ბულაჩაურიდან სიონში ჩასვლის ამბობა

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
ბულაჩაურიდან სიონში ჩასვლის ამბობა

Post by N67 » 16 მაი 2008, 13:55



1. მარშრუტის (ადგილმდებარეობის) დასახლება, თუ ალტერნატიული დასახელებებია მათი მითითებით

ბულაჩაური-ხეობა-ნოჯიკეთი-სიონის წყალსაცავი

2. როგორ მივიდეთ საწყის პუნქტამდე

ამისთვის ჯერ დიდუბის სადგურში მისვლაა საჭირო, იქიდან კი ბულაჩაურისკენ მიმავალ მიკროავტობუსს გაყოლა. გზა მგონი 1 თუ 2 ლარია, ჯამში ალბათ 40 კმ

3. როგორ წამოვიდეთ ბოლო პუნქტიდან

ისევ მიკროავტობუსი ან დანჯღრეული ავტობუსი, 5სთ-ს ნაცვლად 5:42-ზე რომ მოდის, აუ რა პახმელიაზე ვარო და 10 წუთი ლუდს რომ იმარაგებს სტომაქში :) გზა 3 ლარი, კმებს გააჩნია საიდან წამოვა..

4. მარშრუტის სიგრძე და სირთულე ? შესაძლოა რთული და ადვილი მონაკვეთების მითითებით

სიგრძე - დაახ. 35 კმ. რამდენიმე ტყიანი მთაა გადასავლელი, ზოგან გზით, ზოგან უგზოდ. მოკლედ სეირნობისთვის არ გამოდგება

5. მარშრუტის ოპტიმალური ხანგრძლივობა

ორი ბიჭი (კარგად რომ დავდიოდით) 3 დღეში თავისუფლად ჩავეტიეთ.


6. რაა სანახავი და ყურადღება მისაქცევი

ტყეები, კოხტა სოფლები და ხედები უკვე მაღლიდან. და კიდევ, სადმე პონჩოს ჩასადები ხომ არ გდია, მე მივაკარგე სადღაც.....

7. საცნობარო ლიტერატურა ანდა ინტერნეტ-გვერდი (ღეფერენცე)

აბა რა გითხრათ.... ღეფერენცე-ა გასასწორებელ-გადასაინგლისურებელი :D

8. რჩევები საბანაკე ადგილებსა და წყლის არესებობა-არ არსებობაზე, პროდუქტის ხელმისაწვდომობაზე და ა. შ.

საბანაკე ადგილები სოფლებთანაც და ტყეებშიც ბევრია.
აი იმ მიკარგულ სოფელს რომ პროდუქტის შოვნის იმედით მიადგე ვერაა მთლად კაი აზრი...


9. სასარგებლო საკონტაქტო ინფორმაცია ? მაგ. ადგილობრივი გამოყოლის ან მძროლის სახელი, ოჟახი სადაც შეიძლება ღამის გათევა სავარაუდო ფასების მითითებით

კონტაქტიო? ძლივს მოვხვდი ისეთ ადგილას, სადაც გარემოს სასაცილოდ არ ჰყოფნის იმ პატარა კოლოფებიდან გაშვებული 900, 1800 ან 1900 MHz-იანი სიგანლები. ანუ არ იჭერს რა, რასაც მობილურს ეძახიან :)

10. მარშრუტის აღწერის თარიღი

ეს იყო აპრილის პირველ ნახევარში.

11. რუკა, თუნდაც სქემატური

ახა:
http://www.link.ge/file/10933/Rukebi.rar.html
http://www.allshares.ge/download.php?id=24DFD79A12


12. თუ გვაქვს GPS კოორდინატები და კიდევ უკეთესი თუ ჟპს-ით აღებული მარშრუტი დაიდება

აუფ... ეგეთები არვი მე :shock:




კაიიიი, ფორმალობი მოგვარდა. ახლა მოყოლას დავიწყებ.
არ მახსოვს, რის გამო გადაიფიქრა მთელმა ჯარმა წამოსვლა. მოკლედ მარტო აღმოვჩნდი. თუმცა, ჩვევა თუ რიტუალი არ დამირღვევია და სამთო ქიმიის კიბესთან მაინც გავწიე, ცოტა ხნით დასაბირჟავებლად :) სანამ სამარშრუტოში ჩავჯდებოდი.

ჩემდა დასაოცრად, იქ ჩემი ნაპლიუსარი გია დამხვდა, ზურგზე ხალისიანად რომ მოეგდო თავისი ზურგჩანთა. ესე იგი იმ ტყეები ნოვალისთან მარტო არ ვიქნებოდი..
მოკლედ ჩავსხედით და გავწიეთ ბულაჩაურისკენ. იქიდან კი ჩამოვქვეითდით და შევუყევით ნოჯიკეთისწყლის ხეობას აღმა აყოლებულ გზას.

გზად ერთხელ შევისვენეთ, წავიხემსეთ და გავაგრძელეთ სოფელ ხეობისკენ გზა. 3 წლის წინა შემოდგომაზე ვიყავი იქ ბოლოს ველოსიპედით. ახლა კი გაზაფხული იყო.
აი, თუ არ გჯერათ:
Image


პირველი ყაყაჩო წელს ამ ადგილებში შემხვდა.
სულ ახალ გაღვიძებული :) ჯერ თმა კიარადა ფურცლებიც არ დაევარცხნა :)

Image


და სოფელ ხეობასაც მივადექით. მზეც მიადგა დასავლეთს.
რაც მთავარი იყო, მოვასწარი და გიას შორს, დასავლეთისკენ ალისფრად მოლაპლაპე ბაზალეთის ტბა დავანახე.

მერე კი ტყეში ერთ მდელოზე გავჩერდით და დავბანაკდით.

Image

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
ბულაჩაურიდან სიონში ჩასვლის ამბობა

Post by nusa » 16 მაი 2008, 14:21

მეეეერე?......

გააგრძელე რაღა!





როგორ ვინერვიულე, მეგონა მარტო წახვედი :?
Image

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
ბულაჩაურიდან სიონში ჩასვლის ამბობა

Post by N67 » 16 მაი 2008, 15:13

xo mle gavagrdzeleb :)

sanerviulo ki namdvilad iko..
marto rom vkopilikavi kidev 2 dgit mainc davrchebodi sadme da shimshiloba ar amcdeboda ;)
Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ბულაჩაურიდან სიონში ჩასვლის ამბობა

Post by Gvalva » 16 მაი 2008, 15:37

N67

აუ, ეს უკვე იყო?? :( ანონსი მახსოვს და თითქოს კიდევაც ვაპირებდი და უკვე რეპორტია :(

ყოჩაღ რომ წახვედი!!

ისე მგონია უბილიკოდ სავალად ძალიან კარგი ტყე უნდა იყოს, კარგად მოყევი რა მაინტერესებს

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ბულაჩაურიდან სიონში ჩასვლის ამბობა

Post by Nika » 16 მაი 2008, 17:29

kxm kxm. ki mara davaTi araa mand?
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბულაჩაურიდან სიონში ჩასვლის ამბობა

Post by Mta Mkvarebia » 17 მაი 2008, 17:50

N67
რამდენი ხანი ველოდი ამ რეპორტაჟს, მაგრამ თურმე ჩამოსვლა არ გაცალეს, რეზერვში გიკრეს თავი. მერე კი სულ გადამავიწყდა.

კარგია, რომ არ დაიზარე და თემა გახსენი. აბა, ველით გაგრძელებას :D .
Image

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
ბულაჩაურიდან სიონში ჩასვლის ამბობა

Post by N67 » 19 მაი 2008, 13:40


Nika
eg sofelia? raRac ar maxsendeba. chven namdvilad ar gagvivlia da sheidzleba axlo-maxloa sadgac.
vnaxav.
Image

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
ბულაჩაურიდან სიონში ჩასვლის ამბობა

Post by N67 » 19 მაი 2008, 13:49


ხო სად გავჩერდი..

ხეობასთან ვიყავით დაბანაკებულები. აქამდე სამანქანო გზას მივუყვებოდით, ტყიან და ალაგ-ალაგ კლდიან ფერდობებს.

გუშინ ეს ინდივიდი პირველი შემხვედრი იყო, ჩიტუნების შემდეგ :D

Image



მაშ ასე... ინათა და კარავს მზე მოადგა...
გამოვდივართ ზმორებით და შევხარით კარგ ამინდს.
თანაც მივხვდით, რომ ჩემი 4კაციანი კარავი სინამდვილეში 2კაციანი ყოფილა.. ასეთი გემრიელი ძილით კარავში კაიხანია არ გვძინებია :D

ჯერჯერობით, რამდენიმე კმ ისევ სამანქანო გზას
(ვაი, ვაი, არ დაიჯეროთ მანდ რომ წოწკოლაურების უაზის მეტი რამე გაივლის :) იმასაც იაღლიში დაემართა..) უნდა გავყოლოდით.. ხოდა უცებ ეს უაზი წამოგვეწია, თან არცთუ უბრალო მიზეზით ებრძოდა აღმართებს - და-ძმა წოწკოლაურები (და მერე დანარჩენი ოჯახის წევრებიც) ერთი ბინძური და აფუთფუთებული ქალაქიდან (მიხვდით, ხო? თ-ზე იწყება სახელი, მტვერი რომ ჩადგება შეიძლება დანარჩენი ნაწილიც გამოჩნდეს) თავიანთ მშობლიურ კარ-მიდამოს უბრუნდებოდნენ სოფელ ნოჯიკეთში. რაღაც ძალიან გამიხარდა, ჩვენს ლაშქრობასთან მათი ეს გზაც რომ გადაიკვეთა.
მაშინვე დავთანხმდით ნოჯიკეთამდე დარჩენილ რამდენიმე კილომეტრზე მათ გაყოლას.
(ოღონდ დროის მხრივ იგივე გამოვიდა - გზაში მანქანას წინა ხიდის კარდანი გაუტყდა და მოსხნა მოგვიწია).

და მერე უკვე ნოჯიკეთში..
ეუფ.... ამ მთებს უნდა ჩავეხუტოთ სიონამდე...

Image



უკვე საკმაოდ მაღლა ვიყავით და გაზავხულს ჯერ კიდევ ვერ მოესწრო იმ აღმართების ამოვლა. ზოგი ხე ჯერ გაკვირტულიც არ იყო.

ესეც მათი კარ-მიდამო.

Image



და ხოო, ახლა გზა ჩვენით უნდა გაგვეგნო..
ერთი ტყიანი მთა გადავიარეთ. მერე პატარა ტაფობს მივადექით და რაღაც სასიამოვნოდ მეცნო ლანდშაფტი.. გამახსენდა წინა ზაფხულის და შემოდგომის დღეები, ტყეში წყლის ნაპირას გაშლილი კარავი.....

ვიარეთ, ვიარეთ და ერთი შემაღლებული ადგილიდან ჩემი ყმუილის საბაბიც გამოჩნდა - შორს, შორს ალვების უზარმაზარი ხეივანი დავინახე, ოდესღაც, ერთ ღამეს სიონიდან ცხვარიჭამიისკენ რომ მივდიოდით ველოებით...

მერე გაშლილმა ადგილებმა იმატა და სადღაც დაბლა ერთი მოსწორებულ-მოხრიოკებული ადგილი გაიზარდა თვალში.. მივხვდი, რომ სიონის ფსკერს ვხედავდით. წყალი ჯერ არ ჩანდა. დავყევით დაბლა ფერდობს და ჩავედით იქამდე. აბა გული რას მოგვითმენდა, დავყარეთ ჩანთები და ჩავირბინეთ ჩამშრალ ფსკერამდე. ალაგ-ალაგ ამოჩრილ ნასახლარებს შორის მორცხვად მიიკლაკნებოდა იორი.

- მორიგი ექსპედიცია წარმატებით დაეშვა მარსზე. ეს გია მირბის და ცდილობს, 10 000 წლის წინანდელ კრატერში კიარადა, გუბისპირა ტალახში ძალიან არ ჩაეფლოს. :)

Image


დრო მაინცდამაინც ბევრი აღარ გვქონდა. ჩვენი შატლი...
მდა.. ისა.. დასაბანაკებელ ადგილთან უნდა მივსულიყავით - დამბასთან შედარებით ახლოს, ტყეში, სადაც არაერთი მზიან-წვიმიანი დღე და ვარსკვლავიან-არყიანი ღამე გვქონდა გატარებული. ხო, ზუსტად "ჩვენ ადგილას" მივდიოდით, აი, ქვემოთა ფოტოზე ზედა მარცხენა კუთხეში რომ სიმწვანე ჩანს, იმის ძირში. მივუყვებოდით ფლატეებს და ზურგიდან მზეც მიგვაცილებდა, უკვე დასავლეთისკენ გადაწვერილი.
და იქაურობა, დახვედრილი თავისთვის უჩვეულო სახით, ჩვეული ძალით გვეგებეგოდა და გვიკრავდა გულში.

Image


Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბულაჩაურიდან სიონში ჩასვლის ამბობა

Post by Mta Mkvarebia » 19 მაი 2008, 13:59

N67
მაგარია! რა ფოტოები, რა თავგადასავლები! :D

და ის მწვანე არსება კარგად არ ჩანს, ბაყაყი იყო? თუ კი, მერე რა უნდა გექნა არ იცი? სამნიც გახდებოდით უცებ :wink:
Image

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ბულაჩაურიდან სიონში ჩასვლის ამბობა

Post by Ninukala » 19 მაი 2008, 18:34

ნიკუშ... რა მაგარი ფოტოებია.... ყვეეელა მომეწონა, იმედია მასე სათანადო ადგილზე ვნახავ ;)
გააგრძელე გელი...
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
ბულაჩაურიდან სიონში ჩასვლის ამბობა

Post by N67 » 20 მაი 2008, 11:43




რაიღა გავაგრძელო, ძლივს მოვახერხე რომ დადებით ნოტაზე დამემთავრებინა..

და მაინცდამაინც ის გინდა მოვყვე, ორი გზააბნეული რომ ვნახეთ უკვე სიბნელეში სადღაც მისვლა რომ ვერ მოესწროთ?,.

და მერე ბოლო დღის სულისკვეთებით რომ ვეძგერეთ და ვღმურძლეთ კარგა ბლომად დარჩენილი საკვების და ოტკის რესურსებს??? და სრული პოხუისტობა რომ გვქონდა შემდეგი დილის ნაბახუსევზე ავტობუსის მოსვლამდე???

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ბულაჩაურიდან სიონში ჩასვლის ამბობა

Post by ARCHILI » 13 ივნ 2008, 05:30

სიონის თავზე, მთაზე, მე რომ დავიკარგე, იქ არ დაიკარგე?

ან ის სასაფლაო არ ნახე, მე რომ იმედიანი თვალებით მივანათე და ყველაზე ახალი მკვდარი გასული საუკუნის პირველ წლებში რომ იყო დასაფლავებული?

:D :lol:

რა დრო იყო...

მალადეც, ნიკოლოზ, მალადეც..

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ბულაჩაურიდან სიონში ჩასვლის ამბობა

Post by namcecuna » 15 ივნ 2008, 11:53

ნიკა, აღფრთოვანებული ვარ ფოტოებით, ძალიან ძალიან მომწონს :shock:
გააგრძელე ფოტოების დადება :)
წამო, ზღაპარში ...
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]