაყაჩოები კასპის აკლდამებთან

Image

ხედები კასპის აკლდამებიდან

Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ნოსტე 26 მაისს...

Post by Naia » 28 მაი 2008, 16:50

გვალდა და ქვევრი კასპის აკლდამებზე

(მეც მინდოდა აქ ასვლა. მაგრამ იმ დღეს ძალიან არა-კარვულად მოვიქეცი. მოკლე ქვედაბოლოთი წავედი ლაშქრობაში :( ამიტომ ვერსადაც ვერ ავედი)

Image

ახლა გავიქცევი. დანარჩენი ფოტოები საღამოს

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ნოსტე 26 მაისს...

Post by Mta Mkvarebia » 28 მაი 2008, 17:06

როგორ მინდოდა ზურმუხტას დასველება და მაგ ლამაზ-ლამაზი ადგილების მონახულება, თქვენ ხომ არ იცით?!, მაგრამ სხვა დროს იყოს :D
TuTa wrote:....და იმ ორ ლარს კიდევ იმდენი პროცენტი დაერიცხა უკვე, გირჩევნიათ დროზე გადაიხადოთ :D
:lol: :lol: :lol:
კოჭებში ეტყობა პროფესია :wink:

Ninukala wrote:
კასპი ცემენტის ბოლში

Image
ნინუკალა გადავირიე, ასეთი ლამაზი ცემენტის ქარხნის ფოტო ცხოვრებაში არ მინახავს. რა აპარატით გადაიღე, რა ფერებია! :shock: შენს ციფრულს არ გავს, ფირისას კი ასე მალე არ დაასკანერებდი :roll: ...
Last edited by Mta Mkvarebia on 28 მაი 2008, 17:10, edited 1 time in total.
Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ნოსტე 26 მაისს...

Post by tiko_r » 28 მაი 2008, 17:08

ქვევრთან, გოგონასთან, გოგონას პლიუსთან და მაკენასთან ერთად მეც ვიყავი მანდ ოქტომბერში
ქვევრი მაშინაც ხტებოდა ქვაბულებიდან
ყველაფერი ყვითელი იყო.
რა ლამაზია მწვანეში

კასპზე კიდევ იშლებოდა ლამაზი პეიზაჟი ქარხნის კვამლით?


Naia
მინი უჩისარია რაა :lol:

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ნოსტე 26 მაისს...

Post by Ninukala » 28 მაი 2008, 17:39

მთაშენკა ჩემი ციფრულია ;)
Naia wrote:მეც მინდოდა აქ ასვლა. მაგრამ იმ დღეს ძალიან არა-კარვულად მოვიქეცი. მოკლე ქვედაბოლოთი წავედი ლაშქრობაში
და მაინც რომ აძვერი ერთ ერთ ქვაბულში :D მე იქ ძლივს ავედი მაკენას დახმარებით ;)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]